არქივი

28 ოქტომბერი 2018, 16:42

არჩევნები 2018

თინათინ ბოკუჩავა თამარ ჟვანიასთან პირისპირ შეხვედრას მოითხოვს

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ამ მიზნით ბოკუჩავა ცესკოს შენობაში იმყოფება. ოპოზიციონერ დეპუტატს სურს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს თავად გააცნოს ის დარღვევები, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა უბნებზე დააფიქსირეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ოქტომბერი 2018, 16:19

არჩევნები 2018

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიცია საარჩევნო პროცესში დესტრუქციის შემოტანას ცდილობდა

ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას წინასაარჩევნო პროცესში დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მეთერთმეტე უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ანა მიქელაძე

28 ოქტომბერი 2018, 16:12

არჩევნები 2018

15:00 საათის მონაცემებით, არჩევანი ამომრჩეველთა 30,98%-მა გააკეთა

ყველაზე მაღალი აქტივობა 47% ამბროლაურში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი 23% მარნეულში. დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.

სირია

28 ოქტომბერი 2018, 16:10

მსოფლიო

სამ დღეში ISIS-ის მებრძოლებმა 40-მდე სირიელი სამხედრო მოკლეს

26-28 ოქტომბერს ISIS-ის წევრებმა 41 სირიელი მოწინააღმდეგე მოკლეს. ISIS-თან დაკავშირებული ახალი ამბების სააგენტო Aamaq-ი იუწყება, რომ ტერორისტული დაჯგუფება სირიელ მებრძოლთა და სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) წევრების პოზიციებს დაესხა თავს და ბრძოლა სამომავლოდაც გაგრძელდება.

ენგური

28 ოქტომბერი 2018, 15:59

არჩევნები 2018

საპრეზიდენტო არჩევნებში ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებნიც აძლევენ ხმას

მუშაობა მხოლოდ 12:00 საათიდან დაიწყო მიკროავტობუსმა, რომელიც გაეროს ინიციატივით, უფასოდ ემსახურებათ. ოკუპირებული რეგიონიდან ენგურის ხიდით გადმოსულ მოქალაქეებს ფეხით მიუწიათ მისვლა ტრანსპორტის უახლოეს გაჩერებამდე, რომელიც ხიდიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს.

კენგურუ

28 ოქტომბერი 2018, 15:48

ტაბლოიდი

ავსტრალიის პოლიციამ კენგურუ დახრჩობას გადაარჩინა

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელებმა ჩანთოსანი ცხოველის წყლიდან დროულად ამოყვანა შეძლეს, რის შემდეგაც კენგურუს სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. როგორც ერთ-ერთმა ოფიცერმა განმარტა „ნებისმიერი სიცოცხლე გადარჩენის ღირსია.“

ილია მეორე

28 ოქტომბერი 2018, 15:37

არჩევნები 2018

პატრიარქი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ეხმიანება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ არჩევნების მიმდინარეობაზე სამებაში ამბიონიდან ისაუბრა. ილია მეორის განცხადებით, განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო ირჩევს პრეზიდენტს.

28 ოქტომბერი 2018, 15:37

მსოფლიო

ჩინეთში ავტობუსის ხიდიდან გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინში საზოგადოებრივი ავტობუსი მსუბუქ ავტომობილთან შეჯახების შემდეგ ხიდიდან, 60 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა გამოიწვია. ის 4-ხაზიან გზაზე მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა.

კენჭის გავლა

28 ოქტომბერი 2018, 15:35

ტექნოლოგიები

რატომ ჩნდება თირკმელში კენჭი და როგორ ვებრძოლოთ დაავადებას

რაც შეეხება კენჭის გავლას, ექიმის განმარტებით, ეს უმეტესად ხდება ადამიანის ძილის დროს. კენჭი როცა შარდ-საწვეთში იჭედება, არ აძლევს შარდს გასვლის საშუალებას. შარდი გროვდება, იბერება თირკმელი და კაფსულა, რომელიც თირკმელს აკრავს, დაჭიმვის შემთხვევაში იწვევს ძლიერ ტკივილს

პანდა

28 ოქტომბერი 2018, 15:18

ტაბლოიდი

ჩინეთში პანდებთან ფოტოების გადაღება აკრძალეს

ცხოველთა დამცველები უკვე კარგა ხანია ამ აკრძალვას ითხოვენ. მათი თქმით, ადამიანებთან ურთიერთობის დროს პანდები იშვიათი დაავადებებით ავადდებიან. სიჩუანის პროვინციაში აიკრძალა არა მხოლოდ პანდებთან ფოტოების გადაღება, არამედ მათი გამოკვებაც.

28 ოქტომბერი 2018, 15:17

არჩევნები 2018

„კოორდინატორი“ გურიაში: ქორწილი აქვს მეზობელს და სიებს ამიტომ ვადგენ

საპრეზიდენტო არჩევნები გურიაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა, რამდენიმე პროცედურული დარღვევა მაინც დაფიქსირდა. ამავე ცნობით, ამის მიუხედავად, სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია.

28 ოქტომბერი 2018, 15:05

არჩევნები 2018

გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების შესახებ ლაპარაკობს

ქუთაისში 118-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხუთი წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა. თამარ ლომსაძის თქმით, მაშინ როცა სიაში საკუთარ თავს ეძებდა, შვილის ფოტოა დაინახა და კომისიას დაუყონებლივ ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა. ამომრჩეველი ითხოვს გაუქმდეს ბიულეტინი.

28 ოქტომბერი 2018, 15:00

საქართველო

ვინ მონაწილეობდა გასული წლების საპრეზიდენტო არჩევნებში და ვინ რამდენი ხმა მიიღო

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. 1990 წლიდან დღემდე ქვეყნაში 6 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. Imedinews-ი გვთავაზობთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

Google

28 ოქტომბერი 2018, 14:56

ტექნოლოგიები

Google-ი აცხადებს, რომ Android-ის მომხმარებლებს „მოთვალთვალე“ აპლიკაციებისგან დაიცავს

მესამე ტიპის აპლიკაციების მომხმარებლები ავტორიზაციას აპლიკაციის შინაგანაწესს წაკითხვის გარეშე ეთანხმებიან, რითაც კომპანიას პირად მონაცემებზე წვდომის საშუალებას გაუცნობიერებლად აძლევენ. სწორედ ამიტომ Google-ი გეგმავს მესამე ტიპის აპლიკაციებზე კონტროლი გაამკაცროს.

28 ოქტომბერი 2018, 14:50

არჩევნები 2018

„მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო დარღვევებზე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობი ორგანიზაცია „მრავალეროვანმა საქართველომ“ 14 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაცია გაავრცელა. ორგანიზაციამ შემდეგი დარღვევები დააფიქსირა: ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #66 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი არ აწესრიგებდა ამომრჩეველთა რიგს დადგენილი რეგულაციების შესაბამისად და რეგისტრატორთან აგზავნიდა ორზე მეტ ამომრჩეველს.

დუბლინი

28 ოქტომბერი 2018, 14:28

მსოფლიო

ირლანდიაში მკრეხელობისთვის აღარ დასჯიან

ირლანდიაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მკრეხელობისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის გაუქმებას. კონსტიტუციაში ამ მუხლის გაუქმებას მხარი დაუჭირა ამომრჩევლის - 34%-მა, წინააღმდეგი იყო - 64%. რეფერენდუმზე აქტივობამ 43.79% შეადგინა.

მამუკა მდინარაძე

28 ოქტომბერი 2018, 14:22

არჩევნები 2018

მდინარაძემ ოპოზიციას მმართველი გუნდის მხარდამჭერებზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

"სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება, ცალკეულ შემთხვევებზე იქნება უმკაცრესი რეაგირება და აქაც კანონის ფარგლებში მოვექცევით. ნებისმიერ საჩივარზე, რომელიც იქნება რეალურად დაწერილი, ვფიქრობ რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექნება მყისიერი რეაგირება,"- თქვა მდინარაძემ.

მარკირება

28 ოქტომბერი 2018, 14:22

ტაბლოიდი

საარჩევნო უბანზე ამორჩეველმა მანდარინი გაფცქვნა, ფანარმა კი მარკირებად აღიქვა

როგორც გაირკვა, საარჩევნო უბანზე მისვლამდე, ამომრჩეველმა მანდარინი გაფქცვნა. პრობლემა ხელის დაბანის შემდეგ ამოიწურა და მოქალაქემ ხმის მიცემა შეძლო. საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ტარიელ თებიძის განმარტებით, მანდარინის სითხე აპარატმა მარკირებად აღიქვა.

28 ოქტომბერი 2018, 14:14

არჩევნები 2018

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ აჭარაში არჩევნებზე დარღვევებია

მათი ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან სამარშრუტო ტაქსებია მობილიზებული, მიმდინარეობს აგიტაცია, და არის ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები. მათ დარღვევების დასადასტურებლად რვეულიც წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ეკუთვნის.

ლატარიის ბილეთი

28 ოქტომბერი 2018, 14:06

ტაბლოიდი

ამერიკული ლატარიის ისტორიაში სიდიდით მე-4 ჯეკპოტი გათამაშდა

როგორც გამოცემა Powerball-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, შეერთებული შტატების ისტორიაში ეს სიდიდით მე-4 ჯეკპოტია. იღბლიანი ციფრები ასე გამოიყურება: 8, 12, 13, 19, 27. ოთხი დღის უკან Powerball-ის ლატარიაში $1.6 მილიარდის ჯეკპოტი გათამაშდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

28 ოქტომბერი 2018, 13:59

არჩევნები 2018

შსს-მ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ორი ადამიანი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რ-ნის სოფ. იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით.

ბასილაშვილი

28 ოქტომბერი 2018, 13:34

სპორტი

პარიზის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ბასილაშვილი ასპარეზობას ძირითადი ბადიდან იწყებს, მისი პირველი მეტოქე კი მსოფლიო რეიტინგის 36-ე ნომერი ავსტრალიელი ჯონ მილმანი იქნება. სპეციალისტების აზრით, შეხვედრის ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი მიიჩნევა.

ლაშა შავდათუაშვილი

28 ოქტომბერი 2018, 13:32

სპორტი

აბუ-დაბის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა იაპონელი ტაკეში დოი დაამარცხა. ვიდეო

მომდევნო შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი ჩინელ რირანგ ჟუს დაუპირისპირდება. ამავე წონაში ასპარეზობდა ფრიდონ გიგანი, რომელიც ჩეხ იაკუბ იესმინეკთან შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ეკა გიგაური

28 ოქტომბერი 2018, 13:31

არჩევნები 2018

გიგაური: ზუგდიდში კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს დარღვევაზე თვალის დახუჭვა სთხოვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ყურადღება არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გაამახვილა.

28 ოქტომბერი 2018, 13:31

არჩევნები 2018

დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა

პრეზიდენტობის კანდიდატმა, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა. მან არჩევანი ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე 54-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. „მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ იმ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს" - თქვა მან.

მიწისძვრა

28 ოქტომბერი 2018, 13:19

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, თბილისის დროით 13:03 საათზე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

28 ოქტომბერი 2018, 13:18

არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა. „ხმა მივეცი დამშვიდებულ. გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა. დღეს გავიგებთ, რა გადაწყვიტა ამომრჩეველმა. მე ამომრჩევლის მჯერა“ - თქვა მან.

28 ოქტომბერი 2018, 13:17

არჩევნები 2018

ქუთაისში ამომრჩეველმა სიაში 5 წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა

ამომრჩეველი ითხოვს გაუქმდეს ბიულეტინი. მისივე განმარტებით, გარდაცვლილი კაცი კედლის სიაში არ ფიქსირდება, თუმცა დავით ლომსაძის სახელი და გვარი სამაგიდო სიაში აღმოჩნდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაინტერესებულმა პირმა ცესკოს უნდა მიმართოს, რადფან ფაქტზე რეაგირება მათ კომპეტენციაში არ შედის.

28 ოქტომბერი 2018, 13:15

არჩევნები 2018

შალვა ნათელაშვილი უბნის თავმჯდომარეს ეჩხუბა

თემქაზე, 83-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერსა და უბნის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება მოხდა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, უბანთან ადამიანების გარკვეული ჯგუფი აგიტაციას ეწეოდა , რის შეხებაც პარტიის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა, თუმცა ის უბნის თავმჯდომარემ არ დაარეგისტრირა.

ამომრჩეველი

28 ოქტომბერი 2018, 13:10

არჩევნები 2018

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს მსოფლიო მედია ეხმიანება

„საქართველო შესაძლოა გახდეს პირველი ქვეყანა კავკასიაში, რომელიც ქალ პრეზიდენტს აირჩევს“, - ამ სიტყვებით იწყებს სტატიას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო და წერს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ზურაბიშვილი მოქმედ პრეზიდენტ - გიორგი მარგველაშვილს ჩაანაცვლებს.