არქივი

საპრეზიდენტო არჩევნები

28 ოქტომბერი 2018, 13:04

არჩევნები 2018

13 საათისთვის გორის გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ამომრჩეველთა აქტივობა 13%-ია

არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებშიც. ხურვალეთში 70-ე საარჩევნო უბანზე 699 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი უკვე 155 ამომრჩეველმა გააკეთა. მათ შორის, დათა ვანიშვილმა, რომლის სახლიც რამდენიმე წელია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

არჩევნები  2018

28 ოქტომბერი 2018, 12:59

არჩევნები 2018

საერთაშორისო გამჭვირვალობა: ზუგდიდში ზედამხედველმა საარჩევნო ყუთში კონვერტები ჩაყარა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დამკვირვებლებმა აღმოჩნეს, რომ ზუგდიდის #94 უბანზე ყუთის ზედამხედველმა ძირითად ყუთში 5-მდე ბიულეტენი ჩაგდო. ამ მიზეზით არასამათავრობო ორგანიზაცია უბნის მონაცემების გაბათილებას ითხოვს.

ამომრჩეველი

28 ოქტომბერი 2018, 12:55

არჩევნები 2018

12:00 საათის მონაცემებით არჩევანი ამომრჩეველთა 15,95%-მა გააკეთა

მონაცემები დაახლოებით 2%-ით ჩამორჩება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 12 საათიან მონაცემებს (17,15%). 12 საათის მონაცემებით ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში 27,4%, ყველაზე დაბალი კი ყაზბეგში - 12%.

მოკრივე

28 ოქტომბერი 2018, 12:41

სპორტი

რუსეთის სახელით მოასპარეზე მოკრივემ წაგების გამო, საკუთარი მწვრთნელს სცემა

ბულგარეთში მიმდინარე კრივის საერთაშორისო ტურნირზე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ფოუად ელ მასუდი და რუსეთის სახელით მოასპარეზე სომეხი გენადი მარტიროსიანი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრანგის გამარჯვებით დასრულდა.

დავით სუჯაშვილი

28 ოქტომბერი 2018, 12:34

საქართველო

დაზვერვის სამსახურის უფროსი თავის ქონებაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

"მსურს გამოვეხმაურო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი სახლის მშენებლობას ეხებოდა. მზად ვარ გავასაჯაროო ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამ სახლის ასაშენებლად დახარჯული სახსრების, თითოეული თეთრის გამჭვირვალობას თუ წარმომავლობას,"- წერს სუჯაშვილი.

ზურაბ ჯაფარიძე

28 ოქტომბერი 2018, 12:30

არჩევნები 2018

ზურაბ ჯაფარიძე: ხმა მივეცი ჩემს თავს

„რადგან სხვა კანდიდატებმა მისცეს ხმა გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალს და უღრუბლო ცას, მე მივეცი ხმა გირჩის კანდიდატურა ზურაბ ჯაფარიძეს, ანუ შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ამ ქვეყანაში“, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ავიაკასტროფა

28 ოქტომბერი 2018, 12:23

მსოფლიო

„ლესტერის“ მფლობელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ვიდეო

„ლესტერის“ 60 წლის მფლობელის ვიშაი შრივადანაპრაბჰის 8-ადგილიანი ვერტმფრენი თამაშის დასრულებიდან ნახევარი საათის შემდეგ „კინგ ფაუერ სტადიუმის“ ავტოსადგომიდან აფრინდა, მაგრამ 60 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიწვა.

გრიგოლ ვაშაძე

28 ოქტომბერი 2018, 12:21

არჩევნები 2018

გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში მისცა

"აქტივობა, რამდენადაც ვიცი, ნორმალურია, მაგრამ კიდევ მინდა მივმართო ამომრჩეველს. ძალიან გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე და მობრძანდით არჩევნებზე, საქართველოს, თქვენი შვილების და შვილიშვილების მომავალს ირჩევთ, ეს აუცილებელია, იმიტომ, რომ თქვენი კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა,"- თქვა ვაშაძემ.

შიმშილი იემენში

28 ოქტომბერი 2018, 12:15

ტექნოლოგიები

Facebook-მა შიმშილისგან დასუსტებული იემენელი ბავშვის ფოტოები დროებით წაშალა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა დროებით წაშალა New York Times-ის სტატიის ის გაზიარებული პოსტები, სადაც შიმშილის გამო დასუსტებული იემენელი ბავშვის ფოტო ჩანს. სტატია ათასობით ადამიანმა გააზიარა და მათ გვერდებზე ბავშვის ფოტოები გამოჩნდა. პოსტების გაუქმებამ სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია

28 ოქტომბერი 2018, 12:04

ტაბლოიდი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ახალ ზელანდიაში ჩავიდნენ

სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მოგვიანებით პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლთა ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალი მოინახულეს, რის შემდეგაც წყვილი ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა მიიღო. აქამდე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ფიჯის, ტონგასა და ავსტრალიას ეწვია.

ზაზა სარალიძე

28 ოქტომბერი 2018, 12:00

ძალოვნები

ზაზა სარალიძე გათავისუფლდა

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ზაზა სარალიძეს ბრალი დღეს წარედგინა, თუმცა ბრალდების დადგენილების მიხედვით, საგამოძიებო ორგანო არ თვლის საჭიროდ, სასამართლო სხდომის გამართვამდე სარალიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიება იყოს გამოყენებული.

ცესკო

28 ოქტომბერი 2018, 11:59

არჩევნები 2018

ცესკომ ორგანიზაცია „აპრიორის“ და ენმ-ის წარმომადგენელს საარჩევნო უბანი დაატოვებინა

ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მორიგი საინფორმაციო ბრიფინზე ცესკოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქობულეთის №32-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი არ ჩანდა მკაფიოდ. ამასთან დაკავშირებით შედგა აქტი.

28 ოქტომბერი 2018, 11:54

არჩევნები 2018

ახალციხეში, გადასატანი ყუთის ავტომობილზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატია გაკრული. ვიდეო

ახალციხეში, მანქანას, რომელითაც გადასატანი ყუთი გადააქვთ, სალომე ზურაბიშვილის პლაკატია გაკრული. ვიდეომასალა `ერთიანი ნაციონალური"მოძრაობის წარმომადგენელმა გადაიღო. ირაკლი ბარძიმაძის თქმით, ავტომობილი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალაა გაკრული,ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრელში გადაადგილდებოდა.

„ძლიერთა თამაშები“

28 ოქტომბერი 2018, 11:35

სპორტი

ავსტრალიაში „ძლიერთა თამაშები“ დასრულდა

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა „ძლიერთა თამაშების“ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, შემდეგ კი გამარჯვებულები დააჯილდოვეს. „ძლიერთა თამაშებში“ 18 ქვეყნიდან დაახლოებით 500-მდე სამხედრო მონაწილეობდა. მათ 11 სხვადასხვა სპორტის სახეობაში გამოსცადეს საკუთარი ძალები.

არჩევნები 2018

28 ოქტომბერი 2018, 11:29

არჩევნები 2018

ზუგდიდში 97-ე უბანთან ვითარება დაიძაბა

ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს ქართული ოცნების კოორდინატორები ხმის მისაცემად არ უშვებენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციაა გამოძახებული.

28 ოქტომბერი 2018, 11:29

არჩევნები 2018

ბიძინა ივანიშვილი: მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალი, მაგრამ არის

„მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ ამის ალბათობა მაინც არის“, - განაცხადა ივანიშვილმა. ის დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

მაიკლ ჰიგინსი

28 ოქტომბერი 2018, 11:28

მსოფლიო

მაიკლ ჰიგინსი ირლანდიის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

მაიკლ ჰიგინსმა, რომელიც ირლანდიის პრეზიდენტის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გაიმარჯვა. საბოლოო მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 56%-ის მოპოვება შეძლო და მომდევნო 7 წლის განმავლობაში ქვეყნის პირველი პირი იქნება.

28 ოქტომბერი 2018, 11:28

არჩევნები 2018

კახა კალაძე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა

თბილისის მერმა საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე გააკეთა. ის იქ შვილთან ერთად მივიდა. „მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არავის უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამომრჩეველი გაყოს, მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს“, - განაცხადა კალაძემ

28 ოქტომბერი 2018, 11:24

არჩევნები 2018

ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი ქვეყნის დემოკრატიას და სტაბილურობას

კობახიძის თქმით, ხმა მისცა ქვეყნის დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებასა და ნათელ მომავალს. „ყველამ ვნახეთ, ამ არჩევნებში სად იყო საბჭოთა კავშირი და ევროპა. არჩევანი ევროპის სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი“, – განაცხადა კობახიძემ.

სესხები

28 ოქტომბერი 2018, 11:22

ეკონომიკა

რა სანქციები დაეკისრება პირს, თუ ქონებრივ დეკლარაციას პირველ ნოემბრამდე არ წარადგენს

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება: ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

არჩევნები თელავში

28 ოქტომბერი 2018, 11:13

არჩევნები 2018

ენმ-ის მტკიცებით, თელავში ამომრჩეველმა ხმის მიცემა სხვისი პირადობის მოწმობით სცადა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის 38-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავრცელებს. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ამომრჩეველმა უბანზე ხმის მიცემა სხვისი პირადობის მოწმობით სცადა.

თავდასხმა

28 ოქტომბერი 2018, 11:05

მსოფლიო

პიტსბურგის სინაგოგაზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გამოცემის ინფორმაციით, 46 წლის თავდამსხმელი სინაგოგაში „ყველა ებრაელი უნდა მოკვდეს“ სკანდირებდა. პროკურატურამ დაკავებულს 29 სხვადასხვა მუხლით წაუყენა ბრალი. მათ შორის ძალადობისა და თავდასხმის ბრალდებით.

28 ოქტომბერი 2018, 11:03

არჩევნები 2018

ბათუმში მოქალაქეები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბათუმში, მე-9 საარჩევნო უბანზე ერთმანეთს მოქალაქეები და ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, რომ უბანთან შეკრებილი ადამიანები „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან და ისინი ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობენ. თავად მოქალაქეები ამ ფაქტს უარყოფენ.

არჩევნები 2018

28 ოქტომბერი 2018, 11:03

არჩევნები 2018

11:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში საკუთარი არჩევანი 7 ათასამდე მოქალაქემ დააფიქსირა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ყველა საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის 6696 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც მოსახლეობის 5,55 პროცენტია. როგორც კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა.

ელენე ხოშტარია

28 ოქტომბერი 2018, 10:47

არჩევნები 2018

ელენე ხოშტარია მმართველ გუნდს ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაში ადანაშაულებს

"მამუკა მდინარაძემ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ უბნების შიგნით. მოვუწოდებ„ ქართულ ოცნებას“ დამშვიდნენ, ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

არჩევნები 2018

28 ოქტომბერი 2018, 10:45

არჩევნები 2018

10:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 6,15%-ია

10:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 6,15% შეადგინა, რაც 215 329 ამომრჩეველია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 6,8%-ს შეადგენდა.

არჩევნები 2018

28 ოქტომბერი 2018, 10:34

საქართველო

თუშეთის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მონაწილეობს

თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირები და მესაზღვრეები, რომლებიც სხვადასხვა სექტორზე იმყოფებიან, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მინდია იოკურიძის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს თუშეთის გზაზე ტრანსპორტი მოძრაობა ოფიციალურად აკრძალული აქვს, სპეციალური საარჩევნო ყუთის გადასატანად კი ვერტმფრენის გამოყოფა ვერ მოხერხდა.

ქუთაისი მე-40 უბანი

28 ოქტომბერი 2018, 10:32

არჩევნები 2018

ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

მცირე ინციდენტი მოხდა ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, პირველმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის პროცედურა მარკირების გარეშე დაიწყო, ფაქტის დაფიქსირების შემდეგ კი წარმომადგენელმა საჩივრის დაწერა მოითხოვა, რასაც უბნის მდივნის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ზუგდიდი

28 ოქტომბერი 2018, 10:23

არჩევნები 2018

თვითმხილველის თქმით, მურთაზ ზოდელავამ სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხია

დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ ჩამოხია. როგორც ფაქტის თვითმხილველი ნელი მოსია აცხადებს, შემთხვევა ზუგდიდის 76-ე უბნის ეზოში მოხდა.

მონაცემთა ფესტივალი

28 ოქტომბერი 2018, 10:20

ტექნოლოგიები

თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება

DataFest Tbilisi-ზე ჩამოდიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა.