არქივი

ბექა ოდიშარია

12 აგვისტო 2022, 16:38

საზოგადოება

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა

„დიასპორა ეს არის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა არის გამოწვევა, რადგან სოციალური მდგომარეობის, შეჭირვების გამო წასული არიან და უცხოეთში მოღვაწეობენ და მათ ჩვენი დროის გმირებს ვუწოდებთ, თუმცა ამ ადამიანებმა თავის წიაღში, თავის ოჯახში შვეს ახალი თაობები, ის ახალგაზრდები, რომლებმაც დაგროვებული ცოდნით და გამოცდილებით უნდა შექმნან ძლიერი საქართველო. მათ ელის საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ. მისი თქმით, აღნიშნული კონკურსი გაფართოვდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

12 აგვისტო 2022, 16:30

მსოფლიო

Johnson & Johnson-ი ტალკის ბაზაზე დამზადებული საბავშვო ფხვნილის გაყიდვას 2023 წლიდან შეწყვეტს

კომპანია Johnson & Johnson-ი ტალკის ბაზაზე დამზადებული საბავშვო ფხვნილის გაყიდვას მსოფლიოს მასშტაბით 2023 წლიდან შეწყვეტს. ამის მიზეზი, უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, მომხმარებელთა მხრიდან გახშირებული საჩივრები გახდა.

რატი ბრეგაძე

12 აგვისტო 2022, 16:28

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ

„მე არ ვარ ექიმი და თავს არ მივცემ უფლებას ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციაზე და ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ“,- აღნიშნავს რატი ბრეგაძე.

დიმიტრი მედვედევი

12 აგვისტო 2022, 16:27

მსოფლიო

დიმიტრი მედვედევი: არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევითობები იქაც არის შესაძლებელი

რაკეტები და ჭურვები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორთან და რადიოაქტიური იზოტოპების შენახვის ადგილთან სულ უფრო ახლოს ეცემა. ამბობენ, რომ ეს შემთხვევით, უნებლიეთ ხდება. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევითობები იქაც არის შესაძლებელი, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

12 აგვისტო 2022, 16:27

რეგიონი

ტურისტების დასახმარებლად, მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი მიემართება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან SOS შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც, მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს მაშველთა დახმარება სჭირდება.

12 აგვისტო 2022, 16:14

რეგიონი

ოთარ შამუგია აჯამეთის აღკვეთილში სოციალური პროგრამით დასაქმებულებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ.

12 აგვისტო 2022, 16:06

სპორტი

თბილისის საკრებულოში ევრობასკეტის თასს უმასპინძლეს

„ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე’’ გაიმართება. ქართული ტურის ფარგლებში ევრობასკეტის საჩემპიონო თასი დედაქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს ეწვევა და საქართველო-ისრაელის ამხანაგურ მატჩსა და სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებზე იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

12 აგვისტო 2022, 15:58

საზოგადოება

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით 15 აგვისტოდან მოქალაქეს გარკვეულ ონლაინ აპლიკაციაზე შესვლა ერთი პაროლით შეეძლება

15 აგვისტოდან მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ, - ამის ეშსახებ აღნისნულია თბილისის მერიის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს.

12 აგვისტო 2022, 15:41

საზოგადოება

დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში 464 ბენეფიციარია დასაქმებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქარაში, სოციალური დასაქმების პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ.

12 აგვისტო 2022, 15:37

რეგიონი

1-ელ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

ზურაბ ქადაგიძე

12 აგვისტო 2022, 15:29

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ომი და რევოლუცია საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად რომ გინდა და შენი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე ძალაუფლებისთვის ყველაფერზე მიდიხარ, ამაზე დიდი „უსამშობლო ნაძირალობა“ რა უნდა იყოს?!

სამშობლო რომ აკერმანის „ტრენინგებზე“ ნასწავლი ინსტიტუციების ერთობლიობა გგონია, რა ეწოდება ასეთ ადამიანს?! ძალაუფლების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე მიდიხარ შენი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე, ამაზე დიდი „უსამშობლო ნაძირალობა“ რა უნდა იყოს?!, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას ფეისბუქ სტატუსს.

12 აგვისტო 2022, 15:22

რეგიონი

ირაკლი მუკნიაშვილი: ეროვნული სატყეო სააგენტო წლის ბოლომდე დამატებით 200 სოციალურად დაუცველს დაასაქმებს

სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რეგიონულ სატყეო სამსახურებსა და „საქმიან ეზოებში“, ჯამში, 233 მოქალაქე დაასაქმა.

დავით ქართველიშვილი

12 აგვისტო 2022, 15:19

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მელიაზე: სამშობლოსა და მოქალაქეობაზე შენმა ბელადმა თქვა უარი - იმ ბელადმა, დღეს საქართველოს შესახებ გაგონებაც რომ აღარ სურს

ნიკანორ, შენი შეკითხვა შემხვდა ფბ-ს სივრცეში: „რატომ ვეძახით უსამშობლოებს?“ - მეგონა შენს პარტიაზე იყო დასმული, თურმე ოცნებას ეხებოდა. მივხვდი, რომ მერამდენედ აგეწვა ეს თემა, რამეთუ ამ კომპლექსების რეციდივის უტყუარი ნიშანია, ის 180-გრადუსიანი რეალობის გამრუდება, როდესაც ისეთ პოზიციებში გადადიხართ შეტევაზე, რომლებიც იმდენად ღრმად გაქვთ...რომ ამოღებას აღარ ექვემდებარება. შენი ყოფილი ლექტორის სტატუსით, ვეცდები აგიხსნა - თუმცა, წინასწარ ვიცი, რომ უშედეგოდ, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას facebook სტატუს და მას არგუმენტებით პასუხობს.

გია აბაშიძე

12 აგვისტო 2022, 15:17

პოლიტიკა

გია აბაშიძე: აგვისტოს ომის დროს და შემდგომ, საერთაშორისო კომუნიკაციაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ინტენსიურად ეხმარებოდა ესტონეთის პარლამენტის წევრი, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, ერიკ ნილს კროსი

„შავ PR-სა და შეკვეთილ ინტერვიუებში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლები ჩართეს. ცოტა ხნის წინ იყო ამერიკელი ჟურნალისტი უილ კატჰარტი, ახლა კი - ესტონეთის პარლამენტის წევრი, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, ერიკ ნილს კროსი“.

12 აგვისტო 2022, 15:08

მსოფლიო

უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 500-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი კიევის კონტროლირებად ტერიტორაზე გადაასვენეს

კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 522 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადაასვენეს.

12 აგვისტო 2022, 15:06

თავდაცვა

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა საველე წვრთნები ჩაატარა

სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ საველე სწავლებას სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლოლუაშვილი დაესწრო. საწვრთნელი ოპერაციის მიზანს მძევლის გათავისუფლება და ტერორისტების მიერ, ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების გავრცელების აღკვეთა წარმოადგენდა.

ზაალ ანჯაფარიძე

12 აგვისტო 2022, 15:04

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კიდევ რამდენი დარჩათ „ნაცებს“ ხალიჩაზე გამოსაგორებელი „ფალავანი“? ეს „ჯეელი“ 2008 წლის შემდეგ იყო „ნაცების“ ხელისუფლების მრჩეველი საერთაშორისო კომუნიკაციის საკითხებში, დანარჩენს თავადაც მიხვდებით

კიდევ რამდენი დარჩათ „ნაცებს“ ხალიჩაზე გამოსაგორებელი „ფალავანი“? საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს - გვეუბნება ესტონეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ერიკ კროსი. თავს არ შეგაწყენთ მისი ბჟუტურის სრული ციტირებით, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესტონეთის პარლამენტის წევრის, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, 2008 წელს საქართველოს მთავრობის მრჩევლის ერიკ კროსის, „რადიო თავისუფლებასთან" მიცემულ ინტერვიუს.

ირაკლი ლატარია

12 აგვისტო 2022, 14:54

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია ნონა მამულაშვილზე: კარის მეზობლებსაც აღარ აინტერესებთ, სახლშიც ალბათ არავინ გესაუბრებათ, რა თვალთვალი და მიყურადება, ნეტავ ვის რაში ჭირდებით

თბილისის ზღვის კატერის ბიჭები, ყველანი, ნონას დაჰყვებიან უკან. ეგ კი არა, მართლა რომ დაავალონ ჩვენს ძალოვნებს, შეიძლება მაგრადაც გაუტყდეთ, მოსაწყენები ხართ, მომინდომეს აქ პოპულარობა - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას ძალოვანი სტრუქტურები უთვალთვალებენ, რაზეც ტელეკომპანია POSTV-მ დაადგინა, რომ აღნიშნული პიროვნება ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის თანამშრომელია.

12 აგვისტო 2022, 14:37

სამართალი

ოზურგეთში, 38 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე, ყოფილი მეუღლე დააკავეს

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ლოლაძე

12 აგვისტო 2022, 14:36

საზოგადოება

კლინიკა „პინეო“: საკითხი გარკვევის პროცესშია, თუკი ვინმეს დანაკლისი აქვს სამუშაო საათიდან გამომდინარე, მათთან ანგარიშსწორება მოხდება

„ეს საკითხი არ უნდა იყოს ისე განხილული, რომ კლინიკებს სამინისტრომ ჩაურიცხა ფული და ეს ფული ვინმემ აიღო, ჯიბეში ჩაიდო და საწყალი პერსონალი ანაზღაურების გარეშე დატოვა. ეს ასე არ ყოფილა. ეს საკითხი გარკვევის პროცესშია. გვაქვს კომუნიკაცია როგორც პერსონალთან, ასევე შრომის ინსპექციასთან და თუკი ვინმეს დანაკლისი აქვს სამუშაო საათიდან გამომდინარე მათთან ანგარიშსწორება მოხდება“, - განაცხადა ქიტოშვილმა.

12 აგვისტო 2022, 14:31

პოლიტიკა

ხობში გახარიას ფრაქცია დაეშალა - პარტიის ორმა წევრმა „საქართველოსთვის“ დატოვა

ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია დაეშალა. ფრაქციის „ხობი საქართველოსთვის“ ოთხი წევრიდან ორმა წევრმა - ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ პარტია და, შესაბამისად, ფრაქცია დატოვეს. საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად, სამი დეპუტატია საჭირო, ყოფილი პრემიერის პარტიას კი მხოლოდ 2 დეპუტატი დარჩა.

12 აგვისტო 2022, 14:24

სამართალი

„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა ის 14 კოვიდკლინიკა, რომელიც დარღვევებით საქმიანობდა

„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა ის 14 კოვიდკლინიკა რომლებიც დარღვევებით საქმიანობდნენ. გაირკვა, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა არც რეკომენდაციების გაითვალსიწინეს და, შესაბამისად, მათ ფინანსური სანქცია დაეკისრათ.

არჩილ თალაკვაძე

12 აგვისტო 2022, 14:17

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს

„ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებთან დაკავშირებით ჩვენ დეტალურ განხილვაში ვერ შევალთ. მათ სწორედ იმიტომ დატოვეს გუნდი, რომ სურდათ, საკუთარი პოზიცია საზოგადოებისთვის დამოუკიდებლად ეთქვათ. ჩემი მხრიდან შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“, ჩვენი მმართველი გუნდი, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას; უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გურამ მაჭარაშვილი

12 აგვისტო 2022, 14:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ჩვენი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, აშშ-ის ელჩი კი ამბობს, რომ საქართველო-უკრაინა ერთად უნდა იდგეს რუსეთის წინააღმდეგ - სკოლის მოსწავლეც მიხვდება, რა იგულისხმება

საქართველოს პარლამენტის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის ელჩს ბოლოდროინდელი განცხადების გამო აკრიტიკებს.

სკოტ პერი

12 აგვისტო 2022, 13:58

მსოფლიო

კონგრესმენი სკოტ პერი: FBI და იუსტიციის დეპარტამენტი კონსერვატორების წინააღმდეგ ტირანიას აწარმოებენ

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, სკოტ პერიმ განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და იუსტიციის დეპარტამენტი კონსერვატორების წინააღმდეგ ტირანიას აწარმოებენ.

გია აბაშიძე

12 აგვისტო 2022, 13:44

პოლიტიკა

გია აბაშიძე: უსამშობლონი სწორედ „ნაცები“ არიან, 2008-ში უგუნურობით შემოუძღვნენ რუს ოკუპანტებს საქართველოში და შემდეგ პასუხისმგებლობა ცხინვალის დაბომბვაზე ევროპის საბჭოს რეზოლუციაში თბილისს ააღებინეს

„უსამშობლონი სწორედ „ნაცები“ არიან, რომლებისთვისაც დაკარგული სოფლები მხოლოდ ქვების გროვაა, ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი ჯარისკაცები და მათი ცხედრები არაფერს ნიშნავს, ათასობით ჩვენს თანამემამულეთა დატერორება, წამება და ღირსების აყრა უმნიშვნელო შეცდომაა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა მელიას Facebook-სტატუსს.

გივი მიქანაძე

12 აგვისტო 2022, 13:39

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ახალგაზრდების კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ახალგაზრდებს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

გოგა ხაინდრავა

12 აგვისტო 2022, 13:27

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: დახურდავებული ავტორიტეტის დასაცავად ISFED-ის ნაირ თაღლითებს რომ დაიქირავებ, ღირებულებებზე ლაპარაკი, წყლის ნაყვაა

„ჩვენ გვჯერა ღმერთის“ - გულის მაგივრად, ფულზე დაწერილი რომ შეგრჩება. დახურდავებული ავტორიტეტის დასაცავად ISFED-ის ნაირ თაღლითებს დაიქირავებ. პარტნიორებად ფეიკ - „პრესას“ „პოლიტიკოსებსა“ და „სამოქალაქო საზოგადოებას“ აირჩევ, ღირებულებებზე ლაპარაკი, წყლის ნაყვაა“, - წერს გოგა ხაინდრავა.

12 აგვისტო 2022, 13:22

პოლიტიკა

კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შესაბამისი ვიდეოჩართვა დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განათავსა.

12 აგვისტო 2022, 13:20

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.