არქივი

27 ოქტომბერი 2018, 20:48

საქართველო

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები დახმარებას ითხოვენ

რესტორნების მეპატრონეების თქმით, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, უმნიშვნელოდ მოიმატოს იმ მომხმარებელთა რაოდენობამ, რომელიც მოსაწევად ცივ ამინდებში გარეთ გასვლას გააპროტესტებს.

27 ოქტომბერი 2018, 20:35

სპორტი

გორის „დილას“ და „საბურთალოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო

გორის „დილასა“ და „საბურთალოს“ შორის საფეხბურთო მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს გორში მოკლული გოგონას ხსოვნას.

ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2018, 20:18

არჩევნები 2018

ირაკლი კობახიძემ მოსალოდნელ პროვოკაციაზე ილაპარაკა

კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, იზრუნონ საარჩევნო დარღვევების პრევენციაზე და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. „გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს ადამიანების მობილიზებას ცესკო-ს შენობის წინ არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად“ - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა მარგველაშვილი

27 ოქტომბერი 2018, 20:12

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

მარგველაშვილმა ფინალში იერლან სერჟიკანოვი დაამარცხა. ქართველმა მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა და დამატებითი დროის მე-13 წამზე დააიპონა. საქართველოს ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემის პირველ დღეს ორი ოქროს მედალი მოიგო.

მკვლელობა

27 ოქტომბერი 2018, 19:54

საქართველო

პატრიარქი გორში მოკლული ბავშვის ოჯახს უსამძიმრებს

ამ ფაქტმა შეძრა არამარტო გორი, არამედ მთელი ქვეყანა. ვფიქრობთ, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგაც რეალური ნაბიჯი უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღლებლად, ძალადობის ასალაგმად, მომავალი თაობის დასაცავად.

27 ოქტომბერი 2018, 19:46

მსოფლიო

უკრაინის ჯარში ქალების და კაცების უფლებები გაათანაბრეს

უკრაინაში ამოქმედდა კანონი, რომელიც ჯარში და სხვა სამხედრო ფორმირებაში კაცებისა და ქალების მსახურობის თანასწორობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ განცხადებას უმაღლესი რადის ვებვერდი აქვეყნებს.

სინაგოგა

27 ოქტომბერი 2018, 19:41

მსოფლიო

პიტსბურგის სინაგოგაზე თავდამსხმელი პოლიციას ჩაჰბარდა

ადამიანი, რომელმაც პიტსბურგის სინაგოგაში ცეცხლი გახსნა, სროლის შემდეგ პოლიციას ჩაჰბარდა. ინფორმაციას KDKA ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაჭრილია.

27 ოქტომბერი 2018, 19:40

საქართველო

ბათუმში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ევროპის მოედანზე შეკრებილების განცხადებით, სარალიძე არის სისტემის მსხვერპლი. ორგანიზატორებმა დაფაც გამოიტანეს, სადაც გამვლელებს საკუთარი აზრის დაწერის საშუალება აქვთ.

დეპრესია

27 ოქტომბერი 2018, 19:25

ტექნოლოგიები

რას ნიშნავს სეზონური დეპრესია და როგორ ვებრძოლოთ მას

სპეციალისტების განმარტებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ადამიანებს ეცვლება განწყობა. მატულობს გაღიზიანება. ადამიანების ნაწილი კარგავს ენერგიას. მედიკოსები ამ მდგომარეობას სეზონურ აშლილობას უწოდებენ.

27 ოქტომბერი 2018, 18:58

ტექნოლოგიები

მორიელის თანავარსკვლავედში „კატის თათი“ იპოვეს

კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ მორიელის თანავარსკვლავედში ნისლეული NGC 6334-ის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც კატის თათი უწოდეს. ფოტო ტელესკოპმა „სპიტცერმა“ გადაიღო, რომელსაც შეუძლია მაღალი ხარისხის კადრების დაფიქსირება მტვერსა და ღრუბლებში.

პოლიცია

27 ოქტომბერი 2018, 18:49

მსოფლიო

აშშ-ში, პიტსბურგის სინაგოგაში შეიარაღებული პირი შეიჭრა

როგორც პოლიცია განმარტავს, სინაგოგაში შეიარაღებული პირი არის. ჯერ უცნობია არიან თუ არა დაშავებულები ან დაღუპულები. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

Netflix საშინლებათა ფილმი

27 ოქტომბერი 2018, 18:20

კულტურა

Netflix-მა საშინელებათა ჟანრის საუკეთესო ფილმები დაასახელა

რჩეულ ჰოლივუდურ ეკრანიზაციებს შორის ახალ ნამუშევრებთან ერთად გასული საუკუნის ფილმებიც მოხვდა. საშინელებათ ჟანრის საუკეთესო ნამუშევრებს შორის არის Hush (სიჩუმე), რომელიც სმენადაქვეითებული მწერალი ქალის ცხოვრებაზე გვიყვება. ჩამონათვალშია Green Room-ი, The Wailing-ი და A Dark Song-ი.

საარჩევნო რეკლამა

27 ოქტომბერი 2018, 18:10

არჩევნები 2018

ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება ღამის 12-საათიდან იკრძალება

საარჩევნო კოდექსით, არჩევნების დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, აგიტაცია აკრძალულია კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში.

27 ოქტომბერი 2018, 18:05

არჩევნები 2018

შსს არჩევნების დროს უსაფრთხოების შესახებ განცხადებას ავრცელებს

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, საჭიროებს მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება.

ინდური არხები

27 ოქტომბერი 2018, 18:01

მსოფლიო

პაკისტანში ინდური ტელეარხების ტრანსლირება აკრძალეს

პაკისტანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა ინდური არხის ტრანსლირება აკრძალეს. გადაწყვეტილების მიზეზი ის მდინარეებია, რომლებიც ინდოეთიდან პაკისტანში მიედინება. ინდოეთში ამ მდინარეებზე კაშხლები ააგეს, რასაც პაკისტანი წლებია, აპროტესტებს.

ამირან პაპინაშვილი

27 ოქტომბერი 2018, 17:53

სპორტი

ამირან პაპინაშვილი აბუ დაბის დიდი მუზარადის გამარჯვებულია

სპორტსმენები ტურნირზე წონის ფავორიტებად ითვლებოდნენ და ერთმანეთს დასკვნით მატჩში შეხვდნენ. ოქროს ქულის დაწყებიდან ოც წამში პაპინაშვილმა მეტოქეს ილეთი გაუკეთა და ოქროს მედალს დაეუფლა. პაპინაშვილმა ფინალში გასასვლელი შეხვედრა წუთსა და 40 წამში დაასრულა, სადაც უზბეკი მეტოქე დააიპონა.

27 ოქტომბერი 2018, 17:53

სპორტი

ლიონელ მესის შვილმა მამას რონალდუს გუნდის ემბლემა დაუხატა

„ბარსელონას“ თავდამსხმელის ლიონელ მესის შვილმა ტიაგომ მამამის ტურინის „იუვენტუსის“ ემბლება ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს დაუხატა, როდესაც კატალონიელები „ინტერნს“ ეთამაშებოდნენ. ამას ყურადღება ტაბლოიდმა Daily Mail-მა მიაქცია.

საპროცენტო განაკვეთი

27 ოქტომბერი 2018, 17:29

ეკონომიკა

უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ფიზიკურ პირებზე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობაც. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერში მთლიანად გაცემული იყო 2,7 მლრდ ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი გაცემული იყო 1,8 მლრდ ლარი.

ფრედერიკ დე კლერკი

27 ოქტომბერი 2018, 17:26

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ფრედერიკ დე კლერკი საავადმყოფოში დააწვინეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრედერიკ დე კლერკი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 82 წლის კლერკს ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, თუმცა ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია.

27 ოქტომბერი 2018, 17:26

ტექნოლოგიები

კვლევა: ვისი სოცოცხლის გადარჩენაა ადამიანებისთვის პრიორიტეტული

2016 წელს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სოციალური ტესტი გამოაქვეყნა, რომელიც თვითმართვადი ავტომობილების შემქმნელებს უნდა დახმარებოდა ხელოვნური ინტელექტისთვის შეედგინათ ძირითადი ეთიკური პრინციპები.

სასტუმრო

27 ოქტომბერი 2018, 17:13

ეკონომიკა

წინანდალში ახალი სასტუმრო გაიხსნა

პრემიერის თქმით, ასეთი კლასის სასტუმრო კომპლექსებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რაც, პირველ რიგში, იმის მანიშნებელია, რომ საქართველო წინ მიდის, ვითარდება და სრულიად უნიკალურ როლს იძენს ჩვენს გეოგრაფიულ არეალში.

ფატმირ ჯაფაი

27 ოქტომბერი 2018, 17:07

მსოფლიო

ალბანეთის შს მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ალბანეთის ძალოვანი უწყების პირველი პირი, შს მინისტრი ფატმირ ჯაფაი თანამდებობიდან გადადგა. მას პრემიერმინისტრის, ედი რამას მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ყოფილი გენერალი, - სანდერ ლეში შეცვლის.

სვენ-გორან ერიქსონი დენ პალამი

27 ოქტომბერი 2018, 16:50

სპორტი

სვენ-გორან ერიქსონი ფილიპინების ნაკრებს უხელმძღვანელებს

სვენ-გორან ერიქსონი ნაკრებს აზიის თასის (AFF) ფინალურ ეტაპზე უხელმძღვანელებს. აზიის თასი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, 2019 წლის 5 იანვარს აიღებს სტარტს. ფილიპინები C ჯგუფში ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან და ყირგიზეთთან იასპარეზებს.

27 ოქტომბერი 2018, 16:46

ტაბლოიდი

კათოლიკებმა Pokemon GO-ს ანალოგი შექმნეს, რომელშიც წმინდანები უნდა იპოვო

ამერიკულმა კათოლიკურმა ორგანიზაციამ Fundación Ramón Pané, მობილურის თამაში Follow JC Go შექმნა. ეს Pokémon Go-ს ანალოგია, რომელშიც პოკემონების ნაცვლად, რეალური ქალაქების ქუჩებში უნდა იპოვოთ წმინდანები.

კრედიტი

27 ოქტომბერი 2018, 16:44

ეკონომიკა

როგორ შეიცვლება მსესხებლის საკრედიტო ქულა კრედიტინფოში

კრედიტინფოს ინფორმაციით, საკრედიტო ქულა და რეიტინგი დაფუძნებულია სტატისტიკურ მოდელზე. დაანგარიშების დროს გამოიყენება მხოლოდ საკრედიტო რეპორტში არსებული ინფორმაცია და არ გამოიყენება სუბიექტური მაჩვენებლები ან რაიმე სხვა ინფორმაცია.

გრანტი

27 ოქტომბერი 2018, 16:27

საქართველო

2018 წლის სამაგისტრო გამოცდის გრანტის მფლობელი მაგისტრანტები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით.

თამარ ჟვანია

27 ოქტომბერი 2018, 16:24

არჩევნები 2018

ცესკოს თავმჯდომარემ წინასაარჩევნო ბოლო შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

ცესკოს ბოლო, შემაჯამებელი მონაცემების თანახმად, ხვალ 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს, პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს მათ შორის 19 –პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

დავით უსუფაშვილი

27 ოქტომბერი 2018, 16:15

არჩევნები 2018

დავით უსუფაშვილი ამომრჩეველს აქტურობისკენ და გულწრფელი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა დღეს თავისი პარტიის „შენების მოძრაობის“ ოფისში წინასაარჩევნო დასკვნითი ბრიფინგი გამართა

დუბლინი
ირლანდია

27 ოქტომბერი 2018, 16:15

მსოფლიო

ირლანდიელებმა კონსტიტუციაში მკრეხელობის განმარტების გაუქმებას მხარი დაუჭირეს

ირლანდიაში რეფერენდუმზე კონსტიტუციიდან მკრეხელობის განმარტების ამოღებას მხარი 71%-მა დაუჭირა. ამის შესახებ ეგზიტ-პოლების შედეგები მოწმობს. ოფიციალური შედეგები დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

ყადაღა

27 ოქტომბერი 2018, 16:12

საქართველო

ნივთები, რომლის დაყადაღება კანონით დაუშვებელია

ყადაღის დადება მესაკუთრისთვის ყოველთვის დაკავშირებულია უარყოფით შედეგთან, რადგან მას ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა.