COVID19

24 მაისი 2022, 10:50

ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 113 058 ტესტი ტესტი (103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 პჯრ ტესტი. მათივე ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.52%-ს შეადგენს)

23 მაისი 2022, 19:29

Pfizer/BioNTech: ვაქცინის სამმა დოზამ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ძლიერი იმუნური პასუხი გამოიმუშავა

ფარმაცევტულმა კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის სამმა დოზამ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ძლიერი იმუნური პასუხი გამოიმუშავა.

19 მაისი 2022, 10:42

DW: ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სავარაუდოდ 2 მილიონს მიუახლოვდა

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 1,98 მილიონს მიაღწია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კარანტინში მყოფ 740 160 ადამიანზე. ამასთან, ფხენიანმა ჯანმოს წინადადებას დახმარების შესახებ ამ დრომდე არ უპასუხა. თუმცა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეას არ აქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, რათა კოვიდით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა დაადგინონ.

17 მაისი 2022, 16:53

21 მაისიდან ისრაელში შესასვლელად PCR-ტესტის წარდგენა აღარ იქნება საჭირო

21 მაისიდან ისრაელში შესასვლელად PCR-ტესტის წარდგენა აღარ იქნება საჭირო. განცხადება კოვიდშეზღუდვების მოხსნის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა.

17 მაისი 2022, 14:08

ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

სულ ჩატარდა 97 625 ტესტი ტესტი (86 222 ანტიგენ ტესტი, 11 403 პჯრ ტესტი. მათივე ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.62%-ს შეადგენს.

კიმ ჩენ ინი

14 მაისი 2022, 09:39

კიმ ჩენ ინი: კორონავირუსის გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდკონტროლის კუთხით ჩვენს ჯანდაცვის სისტემას ნაკლოვანებები აქვს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურება უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

12 მაისი 2022, 15:02

ევროპის ქვეყნებში თვითმფრინავით მიმავალ მგზავრებს აეროპორტსა და ბორტზე პირბადის ტარება აღარ მოეთხოვებათ

26 მაისიდან ევროპის ქვეყნებში თვითმფრინავით მიმავალ მგზავრებს აეროპორტსა და ბორტზე პირბადის ტარება აღარ მოეთხოვებათ. ამის შესახებ გამოცემა SchengenVisaInfo წერს.

კორონავირუსი ჩრდილოეთ კორეა

12 მაისი 2022, 12:00

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა

თუმცა სპეციალისტებს სჯერათ, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ჩრდილოეთ კორეაში უკვე დიდი ხანია არსებობს. ისინი აღნიშნავენ, რომ ქვეყანა განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან ფხენიანმა უარი თქვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაზე, რომლის ფარგლებში მათ მილიონობით დოზა „ასტრაზენეკასა“ და „სინოკავის“ ვაქცინებს სთავაზობდნენ. სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსაც.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}