imedi /  27 თებერვალი 2020, 09:29 / სანდო წყარო

როგორ ავიცილოთ კორონავირუსის გავრცელება სამუშაო ადგილას

კორონავირუსი სამსახური

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რეკომენდაციების თანახმად, სამუშაო ადგილას საჭიროა სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა. კერძოდ, საჭიროა ზედაპირების (მაგალითად, მაგიდების) და საგნების (მაგალითად, ტელეფონების, კლავიატურის) რეგულარულად გაწმენდა სადეზინფექციო საშუალებებით, ვინაიდან თანამშრომლების ან მომხმარებლების მიერ ზედაპირების დაბინძურება კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზაა.

თანამშრომლებმა, კონტრაქტორებმა ან მომხმარებლებმა რეგულარულად და კარგად უნდა დაიბანონ ხელები. საამისოდ, სადეზინფექციო დოზატორები თვალსაჩინო ადგილას უნდა მოთავსდეს და ისინი რეგულარულად ივსებოდეს.

სამუშაო ადგილას ხელის დაბანის მოწოდების შემცველი პოსტერები უნდა განთავსდეს. პერსონალს, კონტრაქტორებსა და მომხმარებლებს წვდომა უნდა ჰქონდეთ იმ ადგილებზე, სადაც მათ ხელების დაბანა საპნით და წყლით შეეძლებათ, ვინაიდან ხელების დაბანა ვირუსს კლავს და კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის.

სამუშაო ადგილას რესპირატორული ჰიგიენის კარგი პირობები უნდა იყოს დაცული. რეკომენდებულია შესაბამისი პოსტერების ჩამოკიდება. სამუშაო ადგილზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირბადეები და/ან ქაღალდის ხელსახოცი, მათთვის, ვინც სამსახურში ახველებს ან ვისაც სურდო აქვს.

სასურველია თანამშრომლებმა და კონტრაქტორებმა საქმიან მივლინებებში გასვლამდე კონსულტაცია გაიარონ. მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ თუ მათ გარშემო კორონავირუსი ვრცელდება, ნებისმიერი პირი, რომელსაც თუნდაც ზომიერი ხველა ან დაბალი სიცხე (37.3 ან მეტი) აქვს, სახლში უნდა დარჩეს. ეს წესი ვრცელდება მათზეც, ვისაც მარტივი მედიკამენტების მიღება მოუწია, მაგალითად, პარაცეტამოლის/აცეტამინოფენის, იბუპროფენის ან ასპირინის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის სიმპტომების შენიღბვა. სახლში დარჩენაა საჭირო, თუნდაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები ჰქონდეთ.

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ და თანამშრომლებს განუმარტონ, რომ სახლში გატარებული დღეები ავადმყოფობის გამო შვებულებად ჩაეთვლებათ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

30 მაისი 2020, 12:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რეკომენდაციების შემუშავებისას ეპიდემიოლოგებმა კერძო სექტორის ყველა თხოვნა გაითვალისწინეს

ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19 დაკავშირებული რეგულაციების გამოქვეყნებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ეხმიანება. მისი განცხადებით, რეგულაციების დანერგვის პარალელურად ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორს ტრენინგებს შესთავაზებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და სრულიად უსასყიდლო იქნება.

ანგელა მერკელი

30 მაისი 2020, 12:12

მსოფლიო

ანგელა მერკელი აშშ-ში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე არ ჩავა

„პანდემიის გათვალისწინებით, კანცლერი ვერ დათანხმდება სამიტში პერსონალურად მონაწილეობას და ვაშინგტონში ვერ გაემგზავრება. თუმცა ფედერალური კანცლერი პრეზიდენტს ტრამპს სამიტზე დაპატიჟებისთვის მადლობას უხდის“, - აღნიშნა მთავრობის პრესსპიკერმა.

30 მაისი 2020, 12:03

ეკონომიკა

დამსაქმებელი კომპანიების მიერ დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა

ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა 30 მაისი, ემთხვევა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა შესაძლებელია 1 ივნისის ჩათვლით, - ინფორმაციას ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მაურო იკარდი

30 მაისი 2020, 12:02

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენმა“, მაურო იკარდი, მილანის „ინტერისგან“ საბოლოოდ €57 მილიონად გამოისყიდა

ფრანგული ჩემპიონი გუნდი, საბოლოოდ დათანხმდა საფასურის გადახდას და €50 მილიონი, პლუს €7 მილიონი ბონუსის სახით ინტერის „მილანს“ გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას skysports ავრცელებს. არგენტინელმა ვარსკვლავმა, იკარდიმ „ინტერის“ შემადგენლობა გასულ ზაფხულს დატოვა, მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე გუნდში მივიდა. აღსანიშნავია, რომ იკარდიმ საფრანგეთში თავი მალევე გამოიჩინა. მაურომ ამ სეძონში 31 შეხვედრაში, 20 გოლის გატანა მოახერხა.

აშშ აქცია ჟურნალისტი

30 მაისი 2020, 11:49

მსოფლიო

აშშ-ში აქციის დროს პოლიციელმა ჟურნალისტს დამიზნებით წიწაკის სპრეის შემცველი ტყვიები ესროლა. ვიდეო

აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებმა ადგილობრივ ჟურნალისტს, კეიტლინ რასტს დამიზნებით წიწაკის სპრეის შემცველი ტყვიები ესროლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WAVE 3 News-ი ავრცელებს.

კორონავირუსი რუსეთი

30 მაისი 2020, 11:48

COVID19

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 400 ათასს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსის 8 952 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის დიაგნოზი ქვეყანაში 394 575 ადამიანს დაუსვეს.

მარიამ ქვრივიშვილი და პატრიკ ფრანცენი

30 მაისი 2020, 11:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა: ეს და სხვა საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა განიხილეს.

30 მაისი 2020, 11:33

COVID19

24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 251 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 8 927 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 127 ვირუსს ემსხვერპლა, 3 317 კი გამოჯანმრთელდა.

კონსტიტუცია

30 მაისი 2020, 11:32

პოლიტიკა

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება.

30 მაისი 2020, 11:28

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4,989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3,125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 58 კი ვირუსს ემსხვერპლა.

ვაშინგტონი დემონსტრაცია ჯორჯ ფლოიდი

30 მაისი 2020, 11:28

მსოფლიო

დემონსტრანტები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, თეთრ სახლთან მივიდნენ

საიდუმლო სამსახურმა შენობის შესასვლელი დაბლოკა. აქციის მონაწილეებმა ღობის მიღმა მყოფ პოლიციელებს და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

30 მაისი 2020, 11:20

საზოგადოება

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

აშშ პოლიცია

30 მაისი 2020, 11:20

მსოფლიო

AP: პენტაგონი მზადაა, მინეაპოლისში სამხედრო პოლიცია შეიყვანოს

პენტაგონმა სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში შესვლისთვის სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ს სამმა წყარომ დაუდასტურა.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 11:17

COVID19

მარინა ეზუგბაია: „პლაქვენილი“ პროტოკოლიდან არაა ამოღებული, მისი გამოყენება დროებითაა შეჩერებული

„პლაქვენილი“ პროტოკოლიდან არაა ამოღებული, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მისი გამოყენება დროებითაა შეჩერებული, - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვას „პლაქვენილთან“ დაკავშირებით.

შალვა სუთიაშვილი

30 მაისი 2020, 11:11

სპორტი

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

საფრანგეთის სარაგბო კლუბმა, „ანგულემმა“, შალვა სუთიაშვილი ბოლო ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას charentelibre ავრცელებს. 36 წლის ქართველი მორაგბე ამ გუნდის შემადგენლობაში 2015 წლიდან გამოდის და 88 შეხვედრის გამართვა მოასწრო. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, სუთიაშვილმა ეროვნულ გუნდში თამაში რამდენიმე თვის წინ დაასრულა.

მტრედი ჯაშუში

30 მაისი 2020, 11:10

ტაბლოიდი

ინდოეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მტრედი გაათავისუფლა

პაკისტანსა და ინდოეთში მტრედების რბოლა სპორტის პოპულარული სახეობაა. მფლობელები ფრინველს სხვადასხვა გამანსხვავებელ ნიშანს უკეთებენ. მტრედი სწორედ ასეთი ნიშნის გამო (ფრთაზე საღებავით დაწერილი ციფრები) დააკავეს. ინდოელი სამხედროები ეჭვობდნენ, რომ ეს კოდია, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს ქაშმირში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები ეკონტაქტებიან.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 11:00

COVID19

მარინა ეზუგბაია: მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა ეს ყოველდღე შევახსენო

მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, არ მინდა, ეს ყოველდღე შევახსენო, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, როგორც მოქალაქისა და როგროც ინფექციონისტის, თხოვნა იქნება, თავი დაიცვან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

კორონავირუსი უკრაინა

30 მაისი 2020, 10:44

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 23 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში ახალი კორონავირუსი 9 393 ადამიანს დაუდასტურდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 23 204 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 696 ადამიანი გარდაიცვალა, 9 311 კი გამოჯანმრთელდა.

30 მაისი 2020, 10:43

მსოფლიო

19 წლის ბიჭი ჯორჯ ფლოიდისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე მოკლეს

19 წლის ბიჭი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციაზე მყოფ ადამიანებს, ისინი ჯოჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას skynews ავრცელებს. თინეიჯერი დეტროიტში, მიჩიგანის შტატში, საღამოს პროტესტის მსვლელობისას გარდაიცვალა და ეს 10,000-ობით ქუჩაში მყოფმა ადამიანმა დაინახა. ატლანტაში 100-ობით დემონსტრანტი პოლიციას დაუპირისპირდა და ისინი მათ სამუშაოს მიტოვებისკენ მოუწოდებდნენ.

მარინა ეზუგბაია

30 მაისი 2020, 10:40

COVID19

11 ახალი პაციენტიდან 9 ერთ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა

11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის კლასტერიდანაა, დანარჩენი ცხრა კი ერთ დადასტურებულ, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით დაინფიცირდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, იკვლევენ ამ სყაროში არსებობენ თუ არა სხვა ინფიცირებულებიც.