imedi /  02 მარტი 2020, 18:26 / სანდო წყარო

ფინანსთა სამინისტრო: უპასუხისმგებლოა განცხადება, რომ შემოსავლების სამსახური კორონავირუსის გავრცელების რისკებს მოუმზადებელი შეხვდა

ფინანსთა სამინიტრო

ფინანსთა სამინისტრო

„ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუმზადებელი შეხვდა პროცესს, არის ტყუილი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელითაც ფინანსთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ეხმაურება, რომლის თქმითაც უწყებამ ეპიდემიოლოგებისთვის აღჭურვილობის შეძენის პროცესი გააჭიანურა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - უპასუხისმგებლოა საკუთარი ვიწროპარტიული მიზნებისთვის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც აზიანებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ მორიგ უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლურ დეზინფორმაციას და საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავს შემდეგს:

2020 წლის 26 თებერვლის #337 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის/სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დაწესებულებებისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან) სათანადო ასიგნებების გამოყოფა.

ამასთან ერთად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო, მათ შორის, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახურის მთელი სისტემა, აქტიურადაა ჩართული ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის საბაჟო გამშვები პუნქტები (მათ შორის აეროპორტები/სახმელეთო გადასასვლელები/რკინიგზის სადგურები/საზღვაო პორტები) სრულადაა აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო სახარჯი მასალებით, მათ შორის, სამედიცინო დოლბანდებით, ბახილებით, სამედიცინო ხსნარებით, კომბინიზონებით, სამედიცინო ხალათებით, ასევე, დისტანციური (უკონტაქტო) თერმომეტრებით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით, 24-საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს.

ჩვენი საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის დღეს არსებული მარაგები არის სრულიად საკმარისი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვას, რომელზედაც დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ არ ამოიწუროს არსებული მარაგები და არ შეფერხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მისი მართვის ღონისძიებები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან.

მნიშვნელოვანია, რომ დამატებით მოხდება 9 საბაჟო-გამშვები პუნქტის აღჭურვა თერმოსკრინინგის კამერებით.

შესაბამისად, ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუმზადებელი შეხვდა პროცესს, არის ტყუილი.

მაშინ, როდესაც ამ ახალ გამოწვევასთან ბრძოლის მიმართულებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ვფიქრობთ, უპასუხისმგებლოა საკუთარი ვიწროპარტიული მიზნებისთვის იმდაგვარი განცხადების გაკეთება, რომელიც ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელებასა და აზიანებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:24

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ნატოს მინისტერიალში წარმატებული მონაწილეობისათვის დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა

„მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეული ჩვენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს იმისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას. მათ პრაქტიკული გეგმებითა და ნაბიჯებით დაუჭირეს მხარი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას. ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორად არის აღქმული ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან და გვაქვს სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

03 დეკემბერი 2020, 11:23

COVID19

კახეთში კორონავირუსის 104 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსი კიდევ 104 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4,431- მდე გაიზარდა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი-60, თელავი-16, ყვარელი-5, ლაგოდეხი-3, დედოფლისწყარო-4 და საგარეჯო-16.

03 დეკემბერი 2020, 11:19

COVID19

ქუთაისში 50 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

„კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა - 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა. „კლინიკა ბომონდის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით-სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადაიყვანეს.

ადამ კინზინგერი

03 დეკემბერი 2020, 11:18

მსოფლიო

ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:15

COVID19

გიორგი გახარია: გუშინ დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება, რათა ორთვიანი შეზღუდვები იყოს მაქსიმალურად ეფექტური

ჩვენ გამო​ვაცხადეთ ინტენსიური ტესტირების ახალი გრაფიკი, რომელიც გუშინ დაიწყო და უახლოეს პერიოდში დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:14

COVID19

პრემიერის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე უწყებათაშორისი კომისია იზრუნებს

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:10

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა

„ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი - ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყანა.

03 დეკემბერი 2020, 11:03

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43.3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283-თბილისში, 1 997-აჭარაში, 332-იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-478, აჭარაში-970, ხოლო იმერეთში-31.

03 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1,676 თბილისში, 591 იმერეთში, 525 კი აჭარაში დაფიქსირდა

დღეს დადასტურებული 4 260 შემთხვევიდან, თბილისში 1 676, ხოლო აჭარაში 525 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიხუანა

03 დეკემბერი 2020, 10:58

მსოფლიო

გაერომ მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო

გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ ამოიღო სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, 2 947 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

03 დეკემბერი 2020, 10:55

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

03 დეკემბერი 2020, 10:49

COVID19

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის სახელობის ფონდში განაცხადეს.

ანჯელინა ფრიდმანი

03 დეკემბერი 2020, 10:39

COVID19

აშშ-ში 102 წლის ქალმა კორონავირუსი მეორედ დაამარცხა

ფრიდმანი მოხუცებულთა პანსიონში ცხოვრობს, სადაც COVID-19-ის დიაგნოზი პირველად მარტში დაუდგინეს. მან კლინიკაში 1 კვირა გაატარა, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. სიმპტომებიდან ქალს ცხელება აღენიშნებოდა.

ნარკოტიკი

03 დეკემბერი 2020, 10:39

სამართალი

საქართველოში რუსეთის მოქალაქე 2 მლნ ლარამდე ღირებულების 7 კგ „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

03 დეკემბერი 2020, 10:34

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 22,046 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22,046 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 479 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1,106,789 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 17,602 ადამიანი გარდაიცვალა.

03 დეკემბერი 2020, 10:31

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

03 დეკემბერი 2020, 10:30

COVID19

ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 9,5 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსის 35,551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,534,964-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 526 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 138,648-ს აღწევს. ჯამში 9 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

Trace International-

03 დეკემბერი 2020, 10:21

ეკონომიკა

Trace International: ბიზნესთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ავტორიტეტულ რეიტინგებს და ანგარიშებს, როგორიცაა Bertelsmann Stiftung, V-Dem Institute, World Justice Project, U.N. Development Program.

კრიშტიანუ რონალდუ

03 დეკემბერი 2020, 10:10

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა. ეს გოლი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, კიევის „დიანამოს“ კარში გაიტანა. ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაამარცხა, ამ შეხვედრის მეორე გოლი რონალდუს ანგარიშზეა. კრიშტიანუ რონალდუმ 750 გოლიდან, 450 „რეალის“ შემადგენლობაში გაიტანა, 118 - „მანჩესტერ იუნაიტედში“, 102 პორტუგალიის ნაკრებში, 75 - „იუვენტუსში“ და 5 ლისაბონის „სპორტინგში“.