imedi /  03 მარტი 2020, 22:37 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსი ფართოდ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა ოფიციალურად ეს მაინც პანდემიაა

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ისმის კითხვები, როდის უნდა ველოდოთ კლებას, მაგრამ ეს ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან საქმე გვაქვს კორონავირუსის ახალ შტამთან, რომელსაც აქამდე ადამიანში ანალოგი არ ჰქონია, და არავინ იცის, როგორ მოიქცევა ეს ვირუსი, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„პანდემია მთლად მკაფიოდ დადგენილი დეფინიცია არაა. ზოგადად ის განისაზღვრება როგორც ეპიდემია, რომელიც გავრცელებულია ორ ან მეტ კონტინენტზე, ან ერთ ძალიან დიდ კონტინენტზე. ამ კრიტერიუმებით კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში ნამდვილად პანდემიაა. კორონავირუსი ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, მაგრამ მაინც ეს სიტყვა უფრო ასოცირდება დაავადების ბევრ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებასთან. კორონავირუსთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელებასთან საქმე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გვაქვს, სხვაგან კი შემთხვევების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ოფიციალური განმარტებით, ეს მაინც პანდემიაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთში ახალი შემთხვევების რიცხვის და სიკვდილიანობის მკვეთრი კლება აღინიშნება, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია იმ ძალიან სერიოზული ზომებით, რომლებიც ამ ქვეყანამ მიიღო. პირველ რიგში, ჩინეთმა იგრძნო პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე. კარგია, რომ ქვეყანამ, რომელიც დემოკრატიული მმართველობის ეტალონს არ წარმოადგენს, გამოიჩინა კეთილგონიერება და დროულად მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიოს ამ დაავადების შესახებ. გარდა ამისა, მართვის მკაცრად ცენტრალიზებულმა მექანიზმებმა მათ სასარგებლოდ ითამაშა. ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, სსრკ იყო, ეპიდემიებთან ბრძოლა გამარტივებულია, მაგრამ დემოკრატიული ქვეყნები საკმაოდ სამართლიანად თვლიან, რომ ეს წარმატება მხოლოდ დროებითია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეპიდემიასთან საბრძოლველად დემოკრატიული მეთოდების გამოყენება სჯობს.

ისმის კითხვები, როდის უნდა ველოდოთ კლებას, მაგრამ ეს ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან საქმე გვაქვს კორონავირუსის ახალ შტამთან, რომელსაც აქამდე ადამიანში ანალოგი არ ჰქონია. არავინ იცის, როგორ მოიქცევა ეს ვირუსი. ყველა იმედოვნებს, რომ კორონავირუსი გრიპის ვირუსის პრეცედენტით იმოქმედებს, მაგრამ ვინაიდან ეს მაინც უცნობია ვირუსია, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

30 იანვარი 2023, 08:59

სამართალი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ექსპრეზიდენტი სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე შედგება. როგორც ცნობილია, პროცესზე ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები გამოიკითხებიან. მმართველი გუნდის შეფასებით საზოგადოება ნათლად ხედავს იმ სიმულაციას, რასაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ეწევა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

30 იანვარი 2023, 08:39

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

30 იანვარი 2023, 08:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 იანვარს ქუთაისში +12 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 იანვარი 2023, 08:02

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები

უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 00:30

პოლიტიკა

ესპანური პრესა ირაკლი კობახიძის ვიზიტზე: მას მიაჩნია, რომ ბასკეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციაში საკვანძო როლი ექნება

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბასკეთს უამრავი ტრადიცია აერთიანებს და მომავალში ამ კავშირების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ბასკეთს შეიძლება საკვანძო როლი ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერაში.

რამაზ საყვარელიძე

30 იანვარი 2023, 00:08

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: პრაქტიკულად, პარტიაში ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს

„გამოავლინა მათი რეალური პოტენციალი, გაუგებრობები გააჩინა კენჭისყრის პროცესში, ინტელექტუალური შეცდომების მთელი პარადია! პარტიას, რომელთანაც შენ გინდა წარდგე, როგორც ლიდერი, იმ პარტიას ასეთ დღეში რომ აგდებ, ისეთი სიტყვაკაზმული ტექსტები ვნახეთ, რომ წესით ეს ადამიანები ერთმანეთს არ უნდა შეხვდნენ. პრაქტიკულად, ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ პარტია დაიშალოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

30 იანვარი 2023, 00:03

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

29 იანვარი 2023, 23:58

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ძლიერი ყინვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

პეტრე მამრაძე

29 იანვარი 2023, 23:50

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს: „მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩებით, ვერ გავძლებთ“

„2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს, თავისი ფორმით, თავს რომ ჩაღუნავდა: „მიშა, მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩბით, ვერ გავძლებთ, მიშა“. ამის შემდეგ ვანო ხშირად დადის, სულ ყალბი პასპორტებით, ერევანში, ბაქოსა და მინსკში, სადაც ხვდებოდა თავის რუს კოლეგებს - უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ეს ცნობილია. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნებართვით“, - იხსენებს მამრაძე.

29 იანვარი 2023, 23:45

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გურამ მაჭარაშვილი

29 იანვარი 2023, 23:34

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: USAID-ის ერთ-ერთი პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების მათი სურვილების შესაბამისად გატარებაა

ჩვენ ვიცით, რომ USAID-ი შეერთებული შტატებიდან ფინანსდება, ისიც ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა, რომელსაც სხვადასხვა პროექტი აქვს. მათ შორის, ერთ-ერთი პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების მათი სურვილების შესაბამისად გატარებაა. მათი სურვილები იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლი დაამყარონ, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს მეშვეობით, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. მისივე თქმით, თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები არასამთავრობო სექტორის თანხმობის გარეშე ვერ მიიღება, ნიშნავს, რომ ადგილობრივი მართლმსაჯულების სისტემა გარე ძალების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება.

დიმიტრი ხუნდაძე

29 იანვარი 2023, 23:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე Credit Suisse-ზე: ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესის გამო ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენს და ქვეყანა ომში ჩაერთვება, მაგრამ ბატონ ბიძინას არ იცნობენ, ის ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს

„იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, დადგა ამოცანა - როგორ მოარგონ ხელისუფლებას გასაღები ისე, რომ ეს გადაწყვეტილება მიაღებინონ. გამოსავალი ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლის პოლიტიკურად გააქტიურებაში დაინახეს - მან გავლენა უნდა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რომელიც, ვიდრე პოლიტიკაში იყო, მისი პოლიტიკური გუნდია. იციან, რომ მისი ფიგურა ანგარიშგასაწევია. რადგან ბატონი ბიძინაც არ თანხმდება, რომ ხელისუფლებას გადაადგმევინოს სცენარის ავტორებისთვის სასურველი ნაბიჯები (ანუ ქვეყანა ომში ჩაერთოს და მხარედ დაფიქსირდეს), ბატონ ბიძინაზე შანტაჟი დაიწყეს - ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესი მისთვის ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნებოდა. აქ მათ შეცდომა დაუშვეს, რადგან ისინი ბატონ ბიძინას არ იცნობენ - ის ასეთ გადაწყვეტილებას არავითარი ციფრების ფასად არ იღებს და არც მიიღო“, - აცხადებს ხუნდაძე.

დავით გურგენიძე

29 იანვარი 2023, 23:00

საზოგადოება

რას იკვლევენ ქართელი მეცნერები „ცერნში“ - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

მზადდება ჩარჩო ხელშეკრულება, რომლითაც „ცერნის“ მიერ განსახორციელებელ კვლევებში ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისი საერთაშორისო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები იქნებიან ჩართული, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განუცხადა.

ოლაფ შოლცი

29 იანვარი 2023, 22:55

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების გაგრძელება აუცილებელია

რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების გაგრძელება აუცილებელია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გამოცემა „ტაგეშ პიგელს“ განუცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

29 იანვარი 2023, 22:50

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილი უდიდესი ინფორმაციის მატარებელია. ვიდეოს გადაღების დროს ამბობდა გამიტაცესო. რაღაც პრევენციულ განცხადებებს აკეთებდა

„არ არის გამორიცხული, რომ მათ წარმომადგენლებს თავად ჰქონდეთ ურთიერთობა და სააკაშვილსაც. იმდენი რამე იკადრეს, რომ არც ესაა გასაკვირი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია ომთან დაკავშირებითაც, მის ქმედებებზე და საქართველოში ჩამოსვლაზე. მათ აქვთ კომპრომატები და ცდილობენ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენებას. იმდენად ბინძური ძალაა, რომ შეუძლიათ ერთმანეთს ეს აკადრონ. ამას ხედავს ქართული საზოგადოება. ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება. თანამებრძოლები სწირავენ ერთმანეთს და ხომ წარმოგიდგენიათ, მათგან განცალკევებულ ძალას რას აკადრებენ“, - ამბობს ყაველაშვილი.

ნიკო ჩხეტიანი

29 იანვარი 2023, 22:41

საზოგადოება

ნიკო ჩხეტიანი: ნებისმიერ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტთან პირდაპირ გამოცხადებულია ომი მხოლოდ ერთი მიზნით - ნებისმიერი აქტივობა, რაც დღეს ხორციელდება, გამოცხადდეს დანაშაულად და ბოროტებად

„არსებობის 27 წლის განმავლობაში ფონდ „ქართუს“ იმდენი ობიექტი აქვს გადაცემული სახელმწიფოსთვის - მაგალითად, იპოდრომის ტერიტორია ვაჩუქეთ ქალაქს, შეკვეთილში ღია საკონცერტო დარბაზი, გავარემონტეთ და ისევ სახელმწიფოს გადავეცით აბსოლუტურად ყველა დრამატული ქალაქი, ნულიდან შევქმენით რაგბის სტადიონების ქსელი და გადავეცით სახელმწიფოს. საზოგადოებრივი ცხოვრების რა სფეროც არ უნდა ვახსენოთ, ყველგან გვაქვს განხორციელებული ქველმოქმედების მაგალითები“, - განმარტავს ჩხეტიანი.

29 იანვარი 2023, 22:30

საზოგადოება

სკანდალური მიმოწერა თეოლოგთა დახურული ჯგუფიდან - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

არაეთიკური შინაარსის მიმოწერა, სადაც გოჩა ბარნოვი, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს პატრიარქს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მღვდელმთავრებს გოჩა ბარნოვისა და მისი თანამოაზრე თეოლოგების ჯგუფიდანაა და „იმედის კვირას“ სანდო წყარომ მიაწოდა.

დევიდ ჰოფმანი

29 იანვარი 2023, 22:16

პოლიტიკა

დევიდ ჰოფმანი: ნამდვილად ვერ ვისაუბრებ იმ ორგანიზაციების სახელით, რომელთა თანამშრომლებმაც გარკვეული განცხადება გააკეთეს

„​რაც შეეხება თქვენს კითხვას იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც პარტნიორების ვებგვერდზე იხილეთ, ეს მოსაზრება CRRC-ისა და IRI-ს კვლევებს ეფუძნება. სამწუხაროდ, მე არ ვარ კანონის უზენაესობის სფეროში მომუშავე, იურისტიც კი არ ვარ. შესაბამისად, პირადად ჩემს მოსაზრებას ვერ გაგიზიარებთ, თუ რამდენად პოზიტიურად შეიცვალა სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. გეტყვით, რომ ყოველთვის არის რაღაც, რაც შეიძლება გაუმჯობესდეს და ასევე არის წარმატებებიც, რომლებსაც ერთად ვზეიმობთ. რაც შეეხება გასაუმჯობესებელ სივრცეს, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს. საუბარია ამერიკის სასამართლო სისტემაზეც. ჩვენთანაც არის ასეთი საკითხები. აქ ერთი მთავარი, რომ მოსამართლეთა საქმიანობა უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე“, - ამბობს ჰოფმანი.

ანრი ოხანაშვილი

29 იანვარი 2023, 22:01

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ნებისმიერი მცდელობა, წარმოჩინდეს, თითქოს საქართველოს მოქალაქეს სასამართლოს მიმართ დღეს ნდობა არ აქვს, ეს ობიექტური მოცემულობის მიზანმიმართული დამახინჯებაა

ნებისმიერი მცდელობა, წარმოჩინდეს, თითქოს საქართველოს მოქალაქეს სასამართლოს მიმართ დღეს ნდობა არ აქვს, ეს ობიექტური მოცემულობის მიზანმიმართული დამახინჯებაა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ლევან მურუსიძე

29 იანვარი 2023, 21:52

სამართალი

ლევან მურუსიძე: სამოქალაქო სექტორი ბოროტად იყენებს დონორი ორგანიზაციებისგან მიღებულ თანხებს, მათ ნდობას და ეწევიან სასამართლოს დისკრედიტაციას

„შეკითხვა დავუსვი, რომ აღნიშნული ორგანიზაციები, როდესაც სასამართლოს დისკრედიტაციასა და მოსამართლის დემონიზაციას ეწევიან, ხშირად არგუმენტად მოჰყავთ, რომ მათ უკან დგანან დონორები, რომლებიც მათ აფინანსებენ. აქედან გამომდინარე, ჩემი შეხვედრის მთავარი პათოსი იყო ის, რომ მეკითხა, სიმართლეა ეს თუ არა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის დახმარება, თუმცა რეალურად მათი ფინანსებით იმაზე მეტი ზიანის მიყენება ხდება სასამართლოს სისტემის პრესტიჟისადმი, ვიდრე დახმარება. ამას გულწრფელად ვიძახი. სამოქალაქო სექტორი ბოროტად იყენებს დონორი ორგანიზაციებისგან მიღებულ თანხებს, მათ ნდობას და ეწევიან სასამართლოს დისკრედიტაციას, - განაცხადა მურუსიძემ.