imedi /  04 მარტი 2020, 11:11 / სანდო წყარო

კახა კალაძე: მერიის ყველა შესაბამისი სამსახური კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მუშაობს

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერიის უწყებაში შემავალი ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. როგორც ცნობილია, „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.

მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფექცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დეზინფექცია უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები.

„მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვისცენტრებში სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ტარდება. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს. ასევე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და თბილისის მერია ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

18 მაისი 2021, 01:23

მსოფლიო

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ექვსივე რაკეტა ლიბანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით 6 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს.

კანბერა

18 მაისი 2021, 00:51

ტექნოლოგიები

ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქი დასახელდა

ავსტრალიის დედაქალაქი მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა. დაბინძურების დაბალი მაჩვენებლების შედეგად კანბერა რეიტინგის ლიდერია. ამის შესახებ დასკვნა ბრიტანულმა ორგანიზაცია Uswitch-მა მოამზადა.

18 მაისი 2021, 00:35

ტაბლოიდი

TMZ: არიანა გრანდე უძრავი ქონების აგენტზე დაქორწინდა

ამერიკელი მომღერალი არიანა გრანდე უძრავი ქონების აგენტზე დალტონ გომესზე დაქორწინდა. ამის შესახებ TMZ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

17 მაისი 2021, 23:58

ტექნოლოგიები

ჯანმო: ხანგრძლივი სამუშაო საათები წელიწადში 745 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა

ასევე დადგინდა, რომ კვირის განმავლობაში 55 საათზე მეტი მუშაობა ინსულტის რისკს 35%-ით, გულის დაავადებების შედეგად გარდაცვალების რისკს კი 17%-ით ზრდის, მათთან შედარებით, ვინც კვირაში 35-40 საათის განმავლობაში მუშაობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 მაისი 2021, 23:44

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშის მიტანას განაგრძობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშის მიტანას განაგრძობს.

17 მაისი 2021, 23:32

პოლიტიკა

კახა კუჭავამ და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

17 მაისი 2021, 23:27

პოლიტიკა

კახა კუჭავა: 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ შედეგს ელოდება

„ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ის ფაქტი, რომ ეს არის ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი, ამ საკითხებზე იმუშავებს საქართველოს პარლამენტი, სადაც 150 წევრია. უცილებელია ერთმანეთის გვერდში დგომა. მთავარი მიზანი, რომლის გარშემოც შეგვიძლია ყველა გავერთიანდეთ, არის ევროკავშირის წევრობა. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან, რომ ერთობლივად შეგვიძლია ამ საკითხებზე მუშაობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

17 მაისი 2021, 23:20

რეგიონი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დმანისში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

17 მაისი 2021, 23:08

რეგიონი

მამუკა მდინარაძე დმანისის მოვლენებზე: ადამიანთა ჯგუფები ცდილობდნენ კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაეზარდათ, საბედნიეროდ, უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა აღმოიფხვრა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მდინარაძის განცხადებით, იყო მცდელობა, რომ კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

17 მაისი 2021, 23:05

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო ვაქცინების აპარტეიდის სიტუაციაშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო ვაქცინების აპარტეიდის სიტუაციაშია.

მამუკა მდინარაძე

17 მაისი 2021, 23:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო რეფორმის თაობაზე შეუთანხმებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია

„მიმაჩნია, რომ შეუთანხმებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტია, შევთანხმდით შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტის ზედმიწევნით შესრულებაზე. ეს პოლიტსაბჭომ დღეს დეტალურად, პუნქტობრივ დონეზე დაუდასტურა ჩვენს წარმომადგენლებს შესაბამის სამუშაო ჯგუფში, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოუდგენელია შეუთანხმებლობა, თუ არ იქნება მეორე მხრიდან დესტრუქცია, საბედნიეროდ, ეს ნამდვილად არ ჩანს, ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ მინდა ვთქვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

17 მაისი 2021, 22:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდს ამის მზაობა აქვს

„შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდ ამის მზაობა აქვს. მეორე საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად გავიარეთ იყო ის გეგმა, რაც „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება მერების და სხვა კანდიდატების ასარჩევად, მათ შორის, რა წესით უნდა ჩატარდეს შერჩევა საკრებულოს მაჟორიტარული თუ პროპორციული სიის წარმომადგენლების რაიონებში. იცით, რომ უახლოეს პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს საარჩევნო კამპანიის დაწყება, შესაბამისი წესების დადგნენ არის შიდა სამზარეულო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჯო ბაიდენი

17 მაისი 2021, 22:44

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს.

სალომე ზურაბიშვილი

17 მაისი 2021, 22:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის

„მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა! მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება. საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ვახტანგ გომელაური

17 მაისი 2021, 22:20

რეგიონი

ვახტანგ გომელაური: არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა, ამ დროს იმის 10 % არ იყო

ყველა ქართველები ვართ, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები, ძმები არიან. არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დმანისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ გომელეური

17 მაისი 2021, 22:14

რეგიონი

შინაგან საქმეთა მინისტრი: დმანისში საპოლიციო ძალები მთელი ღამე დარჩებიან

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დმანისში საპოლიციო ძალები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

17 მაისი 2021, 22:12

მსოფლიო

ერდოღანი: ბატონო ბაიდენო, სამწუხაროდ, ისრაელის მხარდაჭერის გამო, ისტორიაში სისხლიანი ხელებით შეხვალთ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ისრაელს 735 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის.

ვახტანგ გომალაური

17 მაისი 2021, 22:12

რეგიონი

ვახტანგ გომელაური: დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არცერთი პირი დაკავებული არ არის

„რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ქვემოთ მოხდა, 5-6 ლოკაციაზე იყო პოლიციელები განაწილებული, სამწუხაროდ, არა დმანისიდან ჩასულები, არამედ, ზოგი თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა სიტუაცია და იქ შეხლა-შემოხლა მოხდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ანდრია ჯაღმაიძე

17 მაისი 2021, 21:59

რეგიონი

ანდრია ჯაღმაიძე დმანისის მოვლენებზე: გამოჩნდა, რომ მოსახლეობას ამ დაძაბულობის ფონზე მაღალი მზაობა აღმოაჩნდა, რომ იცხოვრონ მშვიდობით

ძალიან სასიხარულოა, რომ ყველაფერი სიმშიდისკენ წარიმართა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც ყოფით ნიადაგზე კონფლიქტში ჩაერთნენ, გამოიჩინეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ გადაზრდილიყო.

სებასტიან მოლინეუსი

17 მაისი 2021, 21:47

ეკონომიკა

სებასტიან მოლინეუსი: დღეს ხელმოწერილი შეთანხმება იმ დიდი მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს

დღეს ხელმოწერილი შეთანხმება იმ დიდი მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.