Imedi.ge /  05 მარტი 2020, 13:06 / სანდო წყარო

ივანე მაჭავარიანი: კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განახევრდება

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსის მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა ბოლო დღეების განმავლობაში უწყებათაშორისო საბჭოს ფორმატში ბოლო დღეების განმავლობაში მსჯელობთ.

„ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ეკონომიკის თანამშრომლობის და განვითარების საააგენტოს გუშინდელი განცხადება, სადაც მათ შეაფასეს მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა. მათი ერთი შედარებით უფრო ოპტიმისტური სცენარით 0,5%-ით იქნება შენელება მსოფლიო ეკონომიკური ზრდის, ხოლო თუ ამან პანდემიური ხასიათი შეიძინა და განვრცობა მოხდა, მაშინ ისინი ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა 1,5% იქნება. რაც ნიშნავს, რომ ნავარაუდევი იყო 2.9% ზრდა და ის განახევრდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო ვირუსის ზეგავლენის შედეგს პირველ რიგში ქვეყნის ტურიზმის სფერო განიცდის.

„ჩვენს შემთხვევაში გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ მძლავრია. პირველი, რაც ნელდება ამ დროს არის ტურიზმი, მოგზაურობა, მათ შორის მივლინებები და ა.შ. გუშინ პრაქტიკულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სავალუტო ფონდში ჩვენი ყოველწლიური, საგაზაფხულო შეხვედრები გაუქმებულიყო და ვიდეოკონფერენციებით ჩავრთულიყავით. პრაქტიკულად ვერავინ იხსენებს, რომ ოდესმე სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა გააუქმა თავისი წლიური შეხვედრა. ასეთი შემთხვევა ალბათ, მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ რასაკვირველია, გვეზრდება რისკ-ფაქტორი. იცით, რომ ჩვენი ეკონომიკის წამყვანი სექტორი ტურიზმია. ამ საკითხს ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვაანალიზებთ სტრეს-ტესტებს და იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, გვექნება როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პასუხი სტიმულირების კუთხით. ასევე, იცით, რომ მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა დააანონს, რომ მზად არის გამოყოს თანხები, 50 მილიარდი დოლარი იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამ კორონავირუსით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ქვეყნების რიგში არ მოვხვდებით და უფრო მალე მოგვარდება ეს ყველაფერი. რასაკვირველია, გვაქვს კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ იმ ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს, რომლითაც შევეცდებით შევარბილოთ ის დარტყმა, რაც შეიძლება კორონავირუსმა პოტენციურად შეიძლება მიაყენოს ქვეყანას. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს სრული მასშტაბით არ მოხდება და მოკლევადიანი შეფერხება გვექნება, რომელიც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოწესრიგდება.შეიძლება ვიფიქროთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, ასევე რაღაც ტიპის ფისკალურ სტიმულზე, თუმცა, ამ ეტაპზე მემგონი ეს არ დაგვჭირდება", - განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვირუსის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური იყოს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 44 წლის საქართველოს მოქალაქე კაცია, რომელიც იტალიიდან პირველ მარტს ჩამოვიდა. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

24 ნოემბერი 2020, 01:05

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჯო ბაიდენი 2021 წელს ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე მიიწვია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საიუბარი გამართა.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორის ჯონსონი

24 ნოემბერი 2020, 00:44

COVID19

ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

24 ნოემბერი 2020, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

24 ნოემბერი 2020, 00:10

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს

39 წლის შვედი ფორვარდი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის დროს დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ზლატანს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობასაც სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

23 ნოემბერი 2020, 23:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 501 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

23 ნოემბერი 2020, 23:54

COVID19

ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ლევან რატიანის თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.

23 ნოემბერი 2020, 23:46

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 512 ადამიანი გარდაიცვალა.

23 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 206 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

23 ნოემბერი 2020, 23:36

მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.

კახეთი

23 ნოემბერი 2020, 23:24

COVID19

კახეთში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 70-ით გაიზარდა და ვირუსის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,711-ს მიაღწია. ბოლო ინფორმაციით რეგიონში კოვიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა - 158, გურჯაანი-569, დედოფლისწყარო -224, თელავი - 789, ლაგოდეხი - 297, საგარეჯო -257, სიღნაღი-177 და ყვარელი -240.

ესპანეთის მეფე ფილიპე VI

23 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე ფილიპე VI კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას ამის შსახებ ესპანეთის სამეფო სახლი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

23 ნოემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდი ავრცელებს.

23 ნოემბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

PACE: საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

თემურ ქეცბაია

23 ნოემბერი 2020, 22:05

სპორტი

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გამოკითხვაში უმაღლესი დივიზიონის კლუბებიდან ყველა მისი კოლეგა მონაწილეობდა და 13 მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქართველ სპეციალისტს მისცა.

ლევან რატიანი

23 ნოემბერი 2020, 21:51

COVID19

ლევან რატიანი: თუ ერთმანეთზე მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩეთ

„ძალიან რთულია, როდესაც საშველად გთხოვს პაციენტი და ვერ ეხმარები. იმედია ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ხვალიდან ყველა ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ რომ ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. ერთმანეთში ქიშპობით ქვეყანა უფსკრულისკენ წავალთ. თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 ნოემბერი 2020, 21:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეები კორონავირუსის პანდემიის დამარცხების იმედს იძლევა.

23 ნოემბერი 2020, 21:17

პოლიტიკა

ევროპარლამენტი: საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ლევან ბერძენიშვილი

23 ნოემბერი 2020, 21:12

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მომხრეებზე განცხადების გამო, ლევან ბერძენიშვილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკრიტიკებს

ლევან ბერძენიშვილი „მთავარ არხთან“ გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში მოხვდეს. „ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო“, - ასე შეაფასა ლევან ბერძენიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ მომხრეების შესახებ გაკეთებული განცხადება „ქრონიკასთან“ სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი შუბაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე

23 ნოემბერი 2020, 21:01

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე: გაუგებარი საქციელია, როცა პარტიული კუთვნილების გამო მთელ ერს შეურაცხყოფ

„გაუგებარი საქციელი არ არის მთლად კარგი და მისასალმებელი რამ, პარტიამ ასეთ დღეში არ უნდა ჩაგაგდოს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში, არჩევნების დასრულების შემდეგ ერთმანეთს ხელს ართმევენ, არ აგინებენ ერთმანეთს, აბსოლუტურად არადემოკრატიული, არაევროპული და სამწუხაროდ, არავაჟკაცური საქციელია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.