imedi /  05 მარტი 2020, 23:15 / სანდო წყარო

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონა-ვირუსით 2019-nCov გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N 164 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის N366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „ღ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება 2020 წლის 5-დან 19 მარტის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღებასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. და ბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/ მსჯავრდებულებისგან განცალკევებით" - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

12 მაისი 2021, 08:41

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის სექტორში იერიშის შედეგად, „ჰამასის“ ორი ლიდერია ლიკვიდირებული

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან ხაოგი, ასევე მისი მოადგილე ვაილ ისსაა.

12 მაისი 2021, 08:23

საზოგადოება

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა

დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე აღინიშნება. ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც.

12 მაისი 2021, 08:16

COVID19

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. უწყების ცნობით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ.

12 მაისი 2021, 08:10

COVID19

„სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაციას მოქალაქეები დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 08:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ჯიმ რიში

12 მაისი 2021, 02:44

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: ახლა, როდესაც ნიკა მელია გაათავისუფლეს, ველოდები, რომ ყველა პარტია პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება.

12 მაისი 2021, 02:40

პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

12 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან.

ინდოეთი მძღნერი

12 მაისი 2021, 00:51

COVID19

ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ძროხის განავლის სხეულზე წასმა კორონავირუსის პრევენციის საშუალება არ არის

ქვეყნის დასავლეთით, გუჯარატის შტატში პოპულარული გახდა პრაქტიკა, როდესაც ადამიანების ძროხების თავშესაფრებში მიდიან, ფუნასა და შარდს აგროვებენ და სხეულზე ისვამენ. მათ სწამთ, რომ ეს იმუნიტეტს გააძლიერებს და შესაბამისად, კორონავირუსი არ დაემართებათ, ან ინფიცირების შემთხვევაში ვირუსს მარტივად დაამარცხებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 მაისი 2021, 00:34

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტულ დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან.

გურამ ნიკოლაშვილი

12 მაისი 2021, 00:31

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან

არიან ადამიანები, რომლებიც ცივილიზაციის, ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან, - ამის შესახებ „იმედის“ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემა ,,იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ქვეყნისა და დასავლეთის წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი

12 მაისი 2021, 00:30

ტაბლოიდი

საქმროსთან გაშორების შემდეგ ჯენიფერ ლოპესმა უიქენდი ბენ აფლეკთან ერთად გაატარა

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ. წყვილი დანიშნულიც იყო, თუმცა 17 წლის წინ, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ.

კახა კუჭავა

12 მაისი 2021, 00:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, ამნისტიის კანონს მივიღებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს და თუნდაც ევროპაში თავიანთ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებს დაუმტკიცებენ, რამდენად არიან მზად, იყვნენ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის თანამონაწილე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

გია აბაშიძე

12 მაისი 2021, 00:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ თავიანთი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი "ჟურნალისტების" დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“, - წერს აბაშიძე.

იაგო ხვიჩია

12 მაისი 2021, 00:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ბატონ კუბილიუსს „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად იცნობენ

ბატონ კუბილიუსს „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად იცნობენ - იმედი მაქვს, მის აზრს გაითვალისწინებენ და შემოვლენ პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, პარტია „გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „იმედის ფაქტორში განაცხადა.

ლელა ტალიური

12 მაისი 2021, 00:10

პოლიტიკა

ლელა ტალიური: მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს დისკუსიები საარჩევნო საკითხებზე და სულისკვეთება, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია, კეთილსინდისიერად შესრულდეს

მოსაზრებების გაზიარების, აზრების გაცვლის, პოზიციების თანხვედრის მცდელობისა და განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირების კუთხით კაჭრეთის ეს ორდღიანი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, - ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო ექსპერტ-კონსულტანტმა ლელა ტალიურმა „იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა, რომელმაც კაჭრეთში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული შეხვედრა შეაფასა.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2021, 00:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ბევრს თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი

„ვინაიდან სწორედ მათი პარალელური დათვლის „შეცდომებმა“ გამოიღო ის, რომ საბოლოო ჯამში ასეთი შტურმი განხორციელდა ჟვანიას მიმართ და ბევრი უნდა დაინტერესდეს რა გადაიტანა მან იმ დღეებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2021, 00:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს სპეკულაციებს, არის შემთხვევით შერჩეული უბნების 10%-ის გადათვლა

სრულიად ვეთანხმები ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ჩვენი შეთანხმება უდნა იყოს იმგავრი, რომ გამოირიცხოს არჩევნებთან დაკავშირებული მანიპულაციის რაიმე თეორიული შესაძლებლობაც კი. ამისთვის არსებობს რამდენიმე მექანიზმი, ერთი - საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და იცით, რომ აქ იქნება პარტიული ნაწილი ე.წ. პარიტეტის პრინციპით, ერთი პარტია ერთი წარმომადგენელი. ეს იქნება დაზღვევა და ეს დაზღვევა იყო წინა არჩევნებშიც. ვიცით, რომ ყველა ოქმზე იყო პარტიების წარმომადგენლების ხელმოწერა, მაგრამ ეს ვერ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის ბარიერი, რომ შემდეგ უარეყოთ თავისივე ხელმოწერები, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

11 მაისი 2021, 23:51

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია კაჭრეთში შეხვედრაზე: პირველად ხდება, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ჩხუბის გარეშე სხედან და ლაპარაკობენ

„ფაქტობრივად პირველად ხდება, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება სხედან და ჩხუბის გარეშე რაღაცაზე ლაპარაკობენ. ძალიან თავშეკავებულად და კორექტულად იქცეოდა ამ პროცესის ყველა მონაწილე. ყველაზე კარგი რაც იყო და რაც მომეწონა, იყო ის, რომ ჩვენც და „ქართული ოცნებაც“ არგუმენტად ვიშველიებდით შარლ მიშელის დოკუმენტს. სულ ვამბობდით: „ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს“. რაც ნიშნავს, რომ რაღაც საწყისი წერტილი გაჩნდა ქვეყანაში, რომელზეც შეიძლება შევთანხმდეთ. რაზედაც ვთქვით, რომ მოდი ამის ირგვლივ ვიტრიალოთ, რაღაც ათვლის წერტილი გაჩნდა. ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი იყო. გამიხარდა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ ნარატივში იყო, რომ კრიტიკა ერთმანეთთან ამ დოკუმენტის მეშვეობით მიდიოდა. “, - განაცხადა ხვიჩიამ.

კახა კუჭავა

11 მაისი 2021, 23:40

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპარლამენტის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შევიდნენ პარლამენტში და იქიდან გააგრძელონ დებატები

„აქვე დაამატეს, რომ ზუსტად ეს არის ის დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა, როგორსაც ისინი ისურვებდნენ, რომ იყოს საქართველო. ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მმართველი პარტია, აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან ის ჯანსაღი მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თუნდაც იმ პარტიების ნაწილში, რომლებმაც ხელი მოაწერეს, შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყეს საპარლამენტო ცხოვრება“, - აღნიშნა კუჭავამ.