imedi /  07 მარტი 2020, 20:26 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ tv1-ის ეთერში განაცხადა. ცერცვაძის განცხადებით, მას ინფორმაცია ახლახანს მიაწოდეს. მანამდე მან მედიასთან თქვა, რომ საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება.

„ვინაიდან, ბოლო დღეებში იმატა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, ასევე ამ დადასტურებულ შემთხვევებს ყავთ ბევრი კონტაქტები, რომლებიც გამოსაკვლევად მოდიან საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა გაიზარდა“, - ამის შესახებ მედიას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

„50 პაციენტი წევს ჩვენთან. მათგან 18-ის პასუხი უკვე მოვიდა და ეს პასუხები უარყოფითია. უახლოეს პერიოდში ისინი დატოვებენ კლინიკას და წავლენ ან თვითიზოლაციაში, ან კარანტინში. არსებობს კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა, ამჟამად ჩვენთან მოთავსებულია 11 პაციენტი, აქედან 2 დაინფიცირდა ირანში, დანარჩენები იტალიაში, ხოლო ბოლო ორი პაციენტი იტალიაში დაინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად. მდგომარეობა 1 პაციენტის არის საშუალო სიმძიმის. თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მე-12 პაციენტი ჩვენთან არ არის მოთავსებული. მე არ ვიცი ზუსტად სად იმყოფება ის,“- აცხადებს ცერცვაძე.

საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დღეს დადასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 50. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

მარინა კალიურანდი

26 ნოემბერი 2020, 20:53

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ძალიან გთხოვთ, აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ, შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში

ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი კოლეგების მიმართ ასეთია- ძალიან გთხოვთ აიღეთ თქვენი მანდატი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგანიჭათ და ძალიან გთხოვთ შედით და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განაცხადა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველში დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

26 ნოემბერი 2020, 20:49

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 003 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 822 ადამიანი გარდაიცვალა.

26 ნოემბერი 2020, 20:46

საზოგადოება

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო

დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ოთხსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კორონავირუსი

26 ნოემბერი 2020, 20:36

COVID19

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ მომენტისთვის ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 3 148-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტი კა ასეთია: ახმეტის მუნიციპალიტეტში -21, თელავში - 37, ყვარელში - 4, ლაგოდეხში - 47, გურჯაანში - 21, სიღნაღში - 2, დედოფლისწყაროში - 21, საგარეჯოში - 16.

დონალდ ტრამპი

26 ნოემბერი 2020, 20:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენს არანაირად არ შეეძლო 80 მილიონი ხმის მიღება - 100%-ით გაყალბებული არჩევნები იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ ეჭვის ქვეშ დააყენა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

26 ნოემბერი 2020, 20:01

რეგიონი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, „ქუთაისის უნივერსიტეტი" ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს

UNIK-ი რეგიონის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თემაზე - „მედია და ქალთა ძალადობა“ 1-ელ დეკემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება.

ბექა დოჭვირი

26 ნოემბერი 2020, 19:50

COVID19

ბექა დოჭვირი: ცვლილებები მიღებულია ფართო კონსულტაციების შედეგად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება და ინტერესი

ცვლილებები მიღებულია ფართო კონსულტაციების შედეგად, ანუ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრება და ინტერესი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანმა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისივე თქმით, ორთვიანი გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებულია როგორეპიდემიოლოგებისა და ბიზნესსუბიექტების მოსაზრებები, ისე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზი.

26 ნოემბერი 2020, 19:43

მსოფლიო

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

მიხეილ დაუშვილი

26 ნოემბერი 2020, 19:32

COVID19

მიხეილ დაუშვილი: შეზღუდვები წერტილოვანია და საუბარი არ არის სისტემურ ლოქდაუნზე

„დღეს ჩვენ ვდგავართ ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანის წინაშე - ვიზრუნოთ ჩვენს მოქალქეებზე, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და ამასთანავე ვიზრუნოთ ეკონომიკასა და ბიზნესზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის, თითოეული სამუშაო ადგილი უკიდურესად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შეზღუდვებს, ეს არის წერტილოვანი და საუბარი არ გვაქვს სისტემურ ლოქდაუნზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ წლის დასაწყისისგან განსხვავებით, დღეს გვაქვს ორთვიანი შეზღუდვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შემცირებაა. შეზღუდვებთან ერთად, ხელისუფლებამ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად შეიმუშავა ბიზნეს მხარდაჭერის ღონისძიებები, რომელიც ბიზნესს ამ ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარება. ცხადია, გვესმის, რომ თითოეული ეს შეზღუდვა მძიმეა სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის, როგორც საცალო ვაჭრობის, ისე სავაჭრო ცენტრებისთვის და ბაზრობისთვის, ასევე ტურიზმის ცენტრებისთვის, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს ვირუსის შეჩერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

26 ნოემბერი 2020, 19:21

COVID19

საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდება

საბერძნეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საყოველთაო კარანტინი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივდება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 ნოემბერი 2020, 19:09

მსოფლიო

აზერბაიჯანის პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, ეუთოს ხელმძღვანელობას საფრანგეთის მინსკის ჯგუფიდან გაწვევის თხოვნით მიმართოს

აზერბაიჯანის პარლამენტი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეუთოს ხელმძღვანელობას საფრანგეთის მინსკის ჯგუფიდან გაწვევის თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი.

26 ნოემბერი 2020, 18:57

მსოფლიო

ანკარის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 337 პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ანკარის სასამართლომ თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 337 პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ბექა ლილუაშვილი

26 ნოემბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: აუცილებელია, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ბიზნესს ეკონომიკური წნეხი უნდა შევუმსუბუქოთ

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაა ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მძიმეა, მაგრამ მართვადი, - ამის შესახებ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ანგელა მერკელი

26 ნოემბერი 2020, 18:32

COVID19

ანგელა მერკელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველა სათხილამურო კურორტის დახურვის მოწოდებით გამოდის

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველა სათხილამურო კურორტის დახურვის მოწოდებით გამოდის.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 18:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სისტემა უძლებს იმ დატვირთვას, რაც დღეს არსებობს

ჩვენი მზადება ყოველთვის ორიენტირებული იყო ყველაზე რთული სცენარისთვის და დღეის მდგომარეობით რა ვითარებაც გვაქვს, გათვლილია ყველაზე რთულ სცენარზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, სისტემა უძლებს იმ დატვირთვას, რაც დღეს არსებობს.

ანრი ოხანაშვილი

26 ნოემბერი 2020, 18:24

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: არ შეიძლება, მოლაპარაკებას წინ ულტიმატუმის ენით საუბარი უძღოდეს

„არ შეიძლება, მოლაპარაკებას წინ ულტიმატუმის ენით საუბარი უძღოდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს ამ მოლაპარაკებისთვის სახარბიელო ვითარებას ვერ შექმნის.

26 ნოემბერი 2020, 18:20

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ სიტუაციაში საპენსიო ფონდის გამოყენებას მთავრობა არ განიხილავს

მე მჭირდება მტკიცებულებები, რომ ნამდვილად ითხოვენ მოქალაქეები საპენსიო ფონდის ახლა გამოყენებას, რაშიც მე ეჭვი მეპარება. ვისაც არ უნდოდა საპენსიო ფონდში მონაწილეობის მიღება, მათ დატოვეს ეს ფონდი. ვინც ამ ფონდშია გაწევრიანებულია, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს და მთავრობა ვალდებულია მათი ინტერესი დაიცვას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

26 ნოემბერი 2020, 18:16

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 3,705 დადასტურდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3,705 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 32 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 106,101 შემთხვევა გამოვლინდა, 68,572 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1,256 გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 18:16

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: გვაქვს საკმაოდ აგრესიული ინფექციის ზრდა და ძალიან მნშვნელოვანია, გავრცელების სიჩქარის კონტროლი შევძლოთ

„როდესაც შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, გვიწევს გადაწყვეტილება მივიღოთ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტით. რადგან სოციალური მიმართულებაც ჯანდაცვის სამინსიტროს ეკუთვნის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა მდგომარეობაა მოსახლეობაში ამ მიმართულებით. როდესაც ვაკეთებთ შეწონვას, რა ღონისძიებების განხორციელება არის საჭირო, გუნდშივე ხშირად გვიწევს კამათი და მსჯელობა იმაზე, რომ შევძლოთ ბალანსის დაცვა ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს შორის. შეზღუდვები, რომლებიც ჩვენ დღეს დავაწესეთ პირველ რიგში მიმართულია ინფექციის დროულ და ეფექტურ შეჩერებაზე. დღეს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში გვაქვს საკმაოდ აგრესიული ინფექციის ზრდა და ძალიან მნშვნელოვანია შევძლოთ და დავიწყოთ ინფექციის გავრცელების სიჩქარის კონტროლი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჰულუსი აქარი

26 ნოემბერი 2020, 18:14

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის რეზოლუცია იმაზე მიუთითებს, რომ საფრანგეთი რეგიონში პრობლემის ნაწილია

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია იმაზე მიუთითებს, რომ საფრანგეთი არა პრობლემის დარეგულირების, არამედ რეგიონში პრობლემის ნაწილია.