imedi /  08 მარტი 2020, 14:22 / სანდო წყარო

იტალიაში პიემონტის რეგიონის გუბერნატორი კორონავირუსით დაინფიცირდა

ალბერტო ჩირიო

ალბერტო ჩირიო

იტალიაში პიემონტის რეგიონის გუბერნატორი ალბერტო ჩირიო კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც რეგიონის გუბერნატორის აპარატში აღნიშნეს, ალბერტო ჩირიო თავს კარგად გრძნობს. ყველა ის პირები, რომლებსაც გუბერნატორთან კონტაქტი ჰქონდათ, როგორც აპარატის თანამშრომლები, ასევე მისი ოჯახის წევრები, კორონავირუსით ინფიცირებაზე შემოწმებას გაივლიან.

პიემონტის გუბერნატორის აპარატში აღნიშნავენ, რომ გუბერნატორი განაგრძობს დისტანციურად მუშაობას.

იტალიის ჩრდილოეთში, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში კარანტინი გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 50-ზე მეტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი ერთ დღეში 1200-დან 5883-მდე გაიზარდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

მაია ბითაძე

08 თებერვალი 2023, 00:18

პოლიტიკა

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით და როდესაც ჩვენ ვამბობთ სწორ მიმართულებას, ვგულისხმობთ საერთაშორისო ვალდებულებებისა და, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას, - განაცხადა მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.

მაკა ბოჭორიშვილი

08 თებერვალი 2023, 00:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის ანგარიში გააცნო

ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირის პერსპექტივასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე გაამახვილა მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება ანგარიშის წარდგენისას. როგორც საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გააკეთა და 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 23:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი არც აქამდე გამოირჩეოდა აქტიური საპარლამენტო საქმიანობით, პარლამენტი მათი აქტიურობის გარეშეც ქმედუნარიანია

მათ [რადიკალური ოპოზიცია] თითქმის ერთი წელი, სულ მცირე ნახევარი წელი დაკარგეს დასაწყისში, როდესაც ბოიკოტში იმყოფებოდნენ და არ გამოირჩეოდნენ აქტიურობით. სხვათა შორის, ალბათ საზოგადოებას ახსოვს, შარშან, წლის ბოლოს საჯაროდაც გავახმოვანეთ, რომ არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, 70 000 ლარის ხელფასი დაექვითა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც შემდეგ პარლამენტის მხრიდან ქველმოქმედებაში დაიხარჯა. ესეც გვაჩვენებს, როგორ არის რიცხვში ასახული ოპოზიციის პასიურობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 23:34

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 23:20

საზოგადოება

თურქეთის საელჩო მიწისძვრით დაზარალებულთათვის საჭირო ნივთებს აგროვებს. სად შეგიძლიათ ჰუმანიტარული დახმარების ჩაბარება

საქართველოში თურქეთის საელჩო მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად საჭირო ნივთებს აგროვებს.

07 თებერვალი 2023, 23:18

მსოფლიო

სირიაში, ნანგრევებში მოყოლილი ახალშობილი გადაარჩინეს

სირიაში ნანგრევებიდან ახალშობილი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ახალშობილი საკუთარი სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

დარეჯან ცხვიტარია

07 თებერვალი 2023, 22:59

პოლიტიკა

დარეჯან ცხვიტარია ხაბეიშვილზე: სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა რევოლუციური ფორმატი?!

სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა ლევან ხაბეიშვილმა რევოლუციური ფორმატი?! - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

07 თებერვალი 2023, 22:34

მსოფლიო

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ სატელეფონო საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.

07 თებერვალი 2023, 21:51

პოლიტიკა

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 21:46

საზოგადოება

მაშველები გაზიანთებში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სახლის ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

07 თებერვალი 2023, 21:21

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: 5 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - მოვუწოდებთ ყველას, ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთი-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყება აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

07 თებერვალი 2023, 20:55

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

07 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნონა წოწორიაზე: ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს ბრბო უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

07 თებერვალი 2023, 20:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: ასეთი შეფასება ჩვენი სამართლებრივი სისტემისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია

უკრაინის საგარეო სამინისტროს მხრიდან ასეთი შეფასება რა თქმა უნდა არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი. შესაბამისად, არც მეგობრულ და მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ჯდება, - ასე გამოეხმაურა არლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

გივი მიქანაძე

07 თებერვალი 2023, 20:31

პოლიტიკა

გივი მიქანაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: კანონმდებლობით სააკაშვილისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 20:18

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს ელჩი: როგორც ჩვენ ვიცით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

თამარ ჩიბურდანიძე

07 თებერვალი 2023, 19:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: განაჩენის გამოცხადებისთანავე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა

გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.

ოლექსი დანილოვი

07 თებერვალი 2023, 19:48

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს.

07 თებერვალი 2023, 19:40

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს 2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

07 თებერვალი 2023, 19:23

კულტურა

კულტურის სამინისტროს პროექტის „თეატრალური საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა

კინოთეატრ „კავეაში“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის, „თეატრალური საგანძურის“, პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება დიდი ქართველი რეჟისორის, თეატრის მკვლევრის, პედაგოგის, კინომსახიობთა თეატრის დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის, დაბადების დღეზე ჩატარდა და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისისა და რეგიონების სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.