imedi /  09 მარტი 2020, 09:08 / სანდო წყარო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო „ინდიან-უელსის“ ტურნირი გადაიდო

ინდიან უელსი

„ინდიან-უელსის“ საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც აშშ-ში 9 მარტს უნდა დაწყებულიყო, კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ შეჯიბრების ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კალიფორნიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და შტატის ხელისუფლების რეკომენდაციებს უკავშირდება.

„სამწუხაროა, რომ ტურნირი ვერ ჩატარდება, თუმცა გულშემატკივრების, ჩოგბურთელების, მოხალისეების, სპონსორების და ტურნირთან დაკავშირებული სხვა ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე მთავარია. მზად ვართ, შეჯიბრება სხვა დროს ჩავატაროთ“, - განაცხადა „ინდიან-უელსის“ დირექტორმა, ტომი ჰაასმა.

აშშ-ში კორონავირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა კი 500-ს გადააჭარბა. ზოგიერთ შტატში კორონავირუსის ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2020, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 705 თბილისში, 624 იმერეთში, 402 კი აჭარაში დაფიქსირდა

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 033 ადამიანს დაუდასტურდა, 4 061 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 10:55

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

02 დეკემბერი 2020, 10:51

რეგიონი

გუდაურში 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება

საკურორტო ზონებში წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, გუდაურში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.

02 დეკემბერი 2020, 10:42

COVID19

კახეთში კორონავირუსის 361 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 361 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4,218- ს მიაღწია. ეპიდემიოლოგები მიერ ახალი დაინფიცირებულების 460-მდე კონტაქტი უკვე მოიძიეს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ყველა მათგანი გადასულია თვითიზოლაციაში.

ხელოვნური ხორცი

02 დეკემბერი 2020, 10:35

ეკონომიკა

სინგაპურში ლაბორატორიაში შექმნილი „ქათმის ხორცი“ გაიყიდება

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც მომხმარებელს ხორცის მცენარეულ საფუძველზე შექმნილ ალტერნატივას სთავაზობენ, Eat Just-ი ხელოვნურ ხორცს ცხოველების კუნთოვანი მასის უჯრედებისგან „ზრდის“.

02 დეკემბერი 2020, 10:34

თემა

ჩემს შვილს სწავლა არ უნდა. ამბობს, რომ გაკვეთილები მას არაფერში გამოადგება. როგორ გადავარწმუნო?

თქვენი შვილი ამბობს, რომ სწავლა არ უნდა და ის, რაზეც გაკვეთილებზე მას ესაუბრებიან, არასდროს არაფერში გამოადგება? თქვენ ეს ძალიან გაღელვებთ და ფიქრობთ, რა უნდა უპასუხოთ? საინტერესოა, რა არგუმენტებით შეიძლება გაამყაროთ მოსაზრება, რომ სასკოლო საგნები სამომავლო საქმიანობაში ნამდვილად გამოსადეგია.

ბიულეტენი

02 დეკემბერი 2020, 10:29

მსოფლიო

Washington Examiner: არჩევნებზე 288 ათასი ბიულეტენი უკვალოდ გაქრა, კიდევ 100 ათასი კი წინა რიცხვით იყო დათარიღებული

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე 288 ათასი ბიულეტენი უკვალოდ გაქრა, კიდევ 100 ათასი კი წინა რიცხვით იყო დათარიღებული. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Washington Examiner-ი წერს.

02 დეკემბერი 2020, 10:27

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 36,504 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 36,504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,499,413-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 501 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 138,122-ს აღწევს. ჯამში 9 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

კრიშტიანუ რონალდუ

02 დეკემბერი 2020, 10:20

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ Golden foot Award-ის გამარჯვებული გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსმელი კრიშტიანუ რონალდუ Golden foot Award-ის გამარჯვებული გახდა. პორტუგალიელმა შემტევმა ეს ინდივიდუალური პრიზი კარიერაში პირველად მოიგო. 10 კანდიდატს შორის რონალდომ ლიონელ მესის, არტურო ვიდალს, რობერტ ლევანდოვსკის, ნეიმარს, ჯორჯო კიელინის, მოჰამედ სალაჰს, სერხიო რამოსს, ჟერარდ პიკესა და სერხიო აგუეროს აჯობა.

პოლიცია

02 დეკემბერი 2020, 09:59

სამართალი

პოლიციამ ქუთაისში კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა

„პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ილონ მასკი

02 დეკემბერი 2020, 09:49

ტექნოლოგიები

ილონ მასკი: მარსზე პირველი ადამიანი უახლოეს 6 წელიწადში დადგამს ფეხს

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს 6 წელიწადში მოხდება, თუმცა თუ გარემოებები შეგვიწყობს ხელს, შესაძლოა პროცესები დაჩქარდეს და მარსზე ადამიანის გაყვანა 4 წელიწადში შევძლოთ“, - აღნიშნა მასკმა.

იუსტიციის სახლი

02 დეკემბერი 2020, 09:31

საზოგადოება

იუსტიციის სახლი: 25-ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი

„ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში - „ფარმადეპოსა“ და „ჯპს-ის“ ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ლატვია კარანტინი

02 დეკემბერი 2020, 09:16

COVID19

ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გაახანგრძლივეს

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ, პირბადეების ტარება კი დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება.

მონობა ანტონიუ გუტურეში

02 დეკემბერი 2020, 09:00

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მონობაში ცხოვრობს

„ღარიბი და მარგინალიზებული ჯგუფები, ძირითადად რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები და მიგრანტები დისპროპორციულად არიან ჩართულნი მონობის თანამედროვე ფორმებში. მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს გააძლიერონ კოლექტიური ძალისხმევა ამ საზიზღარი პრაქტიკის დასასრულებლად. ასევე მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ მსხვერპლთა და გადარჩენილების იდენტიფიცირებას და მათ დაცვას.“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანეტ იელენი

02 დეკემბერი 2020, 08:48

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა წარადგინა

„მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ბენ ჰოჯესი

02 დეკემბერი 2020, 08:37

პოლიტიკა

გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ

„პირველი - ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა ჰოჯესმა.

ელენ ელიოტ პეიჯი

02 დეკემბერი 2020, 08:27

კულტურა

მსახიობმა ელენ პეიჯმა თავი ტრანსგენდერად გამოაცხადა

„მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსი ვარ და ჩემი სახელი ელიოტია. ბედნიერი ვარ, მაგრამ მეშინია ე.წ. „ხუმრობების,“ სიძულვილისა და ძალადობის, რომელიც დღეიდან ჩემს წინააღმდეგ იქნება მომართული“.-წერს 33 წლის მსახიობი Twitter-ზე.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2020, 08:16

პოლიტიკა

დავით ზალკალიანს დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოუსმენენ

მინისტერიალის ფარგლებში განიხილავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართულ სამომავლო გეგმებს, მათ შორის საქართველოს ალიანსში გაერთიანებისთვის არსებული ინსტრუმენტების, იმავე „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განახლების პროცესს, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

საქართველოში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი

უნალექო დღეა ნავარაუდევი რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა +11 იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ოდნავ მოიღრუბლება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.