imedi /  11 მარტი 2020, 11:28 / სანდო წყარო

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმყოფილებელია

კორონავირუსი

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მსუბუქია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბავშვებში კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. „იმედი მაქვს, რომ საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - განმარტა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, მოზარდი ოჯახთან ერთად სამოგაზუროდ იმყოფებოდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

კელი დეგნანი

28 ივნისი 2022, 18:35

პოლიტიკა

კელი დეგნანი არახამიას განცხადებებზე: საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პასუხი ამ ბრალდებებს, ხოლო ბატონ ​არახამიას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საკითხები, რომლებზეც უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით არახამიამ ისაუბრა, არა მედიის მეშვეობით, არამედ უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური არხებით უნდა განიხილებოდეს.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:31

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სასანქციო თემას შემდგომი გაგრძელება არ ჰქონია, რაც ნიშანდობლივია

ჩვენ ვისმენთ ბრალდებებს, მაგრამ, ჩვენ პრაქტიკულად მოკლებული ვართ საშუალებას, რომ ამ ბრალდებებს არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, იმიტომ რომ ბრალდებები არის თავად არგუმენტებს გამოცლილი. ერთია ის რეჟიმი, რომელშიც გვიწვეს ამ საქმეზე მუშაობა, მეორეა, რამ განაპირობა ასეთი მიდგომა, რა იდგა ამის უკან, ვინ იყო ამის ინიციატორი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით არახამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:29

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ასეთი განცხადებები არ არის მხოლოდ ერთი და ორი დღის შედეგი, საკითხავია რამ განაპირობა ასეთი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი შეფასებების გაკეთება - რა, ვინ და როგორ დგას ამის უკან?!

„როდესაც ჩვენ შეგვეზღუდა წვდომა გარკვეულ ფინანსურ აქტივებზე, ჩვენ ვცხოვრობთ ფაქტობრივი სანქციების რეჟიმში. ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია თვალი გავუსწორეთ და რომლის დალაგებასაც ვცდილობთ გარკვეული სამართლებრივი ინტერესებით. ამდენად ეს სავალალო ჩანაწერი ჩვენთვის რაღაც განწყობებში რაიმე რადიკალური ტრანსფორმაციის მომხდენი არ იყო“.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:25

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: თუ ნატო ზედმეტად თეთრი ხელთათმანებით გააგრძელებს ამ დაპირისპირებისადმი მიდგომას, შედეგი არცთუ სასიკეთო იქნება

დღევანდელი სამყარო დადგა ერთი დილემის წინაშე, ჩვენ ევროკავშირთან დაკავშირებით იგივე დილემის წინაშე ვიდექით, რა აქვს პოლიტიკაში იდეალიზმი თუ გეოპოლიტიკა. ნატოსთან მიმართებაშიც ალბათ იგივე კითხვა უნდა განმეორდეს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივნისი 2022, 18:20

მსოფლიო

ზელენსკი: ღმერთი ჩვენს მხარესაა - ღმერთი ამბობს, რომ შენი სახლის ბოროტებისგან დაცვა ცოდვა არ არის, ცოდვაა მისი არდაცვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:12

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: თუ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ალბათ 2008 წელს ბუქარესტში მივიღეთ ნატოს პერსპექტივა

„თავისთავად ცხადია, ჩვენი მოლოდინია, რომ უკეთ დავინახოთ ჩვენი თავი კომუნიკეში თუ დეკლარაციაში. ბუნებრივია, ის მოლოდინი, რომ რაიმე არსებითი, ფუნდამენტური გადაწყეტილება იქნება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, წინა ჯერზეც ვისაუბრეთ, რომ ამის ნიშანწყალი არ იყო და, შესაბამისად, ამ 2-3 დღეში ჩვენ ამას ვერ დავინახავთ. მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ახალ კომპოზიციაში, ახალ კონფიგურაციაში (მით უმეტეს, გავიხსენოთ, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ უკრაინა დროებით აჩერებს თავის მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებაზე), როგორ დალაგდება, როგორი ფორმულირება იქნება საქართველოსთან მიმართებაში? როდესაც ვსაუბრობთ [ნატოს] ბუქარესტის სამიტზე, ახლა შეგიძლია დღევანდელი ტერმინოლოგია გამოვიყენოთ - თუ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ევროპულ პერსპექტივაზე, ალბათ 2008 წელს ბუქარესტში მივიღეთ ნატოს პერსპექტივა. ახლა შეგვიძლია ამ ტერმინოლოგიის გამოყენება. ახლა გვაქვს ევროპული პერსპექტივა, მაშინ როდესაც 2008 წელს მივიღეთ ნატოს პერსპექტივა. მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია [ჰაერში] გამოეკიდა გაურკვეველი სტატუსით. როგორი იქნება თვისობრივად ეს ახალი „ვორდინგი“, რომელიც ამ თანამშრომლობას წინ წაწევს, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა ყიფიანმა.

კელი დეგნანი

28 ივნისი 2022, 18:10

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი: საქართველოს მთავრობისთვის, ახლა ის მომენტია, რომ ითანამშრომლოს ყველასთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა საბჭოს რეკომენდაციები შესრულდეს

, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 18:09

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: დღევანდელ პირობებში, „მაპი“ მოსაცდელ ოთახში გაურკვეველი ვადით ქვეყნის ჩარჩენაა - მე მოლოდინი მაქვს, რომ ნატო იპოვის საკმარის შემოქმედებითობას საკუთარ თავში და ჩვენც გაგვიხსნის ამით კარს

მაშინ როდესაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის წინაშე მდგარი ქვეყანა შეიძლება განიცდიდეს ობიექტურ სირთულეებს ნატოში გაწევრიანება-არ გაწევრიანების კუთხით, ბუნებრივია ეს კითხვა უფრო აქტუალურია სრულმასშტაბიან ომში გახვეული ქვეყნისთვის, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკასთან“ რითაც უპასუხა კითხვას - „არის თუ არა მოსალოდნელი უკრაინასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული ალიანსის ეგიდით“

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 17:53

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ფაქტია, რომ დღეს გვჭირდება კოლექტიური თავდაცვის სისტემა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ასევე კონტრიბუტორები ვართ

ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვჭირდება კოლექტიური თავდაცვის სისტემა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება და ნუ დავაკნინებთ იმას, რომ ჩვენ ასევე კონტრიბუტორები ვართ ამ კოლექტიური თავდაცვის სისტემაში, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

28 ივნისი 2022, 17:49

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ნატოს შეკრება ყოველთვის ღირსშესანიშნავი მოვლენა და ფაქტია, მაგრამ ეს სამიტი უდავოდ გამოკვეთილი და გამორჩეულია - ნატოს მიეცა საშუალება, საკუთარი თავი ხელახლა იპოვოს და აღმოაჩინოს

„ნატოს შეკრება ყოველთვის ღირსშესანიშნავი მოვლენა და ფაქტია, მაგრამ ეს სამიტი უდავოდ გამოკვეთილი და ამორჩეულია ბოლო სამი თვის მოვლენების ფონზე, რაც უკრაინაში ომმა განაპირობა“.

ვატო შაქარაშვილი

28 ივნისი 2022, 17:42

სამართალი

ვატო შაქარიშვილი: დავით ველიჯანაშვილს დაზარალებულის სტატუსის ნაცვლად დღეს ბრალდებულის სტატუსი აქვს, ჩვენი მოძრაობა აპირებს, რომ ის დაიცვას

დავით ველიჯანაშვილს ედავებიან „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, რაზეც ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ჩანაწერი. ეს არის პირდაპირ ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება, „ფორმულას“ ოპერატორის მხრიდან და დაზარალებული, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამართლიან სახელმწიფოში დაზარალებულის სტატუსი, დღეს ბრალდებულის სტატუსით, საპატიმროში იმყოფება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

28 ივნისი 2022, 17:39

საზოგადოება

არმაზ ახვლედიანის მხრიდან შეტევის გამო აჭარის ტელევიზია სახალხო დამცველს მიმართავს

აჭარის ტელევიზია დეპუტატ არმაზ ახვლედიანის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებული შეტევის გამო სახალხო დამცველს მიმართავს. ახვლედიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტები მწვავედ გააკრიტიკა და შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.

მაკა ბოჭორიშვილი

28 ივნისი 2022, 17:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი დეპოლარიზაციაზე: ყველა პოლიტიკური პარტიისა და აქტორის მხრიდან უნდა იყოს მზაობა იმისთვის, რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ

„რა თქმა უნდა საჭირო არის პოლიტიკური ძალების მობილიზება, იმისთვის რომ მივაღწიოთ შედეგს, რომლის დანახვაც ევროკავშირს სურს. ყველა პოლიტიკური პარტიისა და აქტორის მხრიდან უნდა იყოს მზაობა, იმისთვის რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ. თუ გაგრძელდება ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები და ხელისუფლების გამიჯვნისკენ სვლა, ეს არ დაეხმარება ამ რეკომენდაციების შესრულებას“, - მიიჩნევს ბოჭორიშვილი.

გიორგი ვაშაძე

28 ივნისი 2022, 17:27

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: „ლელო“ ძალიან ჩქარობს, 3-ში სათქმელი მანამდე არ უნდა თქვა

„სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პარტია „ლელოს“ საკუთარი გეგმების გამოაშკარავებისთვის შერჩეულ დროს უწუნებს. „ლელო“ ძალიან ჩქარობს, 3-ში სათქმელი მანამდე არ უნდა თქვა

გურამ მაჭარაშვილი

28 ივნისი 2022, 17:25

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ლელოზე“: მათი განცხადება არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ

მათი [„ლელო საქართველოსთვის“] გუშინდელი განცხადება იყო სწორედ იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ურმავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

28 ივნისი 2022, 17:25

სპორტი

ნაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი ჩატარდა

ნაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც თბილისში პირველად ჩატარდა. სპორტულ შეჯიბრებაში რვა გუნდი მონაწილეობდა. I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად ფულადი ჯილდოები, თასები და მედლები გადაეცათ.

რატი იონათამიშვილი

28 ივნისი 2022, 17:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალიან უხერხულია, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ულტიმატუმზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ძალიან უხერხულია, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ულტიმატუმზე. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ასეთი დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს, საქართველო განაგრძობს პროგრესს.

ალეკო ელისაშვილი

28 ივნისი 2022, 17:19

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიტინგზე ხუთმა კაცმა გადაწყვიტა, რომ მთავრობა შექმნას? მთავრობის ფორმირება ასე არ ხდება

„რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს?! მიტინგზე გადაწყვიტა ხუთმა კაცმა, რომ მთავრობა შექმნას? მთავრობის ფორმირება ასე არ ხდება. პოლიტიკური მეცნიერებების ანა-ბანაა, რომ მთავრობას აკომპლექტებს ის, ვინც არჩევნებში უმრავლესობას მიიღებს“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

პედრო სანჩესი

28 ივნისი 2022, 17:18

მსოფლიო

პედრო სანჩესი: ნატოს მადრიდის სამიტზე განვსაზღვრავთ იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ახლა ვართ და ვიქნებით მომავალში

„მივიღებთ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას ნატოსთვის, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო 10 წელიწადში ნატოს ქმედებებს და მას მადრიდის სახელი ერქმევა, რაც მნიშვნელოვანია ესპანეთისთვის. ველოდებით, როგორ დასრულდება ნატოს გენერალური მდივნის მოლაპარაკებები ახალი წევრების, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე. ვუსურვებთ გენერალურ მდივანს წარმატებას.

იენს სტოლტენბერგი

28 ივნისი 2022, 17:14

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: მადრიდის სამიტი იქნება გადამწყვეტი - ჩვენ შევთანხმდებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც იქნება ნატოს გეგმა უფრო საშიშ და არაპროგნოზირებად სამყაროში

მადრიდის სამიტი გადამწყვეტი სამიტი იქნება. ჩვენ შევთანხმდებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც იქნება ნატოს გეგმა უფრო საშიშ და არაპროგნოზირებად სამყაროში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.