imedi /  12 მარტი 2020, 20:46 / სანდო წყარო

კორონავირუსის პანდემიის გამო სახალხო დამცველის აპარატი დროებით მოქალაქეთა მიღებას აჩერებს

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, რაც აპარატის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმს გულისხმობს.

ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არ ვრცელდება სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების საქმიანობაზე, ასევე, აპარატის იმ თანამშრომლებზე, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის კონსტიტუციური მანდატის უწყვეტი განხორციელებისთვის (მათ შორის, დახურულ დაწესებულებებში ვიზიტებისთვის).

ამასთან, მთავრობის მხრიდან განსხვავებული რეკომენდაციების მიღებამდე, სახალხო დამცველის აპარატი დროებით აჩერებს მოქალაქეთა მიღებას ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში. მოქალაქეებს განცხადებებისა და საჩივრების შემოტანა 24 საათიან რეჟიმში შეეძლებათ როგორც ელექტრონულად, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შეგიძლიათ მიმართოთ ელექტორნულ მისამართზე info@ombudsman.ge და ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე - 1481.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

02 დეკემბერი 2020, 00:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კარტოგრაფებზე: ეს ადამიანები ვერ აიღებდნენ თავის თავზე იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ მოლაპარაკებები ჩვენთვის წამგები პოზიციიდან ეწარმოებინათ

„ეს ადამიანები ვერ აიღებდენ თავის თავზე იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ რაღაც რუკა შეენახათ, ამოედოთ სადღაც, გაექროთ და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ჩვენთვის წამგები პოზიციიდან. მე ამის არ მწამს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

უილიამ ბარი

02 დეკემბერი 2020, 00:27

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა

აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ისეთი მასშტაბის ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა, რაც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა.

ნოდარ ხორბალაძე

02 დეკემბერი 2020, 00:27

სამართალი

ნოდარ ხორბალაძე დავით გარეჯის საქმეზე: 1938 წლის რუკის დისკრედიტაცია ფუჭი მცდელობაა

საქართველოს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ ხორბალაძემ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, 1938 წლის რუკის დისკრედიტაციას, რასაც ხორბალაძე „სრულ აბსურდად“ მიიჩნევს.

გიორგი ვოლსკი

02 დეკემბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი დავით გარეჯზე: ეს დანაშაული ერთ მუშტად კრავს ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები ჰქვიათ

სულ რომ არ არსებობდეს ეს 1938 წლის რუკა, ნუთუ არ არსებობდა მაშინ შესაბამისი ანალიზის უნარი, რომ ასეთი ისტორიული სიმახინჯე რეალობას არ შეესაბამება. თანაც, ხომ რეალობაა ისიც, რომ არსებობდა ეს რუკები. კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ ეს რუკები და უნდა ეხელმძღვანელათ ამ პროცესში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძე

02 დეკემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: როდესაც ხაზს ავლებ ქედზე, თვალნათლივ ხედავ, რომ შენი ტერიტორია რჩება ხაზის იქით, სულ ცოტა ამაზე განგაში არის ასატეხი

„პროტოკოლის ამ პუნქტის შესახებ, აზერბაიჯანული მხარე მიიჩნევს, რომ განსხვავებით სხვა შეუთანხმებელი უბნებისა, დელიმიტაციის სამუშაოების დაწყებიდან დღევანდელ დღემდე, მხარეებს არანაირი კარტოგრაფიული მასალებით, აღნიშნულ უბანზე აზრთა სხვადასხვაობა სასაზღვრო ხაზის გავლებასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. ამ მიზეზით აზერბაიჯანულ მხარე არამიზანშეწონილად მიაჩნია რაიმე სახის აზომვით სამუშაოების შესრულება ამ უბანზე“, - ნათქვამია ოქმში.

02 დეკემბერი 2020, 00:10

სამართალი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულთა უფლებადამცველებზე: დოკუმენტი, რომლის მისაღებადაც აქცია-პერფორმანსები მართეს, რეალურად, მათ უკვე სამუშაო მაგიდაზე ჰქონდათ

ხაზგასასმელია დაცვის მხარის სტრატეგია და ზოგადად, საქმიანობა ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაც, ბოლო პერიოდში, ე.წ. „პერფორმანსითაც“ გამოიხატა, როდესაც ადვოკატები დაჟინებით მოითხოვდნენ კონკრეტული უწყებიდან დოკუმენტს, რომელიც მათ ბრალდების მხარემ, გარკვეული პერიოდით ადრე, ისედაც გადასცა და ეს დოკუმენტი, რეალურად, მათ სამუშაო მაგიდაზე და კომპიუტერში უკვე იყო განთავსებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძე

02 დეკემბერი 2020, 00:06

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: 2006 წლის ოქმში წერია, რომ მხარეებს არ აქვთ აზრთა სხვადასხვაობა და საზღვარი უნდა გავიდეს ქედზე

2006 წლით დათარიღებული ერთ-ერთი ოქმის თანახმად, ჩიჩხიტურის უდაბნოს მიმდებარედ ხდებოდა მორიგი აზომვები და მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი ამ მონაკვეთზე შეთანხმებული არაა, მხარეებს არ აქვთ აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკური საზღვარი უნდა გავიდეს ქედზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

01 დეკემბერი 2020, 23:49

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: როდესაც დავით გარეჯთან დაკავშირებით რუკები გამოჩნდა, დაიწყო ეკლესიის დისკრედიტაცია და საუბრები რუსულ კვალზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ ეკლესიის დისკრედიტაცია დაიწყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

ამირან გულუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:46

სამართალი

ამირან გულუაშვილი: ბრალდებული აცხადებს, რომ დავით-გარეჯი არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაშინ როცა კარტოგრაფიული მონაცემებით და ისტორიული ფაქტებით დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია

„ბრალდებული, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები აცხადებენ, რომ დავით-გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია, რომ ის არის აზერბაიჯანის ტერიტორია. მაშინ როდესაც კარტოგრაფიული მონაცემებით, ისტორიული ფაქტებით და საყოველთაოდ ცნობილი გარემოებებით მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია. სწორედ ამას გულისხმობს სახელმწიფო ბრალდება, როდესაც ამბობს, რომ ბრალდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას“, - განაცხადა პროკურორმა.

ამირან გულუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:32

სამართალი

პროკურორი: საქმეში მოიპოვება ამერიკული და გერმანული რუკებიც და ოპონენტებს შეუძლიათ ამერიკულ ან გერმანულ სცენარზეც ისაუბრონ

დიდი ხნის განმავლობაში ვისმენთ განცხადებებს „რუსულ სცენართან“ დაკავშირებით. ხდება კონკრეტული რუკის დისკრედიტაცია მისი მოპოვების ადგილიდან გამომდინარე, სახეზეა კარტოგრაფიული მასალის დემონიზაციის მცდელობა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მოპოვებულია რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა საქმის მასალებში ასევე მოიპოვება ამერიკული და გერმანული რუკები და ამ ადამიანებს შეუძლიათ, ამერიკულ ან გერმანულ სცენარზეც ისაუბრონ. ფაქტია, უამრავი კარტოგრაფიული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ამირან გალუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:29

სამართალი

პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: დაცვის მხარემ წარმოადგინა ერთი ინჟინრის ტექსტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

„დასაკვნა, რომელიც შესრულებულია დაცვის მხარის დაკვეთით, ფაქტობრივად, არის პირველი და ამ ეტაპისთვის, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც დასხვის მხარემ, ანუ ადვოკატებმა და ბრალდებულებმა წარმოადგინეს. არც საგამოძიებო უწყებისთვის, არც საზოგადოებისთვის არ მომხდარა მათი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულების, დოკუმენნტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, იმისთვის, რომ საზოგადოება და სახელმწიფო ბრალდება დარწმუნებულიყო მათი გარკვეული ლოგიკების სისწორეში“...

ამირან გულაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:28

სამართალი

პროკურორი დავით-გარეჯის საქმეზე: წლების განმავლობაში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებებიხორციელდებოდა

„ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ კომპლექსურ დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე, რომელიც მოითხოვს ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოქმედებების თანმიმდევრობას და იმას თუ რა ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, გამოძიების ინტერესი გულისხმობს, რომ გარკვეული ინფორმაცია შეიძლება დროის გარკვეულ მონაკვეთში არ გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი და პირიქით, არსებობდეს ინტერესი მათი საიდუმლოდ შენახვისა “, - განაცხადა გულუაშვილმა.

01 დეკემბერი 2020, 23:26

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 442 ადამიანი გარდაიცვალა.

ემანუელ მაკრონი

01 დეკემბერი 2020, 23:19

COVID19

საფრანგეთში მასიური ვაქცინაციის კამპანია აპრილიდან ივნისამდე პერიოდისთვის იგეგმება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მასიური ვაქცინაციის კამპანია აპრილიდან ივნისამდე პერიოდისთვის იგეგმება.

ამირან გულუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 23:14

სამართალი

პროკურორი: პირები, რომლებიც შეთანხმებამდე მესაზღვრეებად მუშაობდნენ, ადასტურებენ, რომ მაშინ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო

იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებიც საზღვრის შეთანხმებამდე მესაზღვრეებად მუშაობდნენ, და ისინი ადასტურებენ, რომ მაშინ დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მიერ კონტროლდებოდა, ხოლო შეთანხმების შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილი აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

01 დეკემბერი 2020, 22:58

საზოგადოება

ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ უნივერსიტეტის განვითარების პირველი ეტაპი შეაჯამა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს ის დინამიკა და შედეგები, რაც უნივერსიტეტის განვითარების პირველ ეტაპზე იქნა მიღწეული. სხდომაზე ისაუბრეს KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმებზე, ახალი თანამშრომლობის მიმართულებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

01 დეკემბერი 2020, 22:46

რეგიონი

გარემოს ეროვნული სააგენტო: წელს შავ ზღვაში მედუზების სიმრავლე აღინიშნება

სპეციალისტების განმარტებით, წელს შავ ზღვაში მედუზების სიმრავლე აღინიშნება. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ეს არის ბიოეკოლოგიური მოვლენა, რომლის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორია, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვედეთი პოლიცია

01 დეკემბერი 2020, 22:44

მსოფლიო

შვედეთში ქალს შვილი 28 წელი სახლში ჰყავდა გამოკეტილი

სტოკჰოლმის პოლიციამ 70 წლის ქალი დააკავა, რომელსაც თავისი ვაჟი 28 წელი სახლში ჰყავდა გამოკეტილი. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

პაატა იმნაძე

01 დეკემბერი 2020, 22:25

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა განიხილავს თუ არა საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შეძენის საკითხს

„არის ქართული რეგულაცია, რომ საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა, აქამდეც და ამის მერეც, უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. იგივე ეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასაც. ყველამ იცით, რომ ვართ კოვიდის პლატფორმაზე (COVAX), გარდა ამისა მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები ვაქცინის გარკვეულ მწარმოებლებთან, იგივე ევროპული თუ ამერიკული მწარმოებლები არიან, რომ კოვიდის პლატფორმის გარეშეც მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა“, - განაცხადა იმნაძემ.

01 დეკემბერი 2020, 22:23

ტექნოლოგიები

ხვალ საქართველოში ინტერნეტმმართველობის ფორუმი გაიხსნება

GeoIGF 2020 - ში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები; ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი...