imedi /  13 მარტი 2020, 00:05 / სანდო წყარო

როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვისაა განკუთვნილი.

ეს რეკომენდაციენი ფსიქოლოგმა ჟანა ჯავახიშვილმა თარგმნა და სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განათავსა.

ჯანმოს ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების მიერ, შემუშავებულია რეკომენდაციების პაკეტი, სხვადასხვა ჯგუფებისთვის, COVID-19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად.


1. COVID-19 გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, გთხოვთ, არ დააკავშიროთ ის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა. მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ.


2. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს „კორონავირუსის შემთხვევებს“, „მსხვერპლებს” „კორონავირუსიან ოჯახებს” ან „ავადმყოფებს”. ისინი არიან „ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, „ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, „ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID19-სგან განთავისუფლების შემდგომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.


3. თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა, თუ გადაცემების ყურებას, რომელიც თქვენში შფოთვას მაღლა წევს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ, ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯამნმოს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან - იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ.

4. თავი დაიცავით და სხვასაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც მას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.


5. ეცადეთ გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად - გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური პოსტები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს.


6. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.

ჯანდაცვის მუშაკებისთვის

7. ჯანდაცვის მუშაკები ამჟამად იღებენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც სტრესულია. ამიტომ, მოცემულ ვითარებაში აბსოლუტურად ნორმალურია იგრძნოთ სტრესი. სტრესი და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები/გრძნობები არ არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საქმის კეთება, ან რომ სუსტი ხართ. პირიქით. საკუთარი სტრესის მართვა ასეთ დროს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ფიზიკური მდგომარეობის მართვა.


8. დაუკვირდით და შეეცადეთ დაიკმაყოფილოთ თქვენი საბაზო საჭიროებები და გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები: აუცილებლად მიეცით თავს დასვენების საშუალება - როგორც სამუშაო დღის მსვლელობაში, ასევე მორიგეობებს შორის ინტერვალში, იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური, იყავით კონტაქტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თავი აარიდეთ სტრესთან გამკლავების საზიანო სტრატეგიებს: თამბაქოს. ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკებს. გრძელვადიანი პერსპექტივით, ამას შეუძლია თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება. ეს უნიკალური და უპრეცენდენტო გამოცდილებაა ბევრი ჯანდაცვის მუშაკისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ მათ არ აქვთ მსგავსი კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის გამოცდილება. მიუხედავად ამისა, წარსულში გამოცდილი კონსტრუქციული გამკლავების სტრატეგიების გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ.


9. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა, გამოსცადოს ახლობლების, ოჯახის წევრების, მეზობლების მხრიდან თავის არიდების ქცევა - სტიგმისა და შიშის გამო. ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო დაგიმძიმოთ სტრესული გამოცდილება. თუ შესაძლებელია, იყავით კავშირში თქვენს საყვარელ ადამიანებთან დიგიტალური საშუალებების გამოყენებით. ასევე, ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა კოლეგების წრეში, თქვენს მენეჯერთან, ან სხვა სანდო ადამიანებთან - თქვენი კოლეგები, შესაძლოა, იგივე სირთულეებს განიცდიან რასაც თქვენ, და ერთმანეთის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი.


10. განსაკუთრებული (ინტელექტუალური, შემეცნებითი, ფსიქოსოციალური) საჭიროებების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციისას ვირუსზე გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა. თუ ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, არ შეიზღუდოთ თავი კომუნიკაციის მხოლოდ წერილობითი ფორმით.

ჯანმრთელობის დაცვის და სამკურნალო ორგანიზაციების მენეჯერებსა და ლიდერებს
11. შეეცადეთ დაიცვათ თქვენი თანამშრომლები ქრონიკული სტრესისგან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან - ამ შემთხვევაში ისინი უკეთ შეძლებენ თავისი მოვალეობების განხორციელებას.


12. უზრუნველყავით თქვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციის კარგი ხარისხი და ინფორმაციის რეგულარული განახლება. გააკეთეთ მუშაკების როტაცია მუშაობის მაღალი სტრესისა და დაბალი სტრსის პირობების მონაცვლეობით. ნაკლები გამოცდილების თანამშრომლები ამუშავეთ პარტნიორობაში უფრო გამოცდილ კოლეგებთან.

ორგანიზაციაში/გუნდში წაახალისეთ უერთიერთდახმარების კლიმატი - ეს უზრუნველყოფს მხარდაჭერას, ერთმანეთის სტრესის მონიტორინგსა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვას. ადამიანები, ვინც თემში გადიან სამუშაოდ, აუცილებლად უნდა მუშაობდნენ წყვილებში. წაახალისეთ, გაუწიეთ მონიტორინგი და თავად გააკეთეთ ინიცირება სამუშაო შესვენებებისა, საჭიროების მიხედვით. გააკეთეთ მოქნილი გრაფიკი იმ თანამშრომლებისთვის, ვინც უშუალოდ ექვემდებარება სტრესულ მოვლენებს, ან ვისი ოჯახიც დაექვემდებარა ამგვარ მოვლენებს.


13. თუ გუნდის ხელმძღვანელი, ან სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი ხართ - უზრუნველყავით ის, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მენეჯერებიცა და გუნდის ხელმძღვანელებიც სტრესორთა, იგივე სისტემის ზემოქმედებას განიცდიან, რასაც მათი თანამშრომლები, და ზოგჯერ - გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, კიდე უფრო მეტს. ამიტომ, მნიშვენლოვანია, ერთ მხრივ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, და მეორე მხრივ - მენეჯერებმა პირადი მაგალითით უჩვენონ თანამშორმლებს სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები.


14. გაათვიცნობიერეთ პირველადი ემოციური და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდებში და პრაქტიკულ ხერხებში მედპერსონალი, სასწრაფოს მძღოლები, მოხალისეები, მასწავლებლები, ისინი ვინც შემთხვევებს ავლენენ და კარანტინის მუშაკები. ბავშვებზე მზრუნველ პირთათვის (მშობლები, სხვა ოჯახის წევრები, ძიძები და ა.შ.)

15. დაეხმარეთ ბავშვებ,ს რათა მონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რომ გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები - მაგ. შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.


16. ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის, და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. თუ აუცილებელი გახდა ბავშვის დაშორება მის ძირითად მზრუნველთან, მაშინ დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას უწევენ და რომ სოციალური მუშაკი, ან მისი ექვივალენტი რეგულარულად შეამოწმებს ბავშვის კეთილდღეობას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი თავის ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან - იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეო ზარი, თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომანუნიკაციის ფორმატის (მაგ, სოციალური მედია) საშუალებით.


17. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით თუ ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, იურთიერთოს და ითამაშოს სხვებთან - თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია.


18. სტრესისა და კრიზისის პერიოდში, ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდევაც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის სიტუაციაში.

მათთვის, ვინც ხანდაზმულებზე ზრუნავს


19. ხანდაზმულებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც იზოლაციაში არიან, ან ვინც დემენციის მდგომარეობაშია, შესაძლოა მეტად იშფოთონ, განიცადონ ბრაზი, სტრესი, აჟიტაცია, ან გაითიშონ ამგვარი კრიზისის/კარანტინის დროს. გაუწიეთ პრაქტიკული და ემოციური დახმარება არაფორმალური კავშირების (ოჯახის) და პროფესიონალების დახმარებით.


20. გაუზიარეთ მარტივი ფაქტები იმის თაობაზე, თუ რა ხდება და გაუზიარეთ მკაფიო ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ინფიცირების რისკის დაქვეითება - ისეთი ფორმით, ადვილად გასაგები იყოს შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოხუცებისთვისაც. რამდენჯერაც საჭირო იქნება, გაიმეორეთ ინფორმაცია. ინსტრუქციები უნდა იყოს არტიკულირებული მკაფიოდ, მოთმინებით და პატივისცემის გამოხატვით. შესაძლოა დაგეხმაროთ, ასევე, წერილობითი ფორმით, ან ნახატების სახით გამოხატვაც. ჩართეთ ოჯახის წევრები და სხვა დამხმარეები ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესში და აგრეთვე, თავდაცვითი ქცევის გავარჯიშების მიზნით (მაგ., ხელების დაბანვის).


21. წაახალისეთ ხანდაზმულები (მაგ., კეთილდღეობაში მცხოვრები პენსიონრები), რომ იმოხალისეონ თემში - განახორციელონ თანატოლთა დახმარება, მეზობლების მდგომარეობის გადამოწმება, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის შვილებზე ზრუნვდა და ა.შ.

მათთვის, ვინც იზოლაციაშია


22. დარჩით დაკავშირებული თქვენს სოციალურ ქსელებთან. იზოლაციაშიც კი, შეეცადეთ რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდირებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაკავშირებული სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით.


23. სტრესის დროს, მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები ყველა ქვეყანაში მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.


24. თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებ გვერდზე, და თავი აარიდეთ მოსმენას ჭორებისა, რაც დისკომფორტს იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

სვეტლანა ტიხანოვსკაია

27 ნოემბერი 2020, 01:34

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოსვკაია აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოსვკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს.

სოზარ სუბარი

27 ნოემბერი 2020, 01:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ აინტერესებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა, მაგრამ ფული უნდა!

სუბარმა პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 მლნ ლარის დაფინანსებაზე უარის თქმა უჭირს, მაშინ როდესაც ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადა, რომ თუ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მაშინ პარტიების დაფინანსებაზეც უარი თქვან.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 01:18

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე პარტიების დაფინანსებაზე: ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს

ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს, შეეძლოთ მიეწერათ უარი, ან არც არაფერი მიეწერათ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსების მოთხოვნით, ფაქტობრივად, 14 პარტიიდან ათისგან არჩევნების შედეგის აღიარება მოხდა.

27 ნოემბერი 2020, 00:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანისა და კარლ ჰარცელის შეხვედრის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა დეზინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე - თითქოსდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს შეხვდა - საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო გოჩა ლორთქიფანიძესა და კარლ ჰარცელს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დენზელ ვაშინგტონი

27 ნოემბერი 2020, 00:44

კულტურა

The New York Times-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო მსახიობები დაასახელა

რეიტინგის პირველ ადგილს დენზელ ვაშინგტონი იკავებს. NYT მას „ეკრანის ტიტანს“ უწოდებს. მეორე ადგილს ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი იკავებს, ლიდერთა სამეულში ასევე დენიელ დეი-ლიუსი მოხვდა - ერთადერთი მსახიობი, რომელმაც კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის 3 „ოსკარი“ მიიღო.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში უბნების გახსნა და ხელახლა გადათვლა

ორ ნაწილად იყოფა მოსარჩელეთა რაოდენობა, ესენი არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თუ ჩვენ ვნახავთ საჩივრების რაოდენობას, მაგალითად რამდენი დაიწერა სამოქალაქო სექტორის მიერ 2016 წელს, ვნახავთ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დაიწერა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ უბნები გახსნილიყო.

27 ნოემბერი 2020, 00:29

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო უწყება: საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს

საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სოზარ სუბარი

27 ნოემბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამომრჩეველმა მეორე ტურში კიდევ ერთხელ თქვა, ბეჭედი დაუსვა, რომ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“

„მეორე ტურში, ოპოზიცია აცხადებდა, რომ არ იღებს მონაწილეობას, მოუწოდებდა ხალხს არ მისულიყვნენ არჩევნებზე. ისინი მაინც აქტიურობდნენ, ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, მაგრამ საჯარო მოწოდებები იყო, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას და ეს ამომრჩეველზე გავლენას ახდენს. შემოდგომაა, ციოდა იმ დღეს, გვიან თენდება, ადრე ღამდება, კოვიდი ადის პიკში, წვიმდა ბევრ რაიონში და ამ პირობებშიც კი, უამრავი ადამიანი მაინც მივიდა, რომ კიდევ ერთხელ ეთქვა, ბეჭედი დაესვა, რომ დიახ, ეს რის ჩვენი არჩევანი. პირდაპირ გაიმეორეს ის, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, ეს არის მათი არჩევანი და ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში იმ კურსის გაგრძელებას, რაც იყო 8 წლის განმვალობაში და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. თუ გაყალბება იყო, გაყალბება მეორე ტურში გაცილებით მარტივი იქნებოდა. დამკვირვებლები იყვნენ საკმარისად, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ხომ გაიწვიეს თავიანთი წევრები და დამკვირვებლები. პირველ ტურში იყო შესაძლებელი გაყალბება და მეორეში გაძნელდა? გამორიცხული იყო, პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც. „საია“ „სამართლიანი არჩევნები“ ყველას ჰყავდა წარმომადგენელი. ჩემს ოლქში 100-მდ სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 00:16

COVID19

ამირან გამყრელიძე: არ შევიქმნათ ილუზია, რომ შეზღუდვებს ზეგ და მაზეგ შედეგი მოჰყვება, შეზღუდვების მთავარი დანიშნულებაა, ინიფიცირების ზრდის შეჩერება

არ შევიქმნათ ილუზია, შეზღუდვები რომ დაიწყება ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება, ამ შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, როგორმე შევაჩეროთ ინიფიცირების ზრდა ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გური სულთანიშვილი

27 ნოემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს ისეთი ელექტორატი, რაც არ უნდა გაკეთონ, მაინც მათ მხარეს დგას

ოპოზიციის მთავარი ოცნება რევოლუციაა, რომელიც ალბათ, მათ ყველაზე კარგ სიზმარშიც განუხორციელებელი იქნება, რადგან ახლა 2003 წელი არ არის - ინსტიტუციები და სახელმწიფო სტრუქტურებია ძლიერი, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

27 ნოემბერი 2020, 00:00

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: დღესასწაულები ერთმანეთს „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ

„როდესაც სამმილიონნახევრიან ქვეყანაში არის დაავადების ყველაზე მეტი გავრცელება, 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაგვეცვალა და ყოველდღე გარდაცვალების მაჩვენებელი 30-40-ს შორისაა, ეს არის ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზღვარი, როცა შეუძლებელია ჩვენმა ქვეყანამ მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით მეტს გაუძლოს. მე მეტ შესაძლებლობას ქვეყანაში ვერ ვხედავ. ღმერთმა ქნას ამ შეზღუდვებმა გაამართლოს. მოსახლეობამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთსა და ნათესავებს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემზღუდავი ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტური და 2-4 კვირაში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ. ესეც სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას გაწვდება ჯანდაცვის სისტემა. მე მეგონა ამასაც ვერ გაუმკლავდებოდა ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ტრაგედია არ არის. ვაივაგლახით ვუმკლავდებით ჩვენ ექიმები და ჯანდაცვის სისტემა ამას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

სოზარ სუბარი

26 ნოემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: ყველამ კარგად დაინახა, რასაც იტყუებოდნენ - ადამიანები რევოლუციას არ გაჰყვნენ

ყველამ კარგად დაინახა, რასაც იტყუებოდნენ და შედეგიც ის არის, რამდენი კაციც გამოიყვანეს ქუჩაში. პრაქტიკულად, ადამიანები რევოლუციას არ გაჰყვნენ, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა. სუბარმა არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილ საჩივრებზეც ისაუბრა.

გური სულთანიშვილი

26 ნოემბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: გიგა ბოკერია და გიგი უგულავა შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობენ შიდაპარტიულ საქმეებზე

გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობენ შიდაპარტიულ საქმეებზე და ამასთანავე, მთლიანად მიშას ნარატივში არიან, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია სააკაშვილის მესიჯბოქსს იმეორებენ ბოლომდე.

ვლადიმერ ბოჟაძე

26 ნოემბერი 2020, 23:50

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: 98 ათასი ხმა დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან

„ყველა პარტიას საკუთარი მიზეზი აქვს, ილაპარაკოს არჩევნების გაყალბებაზე. „ევროპულმა საქართველომ“ 2016-ში 21 მანდატი მოიპოვა. ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე. პარლამენტში შევიდნენ და შემდეგ განაცხადეს, რომ გაემიჯნენ ამ პროცესს. 21 ნაცვლად ახლა მიიღეს მხოლოდ 4 მანდატი და მეხუთე გაუნაწილებელი მანდატი, რომელიც აჩუქა სისტემამ. გიგა ბოკერიას მთელი ამოცანა იყო, რომ მინიმუმ სააკაშვილზე მეტი ხმები აეღო. ეს ამოცანა იყო 2016-დან დაწყებული. ვინც დაიჯერა, რომ ეს ხალხი არაფერ შუაში იყო და მშა იყო ყველაფერი გამფუჭებელი 9 წლის განმავლობაში და რა მიიღო მაშინ ამომრჩეველმა? ერთი კვირის თავზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადება, რომ მხარს უჭერდნენ გრიგოლ ვაშაძეს. 98 ათასი ხმა 2 წლის განმავლობაშ დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებას აჩვენა, ისინი კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან და არაფრით მისგან არ განსხვავდებიან“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სოზარ სუბარი

26 ნოემბერი 2020, 23:31

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა

პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა იმ პარტიებისთვის, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 340 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

26 ნოემბერი 2020, 22:58

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 12 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 337 ადამიანი გარდაიცვალა.

26 ნოემბერი 2020, 22:51

საზოგადოება

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და ნონა გაფრინდაშვილზე წერს

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილზე წერს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრადიციულად, მადლიერების დღეს იხსენებენ და მადლობას უხდიან ნიჭიერ და გაბედულ ადამიანებს, რომელთა მიღწევებითაც ქვეყანა ამაყობს. „ასეთი გახლავთ ლეგენდარული ქალი ნონა გაფრინდაშვილი, რომლის გაცნობაც გადავწყვიტეთ თქვენთვის. ის გახლავთ ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და პირველი ქალი, რომელსაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1978 წელს გროსმეისტერის ტიტული მიანიჭა“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 22:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები, ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის

ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორ კვირაში ქვეყანა პირველ ადგილზეა 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია.

26 ნოემბერი 2020, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 181 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 181 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 297 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.