13 მარტი 2020, 16:16 / სანდო წყარო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები მიიღო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები მიიღო.

​„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ მე-9 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საერთო სასამართლოებმა და სასამართლოს მომხმარებლებმა მიზანშეწონილია გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

1. საერთო სასამართლოებმა უზრუნველყონ:
ა) წარმოებაში არსებულ საქმეთა განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა;
ბ) საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
დ) სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლების, რაოდენობის შეზღუდვა;
ე) სამოქალაქო საქმეებზე გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ვ) სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა, მოქალაქეთა (მათ შორის მასმედიის წამომადგენლების) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში, მათ შორის სასამართლოში არსებული სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვა;
ზ) სასამართლოს შენობაში მოქალაქის შესვლისას ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება;
თ) მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობის არაუმეტეს 20 ერთეულამდე შეზღუდვა;
​ი) სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების, შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, მოქალაქეთა მიღებების, ასევე სამსახურებრივი მივლინებების გადადება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა;
​კ) მოქალაქეთა ინფორმირება სასამართლოში არსებული დისტანციური სერვისების თაობაზე;
​ლ) სარჩელებისა და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.

​2. მოქალაქეებმა:
ა) თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გარდა განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობისა, რა დროსაც მოქალაქე სასამართლოში უნდა გამოცხადდეს თანხმლები პირების გარეშე, ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს. მოქალაქეს ეკრძალება სასამართლოში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იგი ექცევა მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალვაში;
ბ) სასამართლოსათვის მიმართვისას ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge) და საქართველოს ფოსტით;
გ) შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

3. საერთო სასამართლოებში დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის 1-ლი მარტის შემდეგ იმყოფებოდა/იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან ან იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, შესაბამისად საქართველოში დაბრუნებიდან ან ასეთი კონტაქტის ქონიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში აეკრძალოს სამსახურში გამოცხადება.

4. მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა 10 სამუშაო დღე გაატაროს თვითიზოლაციაში და აღნიშნულის დამადასტურებლად ელექტრონულად დაარეგისტრიროს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (info@moh.gov.ge). ამასთან, სამსახურში გამოუცხადებლობის კონკრეტული მიზეზი აცნობოს და დაკავშირებული დოკუმენტები წარუდგინოს შესაბამის სასამართლოს თავმჯდომარეს/მენეჯერს.

5. საერთო სასამართლოებში დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებული, სასამართლოს თავმჯდომარესთან/მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

6. საერთო სასამართლოებში დასაქმებულს, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხური) ასაკის შვილები, სააღმზრდელო და სასკოლო დაწესებულებებში არდადეგების დასრულებამდე მიეცეს უფლება, სასამართლოს მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. შესაძლებლობის შემთხვევაში თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სამუშაო შეასრულოს ასევე დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

7. მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დასაქმებულების გარდა, სხვა დასაქმებულებს უფლება მიეცეთ სამუშაო კვირის განმავლობაში თავისი უფლებამოსილებები შეასრულონ დისტანციურად სასამართლოს მენეჯერის მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.

8. დისტანციური შრომის რეჟიმი არ შეეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმი შეაფერხებს სასამართლოს საქმიანობას და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.

9. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი თანამშრომელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამსახურში.

​10. მე-3 და მე-5-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება.

​11. საქმეთა განაწილების მიზნებისთვის, მოსამართლეთა თვითიზოლაციაში ყოფნა ჩაითვალოს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად.

​12. ეთხოვოს სასამართლოს შენობაში მყოფ ყველა პირს, დაიცვას ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჰიგიენის წესები.

​13. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უზრუნველყოს სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა მომსახურების საფასურის გარეშე.

​14. რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს თავმჯდომარეებმა გამოსცენ შესაბამისი ბრძანებები.

15. აღნიშნული რეკომენდაციები მოქმედებს მის გაუქმებამდე.

ყველა სიახლე

კერსტი კალიულაიდი

05 დეკემბერი 2020, 09:21

COVID19

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი თვითიზოლაციაში გადავიდა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის შემდეგ თვითიზოლაციაში ქვეყნის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ERR-ი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

05 დეკემბერი 2020, 09:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ეუთოს 27-ე მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთოს 27-ე მინისტერიალს ეხმაურება და აცხადებს, რომ მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.

კორონავირუსი გერმანია

05 დეკემბერი 2020, 08:57

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 23,318 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23,318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 483 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

კორონავირუსი ინდოეთი

05 დეკემბერი 2020, 08:46

COVID19

ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 36,595 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში კორონავირუსის 36,652 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,608,211-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამინდი

05 დეკემბერი 2020, 08:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 5 დეკემბერს ქუთაისში მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ასევე უნალექო ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

კორონავირუსი ბრაზილია

05 დეკემბერი 2020, 08:23

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 46 884 ადამიანს დაუდასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 46 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 694 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გურამ კაშია

05 დეკემბერი 2020, 08:15

სპორტი

გურამ კაშიამ „სან ხოსე“ დატოვა

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ „სან ხოსე“ დატოვა. ამის შესახებ ის Instagram-ზე წერს.

დონალდ ტრამპი

05 დეკემბერი 2020, 08:11

მსოფლიო

WSJ: ტრამპმა პენტაგონს სომალიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანა დაავალა

აშშ-ს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს სომალიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანა დაავალა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

იგორ დოდონი

05 დეკემბერი 2020, 08:08

მსოფლიო

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩეულ პრეზიდენტს დნესტრისპირეთში ძალის გამოყენების უფლებას არ მისცემს

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი აცხადებს, რომ არჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს დნესტრისპირეთის დასაბრუნებლად ძალის გამოყენების უფლებას არ მისცემს.

დონალდ ტრამპი

05 დეკემბერი 2020, 08:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯორჯიაში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამის შესახებ ტრამპის შტაბი ოფიციალურ Twitter-გვერდზე წერს.

ჯო ბაიდენი

05 დეკემბერი 2020, 02:23

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა ამერიკელებს სწორი ნაბიჯის გადადგმისკენ მტკიცედ მოუწოდებს.

ჯო ანდერსონი

05 დეკემბერი 2020, 02:05

მსოფლიო

ბრიტანული მედია: ლივერპულის მერი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ეჭვის საფუძველზე დააკავეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლივერპულის მერი, ჯო ანდერსონი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

ჯო ბაიდენი

05 დეკემბერი 2020, 01:40

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-ში უმუშევრობის სტატისტიკა ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ში უმუშევრობის სტატისტიკა ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს და პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, სასწარაფო ზომების მიღებაა საჭირო.

ემანუელ მაკრონი

05 დეკემბერი 2020, 01:11

COVID19

ემანუელ მაკრონი: სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე არ ვარ - ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ ვიცით ვაქცინის ან ვირუსის შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა გამოცემა Brut-თან ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:56

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პარლამენტში იყოს და არა ქუჩაში

თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში, მაშინ მათთან საერთო ენის გამოძებნა ჩვენ, უმრავლესობის წევრებს მოგვიხდება. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, მათთან საუბარი ჩვენი ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს, მთავრობას მოუწევს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მწევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მინისტერიალი იყო კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით პროგრესი გვაქვს

ნატოს მინისტერიალი იყო ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მის შედეგებს მოკლევადიან მონაკვეთში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი ახალი რეალობისათვის, რომელიც ჩნდება ევროატლანტიკურ სივრცეში, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა გადაცემა „ფეისბურგში“ განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

05 დეკემბერი 2020, 00:45

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთოს ეგიდის ქვეშ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთოს ეგიდის ქვეშ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას ულოცავს

„ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში, მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია. წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

05 დეკემბერი 2020, 00:06

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 284 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ემანუელ მაკრონი

04 დეკემბერი 2020, 23:49

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს.