imedi /  16 მარტი 2020, 19:18 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: ჩინელების დასკვნით, ყველაზე კარგი პრეპარატი დელაგილია და ჩვენ ამ მედიკამენტს უკვე ვიყენებთ

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ჩინელების დასკვნით, ყველაზე კარგი პრეპარატი დელაგილია და ჩვენ ამ მედიკამენტს უკვე ვიყენებთ. ასევე, სამკურნალოდ ვხმარობთ შიდსის საწინააღმდეგო ზოგიერთ მედიკამენტს, - ამის შესახებ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ცხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე დიდი გამოცდილება ჩინეთსა და იტალიას აქვთ და ისინი იყენებენ 5-6 მედიკამენტს, რომელთაგან, ერთის გარდა, რომელზეც პროფესორი ფაუჩი ლაპარაკობდა, ყველა ცნობილი მედიკამენტია. თენგიც ცერცვაძის თქმით, ამ მედიკამენტებს, სხვადასხვა დაავადებების დროს იყენებდნენ, მაგალითად რამდენიმე მედიკამენტი შიდსის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

„ზოგიერთი წამალი, მაგალითად რიბავერინი და ინტერფერონი, გამოიყენებოდა C ჰეპატიტის სამკურნალოდ. დელაგილი და პლატიფილინი, ეს ორი პრეპარატი მსგავსი ნივთიერებებია და ესენი ჯერ კიდევ ჩემ ახალგაზრდობაში ფართოდ გამოიყენებოდა რევმატული და ავტოიმუნური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ასე ბრმად კი არ აიღეს ეს 5-6 პრეპარატი, განიხილეს და ჩათვალეს, რომ ის შესაძლოა, სასარგებლო ყოფილიყო. ჩინელებთან და სხვებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვართ და ჩინელების დასკვნით, ამ პრეპარატებიდან არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელზეც შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ უკვე ნაპოვნია პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი. არც ერთ მათგანს ჯერჯერობით არ აქვს ოფიციალური რეკომენდაცია, მაგრამ ექვსივე პრეპარატი გამოიყენება კორონავირუსის სამკურნალოდ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2020, 09:56

მსოფლიო

სერბეთმა და მონტენეგრომ ერთმანეთს დიპლომატები გაუძევეს

სერბეთსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. მიზეზი მონტენეგროში სერბეთის ელჩის, ვლადიმერ ბოჟოვიჩის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მონტენეგროს ხელისუფლების მიერ 1918 წელს მიღებული გადაწყვეტილება სერბეთთან გაერთიანების შესახებ ქვეყნის „გათავისუფლებას“ ნიშნავდა.

29 ნოემბერი 2020, 09:42

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს

მხარეებმა იმსჯელეს და დაგეგმეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებები. რაც შეეხება სანქციებს რეგულაციების დარღვევის გამო თავდაპირველად მოხდება ბიზნესსუბიექტის გაფრთხილება ხოლო შემდგომ ყველა იმ სუბიექტების დაჯარიმება, რომლებიც ახორციელებენ არანებადართულ საქმიანობას.

29 ნოემბერი 2020, 08:54

მსოფლიო

იტალიის კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ნუოროს პროვინციაში მდებარე ქალაქ ბიტიში 2 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარი და წვიმა კუნძულზე პარასკევს დაიწყო. სტიქიამ სატელეფონო ხაზები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.

29 ნოემბერი 2020, 08:33

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 85 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 238 ადამიანს ჩუტარდა, საიდანაც 85-ს ინფექცი აღმოაჩნდა. ამასთან, 2 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონი კორონავირუსის 5 883 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 81 პაციენტი, 3678 კი გამოჯანმრთელდა.

29 ნოემბერი 2020, 08:16

მსოფლიო

ეთიოპიის არმიამ მეამბოხეების მიერ დაკავებული ტიგრაის შტატის დედაქალაქი გაათავისუფლა

ქვეყნის არმიამ კონტროლი დაამყარა აეროპორტზე, საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე, რეგიონალურ ადმინისტრაციასა და სხვა საკვანძო დაწესებულებებზე. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის აბი აჰმედის განცხადებით, ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ ქალაქის მოსახლეობა არ დაზარებულა.

29 ნოემბერი 2020, 00:59

ტაბლოიდი

ინდოეთში 14 წლის ვუნდერკინდმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო

ინდოეთში, ქალაქ ჰაიდარაბადში მცხოვრებმა 14 წლის მოზარდმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამის შესახებ Newsflare იუწყება. აგსტია ჯაისვალი ჰაიდარაბადში ოსმანთა უნივერსიტეტში სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მან ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტი დაამთავრა. ის აცხადებს, რომ პირველი სტუდენტია, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი 14 წლის ასაკში მიიღო.

29 ნოემბერი 2020, 00:50

ტაბლოიდი

კენიაში კაცი ბალზამირების დროს გაცოცხლდა

კენიაში, კაცი მორგში ბალზამირების პროცედურის დროს გაცოცხლდა. ამის შესახებ New York Post-ი გამოცემა The Standart-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, 32 წლის პიტერ კიგენი კლინიკაში კუჭის პრობლემებისგან გამოწვეული კომატოზური მდგომარეობით კლინიკაში მიიყვანეს. კიგენის ძმის განცხადებით, მას ერთ-ერთმა მედდამ აცნობა, რომ პაციენტი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მან კინგის ძმას გადასცა შესაბამისი საბუთები, ნათესავებმა გარდაცვლილის ცხედარი მორგში გადაასვენეს.

ქეთევან ბუბუტეიშვილი

29 ნოემბერი 2020, 00:25

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძის მეუღლე: ყველაფერს წესით და რიგით რომ აკეთებ და მაინც ტალახს გესვრიან, ძალიან სამწუხაროა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი მედიაში გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „მინდა გამოვეხმაურო TV პირველის ცილისმწამებლურ სიუჟეტს. განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ოჯახზე. ათი წელი ვიცხოვრეთ ამ ბინაში, რომელსაც თავიდან ვქირაობდით და შემდეგ ვიყიდეთ იპოთეკით, როგორც ბევრი მოქალაქე აკეთებს.

ზურაბ ჯაფარიძე

29 ნოემბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: თუ ხელისუფლება მოდის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, მე გავცვლიდი ამას ბოიკოტში

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ბოიკოტი, რომელიც შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანში დააბარტერო. „მე და „გირჩსაც“ პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი“, - ამის შესახებ ჯაფარიძემ „ზუმში“ ონლაინ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან საუბრისას განაცხადა.

კალათბურთი

28 ნოემბერი 2020, 23:40

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე შეხვედრა მოიგო

ქართველმა კალათბურთელებმა ფინეთის ნაკრები სტუმრად, ანგარიშით 91:85 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 23:22

COVID19

კახეთში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კახეთში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა საგარეჯოს სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრები 82 წლის ქალი, რომელიც მკურნალობის კურსს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მუშაობდა. COVID-19- ის დიაგნოზით დაიღუპა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი 76 წლის ქალიც. პაციენტი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფიელებაში იყო მოთავსებული.

28 ნოემბერი 2020, 22:58

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

კახეთი

28 ნოემბერი 2020, 22:42

COVID19

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით კი სულ 3,582 ინფიცირებულია. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტა-33, გურჯაანი-36, დედოფლისწყარო -16, თელავი -44, ლაგოდეხი- 58, საგარეჯო-12, სიღნაღი -9 და ყვარელი-28.

სანდრო მამუკელაშვილი

28 ნოემბერი 2020, 22:37

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილმა აშშ-ში ახალი სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

მან 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მამუკელაშვილისთვის ეს სტუდენტურ ლიგაში რიგით მერვე ორმაგი დუბლია. მომდევნო შეხვედრას "სეტონ ჰოლი" 2 დეკემბერს, "როდ აილენდთან" გამართავს.

ფრანჩესკო ტოტი

28 ნოემბერი 2020, 22:29

სპორტი

ფრანჩესკო ტოტი: მგონია, რომ იბრაჰიმოვიჩი 50 წლამდე ცალი ფეხითაც ასეთ დონეზე იასპარეზებს

„მგონია, რომ 50 წლამდე ცალი ფეხითაც ასეთ დონეზე იასპარეზებს“, - ასე ახასიათებს ფრანჩესკო ტოტი ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 22:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას საფრთხე არ ემუქრება

„პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სასურსათო ჯაჭვში არ ყოფილა წყვეტა და არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ ყოფილა. ჩვენ არ გვინახავს ცარიელი დახლები“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:55

საზოგადოება

აკაკი ზოიძე: თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ შევანელეთ, ამას კარგად მომზადებულ სისტემაც ვერ გაუძლებს

„თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ დავაგდეთ, გერმანიიდანაც რომ ჩამოვიყვანოთ ექიმები, მხოლოდ რამდენიმე დღეს მოვიგებთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 21:40

ეკონომიკა

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთან და კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით ვრცელდება. „ენკა“ 63-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული“, - აცხადებენ კომპანიაში.

კახი კავსაძე

28 ნოემბერი 2020, 21:31

COVID19

კახი კავსაძე კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზეა

მსახიობი კახი კავსაძე ჰოსპიტალიზებულია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:27

COVID19

აკაკი ზოიძე: ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია

„ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დასამარცხებლად“, - ის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „მსოფლიოში, რამდენიმე მილიარდი ადამიანი იმედით შეჰყურებს ამ ვაქცინას, ასე რომ, არ მგონია, რომ გვქონდეს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ეს ჩვენზე სხვანაირად იმოქმედებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, სხვა შემთვევაში, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწევს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.