imedi /  17 მარტი 2020, 13:19 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ჩვენ ვმართავთ პროცესს იმისთვის, რომ პიკი იყოს მართვადი

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენ ვმართავთ პროცესს იმისთვის, რომ პიკი იყოს მართვადი - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მთავრობის მართვის ხარისხი.

„ჩვენი მიზანია, რომ პიკში საერთოდ არ შევიდეთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს ცოტა პლატოს მაგვარი და ეს ის პროცესია, რომლისთვისაც ყველას ერთად გვჭირდება მუშაობა. ჩვენ როცა ვამბობთ სამოქალაქო თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე, ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

მზის ლაქა ფოტო

06 დეკემბერი 2020, 00:55

ტექნოლოგიები

ასტრონომებმა მზის ლაქის ყველაზე დეტალური ფოტო გაავრცელეს

ჰავაის კუნძულებზე მდებარე დენიელ ინოუეს სახელობის ტელესკოპმა (DKIST), რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ მზის ობსერვატორიას წარმოადგენს, მზის ლაქის ყველაზე დეტალური ფოტო წარმოადგინა.

06 დეკემბერი 2020, 00:30

COVID19

საჩხერეში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თანამშრომლების ინფიცირების გამო, ამ დროისთვის სასწრაფოს ოთხი ბრიგადიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში, ნაწილი კი კოვიდსასტუმროებში იმყოფება.

მაია ბუწაშვილი

05 დეკემბერი 2020, 23:44

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს

„ბინაზე მყოფ პაციენტებს ასევე ძალიან აღელვებთ ხველა, რომელიც ძირითადად არის მშრალი და შემაწუხებელი. როგორც წესი, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები დიდად ეფექტური არ არის. ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს სიმპტომების დაწყებიდან 15 დღემდე, იშვიათად მეტხანს. ყურადღება უნდა გამახვილდეს სველი, ნახველიანი ხველის არსებობაზე, რაც შეიძლება ბაქტერიული გართულების სიმპტომი იყოს“.

კახეთი

05 დეკემბერი 2020, 23:13

COVID19

კახეთში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

COVID-19 გახდა ლეტალური შემთხვევის მიზეზი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც, სადაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის მკვიდრი, 73 წლის კაცი ბოქსირებულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

თამაზ გეგეშიძე

05 დეკემბერი 2020, 22:49

სპორტი

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად თამაზ გეგეშიძე მეორედ აირჩიეს

თამაზ გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სათავეში პირველად ოთხი წლის წინ ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქართულმა ჭიდაობამ ბევრ ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

ამირან გამაყრელიძე

05 დეკემბერი 2020, 22:38

COVID19

ამირან გამყრელიძე: ვიდრე საქართველოში ვაქცინა არ შემოვა და მოსახლეობის დაახლოებით 20-25% არ აიცრება, ეს ჭირი თავს არ დაგვანებებს

„ხშირად ისმის კითხვა, ჯანდაცვა ამისთვის რატომ არ მოემზადა?!, ამაზე მარტივი პასუხია - იდეალური არაფერია. გაზაფხულზე რომ ასეთი ტალღა ყოფილიყო, სისტემა 2 კვირაში ჩამოიშლებოდა. მესმის, რომ ბევრი ხარვეზია და ბევრ ადამიანს აქვს პრეტენზია. ამ ტიპის გამოწვევას მარტო სახელმწიფო, ჯანდაცვა, ექიმები ვერ გაუმკლავდებიან, აქ ყველას პასუხისმგებლობა დგას. დღეს სისტემა ზღვარზე მუშაობს.

05 დეკემბერი 2020, 22:27

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით 21:33 საათზე მოხდა 3.0 მაგნიტუდის (ML) მიწისძვრა.

ბელგია

05 დეკემბერი 2020, 22:12

ტექნოლოგიები

ბელგიაში სინტერკლაასის დღეს აღნიშნავენ

„მსოფლიო ომმა ვერ შემაჩერა და შემაწყვეტინა ჩემი მოვალეობის შესრულება. დღეს კორონავირუსი ვერ შემაფერხებს გავახარო პატარები და მათ თვალებს სიხარულის ნაპერწკალი მოვაკლო. მე ყველა ბავშვთან მივალ, მაგრამ ამჯერად დისტანციურად,”- ამბობს სინტერკლაასი, რომელსაც ბელგიაში მცხოვრები ბავშვები ხვალ ელოდებიან.

კახეთი

05 დეკემბერი 2020, 21:53

COVID19

კახეთში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 214 კონტაქტის მოძიება უკვე შეძლეს. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ყველა მათგანი უკვე გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთეული შემთხვევები გვაქვს, სადაც ვერ მოხერხდა გამკლავება და სერიოზული პრობლემები გაიპარა

„რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პრეტენზიები არსებობს. ბოლომდე უნდა ვნახოთ, რაშია საქმე და თუ ვინმე დასასჯელია, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ჩავყვეთ ბოლომდე, რა იყოს ამის მიზეზები.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 21:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მგონია, ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რადიკალური ფრთის ბულინგისგან თავის დაძვრენას გაბედავენ

ჩვენ ოპოზიციისგან განსხვავებით ანგარიშს ვუწევთ იმ თხოვნას, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან დადგა და არ ვისაუბრებ დეტალებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 21:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მთავარი არბიტრი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“

მთავარი არბიტრი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 20:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ახალ არჩევნებზე არანაირი საუბარი არ იქნება და ეს ოპოზიციამ კარგად იცის

„რაც ჩვენ ოპოზიციამ ელჩების ხელით გამოგვიგზავნეს, იქ 3 პუნქტი არ არის, სხვა პუნქტებიც არის, რატომ გადაწყვიტეს მათ, რომ მხოლოდ 3 პუნქტი უნდა გამოეყოთ აქედან და ასეთი კომუნიკაცია საზოგადოებასთან რატომ არჩიეს არ ვიცი, მათ შეთანხმება დაარღვიეს და ეს ძალიან ცუდია, ამაზე არ უნდა ელაპარაკათ.

ბელგია

05 დეკემბერი 2020, 20:31

COVID19

ბელგია 100 000 მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ხუთეულშია

ბოლო 2 კვირის მანძილზე ბელგიაში 100 000 ადამიანზე COVID19 -ით ინფიცირების საშუალოდ 248 შემთხვევა დაფიქსირდა. 5 დეკემბერს 2 582 -ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და 587 439 შეადგინა. მძიმე პაციენტების კლების ტენდენცია გრძელდება და ამ დროისათვის 789 ადამიანის მდგომარეობაა კრიტიკული.

შალვა ნათელაშვილი

05 დეკემბერი 2020, 20:11

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: რაც მიგვაახლოვებს ახალ არჩევნებთან, ყველაფერი მისაღებია, თუ პლებისციტი მიგვაახლოვებს, ესეც მისაღებია

„თუ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ობიექტურ გამოკითხვაში, სადაც არ იქნებიან არსებული საარჩევნო კომისიები, ხალხი იტყვის, რომ მას სჯერა ამ პარლამენტის და ივანიშვილის მანიპულაციების, რაც ჩემთვის დაუჯერებელია, ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნინო ლომჯარია

05 დეკემბერი 2020, 20:02

საზოგადოება

სახალხო დამცველი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოებს კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები.

ამირან გამყრელიძე

05 დეკემბერი 2020, 19:51

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩემი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მას არასდროს გავურბივარ

„პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის. ახლა ქვეყანაში დგომარეობა ძალიან რთულია და არ არის იმის დრო, დავიწყოთ გარკვევა, ამაში ვინ არის დამნაშავე, ვინ რა შეცდომა დაუშვა - ამის დროც მოვა. არცერთი დიდი პროცესი არ მიდის ხარვეზისა და შეცდომის გარეშე. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავის ჰქონია გამოცდილება ასეთ დიდ პანდემიასთან გამკლავებისა და ბრძოლის, მსოფლიოში ასეთი დიდი პანდემია 100 წლის წინ იყო და ვინც ამას მოესწრო, ის ხალხი უკვე აღარაა“.

საჩხერის კლინიკა

05 დეკემბერი 2020, 19:38

საზოგადოება

საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრმა ხარისხის მენეჯმენტისა და პაციენტებისადმი მიდგომის თანამედროვე სტანდარტების წარმატებით დანერგვის შედეგად BritishStandardInstitute–სგან ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო.

საფრანგეთი

05 დეკემბერი 2020, 19:28

მსოფლიო

პარიზში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პარიზში ათასობით ადამიანი პოლიციის ძალადობისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების პოლიტიკის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

არჩილ თალაკვაძე

05 დეკემბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება

განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.