imedi /  17 მარტი 2020, 13:32 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის პრიორიტებები დაასახელა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რომელიც მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ აქვს შემუშავებული.

„პირველი პრიორიტეტი არის მოქალაქეების ჯანმრთელობა, მეორე გახლავთ ჩვენი ეკონიმიკა და მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკაზე დარტყმა იყოს შერბილებული, მესამე პრიორიტეტი გახლავთ ქვეყანაში არსებული მარაგების მართვა და ლოგისტიკა, მეოთხე პრიორიტეტი კი სამოქალაქო წესრიგია", - განაცახდა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ამ პრიორიტეტების მიხედვით მთავრობას აქვს ყველაფერი დაყოფილი, გამოყოფილნი არიან პასუხისმგებელი ადამიანები.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

კერსტი კალიულაიდი

05 დეკემბერი 2020, 09:21

COVID19

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი თვითიზოლაციაში გადავიდა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის შემდეგ თვითიზოლაციაში ქვეყნის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ERR-ი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

05 დეკემბერი 2020, 09:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ეუთოს 27-ე მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთოს 27-ე მინისტერიალს ეხმაურება და აცხადებს, რომ მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.

კორონავირუსი გერმანია

05 დეკემბერი 2020, 08:57

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 23,318 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23,318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 483 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

კორონავირუსი ინდოეთი

05 დეკემბერი 2020, 08:46

COVID19

ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 36,595 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში კორონავირუსის 36,652 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,608,211-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამინდი

05 დეკემბერი 2020, 08:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 5 დეკემბერს ქუთაისში მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ასევე უნალექო ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

კორონავირუსი ბრაზილია

05 დეკემბერი 2020, 08:23

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 46 884 ადამიანს დაუდასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 46 884 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 694 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გურამ კაშია

05 დეკემბერი 2020, 08:15

სპორტი

გურამ კაშიამ „სან ხოსე“ დატოვა

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ „სან ხოსე“ დატოვა. ამის შესახებ ის Instagram-ზე წერს.

დონალდ ტრამპი

05 დეკემბერი 2020, 08:11

მსოფლიო

WSJ: ტრამპმა პენტაგონს სომალიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანა დაავალა

აშშ-ს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს სომალიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანა დაავალა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

იგორ დოდონი

05 დეკემბერი 2020, 08:08

მსოფლიო

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩეულ პრეზიდენტს დნესტრისპირეთში ძალის გამოყენების უფლებას არ მისცემს

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი აცხადებს, რომ არჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს დნესტრისპირეთის დასაბრუნებლად ძალის გამოყენების უფლებას არ მისცემს.

დონალდ ტრამპი

05 დეკემბერი 2020, 08:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯორჯიაში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამის შესახებ ტრამპის შტაბი ოფიციალურ Twitter-გვერდზე წერს.

ჯო ბაიდენი

05 დეკემბერი 2020, 02:23

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა ამერიკელებს სწორი ნაბიჯის გადადგმისკენ მტკიცედ მოუწოდებს.

ჯო ანდერსონი

05 დეკემბერი 2020, 02:05

მსოფლიო

ბრიტანული მედია: ლივერპულის მერი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ეჭვის საფუძველზე დააკავეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლივერპულის მერი, ჯო ანდერსონი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

ჯო ბაიდენი

05 დეკემბერი 2020, 01:40

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-ში უმუშევრობის სტატისტიკა ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ში უმუშევრობის სტატისტიკა ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს და პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, სასწარაფო ზომების მიღებაა საჭირო.

ემანუელ მაკრონი

05 დეკემბერი 2020, 01:11

COVID19

ემანუელ მაკრონი: სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე არ ვარ - ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ ვიცით ვაქცინის ან ვირუსის შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა გამოცემა Brut-თან ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:56

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პარლამენტში იყოს და არა ქუჩაში

თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში, მაშინ მათთან საერთო ენის გამოძებნა ჩვენ, უმრავლესობის წევრებს მოგვიხდება. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, მათთან საუბარი ჩვენი ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს, მთავრობას მოუწევს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მწევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მინისტერიალი იყო კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით პროგრესი გვაქვს

ნატოს მინისტერიალი იყო ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მის შედეგებს მოკლევადიან მონაკვეთში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი ახალი რეალობისათვის, რომელიც ჩნდება ევროატლანტიკურ სივრცეში, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა გადაცემა „ფეისბურგში“ განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

05 დეკემბერი 2020, 00:45

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთოს ეგიდის ქვეშ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთოს ეგიდის ქვეშ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას ულოცავს

„ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში, მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია. წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

05 დეკემბერი 2020, 00:06

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 284 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ემანუელ მაკრონი

04 დეკემბერი 2020, 23:49

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს.