imedi /  17 მარტი 2020, 15:23 / სანდო წყარო

განსაკუთრებული პირობების პერიოდში პატიმრები უფასო სატელეფონო ზარებით ისარგებლებენ

კახა კალაძე

სპეციალური პენიტენციური სამსახური

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების პერიოდში პატიმრები უფასო სატელეფონო ზარებით ისარგებლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 16 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განთავსებული პატიმრებისთვის სატელეფონო საუბრებზე შეღავათი ამოქმედდა. ინიციატივის შესაბამისად, თითოეულ პატიმარს მისთვის კანონით დადგენილ ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატა, რაც პაემნების დროებით აკრძალვიდან გამომდინარე, პატიმრებისთვის გარკვეული შეღავათია.

პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული. ნახევრადღია პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ულიმიტო ფასიანი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ, ხოლო განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის, მათი საშიშროების რისკის შესაბამისად, განსაზღვრულია ფასიანი დრო 30 ან 45 წუთი თვეში.

როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობებია შემოღებული, რის შედეგადაც ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე, ასევე საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების უფლებით სარგებლობა შეუჩერდათ.

გარე სამყაროსთან ურთიერთობის დეფიციტის ნაწილობრივ შესავსებად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით და მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან ჩატარებული შესაბამისი სამუშაოების შედეგად, პატიმრები 16 მარტიდან ზემოხსენებული სატელეფონო შეღავათით სარგებლობენ, მათ შორის, განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში.

შეღავათის ფარგლებში თითოეულ პატიმარს (გარდა საგამოძიებო ორგანოს მიერ შეზღუდვადაწესებული ბრალდებულებისა და იმ პატიმრებისა, ვისაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დარღვევის გამო დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ შეზღუდული) 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო აქვს, რომელსაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრა განაცხადა, რომ ხვალიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება. მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

12 მაისი 2021, 09:59

COVID19

თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში COVID19-ზე ტესტირება ჩატარდა

13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით COVID19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უტარდებათ.

12 მაისი 2021, 09:48

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი €85 მილიონს გამოყოფს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისა და პანდემიისგან დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ სარგებელს მიიღებენ 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.

12 მაისი 2021, 09:42

COVID19

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID19-ით დაღუპულთა ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID19-მა 4 205 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 23 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

12 მაისი 2021, 09:16

მსოფლიო

Reuters: ღაზაში დაღუპულია 35, ისრაელში კი - 5 ადამიანი

ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

12 მაისი 2021, 09:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 მაისს ქუთაისში +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. მცირედ ღრუბლიან დღეს და ქარს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

12 მაისი 2021, 08:41

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის სექტორში იერიშის შედეგად, „ჰამასის“ ორი ლიდერია ლიკვიდირებული

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან ხაოგი, ასევე მისი მოადგილე ვაილ ისსაა.

12 მაისი 2021, 08:23

საზოგადოება

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა

დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე აღინიშნება. ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც.

12 მაისი 2021, 08:16

COVID19

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. უწყების ცნობით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ.

12 მაისი 2021, 08:10

COVID19

„სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაციას მოქალაქეები დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 08:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ჯიმ რიში

12 მაისი 2021, 02:44

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: ახლა, როდესაც ნიკა მელია გაათავისუფლეს, ველოდები, რომ ყველა პარტია პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება.

12 მაისი 2021, 02:40

პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

12 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან.

ინდოეთი მძღნერი

12 მაისი 2021, 00:51

COVID19

ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ძროხის განავლის სხეულზე წასმა კორონავირუსის პრევენციის საშუალება არ არის

ქვეყნის დასავლეთით, გუჯარატის შტატში პოპულარული გახდა პრაქტიკა, როდესაც ადამიანების ძროხების თავშესაფრებში მიდიან, ფუნასა და შარდს აგროვებენ და სხეულზე ისვამენ. მათ სწამთ, რომ ეს იმუნიტეტს გააძლიერებს და შესაბამისად, კორონავირუსი არ დაემართებათ, ან ინფიცირების შემთხვევაში ვირუსს მარტივად დაამარცხებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 მაისი 2021, 00:34

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტულ დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან.

გურამ ნიკოლაშვილი

12 მაისი 2021, 00:31

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან

არიან ადამიანები, რომლებიც ცივილიზაციის, ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან, - ამის შესახებ „იმედის“ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემა ,,იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ქვეყნისა და დასავლეთის წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი

12 მაისი 2021, 00:30

ტაბლოიდი

საქმროსთან გაშორების შემდეგ ჯენიფერ ლოპესმა უიქენდი ბენ აფლეკთან ერთად გაატარა

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ. წყვილი დანიშნულიც იყო, თუმცა 17 წლის წინ, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ.

კახა კუჭავა

12 მაისი 2021, 00:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, ამნისტიის კანონს მივიღებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს და თუნდაც ევროპაში თავიანთ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებს დაუმტკიცებენ, რამდენად არიან მზად, იყვნენ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის თანამონაწილე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

გია აბაშიძე

12 მაისი 2021, 00:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ თავიანთი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი "ჟურნალისტების" დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“, - წერს აბაშიძე.

იაგო ხვიჩია

12 მაისი 2021, 00:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ბატონ კუბილიუსს „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად იცნობენ

ბატონ კუბილიუსს „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად იცნობენ - იმედი მაქვს, მის აზრს გაითვალისწინებენ და შემოვლენ პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, პარტია „გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „იმედის ფაქტორში განაცხადა.