imedi /  17 მარტი 2020, 18:11 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: დაახლოებით მეშვიდე-მერვე კვირაზე შემთხვევების გავრცელების მატებიდან შეიძლება ვივარაუდოთ პიკური გავრცელება

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

კორონავირუსის ეპიდემიის პიკი შემთხვევის მატებიდან სავარაუდოდ მეშვიდე-მერვე კვირაში დაფიქსირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლოა ამ ეტაპზე შემთხვევების უმეტესობის მონიტორინგი ბინაზე ხდებოდეს.

„ამ ვირუსს სეზონური მიმდინარეობა, როგორც ვიცით, არ ახასიათებს და ისედაც ცოტა ვიცით ამ ვირუსის ქცევის შესახებ. აქაც ჩვენი მოდელირება ემყარება სხვა ქვეყნების გამოცდილებას და ასევე იმ სტანდარტულ ინსტრუმენტებს, რომელიც მოდელირებისთვის აქვს შემოთავაზებული ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს და ამ და ამ მოდელირების საფუძველზე ჩვენ რამდენიმე სცენარი გვაქვს მომზადებული და დაახლოებით მეშვიდე-მერვე კვირაზე შემთხვევების გავრცელების მატებიდან შეიძლება ვივარაუდოთ პიკური გავრცელება. თუმცა, აქაც მინდა აღვნიშნო, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი, 80% არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის და ბევრი ქვეყანა კორონავირუსის მართვას ახდენს ბინაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბინაზე მკურნალ პაციენტებს კონსულტაციას ოჯახის ექიმები გაუწევენ და ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე ჩამოყალიბდა კლინიკური მმართველობის საბჭო თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, რომელიც კონსულტაციებს გაუწევენ ექიმებს.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხვალიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება. მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა კორონავირუსით პირველი ინფიცირებული, რომელიც სრულად განიკურნა. ის ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:29

COVID19

გიორგი გახარია: პოლიტიკური პროცესში ჩვენ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოგვიწია

სექტემბრის თვისთვის ჩვენ ბალანსს კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი გაჩნდა. ეპიდემიასთან, მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩაერთო - პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:28

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დამტკიცდა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ჯანდაცვის სისტემაზე დათვირთვა უფრო შემცირდება.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 14:25

COVID19

გიორგი გახარია: სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი

„ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. დღეს მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა, განსაკუთრებით ეს ყველაფერი არის კონცენტრირებული ევროპაში.და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მე ვსაუბრობ ბალანსზე, ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო ეპიდემიის მართვაში ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. გავაგრძელებთ ეფექტიანად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტრო

26 ნოემბერი 2020, 14:18

საზოგადოება

თბილისის მეტრო მუშაობას აჩერებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს.

აუზი დარბაზი

26 ნოემბერი 2020, 14:17

საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები მუშაობას აჩერებენ

ახალი რეგულაციები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და 31 იანვარის ჩათვლით იმოქმედებს.

26 ნოემბერი 2020, 14:16

COVID19

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას აჩერებენ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას აჩერებენ.

სავაჭრო ცენტრი

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

მსხვილ ქალაქებში არააუცილებელი სავაჭრო ობიექტები დისტანციურად იმუშავებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში, სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, სადეზინფექციო ნაწარმის მაღაზიებისა) დისტანციურად იმუშავებენ.

რესტორნები

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

რესტორნები და კვების ობიექტები სრულად გატანის სერვისზე გადადიან

დასაშვებია პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტისაქალაქთაშორისო ტრანსპორტი

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადააადგილება შეიზღუდა

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.

26 ნოემბერი 2020, 14:13

COVID19

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

თბილისი კომენდანტის საათი

26 ნოემბერი 2020, 14:09

COVID19

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს

„21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ტრანსპორტი

26 ნოემბერი 2020, 14:07

საზოგადოება

28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 14:05

COVID19

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან. სრულად

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

26 ნოემბერი 2020, 13:42

COVID19

ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ახალი კორონავირუსული ინფექცია 101 წლის ქალმა დაამარცხა. საუკუნის ქალბატონი, რომელიც ქუთაისის მკვიდრია, სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოხვდა. პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

დისნეილენდი

26 ნოემბერი 2020, 13:19

ეკონომიკა

პანდემიის გამო Disney 32 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

ამ გეგმების შესახებ კომპანიაში ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა მაშინ საუბარი მხოლოდ 28 ათას სამუშაო ადგილზე იყო. ამასთან, Disney-ს 37 ათასი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იმყოფება.

გიორგი კანდელაკი

26 ნოემბერი 2020, 13:13

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი: არ ვიღებთ საპარლამენტო დაფინანსებას, მაგრამ ეს თანხა რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად გვჭირდება

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხმაურება. კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველო“ არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას, თუმცა, როგორც კანდელაკმა აღნიშნა, გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა პარტიას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად.

26 ნოემბერი 2020, 13:01

პოლიტიკა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ ღია წერილს ავრცელებს

უმნიშვნელოვანესია, რომ არაერთ გამოწვევას კონსოლიდაციის გზით გავუმკლავდეთ. არსებული პოლარიზებული გარემო კი ამის შესაძლებლობებს პრაქტიკულად არ ქმნის. ამჟამად ამ მიზნის მიღწევა თანაბრად მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის კონსტრუქციული ჩართულობით ერთობლივი და რეალურად ქმედითი გამოსავლის პოვნას, - ამის შესახებ ღია წერილს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

26 ნოემბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არასწორია - აიღო ფული იმაში, რის კეთებასაც არ აპირებ

გამორიცხულია ჩვენ პოზიცია შევცვალოთ, ჩვენ თანხას არ ავიღებთ! - ამის შესახებ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან იოსელიანმა ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

სერგო ჩიხლაძე

26 ნოემბერი 2020, 12:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: პარტიული დაფინანსება პარლამენტში შესვლასთან არ არის დაკავშირებული

„ამიტომ ეს ბმაში არ არის. ჩვენ უფრო მეტი გვეკუთვნის დაფინანსება, ორჯერ მეტი იმიტომ , რომ მოგვპარეს ეს ხმები მაგრამ რაც არის ამაზე უარის თქმა იქნება საჩუქარი ხელისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის რომ საერთოდ აღარ არსებობდეს ოპოზიციური პარტიები და ასეთ საჩუქარს არ გავუკეთებთ. ეს არის კანონით გაწერილი. ეს არავის ფული არ არის. ეს არ არის ივანიშვილის ან ქართული ოცნების ფული. დიახაც პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის , დიახაც, იმისთვის რომ უკეთესად გავითვალისწინოთ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესები და უკეთესად შევებრძოლოთ არსებულ რეალობას და ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, ოპოზიციურ ფრონტზე დაფინანსება საჭიროა პარტიისთვის და ჩვენ და კიდევ 9 პარტია დიახაც ვიღებთ ამ დაფინანსებას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ნაპოლი სტადიონი

26 ნოემბერი 2020, 12:52

სპორტი

„ნაპოლის“ სტადიონს დიეგო არმანდო მარადონას სახელი დაერქმევა

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სტადიონს „სან პაოლოს“ დიეგო არმანდო მარადონას სახელი დაერქმევა. ამის შესახებ Twitter-ზე გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.