imedi /  18 მარტი 2020, 11:54 / სანდო წყარო

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 55 ადამიანი იმყოფება

კორონავირუსი

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში დღეისთვის 55 პირი იმყოფება, აქედან 14 სამხედრო მოსამსახურე და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 55-დან 35 პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გუშინ გადმოიყვანეს.

6 საეჭვო ნიმუში დღეს გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პირებს ძირითადად დაბალი ტემპერატურული რეაქცია და ხველა აღენიშნებათ, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღემდე ლუგარის ლაბორატორიაში 31 ნიმუში გადაიგზავნა და ყველა უარყოფითია.

„ჰოსპიტალი მუშაობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად. გუშინ მივიღეთ ახალი ნაკადი. ისინი პირდაპირ აეროპორტიდან გადმოიყვანეს და შემხებლობაში არავისთან ყოფილან. 6 პირის ნიმუშია საეჭვო და პასუხი ხვალ გვეცოდინება. მათ მსუბუქი სიმპტომატიკა აქვთ. გუშინაც 4 ნიმუში გავგზავნეთ და არც ერთ შემთხვევაში covid 19 არ დადასტურდა“, - განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ერთი პაციენტი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2020, 18:21

რეგიონი

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხბურთო მოედანი და კალათბურთის კორტები, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედანი. იგეგმება ფანჩატურების განლაგება , გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი - პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:19

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: ამ პროცესში ელისაშვილი და „გირჩი“ გაცილებით თანმიმდევრული ჩანან

უკვე აღარ არსებობს კვალიფიციური სუბიექტი, არსებობს საპარლამენტო სუბიექტი. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ არ აღიარებს არჩევნებს, არ აღიარებენ, რომ მათ აიღეს ამდენი ხმა, არ აღიარებენ შედეგებს, მაგრამ ითხოვენ ფულს. არ აღიარებენ შედეგებს, ითხოვენ ფულს და თანაც იმდენს, რამდენი ხმაც მიიღეს, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ის ვინც არ ითხოვს, მაგალითად ელისაშვილი ან „გირჩი“, ისინი გაცილებით თანმიმდევრული ჩანან ამ სიტუაციაში. თუ არ ვაღიარებ იმას, რომ 1% მაქვს, გასაგებია უტყდებათ, რომ 1% აქვთ, რთულია ამის აღიარება, ხალხს რომ უმტკიცებ, პრემიერ მინისტრი უნდა გავხდეო და თურმე 3% გაქვს. და როდესაც ამბობ, რომ კი, მე არ მაქვს ეს 3% მაგრამ 3%-ის ფული მომეცი, ირიბად კი არა პირდაპირ აღიარებ შედეგს. და ვინც არ აკეთებს ამას, ის რა თქმა უნდა, უფრო თანმიმდევრულია“, - განაცხადა ახვლედიანმა

ალექსეი ნავალნი

27 ნოემბერი 2020, 18:16

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი: ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს სანქციები უნდა დაუწესოს

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს სანქციები უნდა დაუწესოს.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:04

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: არაადეკვატურობის მაგალითია ოპოზიციის განცხადება, რომ ინფიცირებულთა ზრდა აქციებს არ უკავშირდება

ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანის პირზე გავდივართ, ერთ მხარესაა უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, მეორე მხარეს კი ეკონომიკური გამოწვევები, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:02

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011 წელს, ქართული ოპოზიცია იმდენად მძიმე ვითარებაში იყო, რომ „ნაცმოძრაობას“ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა

2008 წელს რამდენიმე პოლიტიკური პარტია არ შევიდა პარლამენტში, გაიკეთა პოლიტიკური ჰარაკირი და შემდეგ აღიარეს, რომ ეს შეცდომა იყო. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011 წელს, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს იმდენად მძიმე ვითარება ჰქონდა იმ შეცდომის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა, იმიტომ რომ პოლიტიკური სპექტრი აღარ არსებობდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა განახცადა.

27 ნოემბერი 2020, 17:59

საზოგადოება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის 10,2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს მოეწერა ხელი

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, სააგენტოსა და დონორი სახელმწიფოების დახმარებით საქართველოში განხორციელდება ახალი პროექტები, რომელიც მოიცავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. კონკრეტულად, პროექტების განხორციელებისთვის გამოიყოფა 10 199 509 ევრო.

27 ნოემბერი 2020, 17:55

სპორტი

ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება

ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის მესამე ტურში ფინეთის გუნდს შეხვდება. ნაკრებს შეუერთდა კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ამ წუთებში თანაგუნდებელთან ერთად პირველად ვარჯიშობს.

27 ნოემბერი 2020, 17:55

COVID19

პულმონოლოგი: კოვიდგადატანილ ახლობლებთან დაკავშირებას, ექიმთან დაკავშირება სჯობს, რადგან ინფექცია ყველა ადამიანში განსხვავებულად მიმდინარეობს

ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც კოვიდგადატანილ პაციენტებს ურეკავენ ნათესავები, ახლობლები და სთხოვენ მათ იმ დანიშნულების სქემებს, რითიც ისინი იტარებდნენ მკურნალობას, - ამის შესახებ პულმონოლოგმა, კახა ვაჭარაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 17:48

სპორტი

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. გადაწყვეტილება დღეს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. საქართველოს მხარემ ონლაინ-ფორმატში გამართულ ფორუმზე დელეგატებს ბაკურიანის განაცხადის შესახებ ინფორმაცია და 3-წუთიანი საპრეზენტაციო ვიდეორგოლი წარუდგინა, რამაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მასპინძლობაზე განაცხადი მხოლოდ ჩვენ ქვეყანას ჰქონდა შეტანილი.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 17:30

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თებერვლიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმისთვის

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს მაქსიმალურად დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროებისა და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია“.

27 ნოემბერი 2020, 17:17

საზოგადოება

საქართველო საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ პრემიის ნომინანტია

საქართველო წარდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის - მშვიდობა და სპორტი (Peace and Sport) 2020 წლის პრემიაზე, ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ინიციატივა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ, საქართველოს კანდიდატურა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღის (6 აპრილი) აღნიშნვასთან დაკავშირებული ონლაინ-აქტივობებისთვის გამოარჩია.

27 ნოემბერი 2020, 17:16

ეკონომიკა

მებაჟე ოფიცრების მიერ 2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

საცობი

27 ნოემბერი 2020, 17:09

საზოგადოება

28 ნოემბრიდან დაგეგმილი გამკაცრებული შეზღუდვების გამო თბილისის მთავარ მაგისტრალებზე საცობია. ფოტო+ვიდეო

28 ნოემბრიდან დაგეგმილი გამკაცრებული შეზღუდვების გამო თბილისის მთავარ მაგისტრალებზე საცობია.

27 ნოემბერი 2020, 16:58

საზოგადოება

2-3 დეკემბერს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით 2-3 დეკემბერს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF 2020) გაიმართება, რომელიც წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა თემატურ სესიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ ევროკავშირთან საქართველოს ციფრული ბაზრის ჰარმონიზების პროცესის მიმდინარეობაზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამებზე, მათ შორის სათემო ინტერნეტზე, ელექტრონულ კომერციასა და ინფრასტრუქტურის გაზიარების რეგულაციებზე და სხვ.

27 ნოემბერი 2020, 16:45

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 3,712 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 3,712 ადამიანს გამოუვლინდა, 35 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 109,813 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,291 ადამიანი. ვირუსისგან 69,931 პაციენტი განიკურნა.

თავდაცვა გრანტი

27 ნოემბერი 2020, 16:36

თავდაცვა

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა.

საქართველოს ნაკრები

27 ნოემბერი 2020, 16:19

სპორტი

ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 3 პოზიციით დაქვეითდა

ფიფას რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 3 პოზიციით დაქვეითდა.

27 ნოემბერი 2020, 16:08

მსოფლიო

პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად, გერმანიის მთავრობა 180 მილიარდი ევროს სესხის აღებას გეგმავს

კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად, გერმანიის მთავრობა 180 მილიარდი ევროს სესხის აღებას გეგმავს.

27 ნოემბერი 2020, 16:07

ეკონომიკა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტებს გადასცემს

პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორებს, მოტობლოკებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

27 ნოემბერი 2020, 15:36

COVID19

კორონავირუსით „იმედის კლინიკის“ ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსით 57 წლის ექიმი, ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა. ის „იმედის კლინიკაში“ გინეკოლოგად მუშაობდა. imedinews-ის ინფორმაციით, მას განუკურნებელი დაავადება ჰქონდა, ამიტომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.