imedi /  18 მარტი 2020, 15:21 / სანდო წყარო

საქართველოში პირბადეების წარმოება ხვალ დაიწყება

ნათია თურნავა

ხვალ საქართველოში პირბადეების წარმoება დაიწყება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით და კერძო ბიზნესის ჩართულობით შევიმუშავეთ პროგრამა საქართველოში ადგილობრივი დამზადებით პირბადეების კერვის და ხვალ უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო არის „აჭარა ტექსტილი“. მე პირადად ხვალ ფოთში ჩავალ და ვესტუმრები ამ საწარმოს, რათა პირველი პარტია ჩემი თვალით ვნახო. 10-მდე სამკერვალო საწარმო არის ჩართული ამ პროგრამაში დღეს-დღეობით. ასევე რამდენიმე კომპანია, რომელსაც შემოაქვს აუცილებელი ნედლეული. ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები უკვე ვაწარმოოთ და ეს პირველი რაოდენობა პირბადეების იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტსა და ადამიანებზე, რომლებსაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მან პროდუქციის თვისებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეები მრავალჯერადი გამოყენების იქნება.

„საუბარი არის მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომლებსაც აქვს გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც შეთანხმებულია დაავდების კონტროლის ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, - აღნიშნა თურნავამ.

მან მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ კომპანიებს, რომლებიც საჭირო სამუშაოს ნაწილს უსასყიდლოდ ასრულებენ.

საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

10 მაისი 2021, 11:35

მსოფლიო

ჩინეთში დაკიდებული შუშის ხიდი ნაწილობრივ დაინგრა მაშინ, როცა მასზე ტურისტები გადადიოდნენ

კაცმა ხიდის დაუზიანებელ მონაკვეთზე დაახლოებით ერთი საათი გაატარა, სანამ მაშველები უსაფრთხო ადგილას გადასვლაში არ დაეხმარნენ. ტურისტი ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.

რატი იონათამიშვილი

10 მაისი 2021, 11:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს

ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

10 მაისი 2021, 11:25

სპორტი

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე 2 მედალი მოიპოვა

ვერცხლის პრიზიორი გახდა იაგო გორგოძეც, რომელიც 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს და 190 კილოგრამი დააფიქსირა. ტაილანდში გამართული მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს პარალიმპური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირი იყო.

10 მაისი 2021, 11:22

COVID19

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გახსნეს

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. ციხესიმაგრეში მისულ ადამიანებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან, რის შემდეგაც ისინი ვაქცინაციის სპეციალურ დიპლომს მიიღებენ, თუმცა ციხე-სიმაგრის უფასოდ დათვალიერების უფლება მათ არ მიეცემათ.

10 მაისი 2021, 11:17

საზოგადოება

თემქაზე ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ 4 მანქანა დააზიანა

თემქაზე, ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და 4 მანქანა მოიყოლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ, ასევე, ძლიერმა ქარმა სახლის სახურავები ახადა. შემთხვევის ადგილი გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილემ მოინახულა.

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2021, 11:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: კარგია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო

კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას და ეს რამდენიმეთვიანი ეპოპეა, რომელიც იყო უშედეგო მცდელობა მისი პოლიტიკურ ტანჯულად გამოცხადების, ამით დასრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

10 მაისი 2021, 11:11

მსოფლიო

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 მაისი 2021, 11:07

თემა

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება

ფეხმძიმე ქალები მიეკუთვნებიან რისკჯგუფს, რომელსაც ახალი კორონავირუსი შეიძლება მძიმე ფორმით განუვითარდეს. სწორედ ამიტომ ორსულების აცრა ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ბელგიაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არა მარტო ზიანს არ აყენებს ფეხმძიმე ქალებს, არამედ პირიქით, ის აუცილებელია. თუმცა გერმანიას (STIKO- Standing Committee on Vaccination- რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია) ორსულებისა და მეძუძური დედების აცრის ზოგადი რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია. რა კითხვები ისმის ამ მიმართულებით და როგორია მათზე პასუხები, ამის გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.

ნიკა მელია

10 მაისი 2021, 11:05

სამართალი

სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

კორონავირუსი

10 მაისი 2021, 11:05

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული 924 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 197 იმყოფება

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

10 მაისი 2021, 11:04

სამართალი

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 78 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

10 მაისი 2021, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 300 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან 300 თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით, მაჩვენებლები ასეთია: აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

კორონას სტატისტიკა

10 მაისი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.76 %-ია

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.03%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.48%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:53

რეგიონი

„დელტა“: 9 მაისს კახეთის რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა

9 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში, დღის მეორე ნახევარში, შემოვიდა ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან.

საქართველო ვაქცინა

10 მაისი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:46

მსოფლიო

WSJ: აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსებას განიხილავს

აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 მაისი 2021, 10:46

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:41

მსოფლიო

იტალიაში, კუნძულ ლამპედუზაზე ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა

იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე 1 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მიგრანტთა უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა. მხოლოდ ერთ ნავში, რომელიც კუნძულის სანაპიროს მიადგა, 400-მდე კაცი, ქალი და ბავშვი იმყოფებოდა. ლამპედუზას სანაპიროზე არის პორტი, რომელიც იმ მიგრანტების პირველი დანიშნულების ადგილია, რომელთაც ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლა სურთ.

10 მაისი 2021, 10:24

მსოფლიო

აშშ-ში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო-სპრინგზში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა ჯერ 6 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მოკლულის მეგობარი ბიჭია. დღესასწაული ტრაილერში მოწყობილ მობილურ სახლში იმართებოდა და სროლისას მასში ბავშვებიც იყვნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა, ყველა დაღუპული ზრდასრული ადამიანია.