imedi /  18 მარტი 2020, 15:05 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

რესტორნების და ბარების ნაწილი მთავრობის მიერ მუშაობის შეზღუდვის შესახებ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა.

„ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები და ალბათ ყველამ დაინახა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რომ ეს აკრძალვები უკვე მოქმედებს. თუმცა, სამწუხაროდ, უკვე არსებობს იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ მაინც გამონაკლისები, რომლებმაც ვერ შეძლეს ადეკვატურად აღქმა ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა სახელმწიფო და მთავრობა არის სავალდებულო, არის შესასრულებელი და მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ შევძლოთ კორონავირუსთან გამკლავება. ყველას კარგად გვესმის, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს და რაც არ უნდა ბერკეტი აამოქმედოს სახელმწიფომ, თუ არ იქნა საზოგადოებრივი ჩართულობა, ეს გადაწყვეტილებები შედეგს არ გამოიტანს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას - თავი შეიკავონ ისეთი თავყრილობებისგან, რომელთა ჩატარებაც აუცილებელი არ არის. შესაბამისად, სახელმწიფო ამ რეკომენდაციების შესრულებას კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ენტონი ფაუჩი

10 მაისი 2021, 11:58

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში შემოდგომასა და ზამთარში კოვიდაფეთქება ნაკლებად სავარაუდოა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში შემოდგომასა და ზამთარში კოვიდაფეთქება ნაკლებად სავარაუდოა.

10 მაისი 2021, 11:46

სამართალი

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. ვიდეო

დიდუბეში რაიონში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. როგორხ „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

10 მაისი 2021, 11:46

სპორტი

საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე 3 მედალი მოიპოვა

სანდრო მეგრელიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბელგიელ მეტოქეს აჯობა, რითაც ორი რეკორდი მოხსნა. მან ტურნირზე ყველაზე დიდი, 72-ქულიანი სხვაობით შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება და ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა აიღო.

10 მაისი 2021, 11:46

თემა

ბოლოს და ბოლოს, Apple-მა წარადგინა AirTag-ი, რომლის შესახებაც ბოლო რამდენიმე წელი საუბრობდნენ

Apple-ის ვირტუალური პრეზენტაცია, რომელიც 20 აპრილს შედგა, გრანდიოზულობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. აქ არ იყო არც ახალი iPhone-ები (როგორც წესი, მათ შემოდგომაზე წარადგენენ) და არც ვირტუალური რეალობის სათვალეები, რომელთა შესახებაც ჭორები ბოლო წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. თუმცა ღონისძიება ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა - პირველ რიგში, ახალი ფერადი iMac-ის წყალობით. რა სიახლეები წარადგინა ამჯერად Apple-მა?

10 მაისი 2021, 11:44

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში, თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ბარათაშვილი.

რატი იონათამიშვილი

10 მაისი 2021, 11:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს

ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

10 მაისი 2021, 11:35

მსოფლიო

ჩინეთში დაკიდებული შუშის ხიდი ნაწილობრივ დაინგრა მაშინ, როცა მასზე ტურისტები გადადიოდნენ

კაცმა ხიდის დაუზიანებელ მონაკვეთზე დაახლოებით ერთი საათი გაატარა, სანამ მაშველები უსაფრთხო ადგილას გადასვლაში არ დაეხმარნენ. ტურისტი ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.

10 მაისი 2021, 11:25

სპორტი

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე 2 მედალი მოიპოვა

ვერცხლის პრიზიორი გახდა იაგო გორგოძეც, რომელიც 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს და 190 კილოგრამი დააფიქსირა. ტაილანდში გამართული მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს პარალიმპური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირი იყო.

10 მაისი 2021, 11:22

COVID19

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გახსნეს

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. ციხესიმაგრეში მისულ ადამიანებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან, რის შემდეგაც ისინი ვაქცინაციის სპეციალურ დიპლომს მიიღებენ, თუმცა ციხე-სიმაგრის უფასოდ დათვალიერების უფლება მათ არ მიეცემათ.

10 მაისი 2021, 11:17

საზოგადოება

თემქაზე ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ 4 მანქანა დააზიანა

თემქაზე, ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და 4 მანქანა მოიყოლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ, ასევე, ძლიერმა ქარმა სახლის სახურავები ახადა. შემთხვევის ადგილი გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილემ მოინახულა.

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2021, 11:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: კარგია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო

კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას და ეს რამდენიმეთვიანი ეპოპეა, რომელიც იყო უშედეგო მცდელობა მისი პოლიტიკურ ტანჯულად გამოცხადების, ამით დასრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

10 მაისი 2021, 11:11

მსოფლიო

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 მაისი 2021, 11:07

თემა

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება

ფეხმძიმე ქალები მიეკუთვნებიან რისკჯგუფს, რომელსაც ახალი კორონავირუსი შეიძლება მძიმე ფორმით განუვითარდეს. სწორედ ამიტომ ორსულების აცრა ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ბელგიაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არა მარტო ზიანს არ აყენებს ფეხმძიმე ქალებს, არამედ პირიქით, ის აუცილებელია. თუმცა გერმანიას (STIKO- Standing Committee on Vaccination- რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია) ორსულებისა და მეძუძური დედების აცრის ზოგადი რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია. რა კითხვები ისმის ამ მიმართულებით და როგორია მათზე პასუხები, ამის გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.

კორონავირუსი

10 მაისი 2021, 11:05

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული 924 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 197 იმყოფება

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ნიკა მელია

10 მაისი 2021, 11:05

სამართალი

სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

10 მაისი 2021, 11:04

სამართალი

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 78 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

10 მაისი 2021, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 300 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან 300 თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით, მაჩვენებლები ასეთია: აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

კორონას სტატისტიკა

10 მაისი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.76 %-ია

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.03%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.48%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:53

რეგიონი

„დელტა“: 9 მაისს კახეთის რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა

9 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში, დღის მეორე ნახევარში, შემოვიდა ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან.

საქართველო ვაქცინა

10 მაისი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.