imedi /  18 მარტი 2020, 18:12 / სანდო წყარო

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით დღეს მოთავსებულ ორ ახალგაზრდას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ორივე შემთხვევაში ვირუსზე პასუხი უარყოფითია. ისინი საკარანტინო სივრცეს დაუბრუნდებიან. პაციენტები კლინიკაში ტემპერატურის მატების გამო დღეს დილით გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად კიდევ ორი პაციენტი რჩება. ერთს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მეორე კი ვირუსზე ტესტირების პასუხს ელოდება. ის ცხელებით კარანტინიდან კლინიკაში ერთი საათის წინ შეიყვანეს.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში 300-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2020, 10:23

საზოგადოება

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გაგრძელდა

მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

01 დეკემბერი 2020, 10:00

საზოგადოება

1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1988 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.

01 დეკემბერი 2020, 09:51

ეკონომიკა

საქართველოში შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch-ი შემოვიდა

სააგენტოს ცნობით, 2021 წლის იანვარში დაიწყება პირველი 50 ჰექტარის დარგვა, მთლიანობაში კი პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

01 დეკემბერი 2020, 09:30

სამართალი

პოლიციამ 1 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო. დაკავებულია 1 ადამიანი

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ს.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

01 დეკემბერი 2020, 09:19

სამართალი

დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს გამოკითხავენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დღეს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოძიების კითხვებს უნდა უპასუხოს. დავით გარეჯის საქმეზე სასაამართლო პროცესების პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეთა გამოკითხვები გრძელდება.

01 დეკემბერი 2020, 09:11

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ მოქალაქეს, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მალულად განთავსებული ჰქონდა და ამუშავებდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ დანადგარს.

გიორგი კვესელაძე

01 დეკემბერი 2020, 08:43

სპორტი

გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

კვესელაძემ 29 ნოემბერს, ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში ლელო დადო და გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 ლელოა.

01 დეკემბერი 2020, 08:37

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 1-ელ დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმში +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ასლან ვაშაყმაძე

01 დეკემბერი 2020, 08:25

რეგიონი

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა სოციალურ ქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გაავრცელა

ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით და უცენზურო გამონათქვამებით, ვაშაყმაძე ხალხს მოუწოდებს „პოლიციელების აჩეხვას“ მოუწოდებს. მძიმე შინაარსის ხუთ წუთიან ვიდეოში ის ერთგვარ მსხვერპლ შეწირვაზე ამახვილებს ყურადღებას.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2020, 08:10

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში დღეს და ხვალ გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში, პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

01 დეკემბერი 2020, 01:20

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ირანელი ბირთვული ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა.

01 დეკემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

კანადელმა კაცმა ჯეკპოტი მოიგო, თუმცა ერთი თვე ამის შესახებ არაფერი იცოდა

კანადაში კაცმა, რომელმაც აგვისტოს დასაწყისში ლატარეის ბილეთი შეიძინა, მხოლოდ სექტემბერში შეიტყო, რომ ჯეკპოტი $75 000-ზე მეტი მოიგო. როგორც ირკვევა, გათამაშების ყურებისას მან მხოლოდ ძირითადი რიცხვები შეამოწმა, თუმცა, თითქმის თვენახევრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბონუს რიცხვების წყალობით, ის $76 924-ის მფლობელი გახდა.

01 დეკემბერი 2020, 00:52

მსოფლიო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 დეკემბერი 2020, 00:37

COVID19

ჯანმოს დირექტორი: პანდემია დასრულდება და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის დასრულებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდება და მის დასრულებაში ყველამ გარკვეული როლი უნდა ითამაშოს.

01 დეკემბერი 2020, 00:29

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 308 ადამიანს ჩუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთან, 3 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 167 ადამიანი განიკურნა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონი კორონავირუსის 5 970 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 84 პაციენტი, 3 845 კი გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:52

ეკონომიკა

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზადყოფნას ადასტურებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძონ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული გამკაცრებული შეზღუდვები, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო მთავარი თემები ონლაინფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან გაიმართა.

30 ნოემბერი 2020, 23:32

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 406 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრეი პლენკოვიჩი

30 ნოემბერი 2020, 23:19

COVID19

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 23:07

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 63 029 075 შემთხვევა გამოვლინდა, 1 464 232 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 333 589 - გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:04

ტექნოლოგიები

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას.