imedi /  18 მარტი 2020, 19:30 / სანდო წყარო

გიორგი გახარია ექიმებს: მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის.

მთავრობის მეთაური ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ექიმებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის პროცესში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და პაციენტების მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციას მთავრობის ამინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ წინ უფრო რთული გამოწვევებია და ამ პროცესში ყველას განსაკუთრებით ექიმების პროფესიონალიზმის იმედი აქვს.

მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელსაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. პრემიერის განცხადებით, სწორედ თენგიზ ცერცვაძე იქნება პასუხისმგებელი მკურნალობის პროცესის წარმართვაზე.

„მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ. მესმის, წინ რთული გამოწვევები გველოდება და აქაც თქვენი იმედი გვაქვს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს. კარგად ვიცით პრობლემებიც, შენობიდან დაწყებული, სხვა მიმდინარე თემებიც, რომლებსაც სწრაფად მოვაგვარებთ. ახლა მთავარი ამოცანაა ამ ვირუსის დაძლევა და მაინტერესებს, როგორია თქვენი პროფესიული მოსაზრება, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისე გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მოქალაქის ჯანმრთელობამაც, ეკონომიკამაც და საერთოდ ქვეყანამაც. ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, ჩვენ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და გაგვიჭირდება მსგავსი შედეგებით ამ გამოწვევიდან გამოსვლა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ზიანის მინიმიზებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარებით. ამიტომ, ბატონო თენგიზ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მთელ გუნდს. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ. მინდა, მთავრობის თითოეული წევრის და მთლიანად, გუნდის სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და კლინიკის ექიმებს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პრემიერ-მინისტრს კლინიკაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა უშუალოდ გიორგი გახარიას და მისი პირდაპირი სამთავრობო მმართველობის უმნიშვნელოვანეს როლს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ეფექტურობაში. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა სულ სხვა დონეზე აიყვანა საპასუხო ღონისძიებების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა - კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე საქართველო საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ბევრ ქვეყანაზე უკეთეს პირობებში იმყოფება.

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, სახელმწიფო მფლობელობაში არსებული 4 წამყვანი ჰოსპიტალის - რესპუბლიკური საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკის, გორის ჰოსპიტალისა და ბოჭორიშვილის კლინიკის უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლოს მიზნებისთვის გამოყოფა და კლინიკური მართვის ერთიანი სისტემის დაწესება ძალიან დროული და სწორი იყო.

მთავრობის მეთაურმა დღეს პირადად დაათვალიერა ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის ადმინისტრაციული შენობა, სადაც დღემდე არასათანადო პირობებია და წყალი ჩამოდის. კლინიკის დირექტორის განმარტებით, შენობის არასათანადო მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ 2009 წელს, წინა ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები კერძო კომპანიას მიჰყიდა. თენგიზ ცერცვაძემ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომლითაც ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან დაკავშირებული პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

მოჰამედ ჯავად ზარიფი

01 დეკემბერი 2020, 01:20

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ირანელი ბირთვული ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა.

01 დეკემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

კანადელმა კაცმა ჯეკპოტი მოიგო, თუმცა ერთი თვე ამის შესახებ არაფერი იცოდა

კანადაში კაცმა, რომელმაც აგვისტოს დასაწყისში ლატარეის ბილეთი შეიძინა, მხოლოდ სექტემბერში შეიტყო, რომ ჯეკპოტი $75 000-ზე მეტი მოიგო. როგორც ირკვევა, გათამაშების ყურებისას მან მხოლოდ ძირითადი რიცხვები შეამოწმა, თუმცა, თითქმის თვენახევრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბონუს რიცხვების წყალობით, ის $76 924-ის მფლობელი გახდა.

01 დეკემბერი 2020, 00:52

მსოფლიო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 დეკემბერი 2020, 00:37

COVID19

ჯანმოს დირექტორი: პანდემია დასრულდება და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის დასრულებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდება და მის დასრულებაში ყველამ გარკვეული როლი უნდა ითამაშოს.

01 დეკემბერი 2020, 00:29

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 308 ადამიანს ჩუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთან, 3 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 167 ადამიანი განიკურნა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონი კორონავირუსის 5 970 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 84 პაციენტი, 3 845 კი გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:52

ეკონომიკა

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზადყოფნას ადასტურებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძონ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული გამკაცრებული შეზღუდვები, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო მთავარი თემები ონლაინფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან გაიმართა.

30 ნოემბერი 2020, 23:32

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 406 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრეი პლენკოვიჩი

30 ნოემბერი 2020, 23:19

COVID19

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 23:07

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 63 029 075 შემთხვევა გამოვლინდა, 1 464 232 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 333 589 - გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:04

ტექნოლოგიები

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას.

მალხაზ თორია

30 ნოემბერი 2020, 22:22

COVID19

სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: დაწესებული შეზღუდვები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით უნდა მოხდეს დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გაკონტროლება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელებ

30 ნოემბერი 2020, 22:16

პოლიტიკა

ირანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, აქბარ ყასემი ალიაბადიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

30 ნოემბერი 2020, 22:12

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 401 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ნოემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე პირველიდან 30 დეკემბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს.

30 ნოემბერი 2020, 21:47

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თურქეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თურქეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 21:43

COVID19

კახეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 147 გამოჯანმრთელდა. სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 375 კონტაქტი უკვე მოიძიეს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ყველა მათგანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. დღეს ცხელების ცენტრს 81- მა პაციენტმა მიმართა.

30 ნოემბერი 2020, 21:41

მსოფლიო

ლონდონის ცენტრში ნაპოვნი შეფუთვის გამო ჩაკეტილი ქუჩები კვლავ გახსნეს

ლონდონის პოლიციამ ქალაქის ცენტრში, Heron Tower-ის ცათამბრჯენის მიმდებარე ქუჩები კვლავ გახსნა, - ამის შესახებ პოლიციის Twitter-ის გვერდზე წერია. „შეფუთვა არაა საეჭვოდ მიჩნეული და ყველა მიმდებარე გზა გახსნილია“ - აღნიშნულია პოსტში.

30 ნოემბერი 2020, 21:33

COVID19

„საქნახშირი“ 1-ლი დეკემბრიდან მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს

27, 28 და 29 ნოემბერს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდა კომპანიის იმ 774 თანამშრომელს, რომელიც პირველი ტესტირებისას კოვიდდადებითი არ აღმოჩნდა. კვლევის შედეგად, 716 ადამიანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ისინი სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

30 ნოემბერი 2020, 21:27

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მოერიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს, ისარგებლეთ ონლაინ შოპინგით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პირველად სექტემბრიდან მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.

30 ნოემბერი 2020, 21:09

კულტურა

დღეს თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება - ფილმების ნახვა უფასოდ, ონლაინ იქნება შესაძლებელი

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ონლაინ ფორმატში იმართება. Covid-19-ის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონალინ გაიმართება.