imedi /  19 მარტი 2020, 15:01 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეები სპეციალისტებისგან რეკომენდაციების მიღებას ონლაინ რეჟიმში შეძლებენ

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ჩვენი საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში არიან გადასული და ხდება ზუსტი აღრიცხვა ყველა ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულ ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მუდმივ კავშირზე ვიმყოფებით. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად უცხოეთში იმყოფებიან, რჩებიან სახლში და სახლის პირობებში თვითიზოლაციას გადიან, მათ უმარავი კითხვა აქვთ, სამწუხაროდ ბევრ ქვეყანაში მათ ამ კითხვაზე პასუხს ვერ იღებენ, ამიტომ საკონსულოები და საელჩოები მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შევთანხმდით, რომ თბილისში სპეციალური მიმართულებით გამოიყოს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ზუსტი პასუხი გასცეს. ალბათ ჩამოვყალიბდებით ამ საკითხზე და მალე საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში​ საშუალება ექნებათ რეკომენდაციები ჩვენი სპეციალისტებისგან მიიღონ“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

დაკავება

28 ნოემბერი 2020, 09:38

სამართალი

შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი პირი - 1972 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს.

კორონავირუსი ინდოეთი

28 ნოემბერი 2020, 09:14

COVID19

ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 41 322 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში კორონავირუსის 41,322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,3 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსი ბრაზილია

28 ნოემბერი 2020, 08:50

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 34 130 ადამიანს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსის 34,130 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 514 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2020, 08:41

COVID19

WSJ: კომპანია Pfizer-მა თავისი ვაქცინის ევროპისა და აშშ-ის საწყობებისთვის მიწოდება დაიწყო

ამერიკულმა ავიაკომპანია United Airlines-მა დაიწყო ფარმაცევტული კომპანია Pfizer-მა თავისი ვაქცინის ევროპისა და აშშ-ის საწყობებისთვის მიწოდება დაიწყო. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, ამის მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია, მას შემდეგ რაც შესაბამისი ორგანოები პრეპარატის გამოყენების ნებართვას გასცემენ.

ამინდი

28 ნოემბერი 2020, 08:29

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 28 ნოემბერს ქუთაისში დღისით მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ასევე მზიანი, უღრუბლო ამინდი იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლოიდ ოსტინი

28 ნოემბერი 2020, 08:14

მსოფლიო

მედიის ცნობით, პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ჯო ბაიდენი ლოიდ ოსტინს განიხილავს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ლოიდ ოსტინის დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios-ი წერს.

მამუკა ხაზარაძე

28 ნოემბერი 2020, 01:09

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე, ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა

უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე, ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ტვ. „პირველის“ ეთერში განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 01:02

მსოფლიო

სომალის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელმა ტერორისტმა კაფეში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

28 ნოემბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ექიმების შეურაცხყოფა არის ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა

ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ექიმებს აგინებენ. ეს მეტყველებს საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და პოლიტიკური ჭაობის აბსოლუტურ დეგრადაციაზე. 30 წელია ეს ჭაობია. სამწუხაროდ ამ ჭაობში ნებაყოფლობით ჩავიდნენ ახალი მოთამაშეები, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგში“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. „ქართველმა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ვიდრე ექიმების ლანძღვა წარმოუდგენელია. ეს ექიმები არიან ჩვენი შვილები, მამები და ეს არის მეორე მსოფლიო ომის დონის ბრძოლა. ის სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგები და დღეს ებრძვიან ძალიან მძიმე სენს და ძალიან დიდ ჭირს, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო. ესენი არიან იმ დონის ადამიანები, რომლებიც ადრე ომში ნებაყოფლობით მიდიოდნენ სამშობლოსა და ოჯახების დასაცავად. მათი შეურაცხყოფა არის ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფა. ეს არის საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა. ბუნებრივია, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ღირსება არ გააჩნიათ და ამ პოლიტიკურ ჭაობს ღირსება არ გააჩნია, ესენი არიან 2 კაპიკზე გაყიდულები, მთელი ცხოვრება. უკანასკნელი მოვლენები ამას აჩვენებს“, - განაცხადა გოგოა ხაინდრავამ.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 00:39

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ბავშვები პანდემიის პირობებში ახალი წლის გარეშე არ უნდა დარჩნენ

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭომ ახალი წლის დღეებში რეგულაციების შემსუბუქება. მისი თქმით, პანდემიის დროს ის ბავშვები, რომლებიც სკოლის გარეშე დარჩნენ, არ უნდა დარჩნენ ახალი წლის გარეშეც.

28 ნოემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობის გამო, თეირანი საშინელი შურისძიებით იმუქრება

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მოჰამად ბაღერიმ განაცხადა, რომ მათ, ვინც მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის უკან დგას, საშინელი შურისძიება ელით.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 00:29

COVID19

მაია ცქიტიშვილი „შავ პარასკევზე“: დღევანდელ დღეს აუცილებლად ექნება უარყოფითი დინამიკა ვირუსის გავრცელების ნაწილში

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილიის თმით დღეს ქვეყნის სხვადსხვა სავაჭრო ცენტრებში „შავი პარასკევის“ გამო შექმნილი ხალხმრავლობა, უახლოეს დღეებში სტატისტიკაში აისახება. მინისტრმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ყველა შეკრებამ, იყო ის პოლიტიკური შინაარსის, თუ უბრალოდ ხალხმრავლობა, რომელიც წესების დაცვის გარეშე გაიმართა, ქვეყანას ვირუსის გავრცელების მიმართულებით უარყოფითი დინამიკა მოუტანა.

პაატა იმნაძე

28 ნოემბერი 2020, 00:16

COVID19

პაატა იმნაძე: ვისაც კორონავირუსის არ სჯერა, გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს

ჩვენ ათასი ადამიანი დავკარგეთ უკვე. კითხვაც დასვით, არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. გამახსენოს ვინმემ ერთი გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

შეზღუდვები

28 ნოემბერი 2020, 00:00

COVID19

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდა საქართველოში 28 ნოემბრიდან. სრულად

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ეკატერინე ტიკარაძე

27 ნოემბერი 2020, 23:51

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ, აგვისტოში ბათუმის ჩაკეტვით უფრო მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით, ვიდრე გუშინდელი გადაწყვეტილებით

პირობითად, 24 აგვისტოს ბათუმი რომ ჩაგვეკეტა, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაცილებით მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით, ვიდრე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით გამოვიწვიეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 23:49

სპორტი

ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა თამაზ მჭედლიძე და სოსო მათიაშვილი. მჭედლიძისთვის ეს მე-60 სანაკრებო შეხვედრა იქნება, კაპიტანი მერაბ შარიქაძე კი ეროვნული გუნდის რიგებში 70-ე თამაშს ჩაატარებს.

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 23:07

COVID19

ამირან გამყრელიძე: თუ ყველა რეგულაციას დავიცავთ ორ თვეში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 1500 -1700 -ზე უნდა ჩამოვიდეს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია მოსალოდნელი 2 თვიანი შეზღუდვების დასრულების შემდეგ COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკის კლება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციასა და წესებს დაიცავს, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში დაიწევს. „თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერი, ეს რეგულაციები რაც არის, თუ დავიცავით ის წესები, რაც რეკომენდებულია - ამ 2 თვის შემდეგ ჩვენი ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა უნდა ჩამოვიდეს დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში. იგივე ასეთი გათვლები აქვს იმ ინსტიტუტს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

27 ნოემბერი 2020, 23:05

COVID19

ბელგიაში მაღაზიები მომავალ კვირას გაიხსნება, მაგრამ მკაცრად გაკონტროლდება ხალხის ნაკადი

ბელგიაში მაღაზიები მომავალი კვირიდან გაიხსნება, მაგრამ მკაცრად გაკონტროლდება ხალხის ნაკადი და სოციალური დისტანციის დასაცავად შექმნილი პირობები. „ლოკდაუნის“ რეჟიმით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭომ იანვრის პირველ ნახევრამდე გაახანგრძლივა. 1 დეკემბრიდან მაღაზიებში ნებადართულია თანმხლები პირის გარეშე და მხოლოდ 30 წუთით შესვლა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს და 4 კვირის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს გაეცნენ.

პაატა იმნაძე

27 ნოემბერი 2020, 23:03

COVID19

პაატა იმნაძე: შეზღუდვების გაფართოების გარეშე კოშმარული ზამთარი გველოდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების გაფართოების მთავარი მიზანი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შეჩერება და ეპიდვითარების დასტაბილურებაა. ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 23:02

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანას​ კოვიდისთვის სულ 8 500 საწოლის რესურსი აქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „რუსთავი2“-ის ეთერში კოვიდპაციენტებზე ორიენტირებულ საწოლფონდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას სულ 8500 საწოლფონდის რესურსი აქვს. „დღეს, ჩვენ გვაქვს 12 000 საწოლის რესურსი, 12 000 საწოლიდან ყველას კოვიდს ვერ დავუთმობთ. ვიცით, რომ ქვეყანაში შეჩერებულია გეგმიური ოპერაციები, გეგმიური დახმარება, რომელიც ითმენს და ეს შეჩერებულია. მხოლოდ კოვიდზე ორიენტირებული დღეს 85-დან 90-მდე კლინიკაა და მათი საწოლფონდი სულ 7000-ია. ამას გარდა კიდევ არის 1500 საწოლი, შესაბამისად სულ 8500 საწოლი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.