imedi /  19 მარტი 2020, 16:32 / სანდო წყარო

NEW VISION ჰოსპიტლის კანცლერი: მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

კორონავირუსი

ეკატერინე აზარაშივილი

მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება. ჩვენ დღეს პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ ინფორმაცია საწოლფონდის და სასუნთქი აპარატების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფოში კოორდინირებულად წარიმართოს მუშაობა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. ჩვენი საწოლფონდი არის 125 საწოლი, რომელიც მოიცავს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 26 საწოლს და ასევე, დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 18 სასუნთქი აპარატი, - ამის შესახებ NEW VISION საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კანცლერმა, ეკატერინე აზარაშვილმა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებული საჭიროებების შესახებ, მათ შორის, აუცილებელ სახარჯ მასალებთან დაკავშირებით, რაზეც მათ მთავრობამ მხარდაჭერა აღუთქვა.

„დღესვე, ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც აწუხებს ყველა კლინიკას და ეს ეხება აუცილებელი სახარჯი მასალების დეფიციტს ბაზარზე და მივიღეთ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რათა მოხდეს კლინიკების შესაბამისი სახარჯი მასალებით აღჭურვა. ასევე, მინდა, მოვუწოდო მომწოდებელ კომპანიებს, რომ ასეთ დროს, მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია სახარჯი მასალების სწორი განაწილება და თუ აქვთ 10 000 ან 20 000 პირბადე, ან სადეზინფექციო ხსნარი ერთ ან ორ კლინიკაზე არ უნდა მოხდეს ამის განაწილება, ეს არ ნიშნავს სწორ განაწილებას. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ რთულ სიტუაციაში მოახდინონ მათ საჭირო სახარჯი მასალების სწორი განაწილება“, - აღნიშნა ეკატერინე აზარაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას იმ ეფექტური ღონისძიებების გატარებისთვის, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ხორციელდება.

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

რაულ თუთარაული

27 ნოემბერი 2020, 19:19

სპორტი

რაულ თუთარაულმა ბრძოლა 14 წამში მოიგო

რაულ თუთარაულმა „ასა 114“-ის ორგანიზაციის ეგიდით პირველი ბრძოლა 14 წამში მოიგო. ქართველი მებრძოლის მეტოქე ბოსნიელი დრაგოლუბ სტანოიევიჩი იყო. მეტოქისთვის მიყენებული რამდენიმე უძლიერესი დარტყმის შემდეგ ექიმებმა ბოსნიელისთვის დახმარება სცადეს, თუმცა მან წამოდგომა ვეღარ შეძლო და ოქტაგონიც სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.

27 ნოემბერი 2020, 19:06

COVID19

Reuters: ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ზე კიბერთავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 19:05

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია

„მთავარია ორი თვის განმავლობაში წარმატებულად ვმართოთ ის პროცესი, რომელსაც წარმატებულად შევეჭიდეთ და მჯერა, რომ ტურიზმი ისევ გახდება ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ინდუსტრია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ხატია დეკანოიძე

27 ნოემბერი 2020, 18:50

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: თუ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება

თუ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება, - ამის შესახებ Facebook-ზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.

27 ნოემბერი 2020, 18:36

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი თეირანის მახლობლად მოკლეს

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანელი ფიზიკოსი, მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელად მიიჩნევა, თეირანის მახლობლად მოკლეს.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 18:34

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი მისიაა გვერდში დავუდგეთ ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან

ჩვენი მთავრი მისია დღეს ისაა, რომ მხარში დავუდგეთ იმ ეკონომიკურ დარგებს, რომელიც პირველ რიგში ქმნიან სამუშაო ადგილებს, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 18:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს

დღეს ქვეყანაში უკვე 4700-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა და ახლა აუცილებელია, შევასუსტოთ ვირუსის გავრცელების ტემპი. სამწუხაროდ, ეს შეზღუდვები ნეგატიურად აისახება ბიზნესსა და უშუალოდ დასაქმებულებზე. დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს, რომელსაც პანდემიამ ზიანი მიაყენა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 18:21

რეგიონი

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხბურთო მოედანი და კალათბურთის კორტები, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედანი. იგეგმება ფანჩატურების განლაგება , გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი - პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:19

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: ამ პროცესში ელისაშვილი და „გირჩი“ გაცილებით თანმიმდევრული ჩანან

უკვე აღარ არსებობს კვალიფიციური სუბიექტი, არსებობს საპარლამენტო სუბიექტი. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ არ აღიარებს არჩევნებს, არ აღიარებენ, რომ მათ აიღეს ამდენი ხმა, არ აღიარებენ შედეგებს, მაგრამ ითხოვენ ფულს. არ აღიარებენ შედეგებს, ითხოვენ ფულს და თანაც იმდენს, რამდენი ხმაც მიიღეს, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ის ვინც არ ითხოვს, მაგალითად ელისაშვილი ან „გირჩი“, ისინი გაცილებით თანმიმდევრული ჩანან ამ სიტუაციაში. თუ არ ვაღიარებ იმას, რომ 1% მაქვს, გასაგებია უტყდებათ, რომ 1% აქვთ, რთულია ამის აღიარება, ხალხს რომ უმტკიცებ, პრემიერ მინისტრი უნდა გავხდეო და თურმე 3% გაქვს. და როდესაც ამბობ, რომ კი, მე არ მაქვს ეს 3% მაგრამ 3%-ის ფული მომეცი, ირიბად კი არა პირდაპირ აღიარებ შედეგს. და ვინც არ აკეთებს ამას, ის რა თქმა უნდა, უფრო თანმიმდევრულია“, - განაცხადა ახვლედიანმა

ალექსეი ნავალნი

27 ნოემბერი 2020, 18:16

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი: ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს სანქციები უნდა დაუწესოს

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს სანქციები უნდა დაუწესოს.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:04

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: არაადეკვატურობის მაგალითია ოპოზიციის განცხადება, რომ ინფიცირებულთა ზრდა აქციებს არ უკავშირდება

ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანის პირზე გავდივართ, ერთ მხარესაა უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, მეორე მხარეს კი ეკონომიკური გამოწვევები, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:02

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011 წელს, ქართული ოპოზიცია იმდენად მძიმე ვითარებაში იყო, რომ „ნაცმოძრაობას“ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა

2008 წელს რამდენიმე პოლიტიკური პარტია არ შევიდა პარლამენტში, გაიკეთა პოლიტიკური ჰარაკირი და შემდეგ აღიარეს, რომ ეს შეცდომა იყო. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011 წელს, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს იმდენად მძიმე ვითარება ჰქონდა იმ შეცდომის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა, იმიტომ რომ პოლიტიკური სპექტრი აღარ არსებობდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა განახცადა.

27 ნოემბერი 2020, 17:59

საზოგადოება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის 10,2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს მოეწერა ხელი

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, სააგენტოსა და დონორი სახელმწიფოების დახმარებით საქართველოში განხორციელდება ახალი პროექტები, რომელიც მოიცავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. კონკრეტულად, პროექტების განხორციელებისთვის გამოიყოფა 10 199 509 ევრო.

27 ნოემბერი 2020, 17:55

სპორტი

ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება

ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის მესამე ტურში ფინეთის გუნდს შეხვდება. ნაკრებს შეუერთდა კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ამ წუთებში თანაგუნდებელთან ერთად პირველად ვარჯიშობს.

27 ნოემბერი 2020, 17:55

COVID19

პულმონოლოგი: კოვიდგადატანილ ახლობლებთან დაკავშირებას, ექიმთან დაკავშირება სჯობს, რადგან ინფექცია ყველა ადამიანში განსხვავებულად მიმდინარეობს

ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც კოვიდგადატანილ პაციენტებს ურეკავენ ნათესავები, ახლობლები და სთხოვენ მათ იმ დანიშნულების სქემებს, რითიც ისინი იტარებდნენ მკურნალობას, - ამის შესახებ პულმონოლოგმა, კახა ვაჭარაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 17:48

სპორტი

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. გადაწყვეტილება დღეს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. საქართველოს მხარემ ონლაინ-ფორმატში გამართულ ფორუმზე დელეგატებს ბაკურიანის განაცხადის შესახებ ინფორმაცია და 3-წუთიანი საპრეზენტაციო ვიდეორგოლი წარუდგინა, რამაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მასპინძლობაზე განაცხადი მხოლოდ ჩვენ ქვეყანას ჰქონდა შეტანილი.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 17:30

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თებერვლიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმისთვის

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს მაქსიმალურად დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროებისა და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია ძალიან რთულია“.

27 ნოემბერი 2020, 17:17

საზოგადოება

საქართველო საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ პრემიის ნომინანტია

საქართველო წარდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის - მშვიდობა და სპორტი (Peace and Sport) 2020 წლის პრემიაზე, ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ინიციატივა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ, საქართველოს კანდიდატურა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღის (6 აპრილი) აღნიშნვასთან დაკავშირებული ონლაინ-აქტივობებისთვის გამოარჩია.

27 ნოემბერი 2020, 17:16

ეკონომიკა

მებაჟე ოფიცრების მიერ 2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

საცობი

27 ნოემბერი 2020, 17:09

საზოგადოება

28 ნოემბრიდან დაგეგმილი გამკაცრებული შეზღუდვების გამო თბილისის მთავარ მაგისტრალებზე საცობია. ფოტო+ვიდეო

28 ნოემბრიდან დაგეგმილი გამკაცრებული შეზღუდვების გამო თბილისის მთავარ მაგისტრალებზე საცობია.