imedi /  19 მარტი 2020, 20:12 / სანდო წყარო

აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ მედიკამენტმა, „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა.

მისი თქმით, „ჰიდროქსილქლოროკინი“ დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულებით. დონალდ ტრამპის განმარტებით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახურმა ამ მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა.

ამასთან, მისივე თქმით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენება პაციენტებზე, ხოლო შემდეგ სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური შეძლებს შეაგროვოს მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთმა პრეპარატმა, „რემდესივირმა“ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა კორონავირუსის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური უახლოეს დროში დაამტკიცებს აღნიშნულ პრეპარატს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 10:46

ვიდეო

გიორგი კალანდიას ნიღბების კოლექცია

ირაკლი ნადარეიშვილი

02 აპრილი 2020, 10:45

COVID19

ირაკლი ნადარეიშვილი: პირბადეებით პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ისინი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში

პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვცდილობთ, პირველ რიგში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, ისინი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. „დღეს გვქონდა საშუალება, საქართველოში დამზადებული პირბადეები საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეგზავნა, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ თავის საქმიანობას საქართველოში. პირბადეების გარკვეული რაოდენობა ასევე გაიგზავნა საქართველოს საელჩოებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამით, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოგვემარაგებინა საქართველოში წარმოებული პირბადეებით,“ - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

ბავშვის დაბადება

02 აპრილი 2020, 10:44

COVID19

კომენდანტის საათის პირობებში, აჭარაში პირველი ბიჭი დაიბადა

კომენდანტის საათის პირობებში, გურიაში ახალშობილი დაიბადა. იოვანე ჩხარტიშვილი პირველი ახალშობილია, რომელიც 31 მარტს დაიბადა, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი RAV4-ის მარკის ავტომობილი გააჩერა. გაირკვა, რომ მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე.

მარინა ეზუგბაია

02 აპრილი 2020, 10:36

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს

„გვყავს 5 მძიმე ავადმყოფი, აქედან 2 კრიტიკულია, ჯერ კიდევ არასტაბილურია მათი მდგომარეობა. დანარჩენი სამი, რომელიც იყო მძიმეზე მეტი, კრიტიკულამდე, მათი მდგომარეობა დასტაბილურდა, დღესაც ასე თუ გაგრძელდა შეიძლება ვთქვათ რომ მათი მდგომარეობა გადაილახა. პროგნოზი და გამოჯანმრთელდება შორს არ იქნება. გვყავს სამი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელიც დღის განმავლობაში დატოვებენ კლინიკას. რადგან კომენდანტი საათია და დღის მეორე ნახევარში პაციენტების გაწერას ჩვენ ვერ ვახერხებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

02 აპრილი 2020, 10:35

ვიდეო

კომუნალური გადასახადების დაფინანსება

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 10:33

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5437 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260.

ბოჭორიშვილის კლინიკა

02 აპრილი 2020, 10:29

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე მკურნალობს 14 პაციენტი. 14 პაციენტიდან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს COVID 19. გუშინ კვლევაში ჩაერთო 4 პაციენტი, ოთხივეზე მოვიდა უარყოფითი შედეგი. დღეს კვლევას დაემატება 3 პაციენტი, დაველოდებით მათ შედეგებს. არსებული პაციენტებიდან დადასტურებული დიაგნოზით რომლებიც მკურნალობენ, 3 პაციენტზე ხვალ უკვე გადამოწმდება მათი გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები ლაბორატორიულად. ახალი 2 პაციენტიდან ერთ-ერთს ყურადღება საყურადღებო მძიმეა, მეორე პაციენტთანაც საყურადღებოა მდგომარეობა“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

02 აპრილი 2020, 10:24

ვიდეო

ემოციური წერილები კარანტინიდან

ზვავსაშიშროება

02 აპრილი 2020, 10:22

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

„ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

02 აპრილი 2020, 10:20

ვიდეო

როგორ მოვუაროთ სახის კანს სახლის პირობებში - ეკო ფანგანის რჩევები

პირბადეები გადაცემა

02 აპრილი 2020, 10:14

COVID19

საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო მისიებს ადგილობრივი წარმოების პირბადეები გადაეცა

ნიღბების წარმოების ორგანიზება ეკონომიკის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო. ამ ეტაპზე, პირბადეები უკვე დაურიგდათ ცალკეულ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებსა და იმ მოხელეებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ მაღალი რისკის მქონე პირებთან.

02 აპრილი 2020, 10:06

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 130 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 23 უკვე გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

აშშ კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 09:57

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 5 ათასს აღემატება

გარდაცვლილთა შორის 6 კვირის ჩვილია. ჯამში კი ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 213 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა.

ალექსანდრე გოგინავა

02 აპრილი 2020, 09:43

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს ორგანოები

„მინდა საზოგადობას ვუთხრა, რომ „პლაქვენილი“ არ არის პრევენციული საშუალება კორონავირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად. ადამიანებმა, ვინც არიან ჯანმრთელები ან აღენიშნებათ სიმპტომები, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია, არც ერთი შემთხვევაში არ უნდა მიიღონ „პლაქვენილი“ 2 მთავარი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ ეს უეფექტოა და მეორე ის, რომ „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს სხვადასხვა ორგანო“, - განმარტა გოგინავამ.

ალექსანდრე გოგინავა

02 აპრილი 2020, 09:30

COVID19

ალექსანდრე გოგინავამ განმარტა რამდენად ეფექტურია კუსტარულად დამზადებული ნიღბები

„კუსტარულად, არასამედიცინო ტიპის ნიღბების ეფექტურობა არის ძალიან დაბალი. ზუსტ პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ დაბალია მათი დამცველობის ფუნქცია. თუ არ არის ჩვეულებრივი სამედიცინო ქირურგიული ნიღაბი, იმ შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია ამის გამოყენება, მაგრამ ეს რისკსაც შეიცავს, იმიტომ რომ არასწორად შეკერილმა და დამზადებულმა ნიღაბმა შეიძლება გაზარდოს დაინფიცირების რისკი“, - განაცხადა გოგინავამ.

ტესტირება ლაბორატორია

02 აპრილი 2020, 09:16

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ავსტრალიის მეცნიერების ეროვნული სააგენტო დაადგენს, მოქმედებს და არა ვაქცინები და რამდენად უსაფრთხო იქნება მათი გამოყენება ადამიანებისთვის. სპეციალისტების თქმით, ცხოველებზე ტესტირების პირველი შედეგები სავარაუდოდ ივნისში იქნება.

ჯოან როულინგი

02 აპრილი 2020, 09:00

COVID19

ჯოან როულინგმა იზოლაციაში მყოფი ბავშვებისთვის ჰარი პოტერის სამყაროს შესახებ ახალი ვებგვერდი გახსნა

„მშობლებს და მასწავლებლებს, რომლებიც ფიქრობენ როგორ გაართონ სახლში ჩაკეტილი ბავშვები ცოტაოდენი ჯადოქრობა გამოადგებათ, ამიტომ მიხარია მათი დახმარება“, - დაწერა როულინგმა Twitter-ზე.

„თალიბანის“ დელეგაცია

02 აპრილი 2020, 08:46

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობამ და „თალიბანმა“ პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პირველ დღეს პროგრესს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მიაღწიეს. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1 000.

ევგენია კოტანიდისი

02 აპრილი 2020, 08:31

COVID19

ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარემ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაზე ისაუბრა

დაუჯერებელია, თუმცა პატარა ქვეყანამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, შეძლო რომ სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილი არც ერთი ადამიანი არაა,, - ამის შესახებ საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარემ, ევგენია კოტანიდისმა ბერძნულ ტელეარხ „Open TV-სთან“ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. ბერძენი ტელეწამყვანის შეფასებით, თუ საქართველო შეძლებს იმას, რომ არ დაფიქსირდეს ქვეყანაში არც ერთი ინფიცირებულის გარდაცვალება, ის მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო ადგილს დაიკავებს.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 08:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს უახლოვდება

მსოფლიოს მასშტაბით კორნანვირუსის 937 147 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები. აქედან 47 235 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, გამოჯანმრთელდა 193 770 ადამიანი. ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიუსის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი ერთ მილიონს რამდენიმე დღის განმავლობაში გადააჭარბებს.