imedi /  20 მარტი 2020, 12:18 / სანდო წყარო

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 80 წლის პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია

ლევან რატიანი

ლევან რატიანი

80 წლის ქალისთვის ჩატარებული მკურნალობის შემდეგ გასულია 24 საათი და მისი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით, სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ხარისხი შემცირებულია, გუნება-განწყობილება აღნიშნულ პაციენტთან დადებითად ფასდება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

„ჩვენთან გახლავთ ოჯახი, თუ რა ღონისძიებაზე იმყოფენოდნენ ნამდვილად ვერ გეტყვით, შემიძლია გითხრათ, რომ შეკრებაზე იყვნენ. ცოლ-ქმარი ჩვენ კლინიკაში 48 საათის წინ მოთავსდა. ჩატარებული მკურნალობის შედეგად ქალბატონთან და ბატონთან ცხელების ეფექტი არ ფიქსირდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. მეოთხე პაციენტი, რომელიც ასაკით 80 წლისაა, იმ კლასტერიდანაა, რომელსაც ცოლ-ქმარი წარმოადგენს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია“, - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა.. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2020, 16:29

COVID19

შიდა ქართლში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტების რაოდენობის გაზრდის შედეგად კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5 280-ით გაიზარდა. ხოლო გამოჯანმრთელდა 35 ადამიანი. თვითიზოლაცია მოეხსნა 36 პირს. სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 201 შეადგენს, აქედან 1 001 პაციენტი მკურნალობას სახლში გადის. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 2 540 პირი.

თურქეთი

05 დეკემბერი 2020, 16:29

მსოფლიო

თურქეთი მაისის შემდეგ პირველად, სრულ ლოკდაუნზე გადავიდა

თურქეთში მაისის შემდეგ პირველად, სრული ლოკდაუნი ამოქმედდა. ამის მიზეზი კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელის დაფიქსირება. 83-მილიონიან ქვეყანაში 32 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არიან უსიმპტომოებიც, ეს პანდემიის დაწყებიდან, მარტიდან დღემდე ყველაზე დიდი რიცხვია.

სერგო ჩიხლაძე

05 დეკემბერი 2020, 16:15

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: მთელი ოპოზიციის პოზიცია კვლავ ერთიანია

„ჩვენს კოლეგებს გავაცანით, რაზე იყო საუბარი გუშინ ელჩებთან, კიდევ ერთხელ შევჯერდით, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის პოზიცია არის კვლავ ერთიანი, არ გავდივართ იმ სივრციდან, რასაც ჰქვია ვადამდელი არჩევნები, დეტალებზე კვლავ არ ვსაუბრობთ, ვიცავთ შეთანხმებას და რამდენიმე დღეში გავაკეთებთ განცხადებას“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

05 დეკემბერი 2020, 16:09

COVID19

კახეთში სწრაფი ანტიგენის ტესტირებისთვის შესაბამის დაწესებულებებს დღეში ასობით ადამიანი მიმართავს

კახეთში სწრაფი ანტიგენის ტესტირებისთვის შესაბამის დაწესებულებებს დღეში ასობით ადამიანი მიმართავს. კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ეს პროცესი რეგიონში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. შიოშვილი მიესალმება მოქალაქეების ჩართულობას კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და მიიჩნევს, რომ უფასო ტესტირებაში მათი მონაწილეობა მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

05 დეკემბერი 2020, 15:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 66 015 170 შემთხვევა გამოვლინდა, 1 521 066 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 431 570 - გამოჯანმრთელდა.

გიორგი გახარია

05 დეკემბერი 2020, 15:43

პოლიტიკა

გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს

„გულწრფელად ვულოცავ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივნად დანიშვნას,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ ჰელგა შმიდის ხელმძღვანელობის პირობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.

05 დეკემბერი 2020, 15:37

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება. ბელგიის გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა ქართველი ფეხბურთელი ოსტენდესთან მატჩის განაცხადში შეიყვანა. 21 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ, ტრავმის გამო ორი თვე გაუცდა, თუმცა ახლა ის მწყობრშია და შესაძლოა გენტს მომავალ შეხვედრაში დაეხმაროს. „გენტი“ 6 ოქტომბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურში „ოსტენდეს“ ესტუმრება.

05 დეკემბერი 2020, 15:30

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება 30 ლოკაციაზეა შესაძლებელი

სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სწრაფი ტექსტი ჩატარება 30 ლოკაციაზე შეუძლიათ. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ლოკაციების რაოდენობა 7 დეკემბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

05 დეკემბერი 2020, 15:23

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50,000-ს გადააჭარბა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,181 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 321 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 1,028,986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 50,016 ადამიანი გარდაიცვალა.

05 დეკემბერი 2020, 14:59

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 32 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 32 736 შემთხვევა გამოვლინდა, 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 4 811 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 527 070 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 14 509 ადამიანი, 423 142-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

05 დეკემბერი 2020, 14:47

სამართალი

პროკურატურამ „ზღვის ჰოსპიტალზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ შპს „ზღვის ჰოსპიტალზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს - ი.წ-ს, გ.ჯ-ს და ვ.ნ-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატოურა ავრცლებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ., რომლებიც გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, შპს „ზღვის ჰოსპიტალს“ დაესხნენ თავს, რა დროსაც იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს.

სალომე ზურაბიშვილი ავღანეთი

05 დეკემბერი 2020, 14:40

თავდაცვა

უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს.

05 დეკემბერი 2020, 14:34

COVID19

მალხაზ თორია: აბაშაში 30 პაციენტზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება იმუშავებს

კორონავირუსის სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სწრაფი ტექსტის ჩატარება 30 ლოკაციაზე შეეძლებათ. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ლოკაციების რაოდენობა 7 დეკემბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

05 დეკემბერი 2020, 14:28

სპორტი

„უეფამ“ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „უეფამ“ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, - ინფორმაციას Be Soccer-ი ავრცელებს. ისევე როგორც წინა თვეებში, ლიდერი ამჯერადაც „ბაიერნია“, რომელმაც 2020 წელს ყველა საკლუბო ტიტული მოიგო და მიუნხენური გრანდი ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა.

05 დეკემბერი 2020, 14:21

პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ბარიერგადალახული პარტიები იმ ძალებს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ.

05 დეკემბერი 2020, 14:19

საზოგადოება

6-7 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება

6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გია ნიჟარაძე

05 დეკემბერი 2020, 14:07

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 4 დეკემბერს გამართულ რაგბი ევროპის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდა, ორგანიზაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და დირექტორთა საბჭოს წევრები აირჩიეს.

05 დეკემბერი 2020, 13:52

საზოგადოება

5 დეკემბერი მოხალისეთა საერთაშორისო დღეა

დღეს მოხალისეთა საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1985 წლის 17 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში (40/210) ხაზი გაუსვა მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში და შესთავაზა წევრ სახელმწიფოებს ყოველწლიურად აღენიშნათ 5 დეკემბერი, როგორც მოხალისეთა საერთაშორისო დღე.

05 დეკემბერი 2020, 13:46

რეგიონი

სოფელ ბულაჩაურის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შენობის შეკეთება და ეზოს კეთილმოწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს, რომლიც 2020 წლის ბოლოს დასრულდება შპს „დარი“ აწარმოებს. საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69 476 ლარი დაიხარჯება.

05 დეკემბერი 2020, 13:41

საზოგადოება

წელს ახალი ღვინის ფესტივალი ონლაინ ჩატარდება

27, 28, 29 დეკემბერს, „ღვინის კლუბი” მე–11 „ახალი ღვინის ფესტივალს“ გამართავს, რომელიც ამჯერად ონლაინ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 100–ზე მეტი მარანი. წარმოდგენილი იქნება 2019 წლის ღვინოები, თუმცა მარნები სხვა მოსავლის ღვინოებსაც გაყიდიან ფესტივალის ფარგლებში.