imedi /  20 მარტი 2020, 19:47 / სანდო წყარო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს

პერსონალური მონაცემები

COVID-19-ის (კორონავირუსი) გავრცელების მასშტაბის ზრდასთან ერთად, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ვირუსთან ბრძოლის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

„აქტუალური გახდა ისეთი საკითხები, როგორიცაა ვირუსით ინფიცირებულ, შესაძლო ინფიცირებულ ან/და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავება; საჯარო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების მიერ დისტანციურ მუშაობის პროცესში მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა; შეხვედრებისას (მათ შორის ონლაინ სასწავლო პროცესში) მონაცემთა დაცვა.

მსოფლიოში COVID-19-ით (კორონავირუსი) შექმნილ ვითარებაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე, რეკომენდაციები გაიცა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო უწყებების მხრიდანაც.

მაღალი საჯარო ინტერესიდან, ასევე, საჯარო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების მხრიდან ზემოაღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციისთვის მზარდი მომართვებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას და რეკომენდაციას პანდემიის დროს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით.

რეკომენდაციები და განმარტებები მიზნად ისახავს კონფიდენციალური ინფორმაციის მართვის პროცესში ორგანიზაციების დახმარებას.

მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა პანდემიის ან სხვა რაიმე საგანგებო სიტუაციის დროს არ აბრკოლებს აუცილებელი ინფორმაციის გაზიარების პროცესს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა, ასევე, საჯარო და კერძო დამსაქმებლებმა იცოდნენ თუ როგორ და რა დოზით შეიძლება პერსონალური, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, აგროვებენ და ამუშავებენ სხვადასხვა პერსონალურ მონაცემებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისა და ფუნქციონირებისთვის.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ჯანდაცვის დაწესებულებებს უწევთ ინფიცირებულ ან/და შესაძლო ინფიცირებულ პირთა შესახებ მეტი მოცულობით მონაცემების შეგროვება, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევებში (მაგალითად, აგროვებენ ინფორმაციას მოქალაქეთა საზღვარგარეთ მოგზაურობის, სამუშაო ადგილის, ახლო კონტაქტში მყოფი პირების შესახებ), რაც არსებული საჭიროებიდან გამომდინარეობს და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

პანდემიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და სამედიცინო კონსულტაციების გაწევის მიზნით, დასაშვებია საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა სატელეკომუნიკაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.

გასათვალისწინებელია, რომ ასეთი სიტუაციების დროს, იზრდება შეცდომაში შემყვანი და ე. წ. ,,თაღლითური შეტყობინებების“ მიღების რისკი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალური ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას.

ვირუსით ინფიცირებულ, შესაძლო ინფიცირებულ ან/და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა ვინაობის (სახელის, გვარის) საჯაროდ გავრცელება, როგორც წესი, აუცილებელი არ არის და საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად საკმარისია მათ შესახებ არაიდენტიფიცირებადი ფორმით ინფორმაციის გავრცელება (მოქალაქეობა, ეთნიკური კუთვნილება, ასაკი, სამუშაო ადგილი, მათი გადაადგილების მარშრუტი და ა.შ.). აღნიშნულ პირთა ვინაობის შესახებ მონაცემების გასაჯაროება და მესამე პირთათვის გამჟღავნება დასაშვებია იმ მოცულობითა და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია დაავადების პრევენციის, კონტროლისა და მართვისათვის.

დასაქმებულთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პარალელურად, დამსაქმებლები ცდილობენ შეინარჩუნონ საქმიანობის უწყვეტობა.

კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებლებს დასაქმებულთა დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ დასაქმებულთა ნების მიუხედავად, თუ ეს ემსახურება უსაფრთხო შრომითი გარემოს უზრუნველყოფას ან/და ემსახურება ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვას.

დასაშვებია დამსაქმებელმა შეაგროვოს შემდეგი ინფორმაცია: დასაქმებული სტუმრობდა თუ არა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკის შემცველ ქვეყანას, აქვს თუ არა დასაქმებულს ვირუსის სიმპტომები, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ვირუსით დაინფიცირებულ პირ(ებ)თან.

დასაქმებულის დაინფიცირების შესახებ ეჭვის შემთხვევაში დამსაქმებელმა უნდა მიმართოს შესაბამის ჯანდაცვის უწყებას და დაექვემდებაროს მის მითითებებს.

დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის დაინფიცირების შესახებ, ინფორმაციის სხვა დასაქმებულებისათვის გამჟღავნება დასაშვებია, თუ ეს აუცილებელია დასაქმებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოსავლენად ან/და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის.

მოპოვებული მონაცემები დამსაქმებელმა უნდა შეინახოს იმ ვადით, რაც აუცილებელია მის კომპეტენციას მიკუთვნებული ღონისძიებების განხორციელებისთვის. შემდგომ ეს მონაცემები უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან შენახულ იქნას პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.

დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც (სკოლები, უნივერსიტეტები), ასევე ხშირია დისტანციურად შეხვედრების გამართვის პრეცედენტები.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ონლაინ სასწავლო პროცესის, ონლაინ შეხვედრების ამსახველი (მათ შორის, იუმორისტული) ფოტო-ვიდეო მასალა.

ონლაინ შეხვედრების, ონლაინ-სწავლების ამსახველი მასალა (ფოტო, ვიდეო გამოსახულება) წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებს, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი გასაჯაროებისას.

არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (გახდეს ბულინგის ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი).

შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე, არასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

დისტანციური შეხვედრებისათვის გამართვისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თანამედროვე კოლაბორაციული კომუნიკაციის სისტემები (მაგალითად, Webex, Zoom, Teams და ა.შ.).

ორგანიზაციათა უმეტესობამ უკვე მიმართა დისტანციურად მუშაობის რეჟიმს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა დისტანციურად მუშაობა მარტივი გახადა, თუმცა ასეთ დროს დღის წესრიგში დგება სამსახურებრივი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხი.

სახლიდან დისტანციურად მუშაობისას სასურველია გამოყენებული იყოს სამსახურის კომპიუტერი. თუ საჭიროა სახლის კომპიუტერიდან სამსახურის კომპიუტერში დისტანციური წვდომის საშუალებებით შესვლა, ამისათვის აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული თანამედროვე და განახლებული პროგრამები. საკუთარ კომპიუტერში რეგულარულად უნდა განახლდეს ოპერაციული სისტემები (MS Windows, MacOS). აუცილებელია კომპიუტერში შესვლის პაროლის დაყენება. იმ ელექტრონულ სისტემებში შესვლისთვის, რომელზეც წვდომა ინდივიდუალური მომხმარებლის სახელით არის შესაძლებელი, უმჯობესია გამოყენებულ იყოს რთული და კომპლექსური პაროლი (რომელიც შეიცავს არანაკლებ 10 სიმბოლოს, დიდ და პატარა ლათინურ ასოებს, ციფრებს და სპეციალურ სიმბოლოებს. მაგ.: #,$, &, @ და ა.შ.). ასევე, სადაც ეს შესაძლებელია, გამოყენებულ უნდა იქნეს ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მექანიზმები (მომხმარებლის სახელთან ერთად, პაროლი და დამატებითი ერთჯერად კოდი). ერთიდაიგივე პაროლი არ უნდა იყოს გამოყენებული სხვადსხვა სისტემებში შესვლისათვის. სამსახურის შიდა ელექტრონულ რესურსებთან წვდომისათვის გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ დაშიფრული VPN კავშირის საშუალებები. გამოყენებული უნდა იყოს ანტივირუსული პროგრამები, თუნდაც უფასო ვერსიები. სასურველია მონაცემების სარეზერვო ასლების გაკეთება ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების და მონაცემების სამსახურის სერვერზე შენახვა. უნდა დაიშიფროს კონფიდენციალური მონაცემები, თუნდაც უფასო შიფრაციის პროგრამების გამოყენებით (მაგალითად, VeraCrypt, BitLocker და ა.შ.). არ უნდა იყოს გამოყენებული უცხო USB მონაცემთა მატარებლები. დაცული უნდა იყოს კომპიუტერის ფიზიკური უსაფრთხოება (დამსაქმებელმა იგი არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ სხვადასხვა ადგილზე).

ასევე, დასაქმებულმა უნდა უზრუნველყოს სახლის უკაბელო ქსელური მოწყობილობის უსაფრთხოება. კერძოდ: სახლის უკაბელო ქსელური მოწყობილობის მართვისათვის გამოყოფილი მომხმარებლის პაროლი არ უნდა იყოს სხვისთვის ცნობილი; შესაძლებლობის შემთხვევაში, უმჯობესია ინტერნეტიდან შეიზღუდოს უკაბელო ქსელური მოწყობილობის სამართავ პანელზე წვდომა; უკაბელო ქსელური კავშირისათვის გამოყენებული შიფრაციის მეთოდები სასურველია იყოს თანამდეროვე (მაგალითად, WPA2 ან WPA3); სახლის უკაბელო ქსელურ მოწყობილობასთან დაკავშირების პაროლი უნდა იყოს კომპლექსური და არანაკლებ 16 სიმბოლოსგან შემდგარი; პერიოდულად უნდა შეიცვალოს უკაბელო ქსელის მოწყობილობასთან დაკავშირების პაროლი.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარებით სარგებლობენ ჰაკერები.

მსოფლიოში ბევრი ცრუ ე.წ. „ფიშინგ“ საიტებია შექმნილი, სადაც განთავსებულია ვირუსის გავრცელების სტატისტიკური მონაცემები და რომლებზეც შესვლის შემდგომ შესაძლებელია კომპიუტერებიდან მონაცემების მოპარვა. შესაბამისად, რეკომენდებულია ვირუსის გავრცელების სტატისტიკური მონაცემების მხოლოდ ოფიციალურ ან საინფორმაციო სააგენტოებისა და მედია ორგანიზაციების საიტებზე დათვალიერება.

ასევე, ძალიან მომატებულია ელ-ფოსტით გაგზავნილი ცრუ ე.წ. „ფიშინგ“ წერილების რაოდენობა. ამა თუ იმ ცნობილი ორგანიზაციის ან ადამიანის სახელით ცრუ შეტყობინებები იგზავნება კონფიდენციალური ან პერსონალური ინფორმაციის მოპარვის მიზნით.

საფრთხის შემცველია უცნობი ორგანიზაციების და პირების მიერ გამოგზავნილ წერილებში მიმაგრებული ფაილები. შესაბამისად, მიბმული ფაილები არ უნდა გაიხსნას, სანამ მომხმარებელი არ დარწმუნდება, გამომგზავნი ორგანიზაციის ან/და პირის კეთილსინდისიერებასა და რეალურობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ჟაირ ბოლსონარო

27 ნოემბერი 2020, 15:02

COVID19

ჟაირ ბოლსონარო: ვაქცინის გაკეთებას არ ვაპირებ - ეს ჩემი უფლებაა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას არ გაიკეთებს.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2020, 15:00

COVID19

თამარ გაბუნია: საპროტესტო აქციებმა სერიოზული ბიძგი მისცა ინფექციის ასე სწრაფად გავრცელებას

ჩვენ შევედით პიკის ფაზაში და შეზღუდვების მიზანია, პიკის პერიოდის სტაბილიზაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 14:59

საზოგადოება

ავტობუსების მუშაობის შეჩერების მიუხედავად, „ბასლეინებზე“ მოძრაობა არ შეიძლება

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები არ შედის, შესაბამისად, რეგულაცია ძალაში რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მძღოლებს „ბასლეინის“ გადაკვეთა არ შეეძლებათ.

27 ნოემბერი 2020, 14:50

საზოგადოება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლსა და მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე იმსჯელა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და იმ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა, რომლებიც 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

კახა კალაძე

27 ნოემბერი 2020, 14:35

საზოგადოება

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება

„ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადი დროებით უქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარკირების აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისთვის, რომ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ ადამიანებს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით ემგზავრათ.

27 ნოემბერი 2020, 14:34

სამართალი

სუს-ი: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

კახა კალაძე

27 ნოემბერი 2020, 14:25

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად მერია ნახევარ მლნ ლარს გამოყოფს

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით უზრუნველყოფისთვის მერია ნახევარ მლნ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი 2020, 14:24

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს

ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და შობას 7 იანვრის ღამეს აღნიშნავს, ამიტომ ამ შეზღუდვიდან ამოღებული იყო გამონაკლისი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა კონფესიის უფლებების დაცვას.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2020, 14:24

საზოგადოება

ლევან დავითაშვილის თქმით, 50-კილოგრამიანი ფქვილის ტომრის ფასი 53 ლარი იქნება

„ფასი განვსაზღვრეთ ფიქსირებული 53 ლარით. წისქვილებისთვის არის პირობა, რომ ამ ფასზე მეტად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს,რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. 53 ლარი იქნება ფქვილის 50-კილოგრამიანი ტომრის ფასი. სახელმწიფო სუბსიდია იქნება ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. წისქვილები სხვადასხვა ფასს შემოგვთავაზებენ, გარკვეული კონკურენციაც იქნება, რომ სახელმწიფოს ნაკლები თანხა დაუჯდეს და შედეგი იგივე მივიღოთ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. დაახლოებითი ბიუჯეტი შეფასებულია, რომ თვეში 2-2.5 მილიონი ლარია და დაახლოებით მთელი პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი 2020, 14:17

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სოციალური პაკეტის ფარგლებში სახელმწიფო კვლავ სთავაზობთ მოსახლეობას კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას 4 თვის განმავლობაში.

პაატა იმნაძე

27 ნოემბერი 2020, 14:17

COVID19

პაატა იმნაძე: დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ კორონა მოგონილია იმიტომ, რომ დაჩიპონ

არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს და რომ ის არის პრობლემა. მათ სჯერათ, რომ ეს არის მოგონილი, რომ დაჩიპონ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2020, 14:09

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პურზე ფასი არ გაიზრდება

„საქართველოს მთავრიობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხორბლის ფქვილის, ამ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. ​პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან და მოსახლეობას მინდა სრული პაუსხიმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კორონავირუსი

27 ნოემბერი 2020, 14:02

COVID19

კახეთში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, რეგიონის მასშტაბით ვირუსის მატარებელი 3 284 მოქალაქეა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ახმეტა-8, გურჯაანი-31, დედოფლისწყარო -11, თელავი -54, ლაგოდეხი - 4, საგარეჯო - 9, სიღნაღი -5 და ყვარელი -14.

პაატა იმნაძე

27 ნოემბერი 2020, 13:59

COVID19

როდის არის ეპიდსიტუაციის დასტაბილურება მოსალოდნელი. პაატა იმნაძის კომენტარი

შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ პირველ რიგში ველოდებით იმას, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და დეკემბრის მეორე ნახევარში შემთხვევების მატება აღარ გვექნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ ნელ-ნელა კლება. ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით, მით უმეტეს, პირველ დღეებში, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2020, 13:56

COVID19

თამარ გაბუნია: 360 კოვიდინფიცირებული პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 421 საწოლია თავისუფალი

დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდდადებითი შემთხვევა სტაციონარში იყო 5, 577, აქედან 1,034 პაციენტი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და 360 პაციენტი არის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ესენი არიან ის მძიმე და კრიტიკული პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

27 ნოემბერი 2020, 13:53

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში - ნონსენსია

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიების დაფინანსების საკითხზე პოლიტიკური მოძრაობის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს. ამ თემაზე ის Facebook-ზე წერს.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2020, 13:52

COVID19

თამარ გაბუნია: სექტემბრის ბოლოს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო, საბედნიეროდ მათი დიდი ნაწილი სამუშაო ადგილებს უკვე დაუბრუნდა

სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომლის გადაჭრაც მარტივად, მოკლე დროში შეუძლებელია. ჩვენ ვმუშაობთ იმ ადამიანური რესურსით, ვინც დღეს სისტემაშია და ეს რესურსი ნაწილდება მეტად ცხელ წერტილებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2020, 13:46

COVID19

თამარ გაბუნია: ჩვენი მთავარი აქცენტი არის ის, რომ მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის თავისუფალი საწოლი გვქონდეს

ჩვენი მთავარი აქცენტი არის ის, რომ მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის თავისუფალი საწოლი იყოს და თუ პაციენტს რეალურად არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდ-სასტუმროში, რისთვისაც საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულთა ნაკადი არის ძალიან აქტიური და დღეს ჯანდაცვის სექტორზე ინტენსიური დატვითვა მოდის, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული რესურსი არსებობს.

27 ნოემბერი 2020, 13:45

COVID19

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალ, 21:00 საათიდან, ძალაში შედის გადაადგილების შეზღუდვა, როგორც პირადი ავტომობილებით, ტრანსპორტით, ასევე ქვეითად, გარდა ამისა, შეწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა

ეს არის ძირითადი შეზღუდვები, პირველ ეტაპზე და რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ კითხვა-პასუხები, ჩვენ ვაგროვებთ კიდევ დამატებით კითხვებს, რომლებიც შემოდის ჩვენს ცხელ ხაზებზე და დამატებით კიდევ გამოვაქვეყნებთ იმ პასუხებს, რომლებსაც დავინახავთ ხშირად დასმული კითხვების შედეგად. ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

27 ნოემბერი 2020, 13:39

COVID19

ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრმა COVID-19-ით ინფიცირებულთა მისაღებად საწოლები დაამატა

ჭიათურაში „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრმა COVID-19-ით ინფიცირებულთა მისაღებად საწოლები დაამატა. სამედიცინო ცენტრში COVID-19-ის მართვის პროცესში დამატებითი საწოლფონდის მობილიზების შედეგად, სხვადასხვა რეგიონიდან და ქალაქიდან კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია უკვე დაიწყო.