imedi /  21 მარტი 2020, 15:23 / სანდო წყარო

რა ღონისძიებებს გაატარებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. პრეზიდენტის დეკრეტი

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, იმისათვის, რათა სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება - უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები:

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი:

ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოებს მიეცეთ უფლება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:

ბ.ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები, რომელთა დარღვევისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრება ამ დეკრეტის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა;

ბ.ბ) შეჩერდეს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;

ბ.გ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესით დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, რომლის დარღვევისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრება ამ დეკრეტის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი:

გ.ა) შეჩერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში „პატიმრობის კოდექსით“ გათვალისწინებული პაემნის უფლების მოქმედება.

დ) საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი:

დ.ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები.

ე) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი:

ე.ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი:

ვ.ა) შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

ზ) საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი:

ზ.ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამ წესის დარღვევისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრება ამ დეკრეტის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა;

ზ.ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები, რომელთა დარღვევისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრება ამ დეკრეტის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა;

ზ.გ) საქართველოს მთავრობამ აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება;

ზ.დ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებული წესები და პირობები;

ზ.ე) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლება, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება, ასევე, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადება დაარეგულიროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.

5. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღევა გამოიწვევს:

ა) ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15 000 ლარის ოდენობით;

ბ) ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

6. ამ დეკრეტის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულმა პირებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

8. დეკრეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

9. დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.

ყველა სიახლე

სვეტლანა ტიხანოვსკაია

27 ნოემბერი 2020, 01:34

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოსვკაია აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოსვკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს.

სოზარ სუბარი

27 ნოემბერი 2020, 01:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ აინტერესებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა, მაგრამ ფული უნდა!

სუბარმა პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 3 მლნ ლარის დაფინანსებაზე უარის თქმა უჭირს, მაშინ როდესაც ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადა, რომ თუ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მაშინ პარტიების დაფინანსებაზეც უარი თქვან.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 01:18

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე პარტიების დაფინანსებაზე: ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს

ზაალ უდუმაშვილს მინდა ვუთხრა, რომ არავინ ავალდებულებს ის ფული აიღოს, შეეძლოთ მიეწერათ უარი, ან არც არაფერი მიეწერათ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსების მოთხოვნით, ფაქტობრივად, 14 პარტიიდან ათისგან არჩევნების შედეგის აღიარება მოხდა.

27 ნოემბერი 2020, 00:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანისა და კარლ ჰარცელის შეხვედრის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა დეზინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე - თითქოსდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თეა წულუკიანს შეხვდა - საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო გოჩა ლორთქიფანიძესა და კარლ ჰარცელს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დენზელ ვაშინგტონი

27 ნოემბერი 2020, 00:44

კულტურა

The New York Times-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო მსახიობები დაასახელა

რეიტინგის პირველ ადგილს დენზელ ვაშინგტონი იკავებს. NYT მას „ეკრანის ტიტანს“ უწოდებს. მეორე ადგილს ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი იკავებს, ლიდერთა სამეულში ასევე დენიელ დეი-ლიუსი მოხვდა - ერთადერთი მსახიობი, რომელმაც კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის 3 „ოსკარი“ მიიღო.

ვლადიმერ ბოჟაძე

27 ნოემბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში უბნების გახსნა და ხელახლა გადათვლა

ორ ნაწილად იყოფა მოსარჩელეთა რაოდენობა, ესენი არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. თუ ჩვენ ვნახავთ საჩივრების რაოდენობას, მაგალითად რამდენი დაიწერა სამოქალაქო სექტორის მიერ 2016 წელს, ვნახავთ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დაიწერა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ უბნები გახსნილიყო.

27 ნოემბერი 2020, 00:29

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო უწყება: საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს

საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სოზარ სუბარი

27 ნოემბერი 2020, 00:17

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამომრჩეველმა მეორე ტურში კიდევ ერთხელ თქვა, ბეჭედი დაუსვა, რომ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“

„მეორე ტურში, ოპოზიცია აცხადებდა, რომ არ იღებს მონაწილეობას, მოუწოდებდა ხალხს არ მისულიყვნენ არჩევნებზე. ისინი მაინც აქტიურობდნენ, ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, მაგრამ საჯარო მოწოდებები იყო, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას და ეს ამომრჩეველზე გავლენას ახდენს. შემოდგომაა, ციოდა იმ დღეს, გვიან თენდება, ადრე ღამდება, კოვიდი ადის პიკში, წვიმდა ბევრ რაიონში და ამ პირობებშიც კი, უამრავი ადამიანი მაინც მივიდა, რომ კიდევ ერთხელ ეთქვა, ბეჭედი დაესვა, რომ დიახ, ეს რის ჩვენი არჩევანი. პირდაპირ გაიმეორეს ის, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, ეს არის მათი არჩევანი და ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში იმ კურსის გაგრძელებას, რაც იყო 8 წლის განმვალობაში და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. თუ გაყალბება იყო, გაყალბება მეორე ტურში გაცილებით მარტივი იქნებოდა. დამკვირვებლები იყვნენ საკმარისად, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ხომ გაიწვიეს თავიანთი წევრები და დამკვირვებლები. პირველ ტურში იყო შესაძლებელი გაყალბება და მეორეში გაძნელდა? გამორიცხული იყო, პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც. „საია“ „სამართლიანი არჩევნები“ ყველას ჰყავდა წარმომადგენელი. ჩემს ოლქში 100-მდ სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 00:16

COVID19

ამირან გამყრელიძე: არ შევიქმნათ ილუზია, რომ შეზღუდვებს ზეგ და მაზეგ შედეგი მოჰყვება, შეზღუდვების მთავარი დანიშნულებაა, ინიფიცირების ზრდის შეჩერება

არ შევიქმნათ ილუზია, შეზღუდვები რომ დაიწყება ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება, ამ შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, როგორმე შევაჩეროთ ინიფიცირების ზრდა ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გური სულთანიშვილი

27 ნოემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს ისეთი ელექტორატი, რაც არ უნდა გაკეთონ, მაინც მათ მხარეს დგას

ოპოზიციის მთავარი ოცნება რევოლუციაა, რომელიც ალბათ, მათ ყველაზე კარგ სიზმარშიც განუხორციელებელი იქნება, რადგან ახლა 2003 წელი არ არის - ინსტიტუციები და სახელმწიფო სტრუქტურებია ძლიერი, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

27 ნოემბერი 2020, 00:00

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: დღესასწაულები ერთმანეთს „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ

„როდესაც სამმილიონნახევრიან ქვეყანაში არის დაავადების ყველაზე მეტი გავრცელება, 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაგვეცვალა და ყოველდღე გარდაცვალების მაჩვენებელი 30-40-ს შორისაა, ეს არის ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზღვარი, როცა შეუძლებელია ჩვენმა ქვეყანამ მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით მეტს გაუძლოს. მე მეტ შესაძლებლობას ქვეყანაში ვერ ვხედავ. ღმერთმა ქნას ამ შეზღუდვებმა გაამართლოს. მოსახლეობამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთსა და ნათესავებს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემზღუდავი ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტური და 2-4 კვირაში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ. ესეც სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას გაწვდება ჯანდაცვის სისტემა. მე მეგონა ამასაც ვერ გაუმკლავდებოდა ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ტრაგედია არ არის. ვაივაგლახით ვუმკლავდებით ჩვენ ექიმები და ჯანდაცვის სისტემა ამას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

სოზარ სუბარი

26 ნოემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: ყველამ კარგად დაინახა, რასაც იტყუებოდნენ - ადამიანები რევოლუციას არ გაჰყვნენ

ყველამ კარგად დაინახა, რასაც იტყუებოდნენ და შედეგიც ის არის, რამდენი კაციც გამოიყვანეს ქუჩაში. პრაქტიკულად, ადამიანები რევოლუციას არ გაჰყვნენ, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ განაცხადა. სუბარმა არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილ საჩივრებზეც ისაუბრა.

გური სულთანიშვილი

26 ნოემბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: გიგა ბოკერია და გიგი უგულავა შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობენ შიდაპარტიულ საქმეებზე

გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობენ შიდაპარტიულ საქმეებზე და ამასთანავე, მთლიანად მიშას ნარატივში არიან, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია სააკაშვილის მესიჯბოქსს იმეორებენ ბოლომდე.

ვლადიმერ ბოჟაძე

26 ნოემბერი 2020, 23:50

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: 98 ათასი ხმა დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან

„ყველა პარტიას საკუთარი მიზეზი აქვს, ილაპარაკოს არჩევნების გაყალბებაზე. „ევროპულმა საქართველომ“ 2016-ში 21 მანდატი მოიპოვა. ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე. პარლამენტში შევიდნენ და შემდეგ განაცხადეს, რომ გაემიჯნენ ამ პროცესს. 21 ნაცვლად ახლა მიიღეს მხოლოდ 4 მანდატი და მეხუთე გაუნაწილებელი მანდატი, რომელიც აჩუქა სისტემამ. გიგა ბოკერიას მთელი ამოცანა იყო, რომ მინიმუმ სააკაშვილზე მეტი ხმები აეღო. ეს ამოცანა იყო 2016-დან დაწყებული. ვინც დაიჯერა, რომ ეს ხალხი არაფერ შუაში იყო და მშა იყო ყველაფერი გამფუჭებელი 9 წლის განმავლობაში და რა მიიღო მაშინ ამომრჩეველმა? ერთი კვირის თავზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადება, რომ მხარს უჭერდნენ გრიგოლ ვაშაძეს. 98 ათასი ხმა 2 წლის განმავლობაშ დაკარგა „ევროპულმა საქართველომ“ მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებას აჩვენა, ისინი კვლავ სააკაშვილის ჭკუაზე დადიან და არაფრით მისგან არ განსხვავდებიან“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სოზარ სუბარი

26 ნოემბერი 2020, 23:31

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა

პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა იმ პარტიებისთვის, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 340 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

26 ნოემბერი 2020, 22:58

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 12 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 337 ადამიანი გარდაიცვალა.

26 ნოემბერი 2020, 22:51

საზოგადოება

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და ნონა გაფრინდაშვილზე წერს

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილზე წერს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრადიციულად, მადლიერების დღეს იხსენებენ და მადლობას უხდიან ნიჭიერ და გაბედულ ადამიანებს, რომელთა მიღწევებითაც ქვეყანა ამაყობს. „ასეთი გახლავთ ლეგენდარული ქალი ნონა გაფრინდაშვილი, რომლის გაცნობაც გადავწყვიტეთ თქვენთვის. ის გახლავთ ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და პირველი ქალი, რომელსაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1978 წელს გროსმეისტერის ტიტული მიანიჭა“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.

ამირან გამყრელიძე

26 ნოემბერი 2020, 22:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები, ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის

ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორ კვირაში ქვეყანა პირველ ადგილზეა 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია.

26 ნოემბერი 2020, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 181 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 181 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 297 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.