imedi /  21 მარტი 2020, 15:22 / სანდო წყარო

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ახალ ბრძოლას ახალი იარაღი სჭირდება, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზადების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციურ ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„დღეს საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. მდგომარეობა მძიმეა და მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ. ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები, ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა. გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და ასევე დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახდინეთ და ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ახალ ბრძოლას ახალი იარაღი სჭირდება, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზადების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციურ ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება გამოცხადებისთანავე.

ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე. ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები გამომდინარეობს შექმნილი მდგომარეობიდან. შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად იყო გათვალიწინებული ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ შეიზღუდა არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ თავიანთი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის სრული კარანტინი და კომენდანტის საათის გამოცხადება. ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეთა პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან სიფრთხილე და სოციალური დისტანცირების ნორმები შეინარჩუნონ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

სერგი კაპანაძე

05 ივნისი 2020, 01:02

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: მთავარ საკითხად რჩება, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს

საკონსტიტუციო განხილვები არაა მნიშვნელოვანი თემა. რაც იქ განიხილება, შეთანხმებული ყველასთან. ჩვენთვის ეს ტექნიკური საკითხია, კანონი ითვალისწინებს ამის განხილვას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარ საკითხად რჩება, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს.

05 ივნისი 2020, 01:02

კულტურა

New Yorker-მა ჰემინგუეის დღემდე უცნობი მოთხრობა გამოაქვეყნა

„დევნა როგორც ბედნიერება“-ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომლის მთავარი გმირიც მეგობრებთან ერთად გიგანტური თევზის დაჭერას ცდილობს. სიუჟეტი ძალიან ჰგავს ჰემინგუეის ცნობილ მოთხრობას, „მოხუცი და ზღვა“, რომელიც მწერალმა 1952 წელს დაწერა. დღემდე უცნობი მოთხრობა ჰემინგუეის შვილიშვილმა შონმა ბოსტონში ჯონ კენედის მუზეუმში აღმოაჩინა.

05 ივნისი 2020, 00:59

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულ სამ ყოფილ პოლიციელს სასამართლომ გირაოს სახით 1 მილიონი დოლარი შეუფარდა

მინეაპოლისის პოლიციის სამ ყოფილ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, სასამართლომ გირაოს სახით 1 მილიონი დოლარი შეუფარდა.

გრიგორე ლუპი

05 ივნისი 2020, 00:54

ტაბლოიდი

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანცირების დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ შექმნა ფეხსაცმელი, რომელიც ადამიანებს სოციალური დისტანცირების წესების დაცვას გაუადვილებს. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს. ქალაქ კლუჟის მკვიდრის, გრიგორე ლუპის მიერ შექმნილი ფეხსაცმლის ზომა ევროპული ფორმატით 75-ს უდრის.

თამარ ქიტიაშვილი

05 ივნისი 2020, 00:49

საზოგადოება

რა გამოწვევების წინაშე დადგა პროფესიული სწავლება და რა სიახლეებია პროგრამების მიმართულებით

„როგორც აღმოჩნდა, მომავალში შესაძლოა ჩვენ დისტანციური სწავლების გარკვეული კომპონენტები შევინარჩუნოთ კიდეც და სწორედ ამ მიმართილებით ჩვენი დონორების მხარდაჭერით ახლა ვმუშაობთ სხვადასხვა პლატფორმის შექმნაზე იმისათვის, რომ მეტი რესუსრსი გახდეს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი და იმ კომპონენტების დანერგვა შევძლოთ, რომლებსაც პროფესიული განათლება შეითვისებს და შეითავსებს დისტანციური და შერეული სწავლების პრინციპის გათვალისწინებით“- აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ლადო ბოჟაძე

05 ივნისი 2020, 00:44

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: გიორგი არველაძე მიხეილ სააკაშვილის უერთგულესი თანამებრძოლია

გიორგი არველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ უერთგულესი თანამებრძოლია მთელი ამ წლების განმავლობაში. მას ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავა, დღესაც მიხეილ სააკაშვილის უერთგულესი თანამებრძოლია და იმყოფება უკრაინაში, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ის, რასაც ვერ ან არ გაახმოვანებს სააკაშვილი, სავარაუდოდ, დირექტივების მიმცემი ასე საჯაროდ, Facebook-ით გიორგი არველაძე იქნება.

05 ივნისი 2020, 00:24

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის კუბოსთან მუხლზე დაჩოქილი მინეაპოლისის მერი ატირდა. ვიდეო

მინეაპოლისში, ჩრდილოეთის ცენტრალურ უნივერსიტეტში ჯორჯ ფლოიდის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს მინეაპოლისის მერი, ჯეიკობ ფრეიც დაესწრო. ქალაქის მერმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგო. იგი ჯორჯ ფლოიდის კუბოსთან მუხლებზე დაიჩოქა და ატირდა.

ლადო ბოჟაძე

05 ივნისი 2020, 00:22

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: ისტორიას რომ გადავხედოთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ გაუმარჯვია

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიზანი ერთადერთია - როგორმე შენარჩუნდეს არსებული საარჩევნო სისტემა ერთადერთი მიზეზით, რომ მათ გააგრძელონ საუბარი, რომ სისტემა არის უსამართლო და არჩევნების შედეგები იქნება აქედან გამომდინარე არალეგიტიმური, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა

05 ივნისი 2020, 00:11

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი: საპროტესტო აქციების მონაწილეებმა კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიარონ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეებმა კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიარონ.

გიორგი გახარია

05 ივნისი 2020, 00:08

პოლიტიკა

გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ კოალიციური მმართველობის საჭიროება არ იქნება

„გაერთიანება ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ, იქ ვინაიდან მთავარი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“, ჩემთვის ისე ჩანს, რომ ის ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს შთანთქავს თავის თავში. გაერთიანება ეს შედეგს მოიტანს. გაერთიანება შეიძლება მომგებიანი იყოს ნაცმოძრაობისთვის, მაგრამ დამღუპველი ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგგუფისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან“- აღნიშნა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანი

04 ივნისი 2020, 23:59

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ოპოზიციური გაერთიანება სრულიად ეკლექტური ერთობაა

ოპოზიციური გაერთიანება სრულიად ეკლექტური ერთობაა, როდესაც სრულიად განსხვავებული ღირებულებების მქონე პოლიტიკური ჯგუფები არიან გაერთიანებული - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანება დროებითია და ეს უკვე ჩანს.

გიორგი კახიანი

04 ივნისი 2020, 23:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი გიორგი არველაძის მოწოდებაზე: ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათია

მე არ ვიცი ამ განცხადებით ის სააკაშვილს ახმოვანებს თუ სხვა ჩანაფიქრია, მაგრამ ჩემთვის ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის, გიორგი არველაძის განცხადებას, რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით.

04 ივნისი 2020, 23:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავისი ქმედებებებით ქვეყანა დააზიანონ, ისინი მხოლოდ თავის თავს დააზიანებენ

რა თქმა უნდა, ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ვერ დააყენებს. მით უმეტეს, თუ ამ პროცესს განერიდნენ და მასში მონაწილეობა არ მიიღეს ანუ დარჩნენ იმ პოზიციაზე, რასაც დღეს აცხადებენ ღიად - ამის შესახებ გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი კახიანი

04 ივნისი 2020, 23:35

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ოპოზიცია ვერანაირ ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის შანსს არჩევნებში ვერ ხედავს. ისინი განცხადებებს აკეთებდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერენ, შემდეგ პოზიცია შეიცვალეს. ეს მათი არათანმიმდევრულობა ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორც აქამდე, ყველა არჩევნებში მათი მცდელობები იყო წარუმატებელი და ვერანაირ შედეგს ვერ იღებდნენ, გარდა იმისა, რომ ძალიან დის მარცხს განიცდიდნენ, თუ რიტორიკას ასე გააგრძელებენ იგივე შედეგით დაამთავრებენ ამ არჩევნებსაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი კახიანი

04 ივნისი 2020, 23:32

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: თუ ცვლილებები ვერ განხორციელდა, არჩევნები იმ სისტემით ჩატარდება, რომელიც დღეს მოქმედებს

თუ მოხდა და ეს ცვლილებები ვერ განხორციელდა, არჩევნები იმ სისტემით ჩატარდება, რომელიც დღეს მოქმედებს, შერეული სისტემით. ჩვენთვის ეს სისტემა შესაძლოა უფრო მომგებიანიც იყოს, მაგრამ ჩვენ საკითხს ასე არ ვუყურებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

ბილ გეითსი

04 ივნისი 2020, 23:26

COVID19

ბილ გეითსი: რთულია ჩემ შესახებ შეთქმულების თეორიების უარყოფა, რადგან ძალიან სულელური თეორიებია

The Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა უარყო გავრცელებული შეთქმულების თეორიები იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებით იგი კაცობრიობის ჩიპირებას აპირებს.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 23:23

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები ღიად ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვილებებს მხარს დაუჭერენ

რა თქმა უნდა, გარკვეული პირადი ურთიერთობები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ საკითხზე იყო, მაგრამ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ისინი ღიად აცხადებდნენ- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ კითხვას, უჭერენ თუ არა დამოუკიდებელი კანდიდატები მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

უილიამ ბარი

04 ივნისი 2020, 23:04

მსოფლიო

აშშ-ის გენერალური პროკურორი: არსებობს მტკიცებულება, რომ გარე ძალები ყველა მხარეს თამაშობენ საპროტესტო აქციებზე ძალადობის წასაქეზებლად

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიებამ ცხადყო, რომ არა მხოლოდ სხვადასხვა ექსტრემისტი იყენებს არეულობას საკუთარი მიზნებისათვის, არამედ გარე ძალებიც მონაწილეობენ მასში.

04 ივნისი 2020, 23:02

საზოგადოება

თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა

შესაბამისი განათების სისტემა უნივერსიტეტის ძალისხმევით დამონტაჟდა. თსუ-ს მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოებისა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ეტაპზე, ფასადების განათების გარდა, უნივერსიტეტის ეზოში არსებული დაზიანებული ნარგავები განახლდება. გამწვანების სამუშაოები უახლოეს მომავალში, დედაქალაქის მერიასთან ერთად იგეგმება.

ზურაბ ჯაფარიძე

04 ივნისი 2020, 22:26

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე გიორგი არველაძის მოწოდებაზე: გაუძღვეს რევოლუციას და ვნახოთ ვინ გაჰყვება

საქართველოში არის პარტიები, რომელსაც შეიძლება ნაყარ-ნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. რაც შეეხება რევოლუციურ გეგმებს, მისი თქმით, არველაძე თავადვე გაუძღვეს რევოლლუციას და გამოჩნდება ვინ გაჰყვება.