imedi /  21 მარტი 2020, 22:48 / სანდო წყარო

ბიძინა კულუმბეგოვი: რეალურად ეს შეიძლება არის მესამე მსოფლიო ომი, ფრონტის ხაზი კი გადის იტალიაში

ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი

მინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რომ სუსტი ეკონომიკის ქვეყნისთვის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ამ ვირუსს გადავურჩეთ, არის ის, რომ გავრცელება არ უნდა იყოს მასშტაბური ხასიათის, ანუ ერთად ბევრი ადამიანი ავად არ უნდა გავხდეთ კორონავირუსით, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. „საქართველოში გავრცელების ეს დინამიკა თუ გაგრძელდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას გაუმკლავდება. გავრცელების დინამიკის შეჩერება არის სახელმწიფოს მთავარი მოვალეობა და ვალდებულება. მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვ, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილი ზუსტად დგას კიდევ უფრო წინ, ვიდრე სახელმწიფოს ვალდებულებითი ნაწილი. აქ ჩვენ ვართ უფრო მეტად პასუხისმგებელი იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენ ხანს შეიძლება ასეთ ვითარებაში ცხოვრება, მან განმარტა, რომ საჭიროა დროის მოგება. „მსოფლიო დღეს ძალიან აჩქარებულია და ძალიან წინ, ვიდრე იყო 1918 წლის პანდემიის დროს, 57-58 წლის პანდემიის დროს, თუნდაც 2009-10 წლის პანდემიის დროს. რა უპირატესობები გვაქვს მოცემულ სიტუაციაში: ჩვენ 2020-ში ვირუსი ძალიან სწრაფად ამოვიცანით. ვიცით რასთან გვაქვს საქმე, ვიცით როგორ კვდება, ვიცით რომ დაავადების ნაწილი მსუბუქად მიდის, მხოლოდ 15-%-ში არის რთული და 5-%-ში მძიმე ფორმები. ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს აზიაში განვითარებული მოვლენების. ვხედავთ, რომ კარანტინით, საყოველთაო მობილიზებით, თვითიზოლირებით და სწორი სამედიცინო მენეჯმენტით არის ერთეული შემთხვევები ქვეყნებში, სადაც მილიარდსამასიმილიონი ადამიანი ცხოვრობს. ერთადერთი პრობლემა არის ევროპა, სადაც ახლა მთავარი ცეცხლია. რეალურად ეს არის შეიძლება მესამე მსოფლიო ომი, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მტერს. მტერი არის უხილავი. ფრონტის ხაზი გადის იტალიაში, ევროპის ქვეყნებში, ჩვენ ახლა ძალიან ცოტა დაზიანებული ადამიანი გვყავს და საბედნიეროდ არც ერთი გარდაცვლილი, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა იმუნოლოგმა.

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

საქართველოში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2020, 11:50

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 26 683 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 26 683 ადამიანს დაუდასტურდა, 459 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექცია სულ 2 269 316 ადამიანს დაუდასტურდა, 39 527 კი გადაიცვალა.

29 ნოემბერი 2020, 11:45

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,978 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 12,978 ადამიანს დაუდასტურდა, 120 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 722,679 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12,213 პაციენტი ემსხვერპლა, 339,378 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

29 ნოემბერი 2020, 11:41

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

კამპანიას უერთდებიან პედაგოგები, მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და გამოჩენილი სპორტსმენები. საქართველოს მასშტაბით, კამპანიაში ჩაერთნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სკოლები, პროექტი ტელე-სკოლა, თეატრები, მუზეუმები, სპორტული ფედერაციები და კლუბები.

ნეიმარი

29 ნოემბერი 2020, 11:40

სპორტი

ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა

ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა. აქამდე მხოლოდ შვედი იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც ლიგა 1-ში 50 გოლის გასატანად ყველაზე ცოტა, 59 შეხვედრის გამართვა დასჭირდა. გუშინ კი, ნეიმარმა ჩემპიონატში 50-ე ბურთი თავის 58-ე მატჩში გაიტანა.

29 ნოემბერი 2020, 11:28

რეგიონი

ქედაში ჩხავერის რთველი მიმდინარეობს

,,ქედაში აქტიურად მიმდინარეობს ჩხავერის რთველი. ჩხავერი ქედისთვის, აჭარისთვის იქცა ერთ-ერთ პერსპექტიულ ჯიშად. ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა სოფლის მეურნეობამ ადგილზე შეძლოს მეტი შემოსავლის გენერირება“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

29 ნოემბერი 2020, 11:15

სპორტი

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩს ცვლილებებით ხვდება. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა თამაზ მჭედლიძე და სოსო მათიაშვილი. მჭედლიძისთვის ეს მე-60 სანაკრებო შეხვედრა იქნება, კაპიტანი მერაბ შარიქაძე კი ეროვნული გუნდის რიგებში 70-ე თამაშს ჩაატარებს. „უელსთან“ შეხვედრის შემდეგ ოთხი ცვლილებაა შერკინებაში. ირლანდიასთან თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 11:13

COVID19

კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 802 გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

ვიოლეტა ტოვკესი

29 ნოემბერი 2020, 11:13

მსოფლიო

კიევში ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს

ტელეარხ NewsOne-ს კორესპონდენტს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ. ინციდენტი 28 ნოემბერს კიევში მოხდა. ვიოლეტა ტოვკესი სატელევიზიო ჩართვაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აშუქებდა, როდესაც მასთან ახალგაზრდა კაცი მიიჭრა, მიკროფონი წაართვა და ხელი ჰკრა.

29 ნოემბერი 2020, 11:09

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 943 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის საქართველოში 943 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-167, იმერეთში-190. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში-181, აჭარაში-56, იმერეთში-37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311-თბილისში, 2 058- აჭარაში, 284-იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

29 ნოემბერი 2020, 11:05

COVID19

კახეთში კოვიდინფიცირების 76 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 76-ით გაიზარდა და ამ რიცხვმა 3,658-ს მიაღწია. რეგიონში ეპიდსტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა-255, გურჯაანი-704, დედოფლისწყარო-326, თელავი-1030, ლაგოდეხი-472, საგარეჯო-355, სიღნაღი-214 და ყვარელი-303.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 132,368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110,049-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,230 მოქალაქე.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

29 ნოემბერი 2020, 10:51

COVID19

ბრიტანეთმა Moderna-ს კიდევ 2 მილიონი ვაქცინის დოზა შეუკვეთა

ბრიტანეთის მთავრობამ ამერიკულ კომპანია Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 2 მილიონი დოზა შეუკვეთა. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს. ჯამში გაერთიანებული სამეფო „მოდერნასგან“ 7 მილიონ დოზას მიიღებს, რაც 3,5 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი.

29 ნოემბერი 2020, 10:40

სამართალი

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

29 ნოემბერი 2020, 10:38

მსოფლიო

ცხოველთა უფლებების დამცველებმა 45 ძაღლი გადაარჩინეს, რომლებსაც ჩინეთის ხორცის ბაზრობებზე ყიდიდნენ

ძაღლები ნიუ იორკში ჩაიყვანეს, სადაც მათ ახალი პატრონები დახვდნენ. ცხოველების უფლებების დამცველებმა ძაღლები ხორცის ბაზრობებზე გაყიდვას უკვე მეორედ გადაარჩინეს. 27 ნოემბერს მათ აშშ-ში 34 ძაღლი ჩაიყვანეს.

29 ნოემბერი 2020, 10:36

COVID19

იაპონიაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2,688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 32 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კახი კავსაძე

29 ნოემბერი 2020, 10:33

COVID19

კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. კახი კავსაძეს კორონავირუსი დადუდასტურდა. გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, რომ ის ჰოსპიტალიზებულია.

29 ნოემბერი 2020, 10:25

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 14,611 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 14,611 ადამიანს დაუდგინეს, 158 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1,042,700 შემთხვევა გამოვლინდა, 16,123 ადამიანი გარდაიცვალა.

მელანია ტრამპი

29 ნოემბერი 2020, 10:19

ტაბლოიდი

მელანია ტრამპი მემუარების გამოცემას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მეუღლის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, მელანიას ახლობლები კი თვლიან, რომ პირველი ლედის გულახდილი ისტორიები მკითხველისთვის საინტერესო იქნება და მას სოლიდურ შემოსავალს მოუტანს.

29 ნოემბერი 2020, 10:14

მსოფლიო

დნესტრისპირეთში დეფაქტო არჩევნები ტარდება

დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 262 საარჩევნო უბანი რეგიონში 00:07-ზე გაიხსნა. ე.წ. საკანონმდებლო ორგანის 33 მანდატისთვის 45 კანდიდატი იბრძვის. 32 მათგანი მოქმედი დეპუტატია.