imedi /  21 მარტი 2020, 20:59 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ესაუბრა. „არ შეიძლება ამ განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებულად არ მოვიხსენიო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. მათი ისედაც უკიდურესად გართულებული ჰუმანიტარული მდგომარეობა დღეს აქტიურ მხარდაჭერას ითხოვს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წევრებსაც მიმართა. „დაბოლოს, მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებს: ეს ბრძოლა ჩვენია! თითოეული ჩვენგანის! ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით. ამ ბრძოლის შედეგი აისახება მთელ ქვეყანაზე და მომავალ თაობებზე. ამ კრიზისის შემდეგ მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნება. ჩვენთანაც ბევრი რამ შეიცვლება. ბევრი გამოწვევა უნდა გადავლახოთ ამ გზაზე. მხოლოდ ერთიანი საქართველო დაძლევს ამ გამოწვევას!“, - განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ბრძანება და ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დეკრეტი წარუდგინა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 49 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

24 ნოემბერი 2020, 16:15

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა აქციების ორგანიზატორებს, გაეთვალისწინებინათ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება

ოპოზიციის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა არსებულ კოვიდვითარებაზე გავლენა იქონია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება. „ჩვენ ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის ინფიცირების და ათეულობით გარდაცვალების შემთხვევის მომსწრენი ვართ. სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ლანჩხუთი

24 ნოემბერი 2020, 16:13

სპორტი

„ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში შვედურ „როზენგორს“ დაუპირისპირდება

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში შვედურ „როზენგორს“ დაუპირისპირდება. გურული კლუბის მეტოქე უეფას მიერ ჩატარებულმა კენჭისყრამ გამოავლინა.

24 ნოემბერი 2020, 16:01

რეგიონი

ბახმაროდან დამსვენებლების გამოსაყვანად გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბახმაროში ჩარჩენილი დამსვენებლების გამოსაყვანად, ბახმარომდე მისასვლელი გზა გაიწმინდა, ამ დროისთვის ყველა მათგანს შეუძლია კურორტის უსაფრთხოდ დატოვება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, კვლავ აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-53 კმ (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან.

ინგა მამუჩიშვილი

24 ნოემბერი 2020, 15:56

COVID19

ინგა მამუჩიშვილი: რამდენიმე ფაქტი ვიცი, კოვიდინფიცირებული ექიმი კოვიდინფიცირებულ პაციენტს უვლის

მიკრო და მაკრო ორგანიზმს შორის ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობს მსოფლიოში და საქართველო წინა ფრონტზე მყოფი ერთ-ერთი ქვეყანაა, - ამის შესახებ პე­დი­ატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ინგა მა­მუ­ჩიშ­ვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 15:53

ეკონომიკა

საქართველოდან 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (883 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (899 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

24 ნოემბერი 2020, 15:53

სამართალი

სახალხო დამცველი: 2020 წელს, 9 თვეში ფემიციდის 19 ფაქტი დაფიქსირდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ონლაინკონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“ გამართა. ონლაინკონფერენცია მიზნად იმ ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის პრაქტიკების განხილვას ისახავდა, რომლებიც ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციისთვის არსებობს.

მეუფე იაკობი

24 ნოემბერი 2020, 15:45

საზოგადოება

მეუფე იაკობი: არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს

არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 15:41

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ბრუნდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გლობალური შეხვედრების სერია - ProductTank Tbilisi – პარასკევს, 27 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება.

კარლ ჰარცელი

24 ნოემბერი 2020, 15:18

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა "რუსთავი 2-თან" განაცხადა, რომ მას მოლაპარაკებების შესახებ პატარა სიახლე აქვს. "სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, თუ როგორ გამოვნახოთ გამოსავალი. იმისათვის, რომ წინ წავწიოთ, ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცი მოლაპარაკების მესამე რაუნდი როდის გაიმართება, ეს განსაზღვრული არ არის, ამაზე ვმუშაობთ," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

24 ნოემბერი 2020, 15:14

COVID19

„გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო

გორის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ხაშურის კლინიკის გარდა კოვიდპაციენტების სტაციონარულ მართვაში ქარელის ცენტრალური საავადმყოფოც ჩაერთო. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ სამივე კოვიდკლინიკაში, 247 სტაციონარული პაციენტის მართვაა შესაძლებელი (გორში - 111, ხაშურში - 86, ქარელში - 50).

24 ნოემბერი 2020, 15:11

COVID19

საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხსა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების საკითხი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გიორგი პერტაია

24 ნოემბერი 2020, 15:08

ეკონომიკა

გიორგი პერტაიამ ესტონელ ბიზნესმენებს მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა გააცნო

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ ბიზნეს სემინარში ,,საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა: ინვესტიციები და სავაჭრო შესაძლებლობები“. გიორგი პერტაიამ უცხოელ ბიზნესმენებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ესტონელები საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან აქტიურები არიან და ინვესტიციებს წლებია ახორციელებენ.

24 ნოემბერი 2020, 15:05

საზოგადოება

გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე ეწყობა. რის შემდეგაც, დაახლოებით, 4 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

24 ნოემბერი 2020, 15:00

საზოგადოება

საქართველოს რამდენიმე ქალაქის სკოლებში სწავლა პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გორის, გარდაბნის, ფოთისა და მარნეულის სკოლებში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ნოემბერი 2020, 14:54

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: საბედნიეროდ, მსოფლიოში კორონავირუსის ხელახლა დაინფიცირების შემთხვევები მასობრივად არ ფიქსირდება

„კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით არა მარტო ანტისხეულები, უჯრედული იმუნიტეტის სიმყარეც კი ნახეს, როდესაც პაციენტების დიდი ნაწილი მინიმუმ 6-8 თვე იქნება დაცული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ვიქნებით დაცული ვერ ვიქნებით დაცულები ამის გარანტია იქნება განმეორებითი ვაქცინაციის ჩატარება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ლინკოლნ მიტჩელი

24 ნოემბერი 2020, 14:49

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: ტრამპის პრეზიდენტობის პირველ თვეებში, სააკაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების მიქცევა სცადა მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერით, მაგრამ ვერც იქ მიიღო რეალური გამოხმაურება

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის არსი მდგომარეობდა საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე, ძლიერი ორმხრივი კავშირების მიმართულებებით.

სერგო ჩიხლაძე

24 ნოემბერი 2020, 14:43

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: მოლაპარაკებები თავისთავად გულისხმობს კომპრომისს

მოლაპარაკების მესამე რაუნდს სავარაუდოდ ამ კვირაში ველოდებით, დიდი იმედი მაქვს რომ ის შედგება - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „ლელოში" გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე

24 ნოემბერი 2020, 14:38

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ახლა მთავარი საზრუნავი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა

„საუბარია პოლიტიკურ შეთანხმებაზე ვადამდელ არჩევნებთან და მისი ჩატარების წესებთან დაკავშირებით. ასევე ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლაზე. ახლა მთავარი საზრუნავი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს ნორმალურ კალაპოტში“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ზაალ უდუმაშვილი

24 ნოემბერი 2020, 14:35

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: არცერთი წინადადება არ მოგვისმენია ხელისუფლებისგან, როგორ უნდა გამოვიდეთ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან

სხვა გზა ფიზიკურად არ დაგვიტოვა ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა, - მის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს. არცერთი წინადადება არ მოგვისმენია ხელისუფლებისგან თუ როგორ გამოვიდეთ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გიგი უგულავა

24 ნოემბერი 2020, 14:28

პოლიტიკა

გიგი უგულავა: არ ვაპირებთ სიყალბეში მონაწილეობას - კრიზისიდან გამოსვლის გზა წაყრუება და „გაპრავება" არ არის

„ჩვენი პასუხია - არა! არ ვაპირებთ სიყალბეში მონაწილეობას, მყარად მიგვაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა წაყრუება არ არის, ასე უბრალოდ პარლამენტში შესვლა და „გაპრავება" არ არის, არამედ ერთი სწორი გამოსავალია - მანკიერი წრე, რომელზეც 30 წელია ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.