imedi /  22 მარტი 2020, 13:54 / სანდო წყარო

მეუფე გერასიმე: დაცული უნდა იყოს რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს

მეუფე გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს განცხადებით, როცა ადამიანი ავად არის, მან თავი უნდა შეიკავოს არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ სამსახურში მისვლისგანაც. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ზიარების წესს, მასში ცვლილებები მეუფე გერასიმეს არ შეუტანია და ყველა საერთო კოვზიდან ეზიარა.

„დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელიც თითოეული ჩვენგანის შესარულებელია. დავიცვათ მცნებები, რომელსაც ჩვენ ეკლესია გვასწავლის. ვილოცოთ, რომ უფალმა მშვიდობა დაამყაროს სამყაროში და სულიერი სიყვარულით შეხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ადამიანი როცა მოდის რწმენით ტაძარში, აქედან მიდის ძალიან დიდი მადლით. პრემიერის შემდეგ გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და თქვა, რომ ეს საკითხი არ ეხება ეკლესიას. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს 10 ადამიანის რიცხვი. თქვენ ხართ ახლა ჟურნალისტები 10 კაცი, ამას ემატება მრევლიც. საღამოს პრემიერის და პატრიარქის შეხვედრაზე ნათელი მოეფინა ბევრ რამეს. დაცული უნდა იყოს რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო თითოეული ჩვენგანისთვის აწესებს“, - განაცხადა მეუფემ.

მისივე თქმით, პატარა ტაძრებში თავიდანვე გაიცა რეკომენდაცია, რომ მრევლი დადგეს გარეთ, ვინაიდან ყველგან არის საშუალება გაკეთდეს ხმოვანი მოწყობილობა და მრევლის ნაწილი წირვას გარეთ მოისმენს.

„ჩვენ არამხოლოდ დღეს მოუწოდებთ, არამედ ნებისმიერ დროს, როცა კეთილდღეობა და მშვიდობაა - როცა ადამიანი ავად არის, მან თავი უნდა შეიკავოს არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ სამსახურში მისვლისგან. ვიმოქმედებთ იმ რეკომენდაციებით, რაც იქნება სახელმწიფოს მიერ დაშვებული. ჩვენ მზად ვართ, ეკლესიას აქვს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, არასდროს შემწყდარა წირვა-ლოცვა. წარმოგიდგენიათ ეკლესია, სადაც არ ჩატარდება წირვა, ადამიანი სანთელს არ დაანეთებს? ზიარების შესახებ არანაირი წესი არ შეცვლილა. 15 ეკლესია არის მართლმადიდებელი, მხოლოდ რუსეთში შეიტანეს ცვლილება. დანარჩენი - მსოფლიო საპატრიარქოს და სხვას, არავის ზიარების წესში ცვლილება არ შეუტანია“, - განმარტა მან.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ჩაი ლევან დავითაშვილი აგროკრედიტი

02 ივლისი 2020, 13:09

ეკონომიკა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას ჩაის მიმართულება დაემატა

„ახლა ჩვენ ვასტიმულირებთ ჩაიზე კერძო სექტორის მოთხოვნას შეღავათიან აგროკრედიტში საბრუნავი საშუალებების თანადაფინანსებით. რაც გულისხმობს, რომ 12-თვიანი საბრუნავი საშუალებების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ საპროცენტო თანადაფინანსებას ვახდენთ. ანუ სახელმწიფო ფაქტობრივად სუბსიდირებას აკეთებს პროცენტის, რაც გადამამუშავებელი ინდუსტრიისთვის, ჩაის საწარმოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული, რომ მათ მეტი და მეტ ფასად შეიძინონ ჩაი ფერმერებისგან და ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ“, - განმარტა მინისტრმა.

ნიუ იორკი

02 ივლისი 2020, 13:08

COVID19

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოში მოქალაქეთა მიღება 6 ივლისიდან ნაწილობრივ განახლდება

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს). მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან). მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 13:08

საზოგადოება

ნათია თურნავა: პარიზი-თბილისის რეისზე ბილეთები ისე გაიყიდა, რომ ჩვენი თანხმობა არ მიუღიათ

იყო მთელი რიგი რეისები, რომლებიც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, მაგრამ პარიზის რეისზე ისე გაიყიდა ბილეთები, რომ ამაზე ჩვენ თანხმობა არ გაგვიცია, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მაია ბუწაშვილი

02 ივლისი 2020, 13:04

COVID19

მაია ბუწაშვილი კოვიდ-19-ის მუტაციაზე: ნაადრევია საუბარი, არის თუ არა ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელებადი

ნაადრევია საუბარი იმაზე, არის თუ არა უფრო სწრაფად გავრცელებადი და რამდენად ამძიმებსინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მთავარის“ პრესკლუნში განაცხადა, სადაც კოვიდ 19-ის მუტაციისა და საზღვრების გახსნის საკითხზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 13:00

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ხანგრძლივად, მუდმივად იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ხანგრძლივად, მუდმივად იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ვინც საქართველოში ჩამოვლენ და გადაწყვეტილება საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით ყველასთვის მისაღები იქნება.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 12:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიან: ის ფაქტი, რომ საქართველო ერთადერთია რეგიონში, მიანიშნებს, თუ როგორ წარმატებით უმკლავდება ჩვენი ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლას

„ეს არის პირველ რიგში აღიარება იმ ეფექტური საქმიანობის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ის ფაქტი, რომ საქართველო დასახელებულ ქვეყნებს შორის ერთადერთია რეგიონში, მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ წარმატებით უმკლავდება ჩვენი ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლას“, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 12:51

ეკონომიკა

მცირე და საშუალო ჰიდროსადგურების ინვესტორები ენერგეტიკულ ბირჟაზე 1 კილოვატ-საათზე დამატებით 1.5 დოლარს მიიღებენ

„ეს არის ევროპული პრაქტიკა, რის წყალობითაც უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირება ენერგეტიკაში. ენერგეტიკა არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და აქედან გამომდინარე, მექანიზმები, რომლებიც წაახალისებს აქ უფრო მეტ ინვესტიციას, აუცილებლად უნდა იქნეს შემოთავაზებული. ეს მექანიზმი ნაწილობრივ საბაზრო პრინციპებზე არის დაყრდნობილი, თუმცა რჩება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს იმ რისკების განეიტრალებას, რაც ბაზრის ფასის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა თურნავამ.

02 ივლისი 2020, 12:51

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი დადგინდა

ფეხბურთში მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი დადგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს. ტურნირი წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით 8 აგვისტოს დაიწყება და 2021 წლის 29 მაისს, სტამბოლში, „ათათურქის“ სტადიონზე ფინალით დასრულდება. ჯგუფური ეტაპის დაწყების თარიღად კი 20 ოქტომბერი შეარჩიეს. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფორმატში ცვლილებები შევიდა და ოთხივე საკვალიფიკაციო ეტაპი ერთმატჩიანი გახდა, შინ და გარეთ შეხვედრები კი მხოლოდ ფლეი-ოფში იქნება.

ნათია თურნავა

02 ივლისი 2020, 12:50

საზოგადოება

ნათია თურნავა: 5 ივლისს დავასახელებთ გრაფიკს და ლოკაციებს, საიდანაც ხელმისაწვდომი ფასებით ჩვენს თანამოქალაქეებს დავაბრუნებთ

„დღეს პრემიერისგან მივიღეთ დავალება და 5 ივლისს უნდა გამოვაქვეყნოთ კონკრეტული გრაფიკი და ლოკაციები, საიდანაც კვლავაც, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით, ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი და სუბსიდირებული ფასებით მოხდება ევროპიდან ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნება. ეს პროგრამა პანდემიის პერიოდში ძალიან აქტიურად ხორციელდებოდა. გეგმაზომიერი გამოყვანა უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ადამიანები დროულად მოხვდნენ საქართველოში და შეუერთდნენ ოჯახებს, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს უსაფრთხოდ. ყველა დაბრუნებული პირი ადამიანი სახელმწიფოს ხარჯზე კარანტინს გაივლის. ორშაბათს ჩვენ დავასახელებთ ამ ლოკაციებს და ადამიანები შეძლებენ, შედარებით იაფად შეიძინონ ეს ბილეთები. ასევე ჩვენ დაგვევალა, რომ ეს არ განახორციელოს მხოლოდ ერთმა ავიაკომპანიამ და ამ ფრენებს რამდენიმე ავიაკომპანია შეასრულებს“, - განაცხადა თურნავამ.

02 ივლისი 2020, 12:48

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოლომონ პავლიაშვილი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, დავით შერაზადიშვილთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ნახიდურში საექსპორტო კარტოფილის შემკრები პუნქტი მოინახულა და კარტოფილის რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ჯეიმი ფოქსი
მაიკ ტაისონი

02 ივლისი 2020, 12:43

კულტურა

მაიკ ტაისონის ცხოვრებასა და კარიერაზე ფილმს გადაიღებენ

მაიკ ტაისონის ცხოვრებასა და კარიერაზე ფილმს გადაიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Digital Spy ავრცელებს. უკვე ცნობილია, რომ ლეგენდარული მოკრივის როლს ჯეიმი ფოქსი შეასრულებს, რომელიც ოსკარის, გრემისა და ოქროს გლობუსის ლაურეატია. მთავარი რეჟისორი კი მარტინ სკორსეზე იქნება, რომელმაც 1980 წელს გადაღებულ დრამაში, სახელწოდებით „ცოფიანი ხარი“ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. გადაღებები უკვე დაწყებულია და სკორსეზეს ახალი ნამუშევარი ეკრანებზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მაიკ ტაისონმა კარიერის განმავლობაში გამართული 56 შეხვედრიდან, 50 მოიგო და 6 წააგო.

დავით ზალკალიანი

02 ივლისი 2020, 12:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას

საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას. ხომ ძალიან კარგად დავინახეთ ყველამ, რომ „ქართული ოცნება“ იყო ამ შეთანხმების ერთგული და ეს გამოიხატა კიდეც კენჭისყრებში, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

02 ივლისი 2020, 12:32

სამართალი

პროკურორი: შალვა გოგოლაძემ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა

შალვა გოგოლაძემ არარაგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. „მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კრისტიან ურსე; გიორგი ვოლსკი

02 ივლისი 2020, 12:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. გიორგი ვოლსკიმ ევროპელ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

რომან გოცირიძე

02 ივლისი 2020, 12:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25 მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე

რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25 მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ითხოვენ 500 მეტრს, რასაც საქართველოს ფართობი არ ეყოფა თუკი ყველგან 500 მეტრი იქნება. ვერანაირი დაჟინებული მზერით კოორდინატორი გავლენას ვერავისზე მოახდენს. კოორდინატორების და ძალადობის გამოცდილება თვითონ ჰქონდათ, მეთვალყურეების ასეთი რაოდენობაა, მთელი მსოფლიო ყურადღებითაა საქართველოს მიმართ. ეს მათ არ აწყობთ და მოგონილი ისტორიებით ცდილობენ საზოგადოება დაზაფრონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

02 ივლისი 2020, 12:27

სამართალი

წყალტუბოში 17 წლის გოგო გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა

წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა. 17 წლის გოგო გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ახალგაზრდა გოგო მიტოვებულ შენობაში მეგობრებთან ერთად სავარაუდოდ ფოტოების გადასაღებად იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და გაუქმებულ ლიფტის შახტში ჩავარდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობდე მიყვანას გულისხმობს.

გიორგი ვოლსკი

02 ივლისი 2020, 12:22

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არ მგონია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეძლოს რამე რუსეთმა ან დესტრუქციულმა ოპოზიციამ

ასე რომ, არ მგონია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეძლოს რაიმე რუსეთმა, ან თუნდაც ამ დესტრუქციულმა ოპოზიციამ რაიმე გააკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საარჩევნოდ რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებზე.

ივანე მაჭავარიანი

02 ივლისი 2020, 12:22

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს და მათი 1% იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს

წელს დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით. 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს არის წვეთი ზღვაში. მათი 1%-იც რომ იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს. ამის შემდეგ შეზღუდვებიც რომ არ დავაწესოთ, გავრცელების პერიოდში ადამიანები თვითშეზღუდვას მიმართავენ და ეკონომიკური აქტივობა შემცირდება. ამიტომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიცია შეხვედრა

02 ივლისი 2020, 12:12

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ

„გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია.აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა. ის თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვასილ კაკოვინი

02 ივლისი 2020, 12:12

სპორტი

ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონ „სტად ფრანსეს“ წევრი ოფიციალურად გახდა

ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონ „სტად ფრანსეს“ წევრი ოფიციალურად გახდა, მისი კონტრაქტი ერთწლიანია. კაკოვინი აქამდე რასინგის ღირსებას იცავდა. 30 წლის პირველხაზელის დამატება ბორდოს, ლიონს, მონპელიესა და პერპინიანს სურდათ, მაგრამ კაკოვინმა არჩევანი მაისში პარიზული გრანდის სასარგებლოდ გააკეთა.კაკოვინთან ერთად სტად ფრანსემ არგენტინელი ფორვარდი მარკოს კრემერი წარადგინა. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა. კრემერს უკვე 28 კეპი აქვს მოპოვებული. სტად ფრანსეს არგენტინელი გონსალო კესადა წვრთნის.