imedi /  23 მარტი 2020, 12:32 / სანდო წყარო

შოთა რეხვიაშვილი: ყველა პირობაა იმისთვის, რომ ქვემო ქართლში მაქსიმალურად ვაკონტროლოთ სიტუაცია

კარანტინი მარნეულში

თავდაცვის სამინისტრის სამედიცინო პერსონალი სრულად მობილიზებულია. ყველა პირობაა იმისთვის, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში მაქსიმალურად ვაკონტროლოთ სიტუაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

„ყველა ორგანიზებული ვაჭრობა, ქსელები მუშაობს. დისტრიბუციასთან საკითხი დალაგებულია, რომ თუ სადმე შემოსატანი იქნება პროდუქტი, ეს ყველაფერი შეუფერხებლად განხორციელდეს. საპატრულო პოლიცია აკონტროლებს საზღვარზე გადმოსვლაც და ქვეყნის საზღვრის დატოვებასაც. აბსოლუტურად ყველაფერში ვართ შეთანხმებული და არის სრული კომუნიკაცია. მოვუწოდებ მოსახლეობას, კიდევ უფრო მეტად შეზღუდონ გადაადგილება და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა დარჩნენ სახლში“, - აღნიშნა რეხვიაშილმა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ

ყველა სიახლე

25 ნოემბერი 2020, 22:42

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს

საქართველოში ეპიდვითარება არის საკმაოდ რთული, იმაზე რთული ვიდრე ეს არის ციფრებში ასახული, რადგან დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებაა მისაღები სასწრაფოდ, რომ გავწყვიტოთ ინფიცირების მზარდი ჯაჭვი, ტალღა და ეს დინამიკა რამენაირად წავიყვანოთ პოზიტივისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 25 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 722 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:35

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა.

25 ნოემბერი 2020, 22:27

მსოფლიო

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა.

25 ნოემბერი 2020, 22:17

საზოგადოება

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად კიდევ ერთხელ განათდა. ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

25 ნოემბერი 2020, 22:13

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

imedinews-ის ინფორმაციით, კახეთში კოვიდსტატისტიკა ცოტა ხნის წინ განახლდა. რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის მატარებელი სულ 2 979 მოქალაქეა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 333 კონტაქტი უკვე მოიძიეს.

შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2020, 22:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუკი პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება კარგი სიგნალი იყოს იმისა, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის

თუკი პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება კარგი სიგნალი იყოს იმისა, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივის ახალი სისტემა შემოვიდა პარტიების დაფინანსების, რომელიც უფრო გამჭვირვალეა.

დიეგო მარადონა და პელე

25 ნოემბერი 2020, 21:47

მსოფლიო

პელე მარადონას გარდაცვალებაზე: იმედი მაქვს, ერთ დღეს ზეცაში ბურთის თამაშს ერთად შევძლებთ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე დიეგო მარადონას გარდაცვალებას ესხმაურება.

ნინო კალანდაძე

25 ნოემბერი 2020, 21:44

საზოგადოება

ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ვინაიდან უფლება აქვს, გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩატარდეს, პროკურატურაში მისვლას გამოკითხვის ეს ფორმა არჩია.

25 ნოემბერი 2020, 21:31

საზოგადოება

კახა კალაძემ სამგორის რაიონში ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარედ, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა, რაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერის თქმით, სიმწვანე და გაუმჯობესებული ეკოლოგია, ეს ის არის, რაც ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ალბერტო ფერნანდესი და დიეგო მარადონა

25 ნოემბერი 2020, 21:19

მსოფლიო

დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

25 ნოემბერი 2020, 20:56

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 260 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 260 ათასს გადააჭარბა.

ზაზა წერეთელი

25 ნოემბერი 2020, 20:51

ეკონომიკა

ზაზა წერეთელი: ყველა ერთად უნდა დავდგეთ - ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია როგორმე გამოვასწოროთ

ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია, როგორმე გამოვასწოროთ, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

ვლადიმერ ჯობავა

25 ნოემბერი 2020, 20:48

COVID19

„ელიტ ელექტრონიქსის" გენერალური დირექტორი: მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა გადაწყვეტილებებს შეზღუდვებთან დაკავშირებით ბიზნესთან და ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციების შედეგად იღებს

დღესაც რამდენიმე მიმართულება განვიხილეთ. იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით ისეთ გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - განაცხადა ვლადიმერ ჯობავამ.

დიეგო მარადონა

25 ნოემბერი 2020, 20:26

სპორტი

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.

25 ნოემბერი 2020, 20:24

რეგიონი

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სახის არეში მსუბუქი დამწვრობა მიიღო სახლის მეპატრონემ.

25 ნოემბერი 2020, 20:16

COVID19

პრემიერ-მინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი და მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი ბიზნესის წაზრმომადგენლებთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა.

ალეკო ელისაშვილი

25 ნოემბერი 2020, 20:15

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ

მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.​ „აშკარად არის პროგრესი, ეს შემიძლია ვთქვა. ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს, პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე იყო წინ დღეებში. ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ, ეს არის ფაქტი. დეტალებს ვერ მოვყვები. ტენდენცია არის პოზიტიური. ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა კრიზისის სიღრმე, გააცნობიერა როგორი ზამთარი გველის. პერსპექტივა იმის, თუ როგორი სამარცხვინო იქნება ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 ნოემბერი 2020, 20:12

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი შესაძლო შეზღუდვებზე: ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას, დაავადებულ ექიმებს კი გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს

გვესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა. ეპიდემიის ტრაექტორია დრამატულად აღმავალია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამაზე ზემოქმედება მოვახდინოთ,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თეიკო ლომინაძე

25 ნოემბერი 2020, 20:11

COVID19

„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი: რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც აუცილებლად ირიბადაც აისახება ეკონომიკაზე შეზღუდვების გარეშე, ამიტომ მკაცრი, დამატებითი რეგულაციები ისევ არის გარკვეულად გადარჩენის გზა

ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული შესაძლო გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით შეზღუდვები, რომლებიც უშუალოდ ჩვენ რითეილის სექტორს გვეხება ვიცოდეთ წინასწარ, რომ შევძლოთ დაგეგმვა. ეს იყო ძალიან ღია დიალოგის რეჟიმი, - ამის შესახებ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა, თეიკო ლომინაძემ მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.