imedi /  23 მარტი 2020, 15:24 / სანდო წყარო

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხვალიდან 40 აგრეგატით სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტია

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხვალიდან 40 ერთეული შემასხურებელი აგრეგატის მეშვეობით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, - ამის შესახებ მარნეულის მინიციპალიტეტის გამშვებ პუნქტთან ჟურნალისტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტია განუცხადა.

მისივე თქმით, შემასხურებელ აგრეგატებს დღეს დასავლეთ საქართველოდან ჩამოიტანენ, რომლებიც განლაგდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიაზე, ხვალიდან კი მარნეულისა და ბოლნილის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყება.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში სავარაუდოდ, კონკრეტულ ლოკაციებზე მითითების შესაბამისად მოხდება სადეზინფექციო სამუშაობის ჩატარება.

„სოფლის მეურნეობის სასამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. ძირითადი ტექნიკა, რაც ამ სამუშაობისთვის არის განკუთვნილი უკვე დასავლეთ საქართველოდან მოდის. ასეთი სულ 40 ერთეულია. დღეს, ერთი მანქანა იმუშავებს ავტოსატრანსპორტო მანქანების დასამუშავებლად, რომელიც გამოვა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, რათა გამოირიცხოს ვირუსის გადატანის ალბათობა. დღესდღეობით ეს მანქანა საზღვარზე იმუშავს და დაამუშავენს აღნიშნულ მანქანებს. ხვალ და ზეგ შიგნით, მუნიცუპალიტეტებში ჩატარდება სამუშაოები, კერძოდ, იმ ადგულებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გადაადგილდებოდა“, - განაცხადა ლიპარტიამ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

05 დეკემბერი 2020, 02:23

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა ამერიკელებს სწორი ნაბიჯის გადადგმისკენ მტკიცედ მოუწოდებს.

ჯო ანდერსონი

05 დეკემბერი 2020, 02:05

მსოფლიო

ბრიტანული მედია: ლივერპულის მერი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ეჭვის საფუძველზე დააკავეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლივერპულის მერი, ჯო ანდერსონი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

ჯო ბაიდენი

05 დეკემბერი 2020, 01:40

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-ში უმუშევრობის სტატისტიკა ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ში უმუშევრობის სტატისტიკა ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს და პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, სასწარაფო ზომების მიღებაა საჭირო.

ემანუელ მაკრონი

05 დეკემბერი 2020, 01:11

COVID19

ემანუელ მაკრონი: სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე არ ვარ - ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ ვიცით ვაქცინის ან ვირუსის შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ უნდა იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა გამოცემა Brut-თან ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:56

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პარლამენტში იყოს და არა ქუჩაში

თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში, მაშინ მათთან საერთო ენის გამოძებნა ჩვენ, უმრავლესობის წევრებს მოგვიხდება. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, მათთან საუბარი ჩვენი ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს, მთავრობას მოუწევს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მწევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მინისტერიალი იყო კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით პროგრესი გვაქვს

ნატოს მინისტერიალი იყო ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მის შედეგებს მოკლევადიან მონაკვეთში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი ახალი რეალობისათვის, რომელიც ჩნდება ევროატლანტიკურ სივრცეში, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა გადაცემა „ფეისბურგში“ განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

05 დეკემბერი 2020, 00:45

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთოს ეგიდის ქვეშ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთოს ეგიდის ქვეშ მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას ულოცავს

„ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში, მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია. წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

05 დეკემბერი 2020, 00:06

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 284 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ემანუელ მაკრონი

04 დეკემბერი 2020, 23:49

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს.

ვახტანგ მეგრელიშვილი

04 დეკემბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ეს კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ ფრაქციებზე, „გირჩი 2“-ის შექმნაზე

ეს კონფლიქტი შეიძლება პოზიტიურად გამოვიყენოთ, ვიფიქროთ ფრაქციებზე, „გირჩი 2“-ის შექმნაზე, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ირმა ინაშვილი

04 დეკემბერი 2020, 23:32

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: 7 პარტიის მიერ შედგენილ პაკეტში ერთს პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას

ჩვენ არასდროს ვიყავით არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაში. არასდროს ვართ იქ, სადაც სააკაშვილი და ბოკერიაა. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერიმა, ირმა ინაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რითაც მან უპასუხა მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რატომ არ ესწრებოდა „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციასა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრას.

გოგა ხაჩიძე

04 დეკემბერი 2020, 23:30

პოლიტიკა

გოგა ხაჩიძე: ახალგაღვიძებულზე იაგო ხვიჩიას გამოტანტალებები უადგილოდ, უდროოდ, ულოგიკოდ, უმორალოდ, არის აუტანელი

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას კომენტარზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი „გამოტანტალებები“ უადგილო და უდროო იყო, რაც მისთვის, როგორც პარტიის მხარდამჭერისთვის იყო აუტანელი.

04 დეკემბერი 2020, 23:28

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირქტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 23:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა, 2 კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 482 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთანავე, 2 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 241 ადამიანი განიკურნა.

04 დეკემბერი 2020, 23:03

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.

04 დეკემბერი 2020, 22:59

მსოფლიო

გერმანიაში 92 წლის ქალს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის პატიმრობა მეორედ მიესაჯა

ბერლინის, ტირგარტენის რაიონის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 92 წლის ურსულა ჰავერბეკს, რომელიც ჰოლოკოსტის უარყოფისთვის მისჯილი პატიმრობიდან მიმდინარე წლის ოქტომბერში გათავისუფლდა. გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ურსულა ჰავერბეკმა ციხეში 2,5 წელი გაატარა.

კორონავირუსის ტესტირება

04 დეკემბერი 2020, 22:58

რეგიონი

კახეთში კორონავირუსის 309 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ სულ 5 ათას გადააჭარბა. ეპიდემიოლოგებმა ახალი დადასტურებული შემთხვევების 198 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. პარალელურად ცხელების ცენტრს დღეს 90-მა პაციენტმა მიმართა.

ლევან დავითაშვილი

04 დეკემბერი 2020, 22:32

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია

ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია. წლის განმავლობაში ჩვენ ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინალური სიტუაციაა მსოფლიოში, არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ გლობალურადაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 დეკემბერი 2020, 22:28

COVID19

ტედროს გებრეიესუსი: ჯანმო შეშფოთებულია გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო შეშფოთებულია მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა.