imedi /  24 მარტი 2020, 17:32 / სანდო წყარო

საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში მთავრობის დადგენილებით დაწესებული შეზღუდვები და დაშვებები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა.

1. იზღუდება სატრანსპორტო მიმოსვლა:

· საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა - საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ. შეწყვეტილია სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, შეუფერხებლად ხორციელდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები.

· იკრძალება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული ფრენები.

· თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა - სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანაზე.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი:

· შესაბამისი ტექნიკური რესურსის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლებელია დისტანციური სწავლება.

· საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან, 21 აპრილამდე იმუშაონ დისტანციური რეჟიმით, თუ მათი ადგილზე ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის.

· აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი. მსგავსი ღონისძიებები დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.

· შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია ავტორიზაციის და აკრედიტაციის, ასევე, პროფესიული მომზადების და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულად ჩაითვლება.

3. შეიზღუდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები:

· აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ასევე - ღია სივრცეში.

· აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, მათ შორის, წვრთნა, ვარჯიში.

· როგორც კულტურული, ასევე სპორტული ღონისძიებებისა და აქტივობებისთვის დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმები.

4. იზღუდება შეკრება, მანიფესტაცია და თავშეყრა.

· საჯარო სივრცეში აიკრძალა 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე - შენობებში და არ გულისხმობს კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს.

· აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს, მაგალითად, ქელეხი, ქორწილი.

· 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ. ისინი ვალდებულნი არიან, სამუშაო სივრცეში დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

5. იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა.

· რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს, ეკრძალებათ მომსახურების სივრცეში მომხმარებლების დაშვება. აღნიშნული ტიპის ობიექტებს საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ ადგილზე მიტანის ან ე.წ „დრაივის“ მომსახურებისთვის.

· შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების, სილამაზის სალონების, ღამის კლუბების საქმიანობა.

· აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება აკრძალულია. აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

· სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალმა გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალმა ხშირად, თხევადი საპნით და წყლით დაიბანოს ხელები; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით;

· სურსათის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ობიექტებს ევალებათ, უზრუნველყონ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

· სურსათის მწარმოებელმა და გადამამუშავებელმა ობიექტებმა სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა). სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები;

· მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათი მოათავსონ ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფიცირება; სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით;

· საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან - პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით; ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია და გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის, არანაკლებ 2 მეტრის დაცვა.

6. წესდება შეზღუდვები კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით:

· საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ჩარტერული ფრენები;

· უზრუნველყონ შესაბამისი პირების გადაყვანა საკარანტინო ზონებში, ხოლო ტვირთების გადაზიდვა - დანიშნულების ადგილებში.

· გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები შესაბამისი სერვისებით კარანტინში მოქალაქეთა განთავსებისა და მათთვის სათანადო პირობების შესაქმნელად.

7. წესდება შეზღუდვები საჯარო სერვისების მიწოდებაზე;

8. ჩერდება ან გადაიდება შენობების დემონტაჟი;

9. ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები;

10. დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი;

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს დასაშვებია:

· 10-ზე მეტი პირის თავშეყრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო;

· 10-ზე მეტი პირის თავშეყრა სამედიცინო ან საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში;

· 10-ზე მეტი პირის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას;

· დასაშვებია სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაცია;

· ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების ობიექტების საქმიანობა;

· სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია;

· საქმიანობის შეჩერება არ ეხება საქონლის, პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციის ობიექტებს, თუ საცალო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ან ადგილიდან გატანით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის წვდომის გარეშე;

· საქმიანობის შეჩერება არ ეხება პრესის ჯიხურებს;

· დასაშვებია რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებსა თუ ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის მიზნით, სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის შესვლის გარეშე.

ყველა სიახლე

ირაკლი ნადარეიშვილი

02 აპრილი 2020, 10:45

COVID19

ირაკლი ნადარეიშვილი: პირბადეებით პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ისინი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში

პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვცდილობთ, პირველ რიგში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, ისინი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. „დღეს გვქონდა საშუალება, საქართველოში დამზადებული პირბადეები საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეგზავნა, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ თავის საქმიანობას საქართველოში. პირბადეების გარკვეული რაოდენობა ასევე გაიგზავნა საქართველოს საელჩოებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამით, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოგვემარაგებინა საქართველოში წარმოებული პირბადეებით,“ - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

მარინა ეზუგბაია

02 აპრილი 2020, 10:36

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს

„გვყავს 5 მძიმე ავადმყოფი, აქედან 2 კრიტიკულია, ჯერ კიდევ არასტაბილურია მათი მდგომარეობა. დანარჩენი სამი, რომელიც იყო მძიმეზე მეტი, კრიტიკულამდე, მათი მდგომარეობა დასტაბილურდა, დღესაც ასე თუ გაგრძელდა შეიძლება ვთქვათ რომ მათი მდგომარეობა გადაილახა. პროგნოზი და გამოჯანმრთელდება შორს არ იქნება. გვყავს სამი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელიც დღის განმავლობაში დატოვებენ კლინიკას. რადგან კომენდანტი საათია და დღის მეორე ნახევარში პაციენტების გაწერას ჩვენ ვერ ვახერხებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

02 აპრილი 2020, 10:35

ვიდეო

კომუნალური გადასახადების დაფინანსება

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 10:33

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5437 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260.

ბოჭორიშვილის კლინიკა

02 აპრილი 2020, 10:29

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე მკურნალობს 14 პაციენტი. 14 პაციენტიდან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს COVID 19. გუშინ კვლევაში ჩაერთო 4 პაციენტი, ოთხივეზე მოვიდა უარყოფითი შედეგი. დღეს კვლევას დაემატება 3 პაციენტი, დაველოდებით მათ შედეგებს. არსებული პაციენტებიდან დადასტურებული დიაგნოზით რომლებიც მკურნალობენ, 3 პაციენტზე ხვალ უკვე გადამოწმდება მათი გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები ლაბორატორიულად. ახალი 2 პაციენტიდან ერთ-ერთს ყურადღება საყურადღებო მძიმეა, მეორე პაციენტთანაც საყურადღებოა მდგომარეობა“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

02 აპრილი 2020, 10:24

ვიდეო

ემოციური წერილები კარანტინიდან

ზვავსაშიშროება

02 აპრილი 2020, 10:22

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

„ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

02 აპრილი 2020, 10:20

ვიდეო

როგორ მოვუაროთ სახის კანს სახლის პირობებში - ეკო ფანგანის რჩევები

პირბადეები გადაცემა

02 აპრილი 2020, 10:14

COVID19

საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო მისიებს ადგილობრივი წარმოების პირბადეები გადაეცა

ნიღბების წარმოების ორგანიზება ეკონომიკის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო. ამ ეტაპზე, პირბადეები უკვე დაურიგდათ ცალკეულ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებსა და იმ მოხელეებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ მაღალი რისკის მქონე პირებთან.

02 აპრილი 2020, 10:06

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 130 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 23 უკვე გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

აშშ კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 09:57

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 5 ათასს აღემატება

გარდაცვლილთა შორის 6 კვირის ჩვილია. ჯამში კი ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 213 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა.

ალექსანდრე გოგინავა

02 აპრილი 2020, 09:43

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს ორგანოები

„მინდა საზოგადობას ვუთხრა, რომ „პლაქვენილი“ არ არის პრევენციული საშუალება კორონავირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად. ადამიანებმა, ვინც არიან ჯანმრთელები ან აღენიშნებათ სიმპტომები, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია, არც ერთი შემთხვევაში არ უნდა მიიღონ „პლაქვენილი“ 2 მთავარი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ ეს უეფექტოა და მეორე ის, რომ „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს სხვადასხვა ორგანო“, - განმარტა გოგინავამ.

ალექსანდრე გოგინავა

02 აპრილი 2020, 09:30

COVID19

ალექსანდრე გოგინავამ განმარტა რამდენად ეფექტურია კუსტარულად დამზადებული ნიღბები

„კუსტარულად, არასამედიცინო ტიპის ნიღბების ეფექტურობა არის ძალიან დაბალი. ზუსტ პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ დაბალია მათი დამცველობის ფუნქცია. თუ არ არის ჩვეულებრივი სამედიცინო ქირურგიული ნიღაბი, იმ შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია ამის გამოყენება, მაგრამ ეს რისკსაც შეიცავს, იმიტომ რომ არასწორად შეკერილმა და დამზადებულმა ნიღაბმა შეიძლება გაზარდოს დაინფიცირების რისკი“, - განაცხადა გოგინავამ.

ტესტირება ლაბორატორია

02 აპრილი 2020, 09:16

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ავსტრალიის მეცნიერების ეროვნული სააგენტო დაადგენს, მოქმედებს და არა ვაქცინები და რამდენად უსაფრთხო იქნება მათი გამოყენება ადამიანებისთვის. სპეციალისტების თქმით, ცხოველებზე ტესტირების პირველი შედეგები სავარაუდოდ ივნისში იქნება.

ჯოან როულინგი

02 აპრილი 2020, 09:00

COVID19

ჯოან როულინგმა იზოლაციაში მყოფი ბავშვებისთვის ჰარი პოტერის სამყაროს შესახებ ახალი ვებგვერდი გახსნა

„მშობლებს და მასწავლებლებს, რომლებიც ფიქრობენ როგორ გაართონ სახლში ჩაკეტილი ბავშვები ცოტაოდენი ჯადოქრობა გამოადგებათ, ამიტომ მიხარია მათი დახმარება“, - დაწერა როულინგმა Twitter-ზე.

„თალიბანის“ დელეგაცია

02 აპრილი 2020, 08:46

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობამ და „თალიბანმა“ პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პირველ დღეს პროგრესს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მიაღწიეს. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1 000.

ევგენია კოტანიდისი

02 აპრილი 2020, 08:31

COVID19

ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარემ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაზე ისაუბრა

დაუჯერებელია, თუმცა პატარა ქვეყანამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, შეძლო რომ სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილი არც ერთი ადამიანი არაა,, - ამის შესახებ საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარემ, ევგენია კოტანიდისმა ბერძნულ ტელეარხ „Open TV-სთან“ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. ბერძენი ტელეწამყვანის შეფასებით, თუ საქართველო შეძლებს იმას, რომ არ დაფიქსირდეს ქვეყანაში არც ერთი ინფიცირებულის გარდაცვალება, ის მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო ადგილს დაიკავებს.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 08:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს უახლოვდება

მსოფლიოს მასშტაბით კორნანვირუსის 937 147 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები. აქედან 47 235 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, გამოჯანმრთელდა 193 770 ადამიანი. ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიუსის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი ერთ მილიონს რამდენიმე დღის განმავლობაში გადააჭარბებს.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 08:01

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 3 პაციენტის ტესტირების შედეგი დღეს გახდება ცნობილი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 7 პაციენტი იმყოფება, აქედან 2-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი. 7 პაციენტიდან 6 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. მათგან ორს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოყვანილ 50 წლამდე ქალს დადასტურებული აქვთ კორონავირუსი. ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

02 აპრილი 2020, 04:38

COVID19

დონალდ ტრამპი: არ ვარ ჩინელი ბუღალტერი - საიდან უნდა ვიცოდე შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის შეამცირა თუ არა ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა სტატისტიკა. „რაც შეეხება იმას არის თუ არა მათ მიერ წარმოდგენილი ციფრები ზუსტი, მე არ ვარ ჩინელი ბუღალტერი. საიდან უნდა ვიცოდეთ შეამცირეს თუ არა ეს ციფრები. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის მუშაობა, რომელიც მათ გასწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.