imedi /  24 მარტი 2020, 15:59 / სანდო წყარო

ქეთევან ციხელაშვილი: მოვუწოდებ და ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომ ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

„არაერთხელ გამოგვითქვამს მზადყოფნა აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისა და ურთიერთობის გაფართოებისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც ვაპირებთ, მათ შორის სტატუს ნეიტრალური სამშვიდობო ინციატივებით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს ჩართულობის პოლიტიკისათვის პრიორიტეტი ნდობის მშენებლობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვაა.

„რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, აქ საკმაოდ დიდი მოქნილობა არსებობს. გვაქვს წარსულის გამოცდილებაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, არსებობს მნიშვნელოვანი მექანიზმებიც, რომლებიც დღესაც შეჩერებულია და შეიძლება მათი ამოქმედება და ეფექტურად გამოყენება, თუმცა ასევე შესაძლებელია ახალი პლატფორმების განხილვა და მოსინჯვა. ჩვენი მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ ეს დიალოგი იყოს, რა თქმა უნდა, არსებითი და ჩვენი ჩართულობის პოლიტიკისათვის პირველი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ნდობის მშენებლობა, აღდგენა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ცხოვრობს.

სწორედ ამ ჭრილში, აუცილებლად უნდა შევეხო მთავარ გამოწვევას, რომელიც დღეს ყველას გვაქვს, ეს არის მსოფლიო პანდემიის პირობებში COVID-19-ის გავრცელების მაღალი რისკები. დაზღვეული, რა თქმა უნდა, არცერთი რეგიონი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაცნობიერებული იქნეს აი ამ რისკის და საფრთხის მასშტაბი და რეალურობა. ამიტომ აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დაცული იქნას მოსახლეობა მაქსიმალურად.

ოკუპაციის პირობებში და პირდაპირი კონტროლის არქონის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, რომ ჩვენ გავატაროთ ეფექტური ღონისძიებები, თუმცა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი მცდელობა სხვადასხვა არხით, მათ შორის პარტნიორების დახმარებით მიმართულია იმისკენ, რომ გარკვეული ღონისძიებები ადგილზეც გატარდეს ისევე, როგორც საჭიროების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა, გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოსახლეობას.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის გავრცელებას, მასზე ხელმისაწვდომობას და ამ ინფორმაციის მიღებას და გათავისებას უკვე მოსახლეობის მხრიდან. აქ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენ ვთარგმნით აფხაზურ და ოსურ ენებზე ყველა იმ მასალას, რომელიც გაცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ამ დღეებშიც პროაქტიულ რეჟიმში ყველა ამ რეკომენდაციას ვავრცელებთ სხვადასხვა არხით და შევეცდებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. ეხლა ფრონტის ხაზი გადის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ხელი შეუწყოს სიტუაციის რეალურ აღქმას. არავინ არ არის დაზღვეული რისკებისაგან და საფრთხე საკმაოდ მაღალია. მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც რეალურად ადგილზე სიტუაციის კონტროლი არ ხდება.

მოვუწოდებ და ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომ ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები, დაწყებული პირადი ჰიგიენით, დასრულებული სოციალური დისტანცირებითა თუ მაქსიმალურად სოციალური ურთიერთობების თავის არიდებით აი ამ მწვავე პანდემიის პირობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დამატებითი ღონისძიებები გატარდეს სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აი ამ საფრთხის შესაკავებლად“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 67 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სულ გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2020, 09:19

სამართალი

დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს გამოკითხავენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დღეს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოძიების კითხვებს უნდა უპასუხოს. დავით გარეჯის საქმეზე სასაამართლო პროცესების პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეთა გამოკითხვები გრძელდება.

01 დეკემბერი 2020, 09:11

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ მოქალაქეს, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მალულად განთავსებული ჰქონდა და ამუშავებდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ დანადგარს.

გიორგი კვესელაძე

01 დეკემბერი 2020, 08:43

სპორტი

გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

კვესელაძემ 29 ნოემბერს, ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში ლელო დადო და გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 ლელოა.

01 დეკემბერი 2020, 08:37

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 1-ელ დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმში +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ასლან ვაშაყმაძე

01 დეკემბერი 2020, 08:25

რეგიონი

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა სოციალურ ქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გაავრცელა

ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით და უცენზურო გამონათქვამებით, ვაშაყმაძე ხალხს მოუწოდებს „პოლიციელების აჩეხვას“ მოუწოდებს. მძიმე შინაარსის ხუთ წუთიან ვიდეოში ის ერთგვარ მსხვერპლ შეწირვაზე ამახვილებს ყურადღებას.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2020, 08:10

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში დღეს და ხვალ გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში, პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

01 დეკემბერი 2020, 01:20

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ირანელი ბირთვული ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა.

01 დეკემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

კანადელმა კაცმა ჯეკპოტი მოიგო, თუმცა ერთი თვე ამის შესახებ არაფერი იცოდა

კანადაში კაცმა, რომელმაც აგვისტოს დასაწყისში ლატარეის ბილეთი შეიძინა, მხოლოდ სექტემბერში შეიტყო, რომ ჯეკპოტი $75 000-ზე მეტი მოიგო. როგორც ირკვევა, გათამაშების ყურებისას მან მხოლოდ ძირითადი რიცხვები შეამოწმა, თუმცა, თითქმის თვენახევრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბონუს რიცხვების წყალობით, ის $76 924-ის მფლობელი გახდა.

01 დეკემბერი 2020, 00:52

მსოფლიო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 დეკემბერი 2020, 00:37

COVID19

ჯანმოს დირექტორი: პანდემია დასრულდება და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის დასრულებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდება და მის დასრულებაში ყველამ გარკვეული როლი უნდა ითამაშოს.

01 დეკემბერი 2020, 00:29

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 308 ადამიანს ჩუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთან, 3 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 167 ადამიანი განიკურნა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონი კორონავირუსის 5 970 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 84 პაციენტი, 3 845 კი გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:52

ეკონომიკა

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზადყოფნას ადასტურებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძონ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული გამკაცრებული შეზღუდვები, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო მთავარი თემები ონლაინფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან გაიმართა.

30 ნოემბერი 2020, 23:32

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 406 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრეი პლენკოვიჩი

30 ნოემბერი 2020, 23:19

COVID19

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 23:07

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 63 029 075 შემთხვევა გამოვლინდა, 1 464 232 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 333 589 - გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:04

ტექნოლოგიები

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას.

მალხაზ თორია

30 ნოემბერი 2020, 22:22

COVID19

სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: დაწესებული შეზღუდვები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით უნდა მოხდეს დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გაკონტროლება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელებ

30 ნოემბერი 2020, 22:16

პოლიტიკა

ირანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, აქბარ ყასემი ალიაბადიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

30 ნოემბერი 2020, 22:12

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 401 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ნოემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე პირველიდან 30 დეკემბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს.