imedi /  24 მარტი 2020, 16:40 / სანდო წყარო

ქეთევან ციხელაშვილი: იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა ინფორმაციაზე, ჩვენ ვავრცელებთ ყველა შესაბამის მასალას მათთვის გასაგებ ენაზე

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

„ჩვენ ვავრცელებთ ყველა შესაბამის მასალას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, რომელიც მთლიანად ეთმობა COVID-19-ის პრევენციასა და გავრცელების შეკავებას, ყველა ინსტრუქციას, ინფორმაციას, წესებსა და რეკომენდაციებს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით გადაეცემა „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალურად დაბეჭდილი საგაზეთო გამოცემები.

„მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების მიმართ და ამავდროულად, ვთხოვო თითოეულ მათგანს, რომ ზედმიწევნით დავიცვათ და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, ის წესები, რასაც ადგენს საგანგებო ვითარება ქვეყანაში, კონკრეტულად საკარანტინო ზომა ამ ორ მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა რეკომენდაციები, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ეს არის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ COVID-19-ის გავრცელების შეკავება, რაც არის მსოფლიო პანდემია და დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ოჯახები, ახლობლები, მეზობლები, საზოგადოება და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა.

იმისთვის, რომ ჩვენ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა ინფორმაციაზე ჩვენ ვავრცელებთ ყველა შესაბამის მასალას მათთვის გასაგებ ენაზე, მოგეხსენებათ, რომ მარნეულსა და ბოლნისში საკმაოდ ბევრი ჩვენი თანამოქალაქეა, რომელიც საუბრობს აზერბაიჯანულად, ასევე სომხურად. დღეს ჩვენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით გადავცემთ მათ სპეციალურად დაბეჭდილ საგაზეთო გამოცემას „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“, რომელიც მთლიანად ეთმობა COVID-19-ის პრევენციასა და გავრცელების შეკავებას, მოიცავს ასევე მათ მშობლიურ ენაზე ყველა ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის შესახებ, საკარანტინო რეჟიმის შესახებ, მიმართვებს და დეტალურ ახსნას, თუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ იმისთვის, რომ იყოს დაცული. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გაზეთების ისევე, როგორც უკვე დამატებითი ნაკადის სხვა ინფორმაციის, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული თუ ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების თაობაზე, მოსახლეობა მიიღებს, გულისყურით გაეცნობა, დაიცავს იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს, ჯანდაცვის სისტემას, ჩვენს სამართალდამცავებს, უკვე ჯარსაც, რომელიც მობილიზებულია იმისთვის, რომ მოქალაქეები დაიცვას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში გავრცელდება გაზეთ „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები.

მოსახლეობისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ხელმისაწვდომი იქნება: საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის დროს ქცევის წესები, ინფორმაცია და რეკომენდაციები, საქართველოს მთავრობის დადგენილებები N180 და N181, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებები.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 67 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სულ გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:37

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება აქცია თუ ქორწილი, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესებს არ იცავს

არაერთხელ განვმარტეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავშეყრა იქნება ეს, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესების დაცვის გარეშე უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მეც და ეპიდემიოლოგებმაც არაერთხელ განვმარტეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის თავშეყრა იქნება ეს, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წესების დაცვის გარეშე უპასუხისმგებლო შეკრებებს ატარებს. ეს ეხება აქციებს, ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებას, რამაც გამოიწვია ინფიცირებულთა ასეთი მკვეთრი ზრდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:35

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მიზანია პიკის დროულად შეჩერება

მთავრობის მიზანი კორონავირუსის გავრცელების პიკის დროულად შეჩერებაა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი შეზღუდვების საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. „​პიკთან დაკავშირებით ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს. იცით, რომ მთავრობა გადის კონსულტაციებს შეზღუდვებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანი არის არ დაველოდოთ პიკს, არამედ მოვახდინოთ პიკის დროულად შეჩერება, იმისთვის, რომ ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს განაგრძოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

25 ნოემბერი 2020, 15:34

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში სკოლის და ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ბიწმენდში საბავშვო ბაღის და სკოლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. სამუშაოების პროცესს მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, გია გიუტაშვილთან ერთად გაეცნო.

მამუკა ხაზარაძე

25 ნოემბერი 2020, 15:23

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: გამოსავალი ერთია, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრები გრძელდება. შალვა ნათელაშვილის და ირმა ინაშვილის შემდეგ კელი დედგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ხვდებიან.

ირმა ინაშვილი

25 ნოემბერი 2020, 15:17

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, რომ ახალი არჩევნები ინიშნება

„ახლა მიმდინარეობს ახლა ძალიან რთული პროცესი, ჩვენ ვემზადებით მესამე რაუნდისთვის და ყველა სიტყვა არის მოსაზომი. ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ახალი არჩევნები. წითელი ხაზები უნდა წაიშალოს და დისკუსიისა და დიალოგის შედეგი ზუსტად ის არის, რომ წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებამდე. ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე. ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი გარანტიებით, რომ ინიშნება ახალი არჩევნები“, - განაცხადა ინაშვილმა.

კოვიდსასტუმრო

25 ნოემბერი 2020, 15:11

რეგიონი

ბათუმის კოვიდსასტუმრო: პაციენტი აგრესიული იყო და მე-11 სართულიდან გადახტომას ცდილობდა

დაცვის სამსახურის სწრაფი რეაგირება რომ არა, შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა, - ამის შესახებ აცხადებენ ბათუმის კოვიდსასტუმროში, სადაც პაციენტი ექთანს თავს დაესხა. მათი თქმით, პაციენტი აგრესიული იყო და მე-16 სართულიდან გადახტომას ცდილობდა.

კორონავირუსი

25 ნოემბერი 2020, 15:06

COVID19

ბულგარეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა

„ერთადერთი, რაც COVID-19-ის გავრცელებას ამცირებს, სოციალური კონტაქტების შეზღუდვა ან კარანტინია. ჰოსპიტლებზე წნეხის შესამსუბუქებლად, რომლებიც უკვე ზღვარზე არიან, 3 კვირით ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა.

25 ნოემბერი 2020, 14:53

სპორტი

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ პრიზზე წარდგენილი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა

ფიფამ ოფიციალურ საიტზე იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ პრიზზე - The Best-ზე არიან წარდგენილნი. ნომინატთა სიაში არიან: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, ლივერპული), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო რამოსი (რეალი), სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი, ვირჯილ ვან დაიკი (ყველა ლივერპული).

დავით ხახალეიშვილი

25 ნოემბერი 2020, 14:49

საზოგადოება

ძიუდოისტი, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს დახმარებისთვის მადლობას უხდის

ფონდმა „ქართუმ“, რომელიც წლებია, გვერდში უდგას ქართულ სპორტს და უპრეცედენტო ქველმოქმედებას ახორციელებს, ამჯერად მიზნად ჩემი სიცოცხლის გადარჩენა დაისახა, – ამის შესახებ ძიუდოისტი, დავით ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ძიუდოისტი, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2020, 14:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ბურთი საერთო მოედანზეა, ყველას აქვს პასუხისმგებლობა, დიალოგი წარმატებით დასრულდეს

ბურთი საერთო მოედანზეა. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე განაცხადა.

მანქანა მერკელი

25 ნოემბერი 2020, 14:42

მსოფლიო

ანგელა მერკელის რეზიდენციის კარიბჭეს ავტომობილი შეეჯახა

მანქანაზე წარწერები იყო დატანილი: „შეაჩერეთ გლობალიზაციის პოლიტიკა“ და „ბავშვების და მოხუცების წყეული მკვლელები ხართ“.

25 ნოემბერი 2020, 14:40

COVID19

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ბათუმის, ფოთის, თბილისის აეროპორტისა და ლილოს გაფორმების ეკონომიკურ ზონებში განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები.

გიორგი ფხაკაძე

25 ნოემბერი 2020, 14:33

COVID19

გიორგი ფხაკაძე: სამწუხაროდ, ერთი ბერკეტიღა დარჩა, ესაა „ლოკდაუნი“

COVID-19-ის პრევენციაზე, წერტილოვანი შეზღუდვები მუშაობს მაშინ, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. საქართველოში ეპიდემია უკვე კონტროლიდან გავიდა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

25 ნოემბერი 2020, 14:33

სპორტი

2020 წელს გამართულ საჩოგბურთო მატჩების ტაი-ბრეიკზე ყველაზე მეტჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა

2020 წელს გამართულ საჩოგბურთო მატჩების ტაი-ბრეიკზე ყველაზე მეტჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა. მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს დაძაბული სეტის შემდეგ, მეტოქეებთან დაპირისპირება 17-ჯერ მოუწია და აქედან 15 ტაი-ბრეიკი თავის სასარგებლოდ დაასრულა, რაც 88,24 პროცენტს შეადგენს.

ნატალია ბონკი

25 ნოემბერი 2020, 14:24

მსოფლიო

ლეგენდარული ლინგვისტი ნატალია ბონკი გარდაიცვალა

საჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ავტორი ნატალია ბონკი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი იტყობინება, სადაც პროფესორი სიცოცხლის ბოლო წლებამდე მუშაობდა.

სერგი კაპანაძე

25 ნოემბერი 2020, 14:15

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს მხოლოდ ახალი არჩევნების ირგვლივ უნდა მოხდეს

„ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი ამბავია ელჩებთან, ისინი როგორც წესი იმართება ხოლმე რაუნდებს შორის და ხდება უბრალოდ პოზიციების შეჯერება, ამიტომ, დღესაც ასეთი მორიგი შეხვედრა იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ჩვენს პარტნიორებს შორის და მოხდება პოზიციების კიდევ ერთხელ გავლა“.

ირმა ინაშილი

25 ნოემბერი 2020, 14:10

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: არავითარი მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, არ ყოფილა

„ჯერ აყალბებენ არჩევნებს და მერე იწყება „დუბინკები“. ეს რომ არ მოხდეს, მე ვმოქმედებ ჩემი შინაგანი სინდისიდან გამომდინარე. არავითარ შემთხვევაში არ დავექვემდებარები არავითარ ზეგავლენას, კობახიძე-მდინარაძის დაქირავებულ კოორდინატორებს სოციალურ ქსელში, რომლებიც ათას სისაძაგლეს წერენ - შედით პარლამენტში და ა.შ. ვიმოქმედებ გამომდინარე ჩვენი სინდისიდან და ჩვენი პრინციპებიდან. არავითარი მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, არ ყოფილა. სხვა დეტალებზე მე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, კორექტული არ იქნება“, - განაცხადა ინაშვილმა.

მეტროპოლიტენი

25 ნოემბერი 2020, 14:06

საზოგადოება

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის მიზნით, დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ გარკვეული ღონისძიებების გატარებას ითხოვს

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შორის კოვიდის გავრცლების პრევენციის მიზნით, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გარკვეული ღონისძიებების გატარებას სთავაზობს

კრიშტიანუ რონალდუ

25 ნოემბერი 2020, 13:44

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა. Goal-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა „ფერენცვაროშთან“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში, 70-ე ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტანს გაუთანაბრდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

25 ნოემბერი 2020, 13:39

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „მილანის“ 39 წლის ფორვარდმა ეს პრიზი კარიერაში მეთორმეტედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას SempreMilan-ი ავრცელებს. სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად იბრაჰიმოვიჩს 2007 წლიდან, 2016 წლამდე ზედიზედ აღიარებდნენ, ხოლო 2019 და 2020 წლებში კი ეს ჯილდო კიდევ ორჯერ მიიღო.