imedi /  24 მარტი 2020, 20:28 / სანდო წყარო

ჰუალინგ ჯგუფმა სახელმწიფო ფონდში StopCov-ის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა

ჰუალინგ ჯგუფმა სახელმწიფო ფონდში StopCov-ის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, „ჰუალინგ ჯგუფმა“ მთავრობის მიერ შექმნილ “StopCov” ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა. გარდა ამისა, კომპანიამ 6 მარტს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს, სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ბიოლოგიური უსაფრთხოების 500 სრული კომპლექტი გადასცა.

დღეს, საქართველო და მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის აუცილებლობას განაპირობებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობა ძალიან ეფექტიან ზომებს მიმართავს. მიგვაჩნია, რომ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც, თითოეულმა ჩვენთაგანმაც, შევიტანოთ
წვლილი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.

ჰუალინგ ჯგუფი, კიდევ ერთხელ, მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ჩაერთოს ვირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების პროცესში, რათა ქვეყანამ დროულად შეძლოს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა და ყოველდღიური ცხოვრება დაუბრუნდეს მშვიდ კალაპოტს. ჰუალინგ ჯგუფი გისურვებთ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 70 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2020, 22:27

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით 21:33 საათზე მოხდა 3.0 მაგნიტუდის (ML) მიწისძვრა.

ბელგია

05 დეკემბერი 2020, 22:12

ტექნოლოგიები

ბელგიაში სინტერკლაასის დღეს აღნიშნავენ

„მსოფლიო ომმა ვერ შემაჩერა და შემაწყვეტინა ჩემი მოვალეობის შესრულება. დღეს კორონავირუსი ვერ შემაფერხებს გავახარო პატარები და მათ თვალებს სიხარულის ნაპერწკალი მოვაკლო. მე ყველა ბავშვთან მივალ, მაგრამ ამჯერად დისტანციურად,”- ამბობს სინტერკლაასი, რომელსაც ბელგიაში მცხოვრები ბავშვები ხვალ ელოდებიან.

კახეთი

05 დეკემბერი 2020, 21:53

COVID19

კახეთში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 214 კონტაქტის მოძიება უკვე შეძლეს. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ყველა მათგანი უკვე გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთეული შემთხვევები გვაქვს, სადაც ვერ მოხერხდა გამკლავება და სერიოზული პრობლემები გაიპარა

„რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პრეტენზიები არსებობს. ბოლომდე უნდა ვნახოთ, რაშია საქმე და თუ ვინმე დასასჯელია, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ჩავყვეთ ბოლომდე, რა იყოს ამის მიზეზები.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 21:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მგონია, ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რადიკალური ფრთის ბულინგისგან თავის დაძვრენას გაბედავენ

ჩვენ ოპოზიციისგან განსხვავებით ანგარიშს ვუწევთ იმ თხოვნას, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან დადგა და არ ვისაუბრებ დეტალებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 21:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მთავარი არბიტრი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“

მთავარი არბიტრი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 20:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ახალ არჩევნებზე არანაირი საუბარი არ იქნება და ეს ოპოზიციამ კარგად იცის

„რაც ჩვენ ოპოზიციამ ელჩების ხელით გამოგვიგზავნეს, იქ 3 პუნქტი არ არის, სხვა პუნქტებიც არის, რატომ გადაწყვიტეს მათ, რომ მხოლოდ 3 პუნქტი უნდა გამოეყოთ აქედან და ასეთი კომუნიკაცია საზოგადოებასთან რატომ არჩიეს არ ვიცი, მათ შეთანხმება დაარღვიეს და ეს ძალიან ცუდია, ამაზე არ უნდა ელაპარაკათ.

ბელგია

05 დეკემბერი 2020, 20:31

COVID19

ბელგია 100 000 მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ხუთეულშია

ბოლო 2 კვირის მანძილზე ბელგიაში 100 000 ადამიანზე COVID19 -ით ინფიცირების საშუალოდ 248 შემთხვევა დაფიქსირდა. 5 დეკემბერს 2 582 -ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და 587 439 შეადგინა. მძიმე პაციენტების კლების ტენდენცია გრძელდება და ამ დროისათვის 789 ადამიანის მდგომარეობაა კრიტიკული.

შალვა ნათელაშვილი

05 დეკემბერი 2020, 20:11

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: რაც მიგვაახლოვებს ახალ არჩევნებთან, ყველაფერი მისაღებია, თუ პლებისციტი მიგვაახლოვებს, ესეც მისაღებია

„თუ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ობიექტურ გამოკითხვაში, სადაც არ იქნებიან არსებული საარჩევნო კომისიები, ხალხი იტყვის, რომ მას სჯერა ამ პარლამენტის და ივანიშვილის მანიპულაციების, რაც ჩემთვის დაუჯერებელია, ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნინო ლომჯარია

05 დეკემბერი 2020, 20:02

საზოგადოება

სახალხო დამცველი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოებს კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები.

ამირან გამყრელიძე

05 დეკემბერი 2020, 19:51

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩემი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მას არასდროს გავურბივარ

„პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის. ახლა ქვეყანაში დგომარეობა ძალიან რთულია და არ არის იმის დრო, დავიწყოთ გარკვევა, ამაში ვინ არის დამნაშავე, ვინ რა შეცდომა დაუშვა - ამის დროც მოვა. არცერთი დიდი პროცესი არ მიდის ხარვეზისა და შეცდომის გარეშე. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავის ჰქონია გამოცდილება ასეთ დიდ პანდემიასთან გამკლავებისა და ბრძოლის, მსოფლიოში ასეთი დიდი პანდემია 100 წლის წინ იყო და ვინც ამას მოესწრო, ის ხალხი უკვე აღარაა“.

საჩხერის კლინიკა

05 დეკემბერი 2020, 19:38

საზოგადოება

საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრმა ხარისხის მენეჯმენტისა და პაციენტებისადმი მიდგომის თანამედროვე სტანდარტების წარმატებით დანერგვის შედეგად BritishStandardInstitute–სგან ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო.

საფრანგეთი

05 დეკემბერი 2020, 19:28

მსოფლიო

პარიზში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პარიზში ათასობით ადამიანი პოლიციის ძალადობისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების პოლიტიკის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

არჩილ თალაკვაძე

05 დეკემბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება

განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ვოლსკი

05 დეკემბერი 2020, 18:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არის ერთი კონკრეტული პარტია და ერთი ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე

არის ერთი კონკრეტული პარტია და ერთი ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე. ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შემიძლია შევაფასო, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება, ვითარდება დესტრუქციული პროცესები, ვგულისხმობ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა აიღეს არჩევნების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განაცხადა.

ტომას ტუხელი

05 დეკემბერი 2020, 18:19

სპორტი

„პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმ სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

„პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Ligue 1 News-ი ავრცელებს. კლუბის ხელმძღვანელებმა ტუხელს 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა და ამით ყველას მიანიშნა, რომ მომდევნო წლიდან კარიერას სხვა გუნდში განაგრძობს.

05 დეკემბერი 2020, 18:13

სპორტი

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზურაბ კახაბრიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზურაბ კახაბრიშვილი უხელმძღვანელებს. კახაბრიშვილმა ამ თანამდებობაზე ვალერი ახალკაცი შეცვალა, რომელიც ასოციაციას ორი საპრეზიდენტო ვადის მანძილზე მართავდა.

05 დეკემბერი 2020, 18:10

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან 24-38 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე დასკვნითი შეხვედრა გამართა ფიჯის ნაკრებთან და 24-38 დამარცხდა. ამჯერად ბორჯღალოსნებმა ტურნირზე, რომელიც ერთჯერადად ჩატარდა მერვე ადგილი დაიკავეს.

გერმანია

05 დეკემბერი 2020, 17:59

მსოფლიო

გერმანიის სასამართლომ კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარება აკრძალა

გერმანიის სასამართლომ კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას აკრძალვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გიორგი ვოლსკი

05 დეკემბერი 2020, 17:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უკეთესია, რომ სტრატეგიული საკითხები ოპონირების რეჟიმში იყოს განხილული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, უკეთესია, რომ პარლამენტში სტრატეგიული საკითხები ოპონირების რეჟიმში იყოს განხილული, თუმცა თუ ასე არ იქნება, ეს არ არის პასუხისმგებლობა, რომელიც თავის თავზე მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს. მისი თქმით, პარლამენტი მუშაობას შეუდგება და დეპუტატებს მნიშვნელოვანი თემები აქვთ განსახილველი.