25 მარტი 2020, 10:55 / სანდო წყარო

ხუთი ფილმი ექიმებზე, რომელიც თვითიზოლაციაში ყოფნისას უნდა ნახოთ - ოთარ ტატიშვილის რჩევა

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ წამყვანმა ოთარ ტატიშვილმა დაასახელა 5 ფილმი ექიმებზე, რომელიც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში ყოფნისას უნდა ნახოთ.

ოთარ ტატიშვილის თქმით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ფილმები ექიმებზე განსაკუთრებით აქტუალურია.

პირველი ფილმი, რომელსაც ტატიშვილი გვირჩევს „მკურნალი ადამსია“, -ეს არის ტომ შედიაკის ბიოგრაფიული ტრაგიკომედია. რომელიც დაფუძნებულია ცნობილი ექიმის და ჯამბაზის ჰანტერ დოჰერდი ადამსის ცხოვრებაზე. მან „სიცილის ინსტიტუტი“ დააფუძნა და პაციენტებს სიცილით მკურნალობდა. ექიმის როლს ფილმში რობინ უილიამსი ასრულებს. ფილმი პირველ წელსვე კინო გაქირავების ლიდერი იყო.

მეორე ფილმია „თქვენ არ იცნობთ ჯეკს“, რომელიც 2010 წელს მარი ლევინტონმა გადაიღო და მასში რეალური მოვლენებია ასახული. ფილმი გვიყვება ექიმ ჯეკ ქევორქიანზე, რომელსაც ექიმ სიკვდილს ეძახდნენ. მან თავის ქალაქში უკანონო ევთანაზიის პროექტი დაიწყო. ექიმის როლს ალ პაჩინო ასრულებს. მან ამ როლისთვის „ოქროს გლობუსი“ დაიმსახურა.

მესამე ფილმია „შოტლანდიის უკანასკნელი მეფე“, რომელიც ჟილ ფოდანის ცნობილი რომანის მიხედვით არის გადაღებული.

მეოთხე ფილმი, რომელის ნახვასაც ოთარ ტატიშვილი გვირჩევს „ძაღლის გულია“. ფილმი მიხეილ ბულგაკოვის რომანის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი 1988 წელს გამოვიდა.

ხუთეულს ასრულებს ფილმი ექიმებზე „უფლის ქმნილება“, ფილმი თანამდროვე კარდიოლოგიის ფუძემდებელ ალფრედ ბლეილოკზეა გადაღებული.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 08:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს უახლოვდება

მსოფლიოს მასშტაბით კორნანვირუსის 937 147 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები. აქედან 47 235 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, გამოჯანმრთელდა 193 770 ადამიანი. ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიუსის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი ერთ მილიონს რამდენიმე დღის განმავლობაში გადააჭარბებს.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 08:01

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 3 პაციენტის ტესტირების შედეგი დღეს გახდება ცნობილი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 7 პაციენტი იმყოფება, აქედან 2-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი. 7 პაციენტიდან 6 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. მათგან ორს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოყვანილ 50 წლამდე ქალს დადასტურებული აქვთ კორონავირუსი. ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

02 აპრილი 2020, 04:38

COVID19

დონალდ ტრამპი: არ ვარ ჩინელი ბუღალტერი - საიდან უნდა ვიცოდე შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის შეამცირა თუ არა ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა სტატისტიკა. „რაც შეეხება იმას არის თუ არა მათ მიერ წარმოდგენილი ციფრები ზუსტი, მე არ ვარ ჩინელი ბუღალტერი. საიდან უნდა ვიცოდეთ შეამცირეს თუ არა ეს ციფრები. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის მუშაობა, რომელიც მათ გასწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იაკოვ ლიცმანი

02 აპრილი 2020, 04:13

COVID19

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს და მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს იაკოვ ლიცმანს და მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel იუწყება. როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, მინიოსტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ. 71 წლის იაკოვ ლიცმანი ისრაელის მთავრობაში ყველაზე ასაკოვანი მინისტრია. ამჟამად ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მათ ექიმები აკვირდებიან. მინისტრი თავის მოვალეობებს დისტანციურ რეჟიმში შეასრულებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

02 აპრილი 2020, 03:58

COVID19

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-მა რუსეთისგან საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა

აშშ-მა რუსეთისგან საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

თეთრი სახლი

02 აპრილი 2020, 03:35

COVID19

თეთრი სახლი: საზარელი შეცდომა იქნება, თუ რომელიმე მოწინააღმდეგე შეეცდება ზიანი მოგვაყენოს ამ კრიზისის ჟამს

აშშ-ის ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს, არც კი შეეცადონ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამოყენება, რათა ამერიკის ინტერესებს ზიანი მიაყენონ. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ რობერტ ობრაიენმა განაცხადა.

რონ დესანტისი

02 აპრილი 2020, 02:37

COVID19

ფლორიდის შტატში დაწესებული იზოლაციის რეჟიმი ეკლესიებზე, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებზე არ გავრცელდება

ფლორიდის შტატის გუბერნატორის რონ დესანტისის განცხადებით, შტატის ტერიტორიაზე შემოღებული იზოლაციის რეჟიმი არ გავრცელდება ეკლესიებზე, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებზე. გუბერნატორის განმარტებით, ეკლესიებში, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებში ჩატარებული რელიგიური მსახურება აუცილებელ საქმიანობას წარმოადგენს და შესაბამისად, იზოლაციის რეჟიმი მათზე არ გავრცელდება.

02 აპრილი 2020, 02:18

COVID19

აშშ-ში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში კონექტიკუტის შტატში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ნედ ლემონტმა განაცხადა.

ფრჩხილები

02 აპრილი 2020, 01:14

COVID19

გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის

გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. ამის შესახებ Galmour-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის. ექსპერტების თქმით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი ვარიანტია მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ფრჩხილების შიდა ნაწილს.

02 აპრილი 2020, 01:11

COVID19

მოხუცი წყვილის იმედიანმა სიმღერამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. ვიდეო

კორონავირუსის ფონზე მოხუცი წყვილის იმედიანმა სიმღერამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. წყვლმა ვიდეო საკუთარი სახლის მყუდრო სავარძლიდან გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. სიმღერა ვერა ლინს ეკუთვნის და „ჩვენ ისევ შევხვდებით“ ჰქვია. ვიდეოს independent ავრცელებს.

02 აპრილი 2020, 01:10

COVID19

რუსული თვითმფრინავი აშშ-სთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა

რუსული თვითმფრინავი აშშ-სთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროში რუსეთის მისიის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. გაეროში რუსეთის მისიის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სამედიცინო აღჭურვილობა გამოუგზავნა.

02 აპრილი 2020, 01:08

COVID19

კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა

ვიცი, რომ ელოდებოდით პასუხს და გეტყვით, რომ არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, მაგრამ ერთი სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ, მეორე სასულიერო პირია ჩვენს ეპარქიაში დაინფიცირებული, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მეუფე საბამ მრევლს მოუწოდა, რომ ილოცონ კორონავირუსით დაინფიცირებულ სასულიერო პირებზე და სთხოვა, რომ სახლში ილოცონ, ხოლო თვითონ ტაძარში ილოცებს მათთვის

02 აპრილი 2020, 01:08

COVID19

ინდოეთში 20,000 მატარებელში საკარანტინო სივრცეებს მოაწყობენ

ინდოეთში 20,000 მატარებელი კორონავირუსის გამო საკარანტინო სივრცედ გადაკეთდება და დაახლოებით 320,000 პაციენტს დაიტევს. ეს გადაწყვეტილება ინდოეთის პარლამენტმა მიღო. BBC-ის ინფორმაციით, თითო ვაგონში 16-მდე საწოლით იქნება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ვარაუდოებენ, რომ ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. ქვეყანას 10,000 პაციენტზე მხოლოდ 8 ექიმი ჰყავს, როცა ეს ციფრი იტალიაში 41, ხოლო სამხრეთ კორეაში 71-ია.

ძაღლი საჭესთან

02 აპრილი 2020, 01:05

ტაბლოიდი

აშშ-ში დააკავეს კაცი, რომელიც თავის ძაღლს მანქანის ტარებას ასწავლიდა

უცნაურად მოძრავი ავტომობილის შესახებ სამართალდამცველებს შეშინებულმა მოქალაქეებმა შეატყობინეს. დაკავებული მანქანამ ორი ავტომობილი გაიტანა და მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. როცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, აღმოაჩინეს, რომ საჭესთან ავტომობილის მფლობელის ძაღლი იჯდა.

02 აპრილი 2020, 01:05

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსისგან დასაცავად უსახლკაროებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მოათავსებენ

ავსტრალიაში უსახლკაროებს, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში თვითიზოლაცია არ შეუძლიათ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გადაიყვანენ. ამის შესახებ გამოცემა independent-ი წერს. ქალაქ პერთის 20 უსახლკაროს, რომელიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება, ერთი თვის განმავლობაში სასტუმრო Pan Pacific-ში მოათავსებენ. ამ დროისთვის ავსტრალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 4,862 შემთხვევა დაფიქსირდა, 21 ადამიანი კი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

02 აპრილი 2020, 00:58

COVID19

თვითიზოლაციაში მყოფი მეზობლები ყოველდღე ქუჩაში დისტანციის დაცვით ცეკვავენ. ვიდეო

თვითიზოლაციაში მყოფი მეზობლები ყოველდღე ქუჩაში დისტანციის დაცვით ერთად ცეკვავენ. ვიდეოს independent-ი twitter გვერდზე ავრცელებს.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:55

საზოგადოება

გიორგი გახარია: ასეთი ბრძოლების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი არავის უნდა ეპატიოს

„ყველამ ერთი რამე უნდა იცოდეს, ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი გაფრთხილება: ამ ბრძოლის პროცესში პოლიტიკური პოპულიზმი არის ყველაზე საშიში მოვლენა. ეს არის მოვლენა, რომელმაც შეიძლება სრულად შეცვალოს ყველაფერი, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ასეთი გამოწვევის, ასეთი ბრძოლების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი არის ის, რაც არავის უნდა ეპატიოს, ეს არის ის, რამაც შეიძლება ჩვენ ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ყველაზე მეტი პრობლემა შეგვიქმნას,

უელსი თხები

02 აპრილი 2020, 00:55

COVID19

კარანტინის შედეგად დაცარიელებულ უელსის ქალაქს ველური თხები შეესივნენ

კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შედეგად დაცარიელებულ ქალაქს ლანდუდნოს ველური თხები შეესივნენ. უელსის ქალაქში თხები ახლომდებარე მთებიდან ჩამოვიდნენ და ქუჩებში დაიწყეს სეირნობა. ჩვეულებრივ ეს ცხოველები მთებს არ ტოვებენ და ქალაქში იშვიათად შედიან, მაგრამ ცარიელი ქუჩები მათთვის ძალზედ მიმზიდველი აღმოჩნდა.

გიორგი გახარია

02 აპრილი 2020, 00:52

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში, მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს.

ბულბული

02 აპრილი 2020, 00:48

ტექნოლოგიები

კლიმატის ცვლილების გამო ბულბულებს ფრთები უმოკლდებათ

ესპანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბულბულებს ფრთები დაუმოკლდათ. მეცნიერები შიშობენ, რომ ზამთარში ეს ფრინველების მიგრაციის პროცესში სირთულეებს შექმნის.