imedi /  26 მარტი 2020, 09:01 / სანდო წყარო

აშშ-ის სენატმა ეკონომიკის სტიმულირების $2 ტრილიონის ოდენობის გეგმა დაამტკიცა

სენატი

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების მიზნით 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფინანსური პაკეტი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების გადალახვისთვის საგადასახადო შეღავათებს და ოთხი თვის პერიოდით უმუშევრობის შეღავათების გაცემას ითვალისწინებს. ეკონომიკის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში 500 მილიარდი დოლარი კორპორატიული ლიკვიდურობის პროგრამისთვისაა გათვალისწინებული, 367 მილიარდი დოლარი - მცირე ბიზნესისთვის, 130 მილიარდი დოლარი - საავადმყოფოებისთვის და 150 მილიარდი დოლარი - შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის.

ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს. სავარაუდოდ ეს პარასკევს მოხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 11:46

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 80 ათასს გადააჭარბა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 11 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 92 ადამიანი გარდაიცვალა.

ჟოზეფ ბორელი

19 აპრილი 2021, 11:38

მსოფლიო

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნისთან ექიმები უნდა დაუშვას.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 11:35

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩინეთის NCDC-ს დირექტორს ნამდვილად არ უთქვამს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინას მაღალი ეფექტიანობა არ აქვს

​​​​​​​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილაში“ ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სინოფარმის“ ვაქცინას მაღალი ეფექტიანობა არ აქვს.

19 აპრილი 2021, 11:24

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 50 წლამდე კაცი. მკვლელობაში ეჭვმიტანილია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 75 წლის კაცი, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შურისძიებაა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 11:20

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს ჩინურ ვაქცინას

ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მეთოდოლოგიით დამზადებული ვაქცინები არაა ახალი. ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს იგივე მეთოდოლოგიით, ჩინეთში დამზადებულ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას. ანუ საქართველოში, მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა უკვე გამოყენებადია და 100%-იანი ეფექტიანობით იცავს ცოფისგან, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.​

19 აპრილი 2021, 11:19

სპორტი

დღეს ვარშავაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება

საქართველოს სახელით ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), შმაგი თოდუა (65 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები 20:00 საათიდან.

რომის პაპი ფრანცისკე

19 აპრილი 2021, 11:18

მსოფლიო

რომის პაპი აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შემცირების მოწოდებით გამოდის

რომის პაპი ფრანცისკე აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შემცირების მოწოდებით გამოდის.

გივი მიქანაძე

19 აპრილი 2021, 11:11

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ განმარტა, რა საკითხები განიხილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე

„დებატები გაიმართება თემაზე „კოვიდ-პანდემიის წინაშე მდგარი სახელმწიფოების გამოწვევები“, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. ასევე განვიხილავთ საკითხს, რომელიც რუსეთის მხრიდან ევროპისთვის მომდინარე საფრთხეებს ეხება. დღის ბოლოს იქნება მნიშვნელოვანი დებატები თემაზე „ეთნიკური უმცირესობების უფლებები ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, სადაც მე მექნება სიტყვით გამოსვლა. საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას მიმოვიხილავ და მივაწვდი ინფორმაციას კოლეგა პარლამენტარებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ.

ჯეიკ სალივანი

19 აპრილი 2021, 11:05

მსოფლიო

თეთრი სახლი: ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება.

მძიმე პაციენტები

19 აპრილი 2021, 11:05

COVID19

საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კორონავირუსით ინფიცირებული 89 პაციენტი იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563, მათ შორის, თბილისში - 292, აჭარაში - 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 ავადმყოფი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 200 - აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსი

19 აპრილი 2021, 11:04

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,93%-ია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 295 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 281 574, გარდაიცვალა 3 949 პაციენტი.

19 აპრილი 2021, 11:02

COVID19

რა გავლენას ახდენს ინფორმაციის მხოლოდ Facebook-ითა და ინტერნეტიდან მიღება ვაქცინებისადმი დამოკიდებულებაზე. კვლევის შედეგები და ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „იმედის დილაში“, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ადამიანებზე საუბრისას, NDI-ს კვლევის შედეგები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი, ვისთვისაც ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო სოციალური ქსელებია, მეტად იჩენენ უარყოფით დამოკიდებულებას იმუნიზაციის მიმართ.

19 აპრილი 2021, 10:57

სპორტი

თორმეტმა საფეხბურთო კლუბმა ევროპული სუპერ ლიგის შექმნის შესახებ განაცხადა

მათ შორის არიან: 6 ინგლისური კლუბი: „არსენალი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“; 3 ესპანური გუნდი: მადრიდის „ატლეტიკო“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“; 3 იტალიური კლუბი: „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“.

კორონავირუსი

19 აპრილი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში - 57, იმერეთში - 35, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 7, გურიაში - 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 80, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

19 აპრილი 2021, 10:51

მსოფლიო

რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

კორონავირუსი

19 აპრილი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 295 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 281 574, გარდაიცვალა 3 949 პაციენტი.

19 აპრილი 2021, 10:48

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქე სამტრედიაში, კოპიტნარის დასახლების მიმდებარე არხში თევზჭერას თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდა.

19 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

19 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

შსს-მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოვლინდა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 10:42

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოში ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია - ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს

​​​​​​​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „იმედის დილაში“ საუბრისას, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, მეტმა ადამიანმა გამოთქვას იმუნიზაციის სურვილი.