imedi /  26 მარტი 2020, 11:18 / სანდო წყარო

რა ვითარებაა მარნეულის და ბოლნისის საკარანტინო ზონებში

მარნეულის საკარანტინო ზონა

მარნეულში კარანტინი გრძელდება. „ქრონიკის“ სპეციალური კორესპონდენტის, დავით ყურაშვილის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში კვლავ ცოტა ადამიანი გადაადგილდება. მედიკოსები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან. ამასთან, სწრაფი ტესტების ჩატანის მიუხედავად, კორონავირუსზე შემოწმებას მიზნებრივი ჯგუფები გაივლიან. მარნეულის შესასვლელთან შემოწმებები გრძელდება.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 13:49

COVID19

პაატა იმნაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალობა საკმაოდ მიღებული მეთოდია

გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით ან პლაზმით მკურნალა ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი, საქართველოში ეს მეთოდი ჩვენ გამოყენებული გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

01 აპრილი 2020, 13:45

COVID19

პაატა იმნაძე ბათუმის კლინიკაში ინფიცირებულ ექთანზე: ჩემი კოლეგა არის გმირი

ეს არის ის შემთხვევა, როცა პაციენტის პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 13:45

COVID19

პაატა იმნაძემ ეპიდემიის დროს სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის სასურველ პრინციპზე ისაუბრა

„ჩვენი რჩევა იყო ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, რომ იქ, სადაც შესაძლებელია პერსონალი უნდა გაიყოს ორად, რომელიც იმორიგევებს 2-კვირიანი ინტერვალებით. ეს იმის საშუალებას მოგვცემს ნებისმიერ დაწესებულებაში, რომელიც უწყვეტი ციკლით უნდა მუშაობდეს, ეს ეხება საავადმყოფოებს მათ შორის. ჩვენთან ლაბორატორიაში ეპიდსამსახურში ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთულია სამუშაოთი, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიაში ამის შესაძლებლობა არის. იქ 2 კვირა მუშაობს ერთი ბრიგადა, ისინი სახლიდან მუშაობენ ამ პერიოდში. შემდეგ ეს ბრიგადა იცვლება. რა ტქმა უნდა ყოველთვის იყვნენ სამსახურში“, - განმარტა იმნაძემ.

01 აპრილი 2020, 13:43

საზოგადოება

ისნის გამგეობა 7 სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს

ისნის გამგეობა 7 სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ავარიული სახლების გამაგრება ავლაბარსა და ნავთლუღში შვიდ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის არის ურბნისის ქუჩა N7, წერეთლის ქუჩა N12-ში, ერისთავის ქუჩა N15, გურჯაანის ქუჩა N22, გუთნის ქუჩა N14, კოშკოვანის ქუჩა N25 და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N167, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

01 აპრილი 2020, 13:37

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის დიაგნოზის მქონე ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო ცენტრში შემოყვანამდე მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ინფიცირებულთა შორისაა თერჯოლის მკვიდრი, ახალგაზრდა კაცი, რომლის პირველწყაროსა და კონტაქტების გამოსავლენად ღრმა კვლევა მიმდინარეობს.

01 აპრილი 2020, 13:36

სპორტი

გიორგი მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” ლეგიონერების ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას” ლეგიონერების ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ამ გუნდის შემადგენლობაში 2016 წლიდან ასპარეზობს და 106 შეხვედრაში მის ანგარიშზე 21 გოლია, რითაც „ვისლას” ლეგიონერებს შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, - ინფორმაცია ამის შესახებ გუნდმა საკუთარ facebook გვერდზე გაავრცელა. კორონავირუსის პანდემიის გამო, პოლონეთის ჩემპიონატი შეჩერებულია.

01 აპრილი 2020, 13:34

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროში COVID 19-ის მართვის ასპექტებზე სამი საბჭო მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტროში COVID 19-ის ტექნიკური საკითხების თემაზე კონსულტაციის მიზნებისთვის სამი საბჭო მუშაობს, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნია

01 აპრილი 2020, 13:25

COVID19

მთავრობამ ახლებურად განსაზღვრა იმ პაციენტთა კატეგორია, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

„ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე განსაზღვრავს იმ მეთოდებს, რა მეთოდით უნდა ჩატარდეს ტესტირება ამა თუ იმ ჯგუფში. რა თქმა უნდა, ოქროს სტანდარტი კვლავაც რჩება PCR მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი. ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

01 აპრილი 2020, 13:23

რეგიონი

მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონით დადგენილი შეღავათებით კიდევ 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აპრილიდან მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონით დადგენილი შეღავათებით კიდევ 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების სპეთისა და ჭალოვანის და ქარელის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების დვანისა და კნოლევის 4,500-მდე მოსახლე დღეიდან შეძლებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათების მიღებას.

კორონავირუსი

01 აპრილი 2020, 13:14

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მთლიანობაში საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი - 5783.

თამარ გაბუნია

01 აპრილი 2020, 13:12

COVID19

თამარ გაბუნია: ონლაინ კლინიკა გვაძლევს იმის საშულებას, რომ პაციენტი მაქსიმალურად დავიცვათ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან

„ყველა ონლაინ კლინიკა დაფარავს როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე სოფლის მოსახლოებას. ონლაინ კლინიკაში ზარი გადამისამართდება 112-ის მიერ, როდესაც მოქალაქე მაღალი ტემპერატურის, ან საეჭვო სიმპტომების გამო მიმართავს. ზარი გადამისამართდება საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც მოქალაქეს გაესაუბრება მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი და შედგება სრული სატელეფონო კონსულტაცია, რომელიც ყველა ელემენტს მოიცავს, რაც შეიძლება შედიოდეს პირად კონსულტაციაში, გარდა ფიზიკური გასინჯვის ნაწილისა. ასეთი მოდელი უკვე მესამე წელია წარმატებით მუშაობდა გრიპის ეპიდემიების შემთხვევაში. პირველი მარტიდან ამას დაემატა კორონავირუსის მენეჯმენტი თბილისში და აქ უკვე 4 კლინიკა დღესაც ამ მიმართულებით მუშაობს. მოდელი არის კარგი და გვაძლევს იმის საშულებას, რომ მაქსიმალურად დავიცვათ პაციენტი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან და სამედიცინო ცენტრში არასაჭირო მიმართვისგან“, - აღნიშნა გაბუნიამ.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

01 აპრილი 2020, 13:07

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ცხელების ცენტრად გადაკეთდა

„კლინიკის გადაკეთება ფუნქციურად ცხელების ცენტრად მოხდა 28 მარტს, ბრძანებით. სხვა პაციენტების, ზოგადი სომატური პაციენტების მიღება ჩვენთან შეჩერებულია. ვიღებთ მხოლოდ დაუზუსტებელი ცხელების მქონე პაციენტებს. ხდება მათი გამოკვლევა და პასუხების მიხედვით - ჰოსპიტალიზაცია, ან თვითიზოლაციაში გაშვება. რაც შეეხება რესურს, კლინიკას აქვს 97 საწოლი, მათგან 19 ხელოვნური სუნთქვის აპარატია, 25 საწოლია რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკა სრულადაა აღჭურვილი და მზადაა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად“, - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, კახა ბეროზაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას.

ჰაკერი

01 აპრილი 2020, 12:58

ტექნოლოგიები

ჰაკერებმა სასტუმროთა ქსელ Marriot-ის მილიონობით სტუმრის მონაცემები მოიპოვეს

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სასტუმროების კლიენტების მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს და 5.2 მილიონი სტუმრის პირადი მონაცემები მოიპოვეს. საუბარია ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონი ნომრები, მისამართები და მომსახურების სასურველი ენა.

მარნეულის საველე ჰოსპიტალი

01 აპრილი 2020, 12:56

COVID19

მარნეულის საველე ჰოსპიტალში 6 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„თერმოსკრინინგით ამ დროისთვის 92 000 ადამიანია შემოწმებული, დარჩა ქალაქი მარნეული და 4 ადმინისტრაციული ერთეული. ალბათ 2 დღეში ჩვენ თერმოსკრინინგის პირველ ეტაპს დავასრულებთ“, - აღნიშნა მარნეულის მერმა.

01 აპრილი 2020, 12:39

COVID19

ბათუმში კორონავირუსზე გამოკვლეულ 20 ადამიანს ინფექცია არ დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსზე 25 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან ოც პაციენტს COVID 19 არ დაუდასტურდა. ხუთის ანალიზის პასუხი კი დღის ბოლოს იქნება ცნობილი. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, პაციენტების უმრავლესობამ საეჭვო სიმპტომებით კლინიკას თვითდინებით მიმართა, ორი სარფის საბჟოდან გადაიყვანეს და ორიც თვითიზოლაციის რეჟიმიდან.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 12:33

COVID19

მთავრობა სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს იმ მოქალაქეების დასახმარებლად, ვინც სამსახური დაკარგა

„ჩვენ გვესმის, რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული ჩვენი იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგომ, რაც ამ იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი ასევე პირდაპირი დახმარებისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

01 აპრილი 2020, 12:27

COVID19

შიდა ქართლში რამდენიმე სიცხიანი პაციენტი ტემპერატურის მართვის დაწესებულებაშია გადაყვანილი

„რეგიონში გუშინდელმა ღამემ მშვიდობით ჩაიარა, მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ გამკაცრებულ პირობებს სრული გაგებით მოეკიდნენ. რამდენიმე მოქალაქესთან ტემპერატურა დაფიქსირდა, ყველა პაციენტის გადაყვანა მოხდა ტემპერატურის მართვის შესაბამის დაწესებულებაში და ამ დროისთვის არანაირი გართულება არ შეინიშნება“, - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

01 აპრილი 2020, 12:24

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომით რვა პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომით რვა პაციენტი მოათავსეს. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხებს ელოდებიან. მისი ინფორმაციით, მათთან პაციენტების ნაწილი კარანტინიდან, ნაწილი თვითიზოლაციიდან შევიდა. პაციენტთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

01 აპრილი 2020, 12:17

ეკონომიკა

ცნობილია მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს ფუნქციონირება არ ეზღუდებათ

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იმ მეწარმე სუბიექტების სია დაამტკიცა, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის 2020 წლის პირველი აპრილის 209-ე დადგენილებაში არის მოცემული.

01 აპრილი 2020, 12:08

საზოგადოება

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ჰქონდათ. ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას არ განახორციელებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.