imedi /  26 მარტი 2020, 11:21 / სანდო წყარო

სახლში შესვლის წინ გარეთ ნაცვამი ტანსაცმელი შესასვლელთან დატოვეთ - პროფესორ გიორგი გრიგოლიას რჩევები

გიორგი გრიგოლია

გიორგი გრიგოლია

მიმაჩნია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გარეთ ნაცვამი ტანსაცმელი სახლში შესვლისას შესასვლელთან უნდა დატოვოს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მიუნხენის ერთ-ერთი კლინიკის უფროსმა ქირურგმა, პროფესორმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

გერმანიაში მოღვაწე ქართველი პროფესორის მთავარი რეკომენდაცია მოსახლეობისთვის კორონავირუსისგან თავის დასაცავად იზოლაციაა.

„იზოლაცია, იზოლაცია, იაზოლაცია! მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევებში დავარღვიოთ ეს იზოლაციის პირობები! სასიცოცხლო აუცილებლობის პირობებში! მაქსიმალურად უნდა გავწელოთ დრო, რათა ამ გაჭიმულ დროში ექიმებმა და მეცნიერებმა მოვასწროთ წამლის ან ვაქცინის შეთავაზება“, - განაცხადა გრიგოლიამ.

ექიმმა პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობასა და პირბადის გამოყენებაზეც ისაუბრა. „მოსახლეობას ვურჩევ, რომ პირბადით იქვნენ. რა თქმა უნდა, პირბადე გადარჩენის ერთადერთი საშუალება არ გახლავთ, მაგრამ პირბადით მინიმუმ მოვახერხებთ იმას, რომ ჩვენ რომ დაინფიცირებული ვიყოთ, არ ვიყოთ ისე ძალიან საშიში ჩვენს გვერდით მდგომისთვის. მიმაჩნია, რომ თითოეულმა მოქალაქემ სახლში შესვლის წინ გარეთ ნაცვამი ტანსაცმელი შესასვლელთან უნდა დატოვოს. შემდეგ ადამიანმა უნდა დაიმუშაოს საკუთარი სხეულის ნაწილები, უპირველესად ხელები და პირისახე, რის შემდეგაც ის სახლის ტანსაცმლით უნდა იმოსებოდეს“, - დასძინა გიორგი გრიგოლიამ.

ქართველ პროფესორს რეკომენდაცია ხელისუფლებისთვისაც აქვს. „კარგი იქნება, ხელისუფალთ დაეწესებინათ საფეხმავლოდ ქუჩის ერთი მიმართულება. მაგალითად ერთ მხარეს იყოს ქალაქისკენ მიმავალი გზა, ხოლო მეორე მხარეს ქალაქიდან მომავალი. ამით ჩვენ მაქსიმალურად ავაცილებდით ეთმანეთთან ადამიანების შემხებლობას“, - განაცხადა გრიგოლიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 00:40

ტაბლოიდი

შრი-ლანკას მკაცრი რეჟიმის ციხიდან ნარკოკურიერი კატა გაიქცა

​​​​​​​შრი-ლანკაზე, ქალაქ კოლომბოში მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხიდან ნარკოკურიერი კატა გაიქცა. ამის შესახებ Daily Mail წერს. კატა პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა ციხის ტერიტორიაზე 1-ელ აგვისტოს დაიჭირეს. მას კისერზე ჰქონდა დამაგრებული პლასტიკური პაკეტი 2 გრამი ჰეროინით, ორი სიმბარათით და მეხსიერების ბარათით.

04 აგვისტო 2020, 00:29

ტექნოლოგიები

სინგაპურელმა მეცნიერებმა ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატი წარმატებით გამოსცადეს

სინგაპურელი მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ყვითელი ცხელების საწინააღმეგო ექსპერიმენტული პრეპარატის კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. სპეციალისტებმა პოტენციური პრეპარატი შექმნეს. საუბარია მონოკლონალურ ანტისხეულზე.

გია აბაშიძე

04 აგვისტო 2020, 00:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ჯანსაღი, კონკურენტული ოპოზიცია ჟანგბადივით სჭირდება

„ჯანსაღი ოპოზიცია ის კი არ არის ხელისუფლება უშვერი სიტყვებით ლანძღო, ხელისუფლება უნდა აკრიტიკო ძალიან მწარედ, საგნობრივად, დარგობრივად, არსობრივად და ლეგიტიმაცია არ დააყენო ეჭვქეშ - ეს არის კონსტრუქციული ოპოზიცია“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

04 აგვისტო 2020, 00:04

ტექნოლოგიები

გერმანიაში მფრინავი ტაქსი გამოსცადეს

გერმანიაში მფრინავი ტაქსი CityAirbus გამოსცადეს, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და საათში 120 კილომეტრ ავითარებს. ამის შესახებ Travel and Leisure წერს. ტაქსის შემქმნელები აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, მალე მფრინავი ტაქსები ქალაქში მგზავრებს გადაიყვანენ და ამის შედეგად საცობების თავიდან აცილება მოხდება. „მფრინავ ტაქსს, ხმელეთზე მოძრავისგან ის უპირატესობა აქვს, რომ უხმაუროდ გადაადგილდება“, - აცხადებენ გამომგონებლები.

03 აგვისტო 2020, 23:24

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა.

03 აგვისტო 2020, 22:59

საზოგადოება

ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ს ნომინაციაზეა წარდგენილი

ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა. ქართული ხორბლის კულტურა UNESCO-ში წარდგენილია ნომინაციაზე „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გადაუდებელ დაცვას საჭიროებს“.

03 აგვისტო 2020, 22:37

მსოფლიო

ინდოეთში, სერიული მკვლელი ნიანგებს მსხვერპლთა ცხედრებით კვებავდა

ინდოეთში დააკავეს სერიული მკვლელი, რომელმაც მსხვერპლთა ცხედრებით ნიანგებს კვებავდა. ამის შესახებ CNN იუწყება. 1995 წელს დევანდრა შარმა თაღლითებს ემსხვერპლა და გაკოტრდა. ამის შემდეგ მან ცხოვრება კრიმინალებს დაუკავშირა. ჯერ გაზის ფალსიფიცირებული ბალონებით ვაჭრობდა, შემდეგ კი ორგანოებით ვაჭრობის შავ ბაზარზე მუშაობდა. სერიული მკვლელი აღიარებს, რომ ორგანოების მოპოვების მიზნით 125 არალეგალური ოპერაცია ჩაატარა.

03 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, საზოგადოება მოდუნდა, რაც რისკს კიდევ უფრო ზრდის

„ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება აღინიშნება, განსაკუთრებული მოდუნება შეინიშნება საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს.

03 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“- აცხადებენ პროკურატურაში.

ხუან კარლოსი I

03 აგვისტო 2020, 21:25

მსოფლიო

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა, ხუან კარლოსმა ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეატყობინა, რომ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

თეა წულუკიანი

03 აგვისტო 2020, 21:17

რეგიონი

თეა წულუკიანი: ჩვენი ვალია გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომის მთაზე, რათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სისტემაში მოვიყვანოთ აქაური მესაკუთრის უფლებები. ჩვენი ვალია, რომ ყოველგვარი სტერეოტიპებისა და წინასწარ შემუშავებული აზრის გარეშე მოვუსმინოთ მათ, მოვემსახუროთ უფასოდ და გომის მთას დიდი მომავალი მივცეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

03 აგვისტო 2020, 21:13

კულტურა

წინანდლის ფესტივალი 17-20 სექტემბერს გაიმართება

მსმენელების წინაშე წარდგებიან: მარტა არგერიხი, ნელსონ გოერნე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, დანიელ ლოზაკოვიჩი, ჯანანდრეა ნოზედა.

დავით ბაქრაძე

03 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს

„უნდათ კონკურენცია - ვიყოთ, ოღონდ პატიოსან კონკურენციაში. შეიძლება მოგწონდეს და არ მოგწონდეს სხვა ოპოზიციური კანდიდატი, მაგრამ ჩვენ არ შევუტევთ სხვა კანდიდატს. ოპოზიცია შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდეს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა ასუსტებდეს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ვალტერ ბრაგა ნეტუ

03 აგვისტო 2020, 20:36

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვალტერ ბრაგა ნეტუს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2020, 20:32

რეგიონი

წელს ბახმაროში ტრადიციული დოღი აღარ ჩატარდება

კორონავირუსის გამო, ბახმაროში ტრადიციული დოღი წელს არ ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ბახმაროში დოღი გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება.

გოგი თოფაძე

03 აგვისტო 2020, 20:22

სამართალი

გოგი თოფაძე ეჭვობს, რომ ბუსა ჟვანიამ თვითდაზიანება მიიყენა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან მომხდარ ინციდენტზე პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გოგი თოფაძემ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 20:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი

სპეციალური მოდულია შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირებ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას უკვე დაწყებული აქვს სამუშაო შეხვედრები ქვეყნის ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან.

03 აგვისტო 2020, 19:51

COVID19

პორტუგალიაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პორტუგალიის ჯანდაცვის გენერალური სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყანაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მარია ვან კერხოვე

03 აგვისტო 2020, 19:42

COVID19

ჯანმო: ყველა დაიღალა ამ პანდემიით, მაგრამ დიდი გზა გვაქვს გასავლელი - ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ იმ გავლენის შესახებ ისაუბრა, რომელიც Covid-19-ს შეიძლება ჰქონდეს მომავალზე და იმაზე, თუ როგორ იძლევა ეს გაუმჯობესების შესაძლებლობას.

ლევან სამუშია

03 აგვისტო 2020, 19:36

პოლიტიკა

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას პარტიის დოტოვების მიზეზთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.