imedi /  26 მარტი 2020, 12:05 / სანდო წყარო

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თვითიზოლაციაში იმყოფება

ბათუმის ინფექციური

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 4 პირს იკვლევენ. ისინი საეჭვო სიმპტომებით საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს, ყველას მოგზაურობის ისტორია აქვს. მათი ანალიზის პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ხუთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, აქვს მაღალი ტეპერატურა და ქრონიკული დაავადება. 70 წლის მამაკაცი ამერიკიდან დაბრუნდა.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ციური აბულაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი განმარტებით, ის გერმანიაში იმყოფებოდა. ციური აბულაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა.

„ამჟამად ვიმყოფები ბათუმში, ნათესავმა გამითავისუფლა ბინა და ვარ თვითიზოლაციაში. თავდაპირველად გერმანიიდან 14 მარტს ჩამოვედი თბილისში, მეუღლე გადავიდა მეგობართან და ბინაში ვცხოვრობდი მარტო, მისთვის რომ არ შემექმნა დისკომფორტი, დავბრუნდი ბათუმში და ვარ თვითიზოლაციაში“, - განაცხადა ციური აბულაძემ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2020, 21:04

COVID19

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 610 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 610 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 1 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 979 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

09 აპრილი 2020, 21:00

COVID19

ბათუმში კორონავირუსი დედასა და მის 10 წლის შვილს დაუდასტურდათ

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია დედა-შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. მისივე თქმით, 40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარნტინო ზონაში მოათავსეს, სინპტომების გამოვლენის შემდეგ კი კორონავირუსზე გამოიკვლიეს.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 20:59

COVID19

ვის დაეხმარებიან ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCoV ფონდში გადარიცხული თანხით

ჩემთვის ეს 100 მილიონი ნიშნავს ზუსტად ამ ოჯახების დახმარებას. ის, ვინც ვთქვათ, საჯარო ტრანსპორტის მძღოლი იყო და დღეს სამსახურის გარეშეა დარჩენილი. ეს ადამიანები ამ თანხიდან უშუალო დახმარებას მიიღებენ. ასევე ის ადამიანები, ვისაც ჰქონდა მცირე სავაჭრო პუნქტი ან ინდივიდუალური საწარმო და ყოველდღიური შემოსავლით ოჯახს არჩენდა. როდესაც მცირე ბიზნესებზე ვლაპარაკობთ, რომლებიც რამდენიმე ადამიანს ასაქმებდა სოფლად თუ ქალაქში, დახმარებას ასევე მიიღებენ- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

09 აპრილი 2020, 20:53

სპორტი

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო. ფიბას გადაწყვეტილებით, კონტინენტის პირველობა ევროპის ოთხ ქალაქში, მათ შორის თბილისში, 2022 წლის 1-დან 18 სექტემბრამდე გაიმართება. ტურნირის გადადების მთავარი მიზეზი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის გადატანა იყო.

დომინიკ რააბი

09 აპრილი 2020, 20:48

COVID19

დომინიკ რააბი: ნუ მივცემთ კორონავირუსს მეორე შანსს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, მთავრობა განაგრძობს კარანტინის რეჟიმის გატარებას, ვინაიდან ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, თუ როდის მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების მოხსნა.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 20:46

COVID19

არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ფონდში აუცილებლად განახორციელებდა ძალიან დიდ დონაციას

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს არის დიდსულოვანი ნაბიჯი და დიდი ქველმოქმედება, მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ასეთი დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის ხალხს და ქვეყანას ეხმარება.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 20:45

COVID19

არჩილ თალაკვაძემ 2-მილიარდიანი კრიზისული ბიუჯეტის პრიორიტეტები განმარტა

დღეს ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ამოცანა და გამოწვევა - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ და იმ პაციენტების მკურნალობა და გადარჩენა, ვინც შესაძლოა დაინფიცირდეს და მეორე, ეკონომიკური გამოწვევები და პრობლემები, რომელიც კორონავირუსს მოჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

09 აპრილი 2020, 20:31

COVID19

ორსულებს, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც, კლინიკებში უმკურნალებენ

კლინიკები ვალდებულნი არიან, მათთან აღრიცხვაზე მყოფ ყველა ორსულთან დაამყარონ კომუნიკაცია (ტელეფონით, ინტერნეტით და სხვა ნებისმიერი ხელმისაწვდომი დისტანციური საშუალებით) და მიაწოდონ რეკომენდაციები COVID-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოებისა და სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობის წესების შესახებ.

ენდრიუ კუომო

09 აპრილი 2020, 20:23

COVID19

ენდრიუ კუომო: 11 სექტემბრის ტერაქტის დროს 2 753 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კორონავირუსით კი 7 000 - ეს ძალიან მტკივნეულია

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, ძალიან მტკივნეული და სულისშემკვრელია იმის ხილვა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით. ენდრიუ კუომოს თქმით, ნიუ-იორკის შტატში 4 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს.

ლუგარის ლაბორატორია

09 აპრილი 2020, 20:20

COVID19

აშშ-ის საელჩო: ლუგარის ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-თან ბრძოლაში

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში განთავსებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), რომელიც უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიაა.

09 აპრილი 2020, 20:13

COVID19

მძლეოსნობაში იტალიელი ევროპის ჩემპიონი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა

მძლეოსნობაში იტალიელი ევროპის ჩემპიონი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ olympicchannel.com-ი წერს. 56 წლის მძლეოსანი ქალაქ პოტენცას საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

09 აპრილი 2020, 20:08

ტექნოლოგიები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენებს არ ახდენს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს - ამის შესახებ ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ გაიდლაინებშია გამოქვეყნებული, სადაც ვკითხულობთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკვლეულია, რომ რადიოსიხშირული ველების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ ახდენს.

თენგიზ ცერცვაძე

09 აპრილი 2020, 19:59

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ რეკომენდაციებს, მით უფრო სწრაფად დასრულდება საგანგებო მდგომარეობა

„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით გაგრძელდეს, შესაძლოა, 2 კვირით ან მაქსიმუმ 1 თვით“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საგანგემო მდგომარეობით გათვალიწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ და მასობრივი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

დიმიტრი ხუნდაძე

09 აპრილი 2020, 19:52

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენთვის ზე მაღალი მნიშვნელობის დღესასწაულზე თავშეკავებით გავუფრთხილდებით რწმენას, სულის სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც

რწმენა ხიფათის წინაშე რომ არ დადგეს, სწორედ ამიტომ წესები ეკლესიაშიც უნდა დავიცვათ. ჩვენ ერთმანეთს ყველგან უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომ ჩვენთვის, ზე მაღალი მნიშვნელობის დღესასწაულზე როგორმე თავი შევიკავოთ. ამით გავუფრთხილდებით რწმენასა, სულის სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 19:46

COVID19

გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატების ერთობლივ ღია წერილს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. „მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში საქართველოს გვერდით დგომისთვის. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ ამჟამინდელი კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება“, - წერს გიორგი გახარია.

დიმიტრი ხუნდაძე

09 აპრილი 2020, 19:44

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს მამის ორმოცზე მე და ჩემი შვილი საფლავზე მარტო წავედით

„ჩემთვის მძიმე იყო საკუთარი მშობლის საფლავზე მხოლოდ შვილთან ერთად მისვლა. მაგრამ ეს არის სავალდებულო წესი, რომ ჩვენ ერთმანეთი გავუფრთხილდეთ. ამიტომ რაღაცაზე დროებით უარი ვთქვათ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ მთავარი რეკომენდაცია, მთავარი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში - ფიზიკური დისტანცირება, გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

09 აპრილი 2020, 19:41

COVID19

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჯანმოს ქმედებებს ადამიანიების სიცოცხლე ემსხვერპლა

ოფიციალური ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებებს ადამიანიების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Agence France-Presse-სთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

09 აპრილი 2020, 19:33

COVID19

ორ ამერიკელს კორონავირუსის გავრცელების მუქარის გამო ბრალდება წაუყენეს

ტესტირების შედეგად მას კოვიდ-19 არ დაუდგინდა, თუმცა ჩადენილი დანაშაულისთვის 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 39 წლის პერესმა კი Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ სან-ანტონიოს მარკეტებში კორონავირუსის გასავრცელებლად უცნობი პირი დაიქირავა. როგორც მოგვიანებით ბრალდებულმა განაცხადა, ამ პოსტით მას სურდა ადამიანებისთვის სახლში დარჩენა აიძულებინა.

მარინა ეზუგბაია

09 აპრილი 2020, 19:28

COVID19

მარინა ეზუგბაია: დღეს დამატებული ოთხივე შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია

დღეს დილის შემდეგ დაემატა ოთხი შემთხვევა ოთხივეს წყარო ცნობილია, ეს არის იმპორტირებული შემთხვევები, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით ჯერჯერობით ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ აქვს დეტალური ინფორმაცია

09 აპრილი 2020, 19:27

COVID19

StopCoV ფონდში 124 200 000 ლარია მობილიზებული

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 124 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული. როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცახდებენ, ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.