imedi /  26 მარტი 2020, 12:33 / სანდო წყარო

თამაზ ნავერიანი: მარნეულის მუნიციპალიტეტში სკრინინგი 15 415 მოქალაქემ გაიარა

თამაზ ნავერიანი

თამაზ ნავერიანი

„ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მყისიერი რეაგირებითა და ეფექტური ნაბიჯებით ვპასუხობთ“, - ამის შესახებ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასშტაბური სამედიცინო შემოწმება. მოცემული ეტაპისთვის 3 481 ოჯახმა, ჯამში კი, 15 415 მოქალაქემ გაიარა სკრინინგი.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები აწარმოებდნენ სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ მარნეულის ქუჩებსა და ახლო მდებარე სოფლებში. აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ საუბრისას.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

„დროებით გამშვებ პუნქტთან გამართულ თათბირზე გაიწერა გეგმა, მომდევნო დღეებში, მუნიციპალიტეტებში საკვები პროდუქტის შემოტანის შესახებ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანგებო რეჟიმის პირობებში, მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს მყისიერი რეაგირებით და ეფექტური ნაბიჯებით ვპასუხობთ, რათა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება“, - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ნელი ხიზანიშვილი

30 მარტი 2020, 12:12

COVID19

თვითიზოლაციის შესაძლებლობის არქონის გამო ერთი ადამიანი კახეთიდან თბილისშია გადაყვანილი

თვითიზოლაციის შესაძლებლობების არქონის გამო, ერთი მოქალაქე ასაკისა და თანმხლები დაავადებების გამო თბილისშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენაციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფრომა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთის 9 საკარანტინო სივრცეში მოქალაქეების რაოდენობა 580-დან 603-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში მყოფი ადმიანების რაოდენობა კი 227-მდე შემცირდა, ხოლო სპეციალისტების მეთვალყურეობა 83-ს მოეხსნა.

შოთა რეხვიაშვილი

30 მარტი 2020, 12:10

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: ქვემო ქართლში სასურსათო კრიზისის საფრთხე არ არსებობს

მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, ქვემო ქართლში ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, იმ შეზღუდვების დაცვით, რაც დაწესებულია, ყველა მიმართულებით: მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, აგრძელებს საქმიანობას, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სასურსათო კრიზისის საფრთხე არ არსებობს.

მაკა სოლოღაშვილი

30 მარტი 2020, 12:06

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში შვიდი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე ტესტირება დღეს მხოლოდ ორი პაციენტს ჩაუტარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გუშინ კვლევაში ჩართული შვიდივე პაციენტის ტესტირების პასუხები უარყოფითია. „გუშინ კვლევაში ჩართული 7 პაციენტის ტესტირებაზე ყველა პასუხი უარყოფითი მოვიდა. ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღეს მხოლოდ ორი პაციენტის ტესტირება ჩატარდა და პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი“, - განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

Renault

30 მარტი 2020, 12:04

COVID19

Renault და Peugeot ფილტვების ვენტილაციის აპარატების წარმოებას იწყებენ

ფრანგი ავტომწარმოებლები Renault და Peugeot კორონავირუსის პანდემიის გამო, ფილტვების ვენტილაციის აპარატების წარმოებას იწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო France Info ავრცელებს.

30 მარტი 2020, 11:57

COVID19

ლიეტუვაში კორონავირუსით ნატოს ათობით ჯარისკაცი დაინფიცირდა

კორონავირუსით ლიეტუვაში დისლოცირებული ნატოს ათობით ჯარისკიცი დაინფიცირდა. როგორც ცნობილია, ერთი ჰოლანდიელი სამხედრო სამშობლოში დააბრუნეს. დაინფიცირებულებს შორის გერმანიისა და კიდევ მინიმუმ 7 სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან.

გიორგი გრიგოლია

30 მარტი 2020, 11:48

COVID19

რომელი ტესტია ყველაზე სანდო კორონავირუსის დასადგენად - გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის მოსაზრება

გერმანიასში სწრაფ ტესტებს იყენებენ, მაგრამ არა ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის უფროსმა ქირურგმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა. ქართველმა ექიმმა სწრაფი ტესტირების მეთოდებზე ისაუბრა. მის თქმით, სპეციალისტები სადიაგნოსტიკოდ ტესტირების სამ მეთოდს გამოიყენებენ, თუმცა მათგან ერთ-ერთი, არასანდო სადიაგნოსტიკო საშუალებად ითვლება, რადგან ასეთი ტესტების შედეგები მხოლოდ 70 %-ის შემთხვევაში ასახავს სინამდვილეს.

30 მარტი 2020, 11:42

COVID19

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა სოფელ წითელუბანში ახლაგაშენებული ბაღი მოინახულეს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიგი ხოჯევანიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა სოფელ წითელუბანში, აჭარიდან ეკომიგრანტი ფერმერის, მერაბ შავაძის ახლაგაშენებული ბაღი მოინახულეს. ასევე, მიმდებარე მეურნეობებში საგაზაფხულო სამუშაოები დაათვალიერეს და ფერმერებს გაესაუბრნენ. მერაბ შავაძემ პროგრამა ,,დანერგე მომავალის" ფარგლებში 10 ჰექტარზე სხვადასხვა მრავაწლოვანი ბაღი გააშენა. ბაღში 87,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 57,500 ლარს შეადგენს.

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 11:39

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი: დაწესებულ შეზღუდვებს საზოგადოება ბევრად მეტი გაგებით ეკიდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ე.წ. გამშვებ პუნქტებზე რაიმე მნიშვნელოვანი ან საგანგაშო კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება ბევრად მეტი გაგებით ეკიდება დაწესებულ შეზღუდვებს.

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 11:25

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 98 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 98 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4978 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266 პაციენტი რჩება.

დონალდ ტრამპი

30 მარტი 2020, 11:22

COVID19

დონალდ ტრამპი: კარგი იქნება, თუ დაღუპულთა რიცხვი აშშ-ში 100 ათასს არ გადააჭარბებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 100 000-ს არ გადააჭარბებს, ეს ხელისუფლების კარგი მუშაობის მაჩვენებელი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს. მისივე თქმით, აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების პიკი ორ კვირაშია მოსალოდნელი, ეპიდემიის შედეგებისგან აღდგენას კი ქვეყანა 1-ლი ივნისისთვის დაიწყებს.

მარინა ენდელაძე

30 მარტი 2020, 11:19

COVID19

მარინა ენდელაძე: ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ამჟამად ჩვენთან 4 მძიმე პაციენტია, რომელთა მდგომარეობა თანდათან სტაბილურდება და არ არის უარყოფითი დინამიკა, რაც გვაძლევს იმედს, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა განაცხადა. მარინა ენდელაძის თქმით, ახალი პაციენტებიდან მათ ცენტრში მხოლოდ ერთი მოთავსდა და მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

30 მარტი 2020, 11:13

რეგიონი

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ნაფეტვარიძე სურამში ჩავიდა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან და ქალქის მერთან ერთად, სურამში დაწყებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

30 მარტი 2020, 11:11

COVID19

მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის კონსულტაციები ონლაინ რეჟიმში გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის კონსულტაციებს ონლაინ რეჟიმში გამართავს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.

საჩხერე

30 მარტი 2020, 11:10

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორ მათგანს დღეს საკონტროლო ტესტი ჩაუტარდება. თუ ტესტის შედეგად კორონავირუსის არსებობა არ დადასტურდება, პაციენტები კლინიკას დატოვებენ. სამედიცინო ცენტრში ასევე იმყოფებიან ვირუსის საეჭვო სიმპტომებით პაციენტები, რომელთა სისხლის ნიმუშების კვლევა დღეს მოხდება.

30 მარტი 2020, 11:05

ეკონომიკა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები შეუფერხებლად გაგრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა და პრეპარატები. მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა დასავლეთ საქართველოში მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება უკვე დაიწყეს. სამინისტროს ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს.

30 მარტი 2020, 10:59

COVID19

სადეზინფექციო სამუშაოების გამო, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფისები 31 მარტს, 2 და 4 აპრილს არ იმუშავებს

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დასვენების გამოცხადების მიზეზი დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებია. „პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო 31 მარტი, 2,4 აპრილი გამოცხადებულია დასვენების დღედ“, – წერია განცხადებაში.

30 მარტი 2020, 10:59

COVID19

USAID საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1,1-მილიონ დოლარს გადაურიცხავს

USAID საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1,1-მილიონ დოლარს გადაურიცხავს, რომ მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული კორონავირუსის გავრცელება, - ინფორმაციას ამის შესახებ USAID ტვიტერზე ავრცელებს.

30 მარტი 2020, 10:58

COVID19

ბათუმში შვიდი ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს

ბათუმში შვიდივე ინფიცირებული კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 70 წლის კაცი მართვით სუნთქვაზეა. ორმხრივი პნევმონია აქვს შუახნის ქალსაც. მის მდგომარეობას მედიკოსები საშუალო სიმძიმედ აფასებენ. 5 პაციენტის შემთხვევაში კი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როგორც "მედალფას" რეგიონალურმა დირექტორმა, ლევან ანთაძემ განაცხადა, ცხელებით ერთმა პირმა კლინიკას თავად მიმართა. მას COVID 19 არ აღმოაჩნდა და უკვე გაწერეს.

შოთა რეხვიაშვილი

30 მარტი 2020, 10:56

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: ბოლნისსა და მარნეულში ტემპერატურული სკრინინგი 106 755 ადამიანს ჩაუტარდა

ორივე მუნიციპალიტეტში მობილური ჯგუფები აგრძელებენ ტემპერატურულ სკრინინგს, მარნეულში სულ 80 788 ადამიანია შემოწმებული, ბოლნისში 25 967. ჯამში 106 755 ადამიანი არის ტემერატურულ სკრინინგგავლილი და შემოწმებული, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კორონავირუსი ჩინეთი

30 მარტი 2020, 10:51

COVID19

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ჩინეთი კორონავირუსის შემთხვევების რეალურ რიცხვს მალავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ჩინეთი კორონავირუსის შემთხვევების რეალურ რიცხვს მალავს. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Business Insider-ი წერს.